Search the Community
Showing results for tags 'nvidia'.
-
Display Driver Uninstaller is a driver removal utility that can help you completely uninstall AMD/NVIDIA graphics card drivers and packages from your system, without leaving leftovers behind (including registry keys, folders and files, driver store). The AMD/NVIDIA video drivers can normally be uninstalled from the Windows Control panel, this driver uninstaller program was designed to be used in cases where the standard driver uninstall fails, or anyway when you need to thoroughly delete NVIDIA and ATI video card drivers. The current effect after you use this driver removal tool will be similar as if its the first time you install a new driver just like a fresh, clean install of Windows. As with any tool of this kind, we recommend creating a new system restore point before using it, so that you can revert your system at any time if you run into problems. This tool act similar to what Driver sweeper do + the extra mentioned above. -Requirements: -NetFramework 2.0 + -Support WindowsXP up to Windows 8.1 -32/64 bits support -Nvidia / AMD (Enduro not completly supported yet), Display Driver Uninstaller 12.2 (02-09-2014) Changelog: -Do not remove the amdkmpfd (amd PCI bus lower filter) it can cause trouble... -Amd cleanup order reorganisation (Nvidia will follow later.) -Some amd cleanup addition to remove some leftover for some users. გადმოწერა: Display Driver Uninstaller v12.2 პროგრამის ოფიციალური საიტი: http://www.wagnardmobile.com/DDU/
-
ამერიკული გიგანტი კომპანია რომელიც დაარსდა 1993 წელს და მისი შტაბ-ბინა მდებარეობს სანტა კლარაში, კალიფორნიის შტატში. კომპანიის დამფუძნებელია 3 ადამიანი ესენია : ჯენ-ჰსუნ ჰუანგი (Jen-Hsun Huang - კომპანიის უფროსი 2008წლიდან), წარმოშობით ტავიანელი მაგრამ ამერიკელი პიროვნება, რომელიც იყო CoreWare-ს დირექტორი კომპანია LSI Logic-ში და შემდეგ მიკროპროცესორების დიზაინერი Nvidia-ს ერთადერთ კონკურენტ კომპანიაში Advanced Micro Devices (AMD). კრის მალაჩოვსკი (Chris Malachowsky) - ელექტრო ინჟინერი, რომელიც მუშაობდა Sun Microsystems-ში. ეს იყო კომპანია რომელიც ყიდდა კომპიუტერებს, მის კომპონენტებს პროგრამულ უზრუნველყოფას და აწარმოებდა ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისს. კერიტს პრიმი (Curtis Priem) წარსულში საინჟინრო ჯგუფის წევრი იყო და კომპანია Sun Microsystems გრაფიკულ ჩიპებზე მუშაობდა. ამ სამმა ადამიანმა კომპანიის დაარსებისათვის საჭირო კაპიტალი Sequoia Capital-გან მოიზიდა. Nvidia ცნობილია მისი გრაფიკული დამუშავების ჩიპებით (GPU). Nvidia და მისი კონკურენტი AMD გაბატონდნენ გრაფიკული ტექნოლოგიების სფეროში და მათ ბაზრის 90%-ზე მეტი უკავიათ, რადგან მათ დაჩრდილეს სხვა მცირე კომპანიების როლი, ამ სახის პროდუქტის წარმოებაში. Nvidia-ს ყველაზე ცნობილ და წარმატებულ GPU პროდუქტს სახელად "GeForce" ერთადერთი კონკურენტი ჰყავს და ეს არის AMD-ს ვიდეობარათების სერია სახელად "Radeon". გარდა ამისა GPU წარმოებაში აღსანიშნავია, რომ Nvidia-ს აქვს პარალელური დამუშავების შესაძლებლობები, რომლებიც მკვლევარებსა და მეცნიერებს საშუალებას აძლევს ეფექტურად ისარგებლონ მაღალი წარმადობის აპლიკაციებთ. ისინი დანერგილია სუპერ-კომპიუტერებში, მთელი მსოფლიოს მაშტაბით. კომპანიამ გააფართოვა წარმოების ჰორიზონტი და ახლა იგი გადაერთო მობილური სამყაროს ვიდეო ჩიპების ინდუსტრიაშიც და გვთავაზობს გრაფიკული პროცესორების სერიას - Tegra - გაცილებით ძლიერი მობილურებისა და ტაბლეტებისათვის. მისი კონკურენტი გარდა კომპანიისა AMD არიან კომპანიები Intel და Qualcomm. გარდა ამისა Nvidia-ს პროდუქტის პორტფოლიო შეიცავს: გრაფიკულ პროცესორებს, wireless კომუნიკაციურ პროცესორებს, პერსონალური კომპიუტერის ჩიპსეტებსა და ციფრული media player პროგრამულ უზრუნველყოფას. Nvidia-ს პროდუქტის მომხმარებელს მიაჩნია რომ ყველაზე ცნობილი და წარმატებულია GeForce სერიის ვიდეოდაფები, რომელშიც შედის ორივე სახის ვიდეო ბარათები: ბარათები დისკრეტული გრაფიკული ჩიპებით რომლებიც დედადაფებზეა განთავსებული და ასევე core-გრაფიკული ტექნოლოგია nForce - დედადაფებში, და რა თქმა უნდა Microsoft Xbox და Sony PlayStation 3 სათამაშო კონსოლები. Nvidia-ს ყველაზე გამოჩენილი პროდუქტის ოჯახებია: GeForce, სათამაშო გრაფიკული ბარათების სერია რომლის პოპულარობაზეც უკვე ვისაუბრეთ. Quadro გრაფიკული ბარათი რომელიც გამოიყენება დიზაინსა და ციფრულ სამყაროში სამუშაოდ. Tegra, მობილური მოწყობილობების გრაფიკული ბარათია და ერთ-ერთი წარმატებულიცაა ამ სფეროში. Tesla, ეს სერია მიძღვნილია მაღალი წარმადობის კომპიუტერებისათვის, რომელიც გამოიყენება სურათების დამუშავების აპლიკაციებისა და სამეცნიერო დანიშნულებისათვის. nForce სერია არის დედადაფის ჩიპსეტი, რომელიც კომპანიამ შექმნა AMD Athlon-ისა და Duron მიკროპროცესორებისათვის. პირველი Geforce სერიის ვიდეო ბარათი 1999 წლის შემოდგომაზე გამოვიდა ეს იყო GeForce 256 იგივე NV10, რომელიც განსაკუთრებით ცნობილი გახდა რადგან მას ინტეგრირებული ჰქონდა სინათლის გამომთვლელ-გადამამუშავებელი 3D მოწყობილობა. მისი სიხშირე 120 მეგაჰერცი იყო და მასში ჩანერგილი იყო 4 პიქსელიანი „მილსადენი“ (pipeline). ეს ვიდეობარათი დიდი რაოდენობით გაიყიდა და კომპანიას დიდი წარმატებაც მოუტანა. ამ წინსვლის შემდეგ Nvidia-მ ხელი მოაწერა კონტრაქტს იმის თაობაზე, რომ მას უნდა განევითარებინა Microsoft-ის Xbox სათამაშო კონსოლის გრაფიკული აპარატურა, ამ პროექტმა კომპანიას 200 მილიონი დოლარის ზრდა მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეტანხმებამ ბევრი Nvidia-ს საუკეთესო ინჟინერი დააშორა სხვა პროექტებს, კომპანიამ მოკლე დროში მაინც მოახერხა ახალი GeForce2 GTS ვიდეობარათის გამოშვება და ეს მოხდა 2000 წლის ზაფხულში. 2000 წელს, Nvidia შეიძინა კომპანია 3dfx-ის აქტივები, რომელიც მისი იმდროინდელი კონკურენტი იყო და მოიაზრებოდა როგორც ერთ-ერთ გიგანტი მწარმოებლი 1990-იან წლებამდე. 2002 წლის ივლისსში კომპანიამ - Nvidia შეიძინა Exluna გაუმჟღავნებელი თანხით. Exluna-მ შექმნა პროგრამული უზრუნველყოფის ინსტრუმენტები და შემდეგ გადაიქცა გჯუფად სახელწოდებით Cg project. 2003 წლის აგვისტოში კომპანიამ - Nvidia შეიძინა MediaQ დაახლოებით $70 მილიონ დოლარად. 2004 წლის 22 აპრილს კომპანიამ - Nvidia შეიძინა iReady, მაღალი წარმადობის TCP/IP და iSCSI მომწოდებელი. 2004 წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია Nvidia თანახმა იყო რომ კომპანია Sony-ის მისი გრაფიკული პროცესორები (RSX) დამოუკიდებლად ეწარმოებინა, რომელსაც გამოიყენებდნენ სათამაშო კონსოლში PlayStation 3. 2006 წლის მარტში კი ზუსტად გაირკვა რომ კომპანია Nvidia გადასცემდა RSX ჩიპის არქიტექტურას კომპანია Sony-ის და რა თქმა უნდა შეთანხმების მიხედვით RSX ტექნოლოგია გადავიდა Sony-ის ქარხნებში, ისევე როგორც die shrinks გამხდა 65 ნანომეტრი ზომის. კომპანია Nivdia-ს პრაქტიკა ვერ ათანხმბოდა ბიზნესის საკითხებს კომპანია Microsoft-თან, სადაც Nvidia ხელმძღვანელობდა Xbox-ის ვიდეობარათის წარმოებასა და საამქროების კონტრაქტებს, მესამე პირებთან. ამ დროს კომპანიამ - Microsoft კომპანიას - ATI ნება დართო დაემზადებინა საკუთარი ვიდეო ჩიპები Xbox 360 სათამაშო კონსოლის გრაფიკის უზრუნველსაყოფად, როგორც კომპანია Nintendo აწარმოებდა გრაფიკულ ბარათებს Wii კონსოლისათვის. 2005 წლის 14 დეკემბერს კომპანიამ - Nvidia შეიძნა ULI Electronics, რომელიც იმ დროს აწარმოებდა southbridge ჩიპსეტის ნაწილებს კომპანია ATI-სთვის, რომელიც კომპანია Nvidia-ს რეალური კონკურენტი იყო. 2006 წლის მარტში, კომპანიამ - Nvidia შეიძინა Hybrid Graphics . 2006 წლის დეკემბერში კომპანიამ - Nvidia, სასამართლო უწყება მიიღო ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტიდან და ამ უწყების ავტორი მუდამ მისი კონკურენტი AMD იყო (რომელმაც შეიძინა ATI) და ამ უწყებაში საუბარი იყო კომპანიისგან მოსალოდნელი შესაძლო მონოპოლიის შესახებ - გრაფიკული ბარათების ინდუსტრიაში. ჟურნალმა Forbes კომპანია Nvidia დაასახელა როგორც 2007 წლის კომპანია, ეს წელი მთლიანად „იმეორებდა“იმ ყველა ნაბიჯს რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში გადადგა კომპანიამ მომავლისაკენ. 2007 წლის 5 იანვარს კომპანიამ - Nvidia განაცხადა რომ მან დაასრულა კომპანია PortalPlayer შესყიდვა. 2008 თებერვალში, Nvidia-მ კომპანია Ageia Technologies შეიძინა უცნობი ღირებულებით. კომპანიის პრეზიდენტმა ჯენ-ჰსუნგ ჰუანგმა განაცხადა, რომ " ამ ჯგუფების გაერთიანებით შეიქმენება მსოფლიოს ყველაზე მაღალი წარმადობის GPU და physics ძრავის ბრენდი, ჩვენ შეგვიძლია 12 მილიონ მოთამაშეს შევთავაზოთ GeForce-აქსელერაციის PhysX ვიდეო ბარათი". 2009 წლის აპრილში, სასამართლომ გააერთიანა სხვადასხვა კლასის ღონისძიებები ერთ საქმეში და დაარქვა მას - "კომპანიის ვიდეობარათების დავა" - "The Nvidia GPU Litigation". კომპანია თანახმა იყო დაებრუნებინა წუნიანი ჩიპები ან თანხა გაეღო მათთვის ვინც უკვე შეუკვეთა ლეპტოპები ამ ჩიპებით და კომპანია თავისი ხარჯებით შეაკეთებდა მათ. გარდა ამისა Nvidia-მ შეკეთების ნაცვლად სხვა ახალი ლეპტოპები გადასცა მომხმარებელს. ეს ყველა პირობა შესრულდა მას შემდეგ რაც მთლიანად მოწესრიგდა საკითხები. ჩიპები როგორც საჩუქარი ისე ჩაანაცვლეს Dell-სა და HP-ს ლეპტოპების გარკვეულ რაოდენობაში, ასევე კომპანია Apple-ის ორი სახის MacBook Pro მოდელში. მიუხედავად იმისა რომ კომპანია Nvidia-ს ეს ყველაფერი მილიონობით დოლარი დაუჯდა, მომხმარებლის დიდი ნაწილი არ იყო კმაყოფილი კომპანიის ამ ნაბიჯებით და უამრავი ვებ-გვერდი და ბლოგი საუბრობდა ამ თემაზე. ერთ-ერთი ასეთი ვებ-გვერდი იყო სახელწოდებით - Fair Nvidia Settlement. 2011 წლის 10 იანვარს კომპანიამ - Nvidia გააფორმა 6 წლიანი „შეთანხმება“ კომპანიასთან - Intel, რაც განიხილავდა ამ ორ კომპანიას შორის სადავო თანხებს და ამ შეთანხმების მიხედვით Intel ვალდებული იყო რომ 1,5 მილიარდი დოლარი გადაეხადა 5 წელიწადში კომპანიისათვის - Nvidia. 2011 წლის 15 თებერვალს კომპანიამ - Nvidia დემონსტრირება გაუკეთა მის პირველ ოთხ-ბირთვიან პროცესორს მობილური მოწყობილობებისთვის და ეს მოხდა Mobile World Congress-ზე, ბარსელონაში. ეს ჩიპი უამრავ ტაბლეტში იქნა გამოყენებული 2011 წლის მეორე ნახევარში. 2011 წლის მაისში, ცნობილი გახდა რომ კომპანია Nvidia თანხმობას აცხადებდა კომპანიის - Icera შესყიდვაზე რომელიც იყო ჩიპების მწარმოებელი კომპანია ბრიტანეთში და მისი ღირებულება $367 მილიონ დოლარს შეადგენდა. ეს ყველაფერი იყო კომპანა Nvidia-ს მნიშვნელოვანი ნაბიჯები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და დამეთანხმებით, რომ მან მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. Nvidia-მ ადვილად შეძლო გაფართოვებულიყო და ამის შესახებ უამრავი კვლევა ჩატარდა, ერთ-ერთის (Jon Peddie Research) მიხედვით კი აღსანიშნავია რომ კომპანიამ - Nvidia გაყიდა 33 მილიონი გრაფიკული ჩიპი 2010 წლის პირველ კვარტალში, რაც შეადგენდა მთლიანი ბაზრის საზიარო 31.5%. კომპანიებმა AMD და Intel გაყიდეს 25.15 მილიონი ერთეული (24.0% ბაზრის საზიარო წილი) და 45.49 მილიონი ერთეული (43.5% ბაზრის საზიარო წილი) - თითოეულმა. კომპანიის წლიდან წლამდე ზრდა კი 41.9% იყო, რაც დამეთანხმებით რომ არნახული შედეგია. 2011 წლის აგვისტოში კომპანიამ იწინასწარმეტყველა, რომ მისი აქტივების ზრდა იქნებოდა 4% დან 6%-მდე ნაცვლად 4%-სა რაც ანალიტიკოსებმა ივარაუდეს. გამოდის რომ კომოპანიის ხელმძღვანელობას კარგი უნარი აღმოაჩნდა იმისა, რომ რეალურად განსაზღვროს თუ რა შეუძლია და ამის მიხედვით ყველაფერი სწორად წარმართოს. 2011 წლის სექტემბერში გაკეთებული განცხადების მიხედვით კი Nvidia ვარაუდობს, რომ მისი გაყიდვების მაჩვენებელი 2013 წელისთვის იქნება $4.75 მილიარდიდან $5 მილიარდ დოლარამდე, ხოლო ანალიტიკოსების აზრით ეს რიცხვი იქნება $4.45 მილიარდი, დაველოდოთ და ვნახოთ თუ ისევ ზუსტი აღმოჩნდება კომპანიის წინასწარმეტყველება. ეს იყო ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა გვეთქვა კომპანია Nvidia-ს შესახებ, როგორც გიგანტ მწარმოებელზე ვიდებარათების ინუსტრიაში და გავიგეთ თუ რა ადგილზე დგას იგი ბაზარზე, ასევე ვისაუბრეთ მის ისტორიაზე ახლა კი განვიხილოთ მისი პროგრამული უზრუნველყოფის რამდენიმე თავისებურება. open-source (ღია კოდის) პროგრამულ უზრუნველყოფასთან კომპანიას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, Nvidia არ აქვეყნებს მისი ნაწარმის დოკუმენტაციას, რაც იმას ნიშნავს რომ პროგრამისტებს არ აქვსთ შესაძლებლობა დაწერონ open-source (ღია კოდის) და უფრო ეფექტური დრაივერები Nvidia-ს პროდუქციისათვის. ნაცვლად ამისა, Nvidia თავის კუთვნილ ინფორმაციას აწვდიდა კომპანიას X.Org რომელიც აწარმოებს GeForce სერიის დრაივერებს ისეთი სისტემებისათვის როგორიცაა Linux, FreeBSD ან Solaris - კერნელი და სხვა კერძო დრაივერები. Nvidia აგრეთვე აწვდიდდა და მალევე შეუწყვიტა open-source (ღია კოდის) დრაივერის მიწოდება იმავე კოპანიას და ეს დრაივერები განკუთვნილი იყო 2 განზომილებიანი მოწყობილობებისათვის. კომპანიის დრაივერების მესაკუთრულმა ნატურამ გამოიწვია free-software გაერთიანების უკმაყოფილება. ლინუს ტოვალდსმა (Linus Torvalds- ლინუქსის დეველოპერმა და ჰაკერმა) ღიად განაცხადა რომ : „Nvidia არის ყველაზე ცუდი და უსიამოვნო "წერტილი" მოწყობილობების მწარმოებლებს შორის“. ზოგიერთი Linux და BSD მომხმარებელი მოითხოვდა open-source დრაივერებს, მაგრამ კომპანიამ ეს დაჟინება „გაითვალისწინა“ მხოლოდ binary(არატქსტური ფაილი) ფაილების გაცემის გზით, რაც თითქმის არაფრის მომტანია დეველოპერებისათვის. სხვადასხვა მწარმოებლები კი ეჯიბრებიან ერთმანეთს (მაგ. Intel) და მომხმარებელს სთავაზობენ პროგრამულ მხარდაჭერას გარკვეული დოკუმენტაციით, რომელიც გამოადგებათ open-source დეველოპერებს, და სხვები (მაგ. ATI) აწარმოებენ ნაწილობრივ დოკუმენტაციას და აწვდიან ზოგიერთ აქტიურ დეველოპერულ ჯგუფს. დახურული ნატურის დრაივერების გამო კომპანია Nvidia-ს ვიდეო ბარათებს არ ჰქონდათ ადეკვატური შესაძლებლობები ზოგიერთ პლატფორმებსა და არქიტექტურაში, კომპანია მხოლოდ x86/x64 არქიტექტურას აწარმოებს. ამის შედეგად მხარდაჭერა 3 განზომილებიანი გრაფიკული აქსელერაციისათვის Linux-ზე სუპერ წარმადობის კომპიუტერში არ არის და ასევე არ აქვს მხარდაჭერა Linux-ის hypervisor-შეზღუდულ PlayStation 3 კონსოლში. გარკვეული სახის უკმაყოფილება მომხმარებლების მხრიდან ამ საკითხზე წარსულში არსებობდა, მაგრამ დღესდღეობით კომპანია მუდამ ცდილობს გაუმჯობესებული დრაივერები აწარმოოს რაც მომხმარებელს ძალიან ახარებს და არ უტოვებს საბაბს გამოთქვას უკმაყოფილება. გარდა ამისა ეს კომპანიის დიდი პლიუსია, რადგან მისი კონკურენტი ATI ნაკლებ ყურადღებას უთმობს დრაივერების განახლებას, რაც მისი მომხმარებლის იმედგაცრუებას იწვევს და გიგანტი Nvidia თავისკენ იზიდავს მომხმარებელს პროგრამული უზრუნველყოფის გამართული მხარდაჭერით, რაც დიდ პოპულარობას ანიჭებს მას. სტატიის დასასრულს კი მინდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაშიც გემოვნებასთან გვაქვს საქმე, ზოგს ერთი კომპანია მოსწონს ზოგს კი მეორე მაგრამ საერთო ჯამში ყველა კომპანიას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები ან უბრალოდ წარსულში ჰქონდა.
-
მას შემდეგ რაც NVIDIA მ მოულოდნელად შემოგვთავაზა GeForce GTX TITAN, NVIDIA მ მიიქცია ჩვენი ყურადღება ახლი GTX 700 სერიით. ამ სერიის წარმომადგენელი GTX 780, დღეს ჩვენი სტუმარია. GTX Titan არც 600 და არც 700 სერიის წარმომადგენელი არაა, იგი მხოლოდ 3 თვეა რაც გამოსულია, ლიდერობს ერთ ბირთვიან ვიდეოდაფებში და 1000 $ ღირს. მის გამოსვლას არ უმოქმედია არც 680ის და არც სხვა ვიდეოდაფების ფასებზე, ასერომ Titan NVIDIA-მ, პრემიუმ სეგმენტისთვის გათვალა. მისი მფლობელები ალბათ კმაყოფილი არიან, მაგრამ ხომ არ შეუშლის ახალი GTX 780 მათ ბედნიერებას ხელს? GTX TITAN-ს და GTX 780-ს ბევრი საერთო აქვთ. ორივე დაფუძნებულია ერთდაიგივე 28 ნმ-ან GK110 -ზე, მათ აქვთ თითქმის ერთნაირი PCB და მსგავსი გაგრილება. ჩვენ შეგვილია 780 ასევე შევადაროთ 680ს. 780ს აქვს 50 %ით მეტი , CUDA ბირთვები, 50% ით მეტი მეხსიერება და memory bandwidth. მაგრამ იგი ჩამორჩება GTX TITAN ს. GTX 680 და GTX 780 ორივე დაფუძნებულია კეპლერის მიკროარქიტექტურაზე, 780 ბევრად უფრო აღემატება 680ს ვიდრე 580 აღემატებოდა 480ს. NVIDIA მ ჩართო მხოლოდ 12 მულტიპროცესორი არსებული 15 - დან, რომებიც ერთად იტევენ 2,304 CUDA ბირთვს. 780 ს აქვს 192 TMU და 48 ROP ერთეული. ამ ვიდეოდაფას აქვს 3 GB GDDR5 მეხსიერება, არარეფერენს მოდელებს აქვთ საშუალება ქონდეთ 6GB GDDR5 მეხსიერება. ასეთ მოდელებს შემდგომში ვიხილავთ. ა780ს აქვს ასევე Boost 2.0 ტექნოლოგია (დინამიური ოვერქლოქინგის ტექნოლოგია) რომელიც პირველად Titan ს ქონდა. ეს ტექნოლოგია ზრდის სიხშირეს და ვოლტაჟს , ტემპერატურის , დატვირთვის და ენერგომოხმარების მიხედვით. ყველაზე საინტერესო კი მისი ფასია, იგი 649.99 $ ღირს. რაც მნიშვნელოვნად მეტია ვიდრე 499.99$, რამდენიც ღირდა 680, მაგრამ ნაკლებია $999.99ზე რამდენიც ღირდა GTX TITAN. ასერომ ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ ვიდეოდაფა, რომელიც არ ჩამოუვარდება GTX TITAN ს , TITAN ის ფასის 2/3 ში ვიდეო ბარათს თქვენ მიიღებთ შავ, საკმაოდ ლამაზ ყუთში. როგორც ჩანს NVIDIA ს პროდუქტებს, უკვე ასეთი შეფუთვით მიიღებთ. ვიზუალურად 780 გამოიყურეაბ ზუსტად ისევე როგორც TITAN, განსხვავება მხოლოდ წარწერაშია. მეტალის კორპუსი ძალიან მაღალი ხარისხისაა. ვიდეობარათი არის 26.5 სმ სიგრძის და 11 სმ სიმაღლის. ვიდეოდაფის დასაყენებლად თქვენ 2 სლოტი დაგჭირდებათ თქვენს დედადაფაზე. გამოსახულების გამოტანის სისტემა შედგება DVI პორტებისგან, ერთი HDMI პორტისგან და ერთი Display პორტისგან. შესაძლებელია სამივე საშუალების ერთდროულად გამოყენება, ასერომ 3 მონიტორზ თამაში მხოლოდ ერთი ვიდეოდაფით შესაძლებელია. შესაძლებელია ვიდეოდაფის SLI კონფიგურაციით გამოყენება, 3 დედადაფით ან 2 დედადაფით. NVIDIA მ გააუქმა ად ვიდეოდაფაზე 4 way SLI ეს არის ვიდეოდაფის წინა და უკანა ნაწილი. NVIDIA ს ქულერი რთული აგებულებისაა. იგი მოიცავს ფანსაც და რადიატორსაც. იგი აგრილებს ყველა ნაწილს. ვიდეოდაფას არ მოყვება Backplate. ვიდეოდაფას ჭირდება ერთი 6-პინიანი და ერთი 8-პინიანი PCI-Express კვების კაბელი. დაფა იყენებს იგივე OnSemi NCP4206 კონტროლერს, რომელიც აქვს TITAN ს. თუ დავუკვირდებით, ის ისე ზის PCB ზე რომ მისი შეცვლა შეილება, ასერომ არარეფერენს ვიდეოდაფები შეიძლება იყენებდნენ სხვა ვოლტაჟის კონტროლერს. GDDR5 მეხსიერების ჩიპები დამზადებულია SAMSUNG ის მიერ. ისინი მუშაობს 6000 მჰც სიხშირეზე. GK-110 გრაფიკული პროცესორი თავდაოირველად მხოლოდ NVIDIA TESLA სთვის იყო გათვლილი. მოგვიანებით იგი GEFORCE შიც გამოიყენეს. აქ ტრანზისტორების რაოდენობა 7.1 მილიარდია სატესტო სისტემა ყველა ვიდეოდაფის რეზულტატი რომელიც ამ მიმოხილვაშია შეტანილი,არის მიღებული იმავე სისტემაზე. ყოველი თამაში იყო დაყენებული უმაღლეს პარამეტრებზე AA და AF პარამეტრები იყო შეცვლილი, თამაშის დროს და არა სხვა რომელიმე გარე დრაივერით ყოველი ბენჩმარკი იყო ჩატარებული შემდეგ პარამეტრებზე: 1280 x 800, 2x Anti-aliasing. იგივე გაფართოება რაც დღევანდელ, მცირე ეკრანზებს (17" - 19") 1680 x 1050, 4x Anti-aliasing.იგივე გაფართოება რაც შედარებით დიდი ფართო ეკრანებს აქვთ (19" - 22') 1920 x 1200, 4x Anti-aliasing. იგივე გაფართოება რაც დიდ ფართო ეკრანებს აქვთ (22" - 26") 2560 x 1600, 4x Anti-aliasing. უმაღლესი გაფართოება რომელიც კი შეიძლება ვნახოთ დიდი ეკრანებზე (30") Assassin's Creed III Batman: Arkham City Battlefield 3 Bioshock: Infinite Borderlnads 2 Call of Duty : Black Ops II Crysis Crysis 3 Far Cry 3 F1 2012 Hitman : Absolution Metro: 2033 Sleeping Dogs The Elder Scrolls : Skyrim Tomb Rider ენერგიის მოხმაერება: ხმაურის დონე: შედარებითი პერფორმანსი პერფორმანსი თითოეულ ვატზე პერფორმანსი თითოეულ დოლარზე ოვერქლოქინგი GPU ს სიჩქარის 22% ით გაზრდა მოხერხდა და 24% ით მეხსერების. ოვერქლოქინგის შემდეგ ეს დაფა უტოლდება და ზოგ შემთხვევაში ჯობნის კიდეც GTX TITAN ს. პერფორმანსი ოვერქლოქინგის შემდეგ დაახ. 18% მატება. ტემპერატურა: Boost 2.0 შეჯამება NVIDIA ს ეს ვიდეობარათი 649$ ღირს ფაქტიურად ისეთივე სწრაფია როგორც GTX TITAN კარგი ოვერქლოქინგის პოტენციალი ჩუმი თამაშის დროს დაბალი ენერგო მოხმარება ძალიან ჩუმი როცა დაუტვირთავია ოთხი აქტიური გამოსახულების გამოტანის საშუალება Cuda და PhysX -ის მხარდაჭერა მაღალი ფასი არ გვაქვს BackPlate არ მოყვება Metro : Last Night ის კუპონი ამ დაფას 9.2 ქულას ვუწერთ.
- 55 replies
-
- 10
-
გამარჯობა ესეიგი რამინდა გკითხოთ ნუ მოკლედ რო ვთქვა ყველაფერი გამოწერილიმაქ ნაწილები ზოგი მივიღე ზოგსაც ველოდები იწყობა ეს სისტემა და მჭირდება ბიუჯეტური ვიდეობარათი რომელს მირჩევთ? მაიმარკეტზე გავქექე და არაფერია ისეთი ნორმალური და იაფი ან არის მაგრამ გაფუჭებულებია მოთხოვნები: ძირითადად თამაშები 2018 წლამდე არანაირი რენდერინგი cpu: I5-3570 MoBo: Gigabyte H61M-DS2 Ram: 2x4Gb Adata 1600mhz Psu: Evesky 700w
- 32 replies
-
- videokarta
- nvidia
-
(and 3 more)
Tagged with:
-
NVIDIA-ს ახალი Volta არქიტექტურიდან ტოპ ვიდეო ბარათი უკვე იყიდება, კაი ხანია, Titan V, 3000$-ად. მოუთმენლად ველოდებით შედარებით ეკონომ ვერსიების გამოსვლას, რადგან Titan V-ს ტესტების მიხედვით, საკმაოდ დიდი მატებაა როგორც გეიმინგის, ასევე განსაკუთრებით მაინინგის კუთხით. დღეს პირველი ჭორები დაიყარა ინტერნეტში, რომ GTX 2080/2070-ის ანონსი 12 აპრილისთვისაა დაგეგმილი: https://wccftech.com/nvidia-ampere-ga104-gpu-geforce-gtc-2070-gtx-2080-launching-april/ http://www.guru3d.com/news-story/rumor-nvidia-ampere-might-launch-as-geforce-gtx-2070-and-2080-on-april-12th.html აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ჭორებია, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი ჭორები მთლად უსაფუძვლოდ არ ვრცელდება ხოლმე. უცხოური საიტები ასევე ამბობენ, რომ სამომხმარებლო/გეიმინგ ვიდეო დაფების ვარიანტს NVIDIA-მ შეიძლება სახელი შეუცვალოს და Volta-ს ნაცვლად Ampere არქიტექტურის სახელით გამოუშვას, სადაც აღარ იქნება ტენზორული ბირთვები, HBM2-ის ნაცვლად გამოიყენებენ GDDR6-ს და ბირთვის ფიზიკური ზომაც უფრო პატარა იქნება. ასევე, NVIDIA-ს არაფერი უშლის ხელს, რომ აპრილში მხოლოდ არქიტექტურისა და ვიდეო ბარათების მოდელების ანონსი გააკეთოს, ხოლო გაყიდვა უფრო გვიან, მაგალითად Computex/Cebit-ის ჩატარების თარიღებიდან დაიწყოს, ივნისში. თუმცა, ჯერჯერობით, ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორებია.
-
მოკლედ რაღაც მიზეზების გამო ბაიოსის განულება დამჭირდა. მაზერიდან ელემენტი ამოვიღე. ელემენტის კი ისე ვერ ამოვიღებდი სანამ ვიდეო ბარათს არ ამოვიღებდი. ჩართვა ვცადე და მხოლოდ ქულერები მუშაობდა და არ ირთვებოდა. გამოვიტანე ვიდეოკარტა და ვგა კაბელი პირდაპირ მაზერზე შევაერთე. ჩვეულებრივად ჩაირთო ინტელ გრაფიკით. რამდენჯერმე ვცადე ვიდეობარათის ჩასმა და ჩართვა მაგრამ იგივე მოდის. ეკრანი საერთოდ არ რეაგირებს და ქულერები უაზროდ მაღალ სიჩქარეზე მუშაობენ. ვინმეს თუ რამე გაგეგებათ, რამე მიშველეთ.
-
მეგობრებო არიქა მიშველეთ თამაშს რო ვრთავ ერთი 3-5 წუთის მერე ჭედვას იწყებს და ითიშება კომპიუტერი . ფურემარკი გადმოვწერე და ტესტი გავუშვი 58 გრადუსზე ავიდა და გაითიშა, რა პრობლემა უნდა ქონდეს და რით შეგიძლიათ დამეხმაროთ??
-
NVIDIA-მ GeForce GTX 1070 Ti გამოუშვა, Vega 56/64-თან უკეთესი კონკურენციისთვის. რეალურად, 1070 Ti არის დაახლოებით 13%-ით უფრო სწრაფი ჩვეულებრივ 1070-თან შედარებით და 8%-ით ნელი, ვიდრე 1080. რევიუები AnandTech Guru3D Review: GeForce GTX 1070 Ti Founder Edition Review: GeForce GTX 1070 Ti 2-way FCAT SLI review Review: MSI GeForce GTX 1070 Ti Gaming Review: Palit GeForce GTX 1070 Ti Super Jetstream GTX 1080 GTX 1070 Ti GTX 1070 CUDA Cores 2560 2432 1920 Texture Units 160 152 120 ROPs 64 64 64 Core Clock 1607MHz 1607MHz 1506MHz Boost Clock 1733MHz 1683MHz 1683MHz Memory Clock 10Gbps GDDR5X 8Gbps GDDR5 8Gbps GDDR5 Memory Bus Width 256-bit 256-bit 256-bit VRAM 8GB 8GB 8GB FP64 1/32 1/32 1/32 TDP 180W 180W 150W GPU GP104 GP104 GP104 Transistor Count 7.2B 7.2B 7.2B Manufacturing Process TSMC 16nm TSMC 16nm TSMC 16nm Launch Date 05/27/2016 11/02/2017 06/10/2016 Launch Price MSRP: $599 Founders: $699 MSRP: $449 Founders: $449 MSRP: $379 Founders: $449
-
გამარჯობა! ეს პრობლემა რამოდენიმე კვირაა აქვს , ერთ-ერთი ქულერი (ორიდან) უცნაურ ხმებს გამოსცემდა , დავშალე და ვნახე რომ ვერ ტრიალებს ნორმალურად/უჭირს ტრიალი. დავსერჩე და დაზეთვამ შეიძლება უშველოსო , დავზეთე მაგრამ რა ხეირი. დაზეთვიდან 3-4 დღეში საერთოდ სხვანაირი (უფრო უცნაური) წრიპინის , ხმები გამოუშვა. დაშლის შემდეგ ან მე გავწყვიტე ან თვითონ უკვე იყო გაწყვეტილი , მოკლედ ქულერის 3 კონტაქტიდან ერთ-ერთი გამწყდარი დამხვდა. ხშირად ვიყენებდი msi afterburner-ს ქულერის ასაჩქარებლად , დიდი ალბათობით მაგან დამღუპა!? მაინტერესებს როგორ იცვლება ქულერი ამ დაფაზე , სად შეიძლება შევიძინო? რა ეღირება? მოკლედ , იქნებ დამაკვალიანოთ
-
მოგესალმებით, ამ თემაში განვიხილავ ნვიდიას მორიგ მონსტრს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაანონსდა. მისი პერფომანსი ფასთან მიმართებაში ჩვენთვის ცოტა მოულოდნელი იყო რადგან საკმაოდ კარგი ნახტომი გამოვიდა წინა სერიასთან შედარებით. MSI ის ეს მოდელი როგორ მისი წინამორბედები ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილი და ელეგანტურია :)) ნვიდიას "გიჟი" პერსონალის დამსახურებით არ გვიწევს დიდხანს ლოდინი ბარათების გამოსვლაზე, ახლა გადავიდეთ უშუალოდ კარტის განხილვაზე. როგორც ვიცით ეს სერია დაფუძნებულია Pascal GP104 ზე. ეს კარტა 980 ის შემცვლელია და სხვაობაც საკმაოდ დიდია ძალებში. ამ მონსტრის სიხშირეები შემდეგნაირია 1848 MHz (boost) / 1709 (base) MHz 8192 MB GDDR5X Zero Frozr ტექნოლოგიის წყალობით ვიდეოკარტა არის მაქსიმალურად ჩუმი, 60 გრადუსის შემდეგ ირთვება ფანები თუმცა მაინც იდეალურად დაბალ ხმაურის დონეს ინარჩუნებს. ასევე აქვს LED განათებაც რომელიც კონტროლირდება MSI Gaming APP ის მეშვეობით. ბარათისთვის საჭიროა 180 ვატი, თუმცა მწარმოებელი გვაძლევს რეკომენდაციას რომ დამატებით გვქონდეს 10-15 ვატი. აქვს დისპლეი პორტის 1.3/1.4 ის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა მზადაა როგორც 4კ ისე 8კ მონიტორებისათვის (2 კაბელის გამოყენებით). აქვს ასევე HDR interface ის საპორტი (DPR 1.4) რაც შეეხება პასკალის ახალ ტექნოლოგიებს, ერთ-ერთია SMP - Simultaneous Multi-Projection სინქრონული მულტი პროექცია, ბრწყინვალე ვარიანტია მათთვის ვინც 3 მონიტორს იყენებს. GPU Boost 3.0 მოკლედ რომ ვთქვათ ამ სიახლის შესახებ ისაა რომ მაქსიმალურად ოპტიმალურ ძაბვას იღებს ბარათი რაც საკმაოდ კარგი სიახლეა overclocker ებისათვის რადგან მაქსიმალუ სიხშირეებს მიაღწევენ ისე რომ შედარებით ადვილი იქნება ძაბვის რეგულირება რადგან ეს ტექნოლოგია თვითონ ბარათშია ჩადებული. An Update To SLI როგორც ვიცით 2 ზე მეტ ბარათს ვერ დავაყენებთ SLI ში, ჩემი აზრით საკმაოდ კარგი ცვლილებაა რადგან 3 და 4 ბარათის დაყენება ცოტა არ იყოს ზედმეტად მეჩვენება რადგან მესამე და მეოთხე ბარათები ვერ ავლენენ მაინც თავიანთ სრულ პოტენციალს. თუმცა აქვე დავამატებ იმას რომ არის საშუალება იმის რომ გადმოვწეროთ KEY აპლიკაცია ასე ვთქვათ და გაიხსნას 3 და 4 ბარათის მხარდაჭერა. სანამ უშუალოდ ტესტებზე გადავალთ გაგაცნობთ ტემპერატურებს და ხმაურის დონეს როგორც ვხედავთ საკმაოდ გრილი ბარათია და ხმაურის დონეც ძალიან დაბალი აქვს რაც უფრო მეტი სიამოვნების მიღებას იძლევა გეიმინგში ზემოთ ავღნიშნე და აქაც გავიმეორებ რომ დაუტვირთავ რეჟიმში ფანები გაჩერებულია და დატვირთულზე კი ხმაურის დონე შემდეგნაირია ახლა კი ტესტები, რომელთა ნახვის შემდეგ პირადად მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი. რაც შეეხება ოვერქლოქინგს ბოლოს რაც შემიძლია ვთქვა, ისაა რომ იდეალურია ეს ბარათი ფასთან მიმართებაში. ვისაც აქვს შეიძენს, ვისაც არ აქვს სურვილი არა მე გისურვებთ ყველას ისეთი სისტემები გქონოდეთ როგორიც თქვენ გულს გაუხარდება. ეს ჩემი პირველი თემაა და ძალიან კრიტიკულები ნუ იქნებით თუ რამე ვერ გამოვიდა კარგად. P.S. ეს ბარათი ნამდვილად 8 GB იანია და არა 7.5 როგორც სჩვევია ნვიდიას "მოტეხვა" 500მბ ის :))
- 11 replies
-
- 16
-
გუშინ ვიყიდე ლეპტოპი და Windows 10-ის დაყენების შემდეგ მთავარ ვიდეო დაფად ვერ ვაყენებ Nvidia GeForce 950M-ს. Windows ისევ ინტეგრირებულ ვიდეო დაფაზე მუშაობს. რამე გამოსავალი არსებობსს?
-
ქსელში გავრცელდა უკვე GTX 760-ზე ინფოს, ნიუსები ჯერ არ დაწერილა სანამ კომპანია NVIDIA დააანონსებდა თავის ახალ ვიდეო ბარათს Geforce GTX 760-ს მანამდე, ერთი კვირით ადრე ვერ-წყარო VideoCardz.com-მა გამოაქვეყნა ახალი მოდელის ტექნიკური მონაცემები, როგორც ისინი იუწყებიან ეს არის ფინალური სპეციფიკაცია/მახასიათებლები GTX 760-ის. ახალი ფლაგმანის რეფერენსული მოდელის მახასიათებლები ასე გამოიყურება: 28 ნანომეტრიულ GK104-225 ჩიპზე დაფუძნებული, Kepler არქიტექტურით, 1152 CUDA ბირთვითა და 96 დექტრურული მოდულით (TMU); PCI Express 3.0 х16; ორსლოტიანი ჰაერის გაგრილების სისტემა როგორიც GeForce GTX /660/660 Ti-ს აქვს; 2048Mb GDDR5 ტიპის მეხსიერება, 256 ბიტიანი ინტერფეისით, გამტარობა შეადგენს 192,4Gb/sec ხოლო სიხშირე 6008MHz; TDP-ს დონე არ ცდება 170 ვატს; DirectX 11-თან თავსებადი; NVIDIA GPU Boost 2.0, NVIDIA CUDA, NVIDIA PhysX, NVIDIA FXAA, NVIDIA TXAA, NVIDIA Adaptive VSync, NVIDIA SLI и NVIDIA 3D Vision Surround ტექნოლოგიების მხარდაჭერა; წყვილი 6-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის; უკანა პანელზე განთავსებული აქვს DVI,DisplayPort და HDMI პორტები; GeForce GTX 760-ის ფასი ამერიკაში იქნება დაახლოებით $250-$300.
- 187 replies
-
- 19
-
- NVIDIA
- GeForce GTX 760
-
(and 1 more)
Tagged with:
-
გამარჯობათ, nVidia-ს კ. პანელიდან სიკაშკაშეს, ფერებს და ა.შ. რომ ვუცვლი, კომპის გადატვირთვის შემდეგ ან მე-2 დღეს, ისევ საწყისზე ბრუნდება, ანუ ცვლილებებს არ იმახსოვრებს. საერთოთ მონიტორიდან ვუცვლიდი, მაგრამ ისე, როგორც მე მინდა იქიდან არ სწორდება. მაგალითათ გუშინ გავასწორე, დავამახსოვრე, დღეს დაბრუნდა ისევ თავის გამკრთალებულ ფერებზე, შევედი ნვიდიას კ.პანელში გავამოძრავე პარამეტრები, არ დამიმახსოვრებია, და მაინც შეიცვალა. მოკლეთ, თუ რამეს ხედავთ, რომ არასწორად ვაკეთებ ან რაიმე ხერხი იცით, გისმენთ. მადლობა წინასწარ.
-
მოგესალმებით, თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ, ესეთი რაღაც ჭირს კომპიუტერს: 8500GT ვიდეოკარტა არ ირთობა, როდესაც ვრთავ PC-ის BIOS-ი 1 გრძელ ხმას და 3 მოკლე სიგნალს გამოსცემს და ეკრანი შავი რჩება. ამოვიღე 8500GT და ჩავდე მეგობრის 7300GT და ჩაირთო ჩვეულებრივად. ეხლა ეს ჩემი 8500GT ჩავდე მეგობრის კომპიუტერში და იქ ჩაირთო ჩვეულებრივად, შემდგომ ისევ დავაბრუნე ჩემ კომპიუტერში და არ ჩაირთო და ისევ ისეთი ხმოვანი სიგნალები გამოსცა რაც მაღლა ვახსენე. ხომ არ იცით რისი ბრალი შეიძლება იყვეს? ადრე მუშაობდა ჩვეულებრივად 1 კვირაა რაც ეგრე დაემართა ჩემთან არ მუშაობს, ხოლო სხვა კომპიუტერში კიდევ ირთვება. მადლობა წინასწარ.
-
მოგესალმებით, თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ, ესეთი რაღაც ჭირს კომპიუტერს: 8500GT ვიდეოკარტა არ ირთობა, როდესაც ვრთავ PC-ის BIOS-ი 1 გრძელ ხმას და 3 მოკლე სიგნალს გამოსცემს და ეკრანი შავი რჩება. ამოვიღე 8500GT და ჩავდე მეგობრის 7300GT და ჩაირთო ჩვეულებრივად. ეხლა ეს ჩემი 8500GT ჩავდე მეგობრის კომპიუტერში და იქ ჩაირთო ჩვეულებრივად, შემდგომ ისევ დავაბრუნე ჩემ კომპიუტერში და არ ჩაირთო და ისევ ისეთი ხმოვანი სიგნალები გამოსცა რაც მაღლა ვახსენე. ხომ არ იცით რისი ბრალი შეიძლება იყვეს? ადრე მუშაობდა ჩვეულებრივად 1 კვირაა რაც ეგრე დაემართა ჩემთან არ მუშაობს, ხოლო სხვა კომპიუტერში კიდევ ირთვება. მადლობა წინასწარ.
-
ვიდეო კარტას ჭირს რაღაც. ხან ირთვება ხან არა. ინტეგრირებაზე შევაერთე და ისე ვამუშავებ კომპიუტერს. პროგრამული რემონტი შესაძლებელია ? თავიდან როცა ბიოსი სტარტის ხმას გამოსცემს კომპიუტერი არ ირთვება მაინც. რამდენიმე რესტარტის შემდეგ, როცა ვიდეოდაფა ამუშავდება ირთვება.. ხელახლა ჩართვის შემდეგ ისევ იგივეს იმეორებს (სრული შავი ფონი). დამეხმარეთ. ვიდეოს სახელწოდება > Nvidia GTS 450 zotac 1GB . 128Bit. DDR3
-
გამარჯობათ, მოკლედ დარწმუნებული ვარ რომელიმე თქვენგანს მაინც მოგსვლიათ მსგავსი რამ, თამაშის დროს (თუმცა ინტერნეტში ფორუმებზე ხალხი წერს რო არა მარტო თამაშის დროს, კინოს ან ვიდეოს ყურებისას, მაგრამ მე მხოლოდ თამაშისას) ეკრანი იფრიზება, არ იკეცება თამაში რამოდენიმე წამით დისპლეი ხდება უმართავი, და თუ მოვასწარი ჩაკეცვა, მარჯვენა კუთხეში წერს ერორს : nvidia windows kernel mode driver(driveris versia) has stopped working and successfully recovered. ამ ერორის მე პირადად მინიმუმ 10 ფიქსი და სოლვი ვნახე რომელიც ლაიქების მიხედვით ვაფასებდი რამდენს ქონდა ნანახი და რამდენი ლაიქი ქონდა იმიტომ რომ ბევრი ძალიან არაადეკვატური სოლვებიც შემხვდა, როგორიცაა ვინჩესტერის დაფორმატება, რამი შეამოწმე, კომპიუტერის ნაწილებს რომ ეხება მსგავსი სოლვები, ოღონდ ნვიდიას არ დაბრალდეს არაფერი და ახალ კომპიუტერს აგაწყობინებენ, ეს ერორი გავრცელებულია უფრო ხშირად 500 სერიებში თუმცა 600 700 სერიებშიც შემხვედრია პირადად მე ფორუმებზე. დღეს ჩამომივიდა სსდ, ძველი ვინჩესტერი ნუ ძველი რა, 1 კვირის უკან დაფორმატებული და ვინდოუს გადაყენებული, ხელახლა გავასუფთავე კომპიუტერი და შევბერე გეიმერულ ენაზე ერთი 6,7 საათი გაუჩერებლად, და ერრორ არ ამოუგდია ვიფიქრე მეშველა მაგრამ მსი აფთერბურნერის ჩართვა და ქლოქების დაწევა დამვიწყებია და ეგრევე ამოაგდო ერორ, მოკლედ თუ იცით რეალური სოლვი და ფიქსი ამ ერორის გარდა იყიდე ახალი ვიდეო კარტა, ნვიდია არ ვარგა, ატის არ აქ მსგავსი პრობლემები და ასე შემდეგ. პ.ს თუ ეს ტოპიკი არასწორ ადგილას გავხსენი მოდერატორს ვთხოვ გადაიტანოს სწორ ადგილას და ვორნი არ მომცეს
-
მოკლეთ რა მაინტერესებს აუცილებელია თუ არა რომ მეყენოს GFE იმიტო რო მაინც არცერთ მაგის ფუნქციას shadowplay,optimal settings და ა,შ .მაინტერესებს რამეზე ხო არ იმოქმედებს იმიტო რო მგონია ტყვილათაა ყოველი დრაივერის განახლებისას ჩემ კოპმიუტერში და ეხლა ვაპირებ ძველ დრაივერზე გადასვლას და ეს არ უნდა მივუთითო ანუ დაყენებისას ?
-
Nvidia აპირებს გამოუშვას ახალი ვიდეოამაჩქარებელი რომელიც დაფუძნებული იქნება GK110 გრაფიკულ ჩიპზე, მოდელის სახელი იქნება Quadro K6000. როგორც გვახსოვს წინაჩვენებაზე კალიფორნიაში კომპანიამ წარადგინა Tesla K20 და რომლებიც HPC გამოთვლებისთვის არის განკუთვნილი და GeForce GTX Titan. როგორც იუწყებიან Quadro K6000-ს ექნება 2880 შეიდერი, რომლიდანაც 2496 იქნება აქტიური, (13 მულტიპროცესორული 15-დან) ხოლო მეხსიერების ინტერფეისი შეკვეცილი იქნება 384 ბიტიდან 320-მდეRAM მეხსიერება კი იქნება 5GB. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ეს არის ცნობილი ამ ახალ პროფესიონალურ ვიდეოამაჩქარებელზე ცნობილი, დამატებითი ინფორმაცია სავარაუდოდ ცნობილი გახდება 18-19 მარტს GPU Technology Conference-ზე რომელიც ჩატარდება კალიფორნიაში.
- 13 replies
-
- 12
-
გუშინ კომპანი Nvidia-მ დააანონსა ორჩიპიანი GeForce GTX Titan Z ვიდეო ბარათი. ეს ტოპ მოდელი იქნება ორ GK110 ჩიპზე და გაყიდვაში გამოვა აპრილში. მას ექნება 2x 2880 ნაკადიანი პროცესორი, 2x 240 TMU, 2x 48 ROP, ორი 384 ბიტიანი ინტერფეისი და ორი 6Gb GDDR5 ტიპის მეხსიერება, ჯერ-ჯერობით უცნობია ბირთვის ზუსტი ტაქტიკური სიხშირე, შესაძლებელია ჰქონდას 800MHz(anandtech.com-ის ვერსიით კი 700MHz), მეხსიერების სიხშირე შეადგენს 7000MHz-ს. მისი ფასი იქნება 3000 ამერიკული დოლარი
- 106 replies
-
- 10
-
წარმოგიდგენთ NVIDIA-ს პასუხს AMD-ს პროდუქციაზე კერძოდ AMD Radeon R9-290X-ზე რომლის ფასი ძალიან სასიხარულო იყო ყველასთვის , საპასუხოდ მწვანეებმა მომენტალურად დააგდეს GTX 780-ის ფასი და სასწრაფოდ შეუდგნენ Ti ვერსიის დამუშავებას. ამ პროდუქტით კომპანია ფაქტობრივად წურავს GK110 ის პროცესორს, მისი შესაძლებლობები მართლაც რომ გასაოცარია. იყენებს თუ არა ეს ბარათი პროცესორის სრულ რესურსებს ? თქვენ თვითონ განსაჯეთ, ვიდეოდაფა შედგება 2 880 CUDA ბირთვისგან და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს GTX 780 Ti არის Titan-ზე მაღალი სიხშირეების მქონე ბარათი. ამ სურათში თვალსაჩინოდ ჩანს ყველაფერი ბარათი არის 384 ბიტზე აგებული, აქვს 3GB მეხსეიერება 1750Mhz სიხშირეზე , ასევე ბირთვის სიხშირე შეადგენს 876Mhz. რაც შეეხება ბარათის ვიზუალს- NVIDIA-მ ამ პროდუქტში გამოიყენა GTX TITAN-ის რეფერენს ქულერი რომელიც გამოიყენება ნამდვილად ძალიან დამაჯერებლად მეტალის კორპუსი ძალიან ლამაზი დიზაინისაა. ვიდეობარათის ერთ-ერთი მინუსი ისაა რომ მას არ აქვს Backplate Ti-ვერსიას როგორც მის უმცროს ძმას სჭირდება 2 სლოტი დედაპლატაზე მონიტორზე შესაერტებელი საშუალებებია 2 DVI ,1 HDMI და 1 Display პორტები. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სამივე ერთად, ამიტომ 3 მონიტორიანი გეიმინგი ამ ბარათით არის გარანტირებული. გადავიდეთ Benchmark-ებზე ესეც სისტემა რომელსაც იყენებდნენ ტესტების დროს 1. Assassins Creed III 2. Battlefield 3 3. Crysis 3 4.Metro Last Light ახლა ვისაუბროთ ვიდეობარათის ენერგომოხმარებაზე. მხრივ ბარათი არც ისე მაჯერებლად გამოიყურება. IDLE ზე იყენებს 10w დატვირთულზე 229w ხოლო რესურსების გამოყენების პიკზე 260w-ს სამაგიეროდ ბარათი არც ისე ხმაურიანია ესეც შედეგები დეციბელებში რაც შეეხება რაზგონს - ამ შემთხვევაშიც მშვენიერი შედეგი აქვს GTX 780 Ti -ს ტემპერატურის მხრივ ბარათს არც ისე კარგად აქვს საქმე, დაუტვირთავზე - 30C დატვირთულზე - 83C დატვირთულზე და + დარაზგინებული - 83C ვნახოთ რას წარმოგვიდგენენ რეფერენს ქულერები. NVIDIA GeForce GTX 780 Ti- ს ფასი არის 699$ + შესანიშნავი პერფორმანსი თამაშებში არის საკმაოდ ჩუმი იდეალური რაზგონის პოტენციალი აქვს 3 მონიტორის გამოყენების შესაძლებლობა (სადაც პერფორმანსის მხრივ ძალიან კარგად გამოიყურება) მოჰყვება Assassins Creed IV, Batman Arkham Origins, Splinter Cell Black List-ის კუპონები - არის ძვირი არ აქვს დამაჯერებელი ტემპერატურა არ აქვს backplate შეფასება: 9.5
- 98 replies
-
- 12
-
- NVIDIA GeForce GTX 780 Ti
- nvidia
-
(and 2 more)
Tagged with:
-
Nvidia-მ პარტნიორებთან ერთად გამოუშვა ახალი GeForce GT სერიის ადაპტერი GT 740 ადაპტერის რეფერენს ვერსიის სპეციფიკაცია შემდეგია 384 Shader cores, 32 TMUs, 16 ROPs, and a 128-bit wide GDDR5 memory ინტერფეისი, 1 GB Vram-ით. ახლა კი იმისშესახებ თუ რა დაანონსეს პარტნიორმა კომპანიებმა MSI Announces its GeForce GT 740 Series MSI-მ დაანონსა GT 740 ის 2 სახეობის ადაპტერი N740-2GD5, რომელსაც აქვს 2 GB GDDR5 მეხსიერება და N740-2GD3 რომელსაც აქვს 2GB GDDR3 მეხსიერება, ადაპტერის (N740-2GD5) სპეციფიკაცია ასეთია memory clocks 5.00 GHz, როდესაც N740-2GD3 გვთავაზობს 1782 MHz (DDR). დაფუძნებულია 28 nm GK107 silicon, GeForce GT 740 აქვს 384 CUDA cores, 32 TMUs, 16 ROPs, და 128-bit wide memory ინტერფეისი. Palit Releases the GeForce GT 740 OC Edition palit-მა დაანონსა ახალი GT740 -ის OC ვერსია FXAA, PhysX და უკანასკნელი NVIDIA ტექნოლოგიების საფორთით. განცხადებულ იქნა რომ ეს ვერსია გამოშვებულია რადგან ამ ადაპტერმა უნდა შეძლოს იყოს ყველაზე სწრაფი 740 აქვს 5 GHz 1 GB/2 GB GDDR5 frame buffeრ-ი ,core speed 993 MHz დან 1058 MHz, Palit GT 740 OC edition-ს შეუძლია გაუშვას თამაშები 5 % ით უფრო სწრაფად ვიდრე non-oc ვერსიებს ეს ვერსია არის აგრეთვე ძალიან სწრაფი და კომპაქტური ვებ ბრაუზერებში,ფოტო და ვიდეო პლეიერებში და აგრეთვე შეუძლია გეიმინგ სივრცეში ამაყად ითქვას რომ ჯობნის ნებისმიერ დღეს არსებულ ინტეგრირებულ ვიდეო ადაპტერებს Introducing the EVGA GeForce GT 740 EVGA GeForce GT 740 გრაფიკულ ბარათს შეუძლია ფოტოების და ვიდეოების დამუშავება HD რეზოლუციაზე, 10X -ჯერ სწრაფი ვიდეო ედითინგი, 13X -ჯერ სწრაფი ფოტო ედითინგი და 9X ჯერ სწრაფი ვებ ბრაუზერები ყველა ინტეგრირებულ ვიდეო ბარათზე. აგრეთვე დამატებით ამ უკანასკნელს შეუძლია აჩვენოს 4X ჯერ -უკეთესი შედეგი გეიმინგში ინტეგრირებულებთან შედარებით ის ავტომატურად ღებულობს აგრეთვე დრაივერ განახლებებს. ZOTAC Announces GeForce GT 740 Series ZOTAC -მა რომელიც ცნობილია, როგორც მსოფლიო ინოვატორი გრაფიკული ადაპტერების მხრივ, დაანონსა ახალი GT 740 ის ახალი ვერსია, ეს ახალი ვიდეო ბარათი ხდის ბევრად სწრაფს ყველა ვიზუალურ მხარეს კომპიუტერისას და დამყოლს. "ვიზუალი ეს არის მთავარი ნაწილი რისთვისაც კომპიუტერს ჭირდება ახალი ZOTAC GT 740 და ვერცერთი ახალი 740-ცთაგანი ვერ შეედრება მას ამ საქმეში " განაცხადა კარლსტენ ბერგერმა (უფროსი დირექტორი) და ბოლოს KFA2 Launches the GeForce GT 740 OC Series KFA2 (Galaxy Microsystems) დაანონსა ახალი 740 -ის OC ვერსია ესაა ქარხნულად დაჩქარებული ვერსია რომელიც შეიძლება ითქვას უკონკურენტოა ამ ვერსიის ადაპტერებში ხელმისაწვდომია 1GB/2GB იანი ვერსიები, ამ კომპანია ჯილდოც კი მიიღო ამის წინ დაანონსებული GTX 750 OC ვერსიისთვის რომელსაც საუკეთესო გაგრილება ქონდა ახლა კი მან დაანონსა ეს ახალი GT 740 რომელსაც აქვს DirectX 12-ის და OpenGL 4.4 ის მხარდაჭერა, ამ ვიდეო ბართის ევროპის ქვეყნებში, ონლაინ მაღაზიებში ყიდვის შემთხვევაში Nvidia პასუხისმგებლობას იღებს და იძლება 2 წლიან გარანტიას ვიდეო ადაპტერზე
-
წარმოგიდგენთ NVIDIA-სა და ASUS-ის ახალ შვილობის-უფრო სწორად რომ ვთქვათ ტყუპებს, რადგან განსაკუთრებული ASUS ROG GTX 760 MARS-ს ის აქვს რომ იგი აღჭურვილია არც მეტი არც ნაკლები 2 GTX 760-ის ჩიპით. ბარათი გამოიყურება საკმაოდ დამაჯერებლად, მისი ბირთვის სიხშირე არის 1006 Mhz რომელიც დატვირთვის დროს იზრდება 1072 Mhz-მდე და დეველოპერების თქმით ბარათი უტოლდება AMD-ს მხეც R9-290X-სა და NVIDIA-ს ახალ იარაღს GTX 780 Ti-ს, მაგრამ არის თუ არა ეს სიმართლე მომდევნო ტესტებში ვიხილავთ.აგრეთვე ვიდეო ბარათს აქვს ნადმვილად სასიამოვნო დიზაინი. 2 ცალი 90 მილიმეტრიანი ფანი იმედს გვაძლევს რომ ბარათი არის გრილი. რაც შეეხება კვებას , ვიდეო-დაფას სჭირდება 6 და 8 პინიანი შესაერთებლები კვებისათვის. გამომცემელის თქმით ბარათი მოიხმარს მაქსიმუმ 300ვატს. ესეც ზოგადი მიმოხილვა. ახლა დავაკვირდეთ ბარათს და შევუდგეთ მის დეტალურ განხილვას. დამეთანხმებით რომ ბარათი არის ვიზუალურად კარგად დამუშავებული და ერთი შეხედვით იწვევს სიმპათიას. ესეც ბარათიდ უდიდესი პლუსი-მას გააჩნია Backplate. ენერგომოხმარება. როგორც ზემოთ ვახსენეთ ბარათი მოიხმარს 300W ენერგიას ესეც მისი შედარებები სხვა ბარათებთან რაც შეეხება ტემპერატურას ASUS-მა ამაზეც იზრუნა ტემპერატურის სტაბილურობა დამოკიდებულია გაგრილებაზე, რაც უფრო მძლავრია გაგრილება მისგან ნაკლებად სასიამოვნო ხმაური გამოდის ასევეა ეს ბარათიც, ახლა კი გადავიდეთ ტესტებზე: დასატესტი სისტემა ასეთი გახლავთ: CPU: Core i7 3960 Extreme (Sandy Bridge E) @ 4.6 Ghz MB: MSI Big Bang XPower II VGA: ASUS GeForce GTX 760 MARS 4GB RAM: 8192 (2x 4096 MB) DDR3 PSU: 1200 W Platinum Corsair AX1200i Monitor: Dell 3007WFP-QHD up to 2560x1600 DX11: Hitman Absolution Tomb Raider Battlefield 4 Metro Last Light Crysis 3 აგრეთვე შედეგები 4K გაფართოებაზე DX11 FutureMark Benchmarks ჩემი აზრით, ბარათი არის კარგი, უფრო სწორად ვუწოდებდი-არასტაბილურად კარგს, რადგან ზოგ შემთხვევაში ბარათი მოწოდების სიმაღლეზეა ხოლო დანარჩენ სიტუაცებში მასე მაღლა ძალიან ბევრი 1 ბირთვიანი ბარათი დგას, არ დაგვავიწყდეს რომ MARS-ი არის 2 ჩიპიანი ბარათი. Overclocking Stock: Core Clock 1006 MHz Boost Clock: 1072 MHz Memory Clock: 6008 MHz Overclocked: Core Clock: 1147 MHz Boost Clock: 1212 MHz Memory Clock: 6408 MHz ესეც შედეგი: შეფასება: - ვიდეობარათი ხელმისაწვდომია 630$-ად * ბარათი არის გრილი * აქვს კარგი ვიზუალი * 2 ბირთვიანი ვიდეო-დაფისთვის მოიხმარს ცოტა ენერგიას * ხშირ შემთხვევაში ჯობს High-End ვიდეო ბარათებს * გააჩნია BackPlate * აქვს დიდი Overclocking პოტენციალი * აქვს 4 GB -იანი მეხსიერება * მაღალი ფასი * არის 2 ჩიპიანი რაც (შეიძლება) გახდეს არასტაბილურობის მიზეზი * არის ხმაურიანი * მომენტებში არ გამოიყურება დამაჯერებლად 2 ბირთვიანი ბარათის კვალობაზე * (სუბიექტური აზრი) სხვა 2 ბირთვიან ბარათებთან შედარებით უსუსურია საბოლოო შეფასება: 7.0
- 39 replies
-
- 12
-
გამარჯობათ, ბოლოსდაბოლოს მზად ვარ ისტემის ასაზბორად, ახლა მჭირდება თქვენი დახმარება გადავწყვიტე მინი-იტხ მაზერზე აწყობა (ასე ძვირი კი დამიჯდება უფრო მაგრამ ხანდახან ტელევიზორთან თამაშიც მინდა და... http://www.amazon.com/ASUS-P8Z77-I-Deluxe-Intel-Motherboard/dp/B007ZT22ZU/ref=sr_1_6?ie=UTF8&qid=1389355753&sr=8-6&keywords=1155+mini+itx მაზერი ავარჩიე თითქოს ეს, უფრო იაფი ვერ ვნახე. ოპერატიული ეს http://www.amazon.com/Corsair-Vengeance-Desktop-Memory-CMZ8GX3M1A1600C10/dp/B005T63BJM/ref=sr_1_3?s=pc&ie=UTF8&qid=1389358169&sr=1-3&keywords=RAM ორი ცალი. პროცესორი აქ მინდა რომ ი5 კ სერიის ვნახო რაიმე, და ასევე 770. კვება არ ვიცი თქვენ მირჩიეთ. ალბათ ესესდეც მინდა
-
გარკვეული მიზეზებიდნა გამომდინარე ნაწილობრივ მოვწყდი თანამედროვე hardware სიახლეებს და მეგობარი აპირებს სისტემის განახლებას. ნუ ამ ეტაპზე i5 750, EVGA P55 SLI, 2x2 Dominator 1600Mhz, Radeon HD 5870 აქვს. ეს ვიყიდეთ სადღაც 3-4 წლის წინ და გაყიდვას ლამობს, თუ რომელიმე დაინტერესდებით შემეხმიანეთ. ამ ეტაპზე გვჭირდება ორი სისტემის კონფიგი: დედაპლატა CPU ვიდეო რამ 2011 და 1155 სოკეტზე. რომელს გვირჩევდით და რატომ? პ.ს. ქართული ბაზრით ნუ შემოიფარგლებით.