Search the Community
Showing results for tags 'air-liquid hybrid cooler'.
-
მოგეხსენებათ რომ EVGA მალე გამოუშვებს ამ კარტის ახალ ვერსიას რომლის სახელია GTX 780 Ti Kingpin Edition (ცნობილი ოვერქლოქერის საპატივცემულოდ) ამის საპასუხოდ კი ASUS უშვებს ROG-Branded GeForce GTX Graphics Card with Air-Liquid Hybrid Cooler-ს (სახელად Poseidon) რომლებიც სავარაუდოდ ქარხნულად აჩქარებული ვერსიები იქნება, ნარჩევ ჩიპებზე ექსტრემალურად სარაზგონო დეტალებით. ASUS-ს ექნება სამი სამუშო რეჟიმი ჰაერზე, წყალზე და კომბინირებული (რათქმაუნდა ყველაზე მაგარ გაგრილებას ეს უკანასკნელი რეჟიმი უზრუნველყოფს) EVGA-ზე ცნობილია რომ კარტას ექნება 6 GB VRAM (შეგახსნებეთ რომ სტოკ ვერსიას 3 GB აქვს) და მას მოხსნილი აქვს TDP-სა და VOLTAGE-ს ლიმიტები. მართლაც რომ სარაზგონოა. ASUS-ს რათქმაუნდა დიდი შანსია მსგავსი მონაცემები ქონდეს და მას ასევე ექნება DIGI+VRM და მაღალი ხარისხის შავი მეტალის კორპუსის მქონე კონდენსატორები. მის გაგრილებაზე იზრუნებს DirectCU H20 რომელიც შედგება წ ყ ლ ი ს ა და ჰაერის ქულერებისაგან რათქმაუნდა ექსტრემალური Overclocking ისთვის. EVGA სავარაუდოდ დეკემბერში გამოჩნდება ბაზარზე. ASUS-ზე ჯერ არაა ცნობილი როდის მოხდება ამ კარტის დებიუტი. ესეც ორივე ვიდეო ბარათის სურათები. ესეც EVGA მაშ ასე kingpin-ს 780 ti-ზე დადეს 1900 mhz რათქმაუნდა გაყინვით LN2-ზე თუმცა უნდა აღინიშნოს რომ კარტას არანაერი დამატებითი მოდი არ დაჭირვებია. ანუ მას აქვს საკმარისი შესაძლებლობა რათა გამოკვებოს 1.9 ghz-ზეც კი ეს დენიყლაპია GPU. 1900 mhz-ზე გაიტესტა 3DMark Firestrike-ში. შედეგებს არ ავრცელებენ ჯერ. ასე თუ გააგრძელეს შესაძლოა სულ მალე ვიხილოთ კარტა 2+ GHZ-ზე ეს კიდე უმხეცესი რაზგონი და შედეგი