ANTEC-მა გამოუშვა ახალი კეისი სახელწოდებით ANTEC Nineteen Hundred, რომელიც მათი თქმით გათვლილია gamer-ებისთვის. ის უზრუნველყოფს კარგ გაგრილებასა და გამოყენების სიმარტივეს.
სტანდარტულ კეისში არის 3 ფენი. ერთი 120 მილიმეტრიანი ფენი ზრუნავს ჰაერის შეტანაზე წინა მხარეს. მეორე 120 მილიმეტრიანი სითბოს გამოტანაზე კეისის ზედა მხარეს და ერთი 120-იანიც უკანა მხარეს (ესეც გატანაზე) არის საშუალება კიდევ რამდენიმეს დამონტაჟების. მაგალითად მყარი დისკებისთვის კიდევ 2 ფენის დამატება შეიძლება და ნამდვილად საჭიროა, იმიტომ რომ ამ კეისში არის 17 მყარი დისკის ადგილი ასევე აქვს უკანა 9 გაფართოების სლოტი. ვიდეობარათის მაქსიმალური სიგრძე კი არ უნდა აღემატებოდეს 330 მილიმეტრს.
ANTEC-ს თქმით ის დამზადებულია მაღალი ხარისხის SECC მეტალისგან (SECC-Steel, Electrogalvanized, ColdRolled, Coil ეს არის მსუბუქი ელექტროგაუმტარი ფენით დაფარული მეტალი, რომელიც კარგი თბოგამტარია, არა როგორც ალუმინი თუმცა მასზე მსუბუქია და ნაკლები ღირს) კეისის წინა მხარეს განთავსებულია 2 USB 2.0 და 4 USB 3.0 პორტები, ასევე მიკროფონისა და დინამიკების AUDIO jack. მისი ზომებია 70x22x55 შესაბამისად სიმაღლეა 70 სმ (696 მილიმეტრი) სიგანეა 22 სმ და სიგრძე 55 სმ. მისი წონაა 13.2 კილოგრამი.
ეს კეისი წარმოდგენილია მწვანე და წითელ ფერებში და შემოთავაზებული ღირებულება შეადგენს 284 ევროს. ANTEC ამ პროდუქტზე ავრცელებს 3 წლიან გარანტიას.