Search the Community
Showing results for tags 'game spotting'.
-
დროა კიდევ რამოდენიმე ახალი თამაში მოვძებნოთ. თამაშს, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ არის განსხვავებული სახის სიმულატორი, რომელმაც მომავალში შეიძლება დიდი დაინტერესება მოიპოვოს ავტომოყვარულებში მსოფლიო მასშტაბით. Alec Moody aka გახლავთ ვიდეო თამაშების არტისტი მექანიკური ობიექტების განხრით. ადრე, Alec-ი მუშაობდა საკმაოდ პოპულარულ სარბოლო თამაშებზე, რომელსაც ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვიყენებთ. ცოტა ხნის წინ კი მან განაცხადა, რომ დაიწყო საკუთარ ვიდეო თამაშის კონცეფციაზე მუშაობა, სახელწოდებით - Wrench The Game. Wrench - არის ავტომობილის შეკეთების სიმულატორი ვირტუალურ რეალობაში, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ ისწავლოთ და გაიგოთ რამოდენიმე ტექნიკა, რომელიც გამოიყენება საგზაო და სარბოლო ავტომობილების, ავტოსპორტისთვის მოსამზადებლად. თამაში იყენებს და ვითარდება UnrealEngine-ის ძრავზე და მიზანმიმართულია VR ბაზარზე. თუმცა, მიუხედავად ამისა Alec-ი, აგრეთვე გეგმავს ჩვეულებრივი ვერსიის გაკეთებასაც. თამაშში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საავტომობილო ნაწილების შეერთება და ხელმისაწვდომი იქნება ვირტუალური ინსტრუმენტები, ისეთი როგორიცაა: ტკაცუნა ქანჩის გასაღები, კომბინირებული ქანჩი, პნევმატური ხელსაწყოები, pry bar, დინამომეტრული ქანჩები, shop press დანადგარები და ბევრი სხვა. გაითვალისწინეთ, რომ ყველა გადაღებული კადრი, არის აღებული თამაშის ძალიან ადრეული ვერსიიდან. სურათები: ვიდეოები: ოფიციალური ვებ-გვერდი: http://wrenchgame.com