Search the Community
Showing results for tags 'Tablet'.
-
SIM Dashboard - ეს აპლიკაცია გაძლევთ შესაძლებლობას დაამატოთ სხვადასხვა სახის მაჩვენებელი თქვენ საყვარელ PC, PS4 & XBOX სარბოლო სიმულატორებში. შეარჩიეთ 200-ზე მეტი კონფიგურირებადი ვიჯეტი და შექმენით ინდივიდუალური მაჩვენებელთა დაფა. სიჩქარის და ძრავის ბრუნის მაჩვენებელი, საჭის ცენტრალური დისპლეი ან დროის მაჩვენებელი. მარტივად, რომ ვთქვათ ამ აპლიკაციის დახმარებით ყველაფერი შესაძლებელია და ცვლილებები მხოლოდ თქვენს პირად ნება სურვილზეა დამოკიდებული. ოფიციალური ვებ-გვერდი: SIM Dashboard SIM Dashboard: Google Play (ამჟამინდელი ვერსია: 2.8.7.0) რა არის ახალი: ღილაკიანი ყუთების (Button Boxes) შექმნა თქვენი პერსონალური კომპიუტერის (PC) ყველა თამაშისთვის და აპლიკაციისთვის, მათზე სხვადასხვა სახელის მინიჭების შესაძლებლობით ღილაკიან ყუთზე ღილაკის აწევის და მიჭერის მხარდაჭერა (Push and Hold) პარამეტრების განსაზღვრა თუ როგორ უნდა შემცირდეს დიზაინი იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული დიზაინის ეკრანის ფორმატი (Aspect Ratio) განსხავდება არსებული გამოსახულებისგან - ფორმატის შეცდომის დაფიქსირება და გაუმჯობესება (ratioBugfixes and Improvements) თუ თქვენ თამაშობთ პერსონალურ კომპიუტერზე (PC): დარწმუნდით, რომ განაახლეთ SIM Dashboard-ის პერსონალური კომპიუტერის (PC) აპლიკაცია ახალი ვერსიით PC აპლიკაცია თუ თქვენ თამაშობთ პერსონალურ კომპიუტერზე (PC), მაშინ საჭიროა დამატებით პატარა აპლიკაციის გამოყენება, რადგან მოხდეს პროგრამასთან დაკავშირება (კონსოლებისთვის - PS4 & Xbox ამ აპლიკაციის გამოყენება არ არის საჭირო !). გადმოსაწერი ბმული: Download PC application (ამჟამინდელი ვერსია: 2.8.1.0) დახმარება: For PC Gamers: Installation of the pc application SIM Dashboard-ის მახასიათებლები: Android-ის უფასო ვერსიის (Free Version) მახასიათებლები: 200-ზე მეტი კონფიგურირებადი ვიჯეტი (გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა თამაში მხარს უჭერს განსხვავებულ რაოდენობის ვიჯეტს) კავაშირის და კონფიგურირების ასისტენტი წინასწარ განსაზღვრული გვერდის თარგები (page templates) თამაშების ავტო კონფიგურაცია ავტომატური აღმოჩენა (Auto-discover) ხელმისაწვდომია პერსონალურ ვერსიაზე (PC) აქვს PC, PS4 და Xbox One მხარდაჭერა შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი შექმნილი დიზაინი ფართო საზოგადოებას ავტომატური გადართვა თამაშის გაშვებისას ერთეულის (units) შეცვლა ღილაკის ყუთი, გამოიყენეთ ვირტუალური ღილაკები თქვენ სმარტფონზე HUD Mode (Mirror the Display) Android Pro ვერსიის შესაძლებლობები: გათავისუფლებულია რეკლამებისგან შესაძლებელია ერთზე მეტი გვერდის დამატება თითო თამაშისთვის შესაძლებელია თითო გვერდზე სამზე მეტი ვიჯეტის დამატება საჭის ღილაკების გამოყენებით გვერდის შეცვლა (გვერდიდან გვერდზე გადასვლა) - (ხელმისაწვდომია მხოლოდ PC და PS4/XBOX: F1 2018, Project Cars) Demo შეიძინეთ Full PRO განახლება ერთხელ და ისარგებლეთ აპლიკაციით და ახალი თამაშების მხარდაჭერით მომავალში, ყოველგვარი დამატებითი საფასურის გარეშე სურათები: ვიდეოები:
- 9 replies
-
- 1
-
- additional display
- racing
-
(and 5 more)
Tagged with:
-
ნიუ-იორკში სპეციალურ ღონისძიებაზე Microsoft-მა წარადგინა დანაპირები თავისი ახალი პლანშეტი Surface Pro 3 რომელიც როგორც თვითონ აცხადებენ შექმნილია იმისთვის რომ სრულიად ჩაანაცვლოს ნოუთბუქები. SP3-ის კორპუსის სისქე შეადგენს 9.1მმ(10.3მმ-ს შეადგენს წინა ვერსიის კორპუსის სისქე), დისპლეის ზომა კი 12 დიუმი(aspect ratio 3:2), ახალ მოდელში მაიკროსოფტმა გაზარდა რეზოლუცია და შეადგენს 2160×1440 პიქსელს. ამ ყველაფერთან ერთად მაიკროსოფტმა შეამცირა კუთხეები ეკრანის ხარჯზე და ასევე გახდა უფრო მსუბუქი მხოლოდ და მხოლოდ 800გრამი. დინამიკების სიძლიერე 45%-ით გაიზარდა,პლანშეტმა მიიღო 5მპ კამერა ვიდეოჩატისთვის, ასევე შეუძლია 1080p ვიდეოს გადაღება, გააჩნია სრულფასოვანი USB 3.0 და 3.5mm აუდიო ჯეკის პორტი, MicroSD სლოტი და mini-DisplayPort , თუკი თქვენ იყიდით ცალკეულ ქსელის ადაპტერს სარფეისისთვის შესაძლებელია Ethernet-ის საშალებით დაკავშირება ქსელში, მხარდაჭერა აქვს Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.0 LE კომუნიკაციების. პლანშეტმა მიიღო გაუმჯობესებული საფირმო ფიზიკური კლავიატურა Type Cover და მოსახერხებელი უკანა დასადგამი. Surface Pro 3 პირველ რიგში შექმნილია პროფესიონალებისთვის რომელბსაც სჭირდებათ ძლიერი სამაგიდო ინსტრუმენტი თუნდაც Photoshop-ში სწორედ ამიტოამც კომპანია Adobe-მ მაიკროსოფტის დაკვეთით გამოუშვა სპეციალურად SP3-ისთვის ოპტიმიზირებული ვერსია Photoshop-ის ასევე შეიმუშავა მოსახერხებელი სტილუსი რომლის მეშვეობითაც მარტივად ხდება მოწყობილობის განბლოკვა. Microsoft ასევე თანამშრომლობს intel-თან შესაბამისად Suraface Pro 3-ს აქვს intel core პროცესორი(სხვადასხვა ვერსია) ფასები ვერსიების მიხედვით: i3-4GB RAM-64GB - $799 i5-4GB RAM-128GB - $999 i5-8GB RAM-256GB - $1299 i7-8GB RAM-256GB - $1549 i7-8GB RAM-512GB - $1949 ფიზიკური კლავიატურა Type cover ხელმისაწვდომი იქნება 4 ფერში: შავი ცისფერი ალისფერი წითელი(Microsoft-ის ექსკლუზივი, განსაზღრული რაოდენობით იქნება MS Store-ში)
- 15 replies
-
- 7
-
- surface pro 3
- surface
-
(and 3 more)
Tagged with:
-
პირველი პანასონიკის 20 დიუმიანი პლანშეტი ვიხილეთ CES-ზე იანვარში რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პროტოტიპი იყო, ეხლა კი კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა რო მოწყობილობა გაყიდვაში ჩაეშვება ამა წლის იანვარში აშშ-ში ხოლო მისი ფასი იქნება $6000. მოწყობილობა იმუშავებს Windows 8.1 ოპერაციულ სისტემაზე, დაფუძნებული იქნება Intel Core i5 პროცესორზე, ვიდეობარათი ექნება NVIDIA GeForce 745M 2Gb VRAM-ით, 8Gb ოპერატიული მეხსიერება, 256Gb SSD და რაღათქმაუნდა ყველაზე დიდი ღირშესანიშნაობა- 20 დიუმიანი 3,840 x 2,560 გაფართოების მქონე დისპლეი. მოწყობილობის მთავარი დატვირთვა არის გრაფიკული სამუშაოების შესრულება და ერთგვარი სახლის სადგური ანუ workstation, მისი წონა არის 2,4კგ რაც საშუალებას იძლევა ცალ ხელშიც დაიჭირო, მის ერთადერთ უარყოფით მხარედ შესაძლებელია ჩაითვალოს ბატარეა რომელიც მხოლოდ 2საათს ძლებს. ევროპაში მოწყობილობა გაყიდვაში ჩაეშვება ამ თვეში, ამერიკულ ვარიანტთან ერთად აქ იქნება კიდევ ერთი შედარებით "შემსუბუქებული" ვერსია 4Gb მეხსიერებითა და 128Gb SSD-თი.
-
გრაფიკული პლანშეტი ეს არის დახატული სურათის გადასატანი მოწყობილობა. იგი შედგება ეგრეთწოდებული კალმისა და ბრტყელი სენსორული პლანშეტისგან. პირველი გრაფიკული პლანშეტი იყო "ტელეავტოგრაფი" რომელიც დააპატენტა 1888 წელს ელიშა გრეიმ. ელიშა გრეი ტელეფონის გამომგონებლის-ალექსანდრე ბელის თანამედროვე იყო. პირველი გრაფიკული პლანშეი გავდა თანამედროვეს და გამოიყენებოდა ხელნაწრი ტექსტის კომპიუტერში გადასატანად. ეს იყო პლანშეტი "Stylator" მაგრამ მასზე ცნობილი იყო პლანშეტი "RAND Tablet" რომელიც 1964 წელს შეიქმნა. გრაფიკული პლანშეტი ცნობილია როგორც "აკუსტიკური პლანშეტი" რომელის კალამიც წამოქმნიდა ნაპერწკალს და ნაწყვეტ-ნაწყვეტი შეტყობინებები ანუ ხმაურიანი სიგნალები მიკროფონების სერიით მიიღებოდა რადგან განესაზღვრათ კალმის ადგილმდებარეობა. სისტემა იყო საკაოდ რთული და განსხვავებული, მისი მიკროფონები ძალიან მგრძნჯობიარე იყვნენ ხმაურზე. გრაფიკული პლანშეტები პოპულარულები ხდებოდნენ მათ კომერციულ წამოებასთან ერთად 1970-1980 წლებში. პლანშეტები "Intelligent Digitizer" და "Bit Pad" გამოიყენებოდნენ Hi-End CAP და Auto CAD სისტემები. პირველი პლანშეტი რომელიც სამომხმარებლო ბაზარზე გამოჩნდა იყო"Koala Pad" ტავდაპირველად პლანშეტი "Koala" შეიქმნა სპეციალურად I mac-ისთვის მაგრამ შემდეგ ისინი სხვა პერსონალურ კომპიუტერებშიც გამოიყენებოდა. მოქმედების პრინციპი: თანამედროვე პლანშეტების ძირითად სამუშაო ნაწილად ითვლება სადენების ქსელი. ტექნოლოგიისა და მუშაობის რინციპის მიხედვით გამოარჩევენ რამდენიმე სახის პლანშეტს, ესენია: ელეტროსტატიკული და ელექტრომაგნიტური. ფირმა "Wacom"-მა შექმნა ტექნოლოგია ელექტრომაგნიტური რეზონანსის საფუძველზე როცა ელექტრონული ქსელი იღებს სიგნალს, და ეს სიგნალი გამოიყენება კალმის წვერისთვის რომელიც შესაბამისად თავის მხრივ აგზავნის საპასუხო სიგნალს. ამავე დროს ბადის მიერ გამოსხივებული შეტყობინება ანუ ნიშანი გამოიყენება კალმის კვებისთვის რომელიც აგზავნის საპასუხო შეტყობინებას ნიშანს, რომელიც არამარტო ანარეკლია არამედ თავიდან ჩამოყალიბებულია და როგორც წესი არის დამატებითი ინფორმაციის მატარებელი, იდენტიფიცირებულია კონკრეტული კალმის, აგრეთვე მონაცემებია დაწოლის ძალის ფიქსაციის მართვის ორგანოების მდებარეობის მიმანიშნებელთან იმასთან დაკავშირებით გამოიყენება თუ არა კალმის სამუშაო წვერი ამიტომაც წალკე კვება ამგვარ მოწყობილობას არ ესაჭიროება. არსებობენ პლანშეტები რომელთა კომპლექტში შედის კალმები რომლებსაც შეუძლიათ დაწოლის ძალის რეგისტრაცია. როგორც წესი რეგისტრაციის მექანიზმს საფუძვლად უდევს მოცულობის ანუ ტევადიბის კონდენსატორის გამოყენება კერძოდ ამგვარი ტიპის მონაცემების განსაზღვრელი გამოყენება კომპანია "Wacom"-ის პლანშეტების კალმებში. კალმის კოორდინატების გარდა თანამედროვე გრაფიკულ პლანშეტებში აგრეთვე შესაძლებელია განისაზღვროს კალმის წნევა სამუშაო ზედაპირზე აგრეთვე დახრილობა, პლანშეტის მოსახვევის მიმართულება და კალმის ხელით მოჭერის ძალა. გრაფიკული პლანშეტები გამოიყენებიან როგორც კომპიუტერებში გამოსახულების შექმნისთვის რომლებიც მაქსიმალურად არის მიახლოებული იმასთან, თუ როგორ იქმნება გამოსახულებები ქაღალდზე, აგრეთვე ჩვეულებრივად სამუშაოდ რომელიც არ მოითხოვს მონაცემების მიმართულად შეყვანას. კომპიუტერული მხატვრის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს გრაფიკული პლანშეტი მას იყენებენ ილუსტრატორები, მხატვარ-ანიმატორები, სხვადასხვა სფეროს დიზაინერები, მხატვარ კონსტრუქტორები და აგრეთვე არქიტექტორები. სხვადასხვა ფირმის გრაფიკული პპლანშეტები ზომით და ფუნქციებით განმსხვავდებიან ერთმანეთისგან. დღევანდელ დღეს ძნელი წარმოსადგენია კომპიუტერული კლასი რომელიც არ იქნება აღჭურვილი გრაფიკული პლანშეტით.მაგალითისთვის გაჩვენებთ მოსკოვის ერთ-ერთი ბავშვთა სამხატვრო სკოლის მოსწავლის ნამუშევარსრომელიც შესრულებულია გრაფიკულ პლანშეტში თანამედროვე ფოტომოყვარულებისთვისაც გამოსაყენებელია გრაფიკული პლანშეტი წავიდა ის დრო როცა ფოტოგრაფები იყენებდნენ ფირებსა და საღებავებს. Bamboo ესაა პლანშეტი რომელიცაა დაწყებითი დონის მისი წვერის მგრძნობიარეობის დონეარის 512. ამ სერიის გრაფიკული პლანშეტები ერთმანეთისგან განსხვავდებიან დიზაინით და დამატებითი ფუნქციური კლავიშებით როგორც პლანშეტზე ისევე კალამზე, ახლა კი მოკლედ მივიღოთ ინფორმაცია 3 მათგანზე: Bamboo One- სერიაში ყველაზე მარტივია მას არ აქვს პროგრამირებული კლავიში, მისი ეკრანმი არის 4:3 სისტემის რომლის გაფართოებაცაა 1040 lpi. Bamboo- აქვს მთლიანად პროგრამირებული ოთხი კლავიში ExpressKeys და სენსორული რგოლი Touch Ring, ამ პლანშეტის ეკრანი არის 16:10 სისტემაზე გაფართოებით 2540 lpi. Bamboo Fun- რომელსაც აქვს მთლიანად პროგრამირებული 4 კლავიში ExpressKeys და სენსორული რგოლი Touch Ring აგრეთვე ორი ფორმატის A6 და A5-ის მოდიფიკაცია. ამ პლანშეტის ეკრანი არის 16:10 სისტემაზე გაფართოებით 2540 lpi. ახლა კი წარმოგიდგენთ პლანშეტრების სერიას Cintiq მისი სერია წარმოდგენილია ორ მოდელად Cintiq 21UX და Cintiq12WX Cintiq-ი არის არა უბრალოდ პლანშეტი არამედ პლანშეტისა და დისფლეის ჰიბრიდი. Cintiq 21UX - ეკრანის ზომაა 21,3 დიუმი გაფართოებით 1600x1200-სზე Cintiq12WX- ეკრანის ზომაა 12,1 დიუმი რომლის გაფართოებაა WXGA 1280x800 ხოლო ფერის სიზუსტე 24 ბიტია და აქვს 16,7 მილიონი ფერი. Cintiq-ის მოდელის პლანშეტებს აქვთ ისეთი კალამი, რომლებიც განსხვავდებიან ფორმით და ფუნქციით, მას იყენებენ მხატვრები თავის სამუშაოს შესასრულებლად. ასეთი კალმებია კალამი მარკერი (Art Marker) აგრეთვე აეროგრაფი (Airbrush) ოპერაციული სისტემების მუშაობაში და არასპეციალიზირებულ პროგრამებში ისინი გამოიყენება როგორც სტანდარტული კალამი. ყველა კალამი გამოიყენება პროგრამა Photoshop-ში
-
Samsung S27A350 27" LED Full HD - 500 ლარი Motorola XOOM Z604 - 400 ლარი CPU: Engineering Sample intel i7 აწერია, მაგრამ რეალურად 8 ბირთვიანი i7 არ არსებობს ჯერჯერობით რა თქმა უნდა. 8 ბირთვიანია და 16 ნაკადი აქვს @ 2.3 არი და 2.5 აქვს ტურბოთი - 600 ლარი CPU: ეს ყველაზე მთავარი და მამა პროცი პროცებს შორის Intel Xeon E5 2670 ესეც Engineering Sample - 1000 ლარი amazon-ის ფასი: Intel Xeon E5 2670 M/B: ASUS P9X79 - 400 ლარი გაიყიდება მხოლოდ პროცესორთან ერთად. RAM: Corsair Vengeance 16GB (4x4GB) 1600MHz - 190 ლარი გაიყიდება მხოლოდ მაზერთან და პროცთან ერთად. SSD: OCZ RevoDrive 3 120GB - 390 ლარი Up to 1000MB/s Sequential Read Up to 925MB/s Sequential Write Up to 130,000 IOPS 4k Random Write SSD: OCZ Deneva 2 240GB - 350 ლარი PSU: Antec Truepower 750W - 160 ლარი PSU: Rosewill BRONZE Series RBR1000-M - 190 ლარი მოდულარი კაბელები არ მაქვს, მაგრამ თავისი იმდენი აქვს მაინც არ დაგჭირდებათ მეტი Sound Card: Creative X-Fi XtremeGamer - 70 ლარი 5.1 დინამიკებისთვის მისწრებაა. Sound Card: Creative Sound Blaster Z PCIe Sound Card - 160 ლარი Case: Cooler Master CM 690 II - 150 ლარი Antec Veris Premier (Multimedia Station) - 100 ლარი კომპიუტერში აყენებ და დისტანციონით აკონტროლებ. Antec Veris Basic (Multimedia Station) - 40 ლარი კომპიუტერში აყენებ და დისტანციონით აკონტროლებ. 598 400 364 ლაშა ვის რა გაინტერესებთ მომწერეთ. გაცვლაც მოსულა მთლიანი სისტემის გაყიდვაც შეიძლება, ვინჩოები და დანარჩენი ატრიბუტებიც მაქვს რაც მაგას სჭირდება
-
Samsung S27B350 27" LED Full HD - 500 ლარი Lenovo IdeaPad K1 10.1" Tablet - 350 ლარი Cooler Master 500W და Enhance 500W intel i7 აწერია მაგრამ რეალურად 8 ბირთვიანი i7 არ არსებობს ჯერჯერობით რა თქმა უნდა.8 ბირთვიანია და 16 ნაკადი აქვს @ 2.3 არი და 2.5 აქვს ტურბოთი - 600 ლარი ეს ყველაზე მთავარი და მამა პროცი პროცებს შორის Intel Xeon E5 2670 ესეც Engineering Sample - 1000 ლარი amazon-ის ფასი: Intel Xeon E5 2670 M/B: Intel DX79SI - 400 ლარი RAM: G.Skill Ripjaws 4x4gb 1600 - 150 ლარი PSU: Cooler Master 500W - 60 ლარი PSU: Enhance 500W - 70 ლარი Case: Cooler Master CM 690 II - 150 ლარი Antec Veris Basic (Multimedia Station) - 40 ლარი კომპიუტერში აყენებ და დისტანციონით აკონტროლებ. 598 400 364 ლაშა ვის რა გაინტერესებთ მომწერეთ. გაცვლაც მოსულა
-
Lenovo IdeaPad K1 16GB 10.1" Tablet ძალიან კარგ მდგომარეობაში, მოყვება რეზინის კეისი, ნაჭრის ჩასადები და დამტენი. ფასი 350 ლარი. მონაცემები იხილეთ აქ: http://www.gsmarena.com/lenovo_ideapad_k1-4443.php 598 400 364 ლაშა