Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'Android SDK'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 1 result

  1. მალე ვაპირებ გავხდე Android-ის მომხმარებელი და მინდოდა ახლოს გამეცნო ეს სისტემა ტელეფონის შეძენამდე ამის საშუალებას გვაძლევს Google თავისი Android Software Development Kit-ით საინტერესო იქნება ანდროიდის მომხმარებლებისთვისაც, რადგან არის Ice Cream Sandwich-ის SDK და სანამ გამოსულა ოფიციალური აპგრეიდი თქვენი ტელეფონისთვის, წინასწარ გაეცნობით ახალ სისტემას. Android SDK-თი შესაძლებელია თითქმის ყველა დარილიზებული Android ვერსიის ემულაცია, ჰარდის პარამეტრების საკუთარ გემოზე დაყენება და კიდევ ბევრი საინტერესო რამ (მათ შორის ანდროიდის აპლიკაციების დაწერა/გატესტვა) მუშაობისთვის გვჭირდება თვითონ ანდროიდის SDK და 32 ბიტიანი Java Development Kit ანუ JDK Android SDK შეგიძლიათ გადმოიწეროთ Android Developer-ის ვებგვერდიდან http://developer.and.../sdk/index.html არის Windows, Mac OS X და Linix ვერსიები Windows-ის ვერსია წარმოდგენილია zip და exe ფაილების სახით გირჩევთ გადმოწეროთ zip ვერსია (40 მბ-მდე) და ამოაარქივოთ სადმე მარტივ Path-ზე, მაგალითად პირდაპირ C ან D დისკზე, ფოლდერს კი შეუცვალოთ სახელი (ქვია android-sdk-windows ) უფრო მარტივზე, მაგ. android დატოვეთ ამ მაგალითში Android SDK-ს სრული Path-ია C:android (ეს შემდგომში გაგიადვილებთ CMD-სთან მუშაობას) რაც შეეხება ჯავას, გვჭირდება 32 ბიტიანიJava Development Kit (JDK) და არა Java Runtime Environment (JRE) ამ Java Eclipse (ეს უფრო დეველოპერებს) გამოიწერეთ შემდეგი ბმულიდან: http://www.oracle.co...oads/index.html შემდეგ მოკლედ, ამოვაარქივეთ SDK, დავაყენეთ JDK და დროა დავიწყოთ გავხნათ SDK-ს ფოლდერი C:/android ჩემს შემთხვევაში შეგვიძლია ვიმუშაოთ მხოლოდ CMD-ში, ან GUI-თი და CMD გამოვიყენოთ აუცილებლობისას (მაგალითად apk ფაილების ინსტალაციისას) სურათზე მონიშნულია ძირითადი აპლიკაციები: platform-tools ფოლდერში უნდა მოვათავსოთ საინსტალაციო apk პაკეტები AVD Manager.exe ანუ Android Virtual Device Manager -ით ხდება ვირტუალური მოწყობილობებიშ შექმნა, ჩართვა, რედაქტირება, წაშლა და ა.შ SDK Manager.exe - ით კი სასურველი ვერსიის SDK -ს(Android-ის სხვადასხვა ვერიის) და პლაგინების გადმოწერა ხდება განვიხილოთ SDK Manager (Win 7/Vista-ს მომხმარებლებ გირჩევთ ჩართოთ Run as Administrator-ით დაელოდეთ სანამ შეივსება პროგრეს ბარი, პროგრამა შედგება 2 ძირითადი განყოფილებისგან API Level და Repository სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი რატომაა ორ განყოფილებად გაყოფილი, ორივეგან შეიძლება ერთი და იგივე ოპერაციის შესრულება, უბრალოდ ოდნავ განსხვავებულად ჩანს და რამდენიმე მცირე განსხვავებაა კიდევ, ალბათ დეველოპერებისთვის მნიშვნელოვანია... მოკლედ, სასურველი SDK და დამატეითი პლაგინები შეგვიძლია აქედან დავაყენოთ, ამისათვის, უბრალოდ მონიშნეთ რისი დაყენება გინდათ გირჩევთ აუცილებლად დააყენოთ Android SDK Tools და Android SDK Platform-tools ხელსაწყოები (თუ არ აყენია ავტომატურადაა მონიშნული) მონიშნეთ სასურველი SDK ვერსია, თუმცა პირდაპირ Install ღილაკს ნუ დააწვებით (ფანჯრის მარჯვენა ქვედა კუთხეში), რადგან SDK მონიშვნასთან ერთად ავტომატურად ინიშნება უამრავი დეველოპერებისთვის საჭირო ხელსაწყოები, რომლებიც ჩვენ არ გვჭირდება და დროსა და ადგილს წაიღებს მათი გადმოწერა/ინსტალაცია და შემდეგ მოხსენით "პტიჩკები" ყველაფერს SDK Platform-ის გარდა სანამ Install დააჭერთ, დარწმუნდით კიდევ ერთხელ, რომ ზედმეტი არაფერია ავტომატურად მონიშნული თუკი ყველაფერი სწორადაა, დავაჭიროთ Install და დაველოდოთ პაკეტების გადმოწერა/დაინსტალირებას (დამოკიდებულია ინტერნეტის სიჩქარეზე) ერთი ძალიან სასარგებლო რამ, რაც Repository-ში ვნახე, არის ზოგი მწარმოებლის დევაისების მზა პლაგინები (ხაზგასმულია წითლად): შეგიძლიათ მონიშნოთ სასურველი და დააყენოთ, თითოეულ პლაგინზე მაუსის მიტანისას, ჩნდება მოკლე აღწერა, სადაც წერია თუ რომელი SDK სჭირდება რომ იყოს დაინსტალირებული და რომელი API ლეველის, ამიტომ თუკი ამ პლაგინებს გამოწერთ და დააყენებთ, დარწმუნდით, რომ გაქვთ დაყენებული საჭირო SDK-ც აქაც გადაამოწმეთ ზედმეტი ხომ არაფერია მონიშნული სანამ Install-ს დააჭერთ ვაინსტალირებთ სასურველ პლაგინებს და ვხურავთ SDK Manager-ს განვიხილოთ AVD Manager სასურველია ჩავრთოთ Run As Administrator-ით ახალ Android Virtual Device-ს ლოგიკურია ვამატებთ New... ღილაკით Name-ში ვარქმევთ სასურველ სახელს, ხოლო Target-ში კი ვირჩევთ თუ რომელი SDK გვინდა, ან რომელი ვერსიის პლაგინი (თუკი დაყენებული გვაქვს) SD Card-ში ვუთითებთ ზომას, ან IMG ფაილს (თუ არსებულის გამოყენება გვინდა) Snapshot დავტოვოთ პტიჩკის გარეშე (ეს უფრო დეველოპერებისთვისაა) Skin-ში ვარჩევთ ეკრანის პარამეტრებს, Built-in-ში მოცემულია სტანდარტული რეზოლუციები WXGA, WGA, QVGA, HVGA და ა.შ, ან ხელით ვუწერთ Resolution-ში (პირველს ვწერთ სიგანეს, მეორეს სიგრძეს, მაგ 480X800) Hardware-ში New ღილაკით ვამატებთ აპარატურულ პარამეტრებს, (პლაგინებისთვის ყველაფერი გაწერილია უკვე, სუფთა SDK-ს კი ძირითადები აქვს) გირჩევთ დაამატოთ Keyboard Support და დააყენოთ Yes-ზე, ეს საშუალებსა მოგცემთ ეფექტურად გამოიყენოთ კლავიატურა, მაგ Home ღილაკი კლავიატურაზე ნიშნავს Home-ს ანდროიდისთვის, Esc ღილაკი Back-ს, ტექსტის შეყვანა შესაძლებელია კლავიატურით... მოკლედ ძალიან მოსახერხებელია ბოლოს კი ფანჯრის ბოლოში ვაჭერთ Create AVD ღილაკს, რითაც ვქმნით ვირტუალურ მოწყობილობას ღიკაკზე დააჭირეთ ერთხელ და დაელოდეთ, ცოტა ხანს ისე ჩანს, თითქოს პროგრამა გაჭედილია შექმნილი AVD-ს ჩასართავად, მოვნიშნოთ ის Android Virtual Device Manager-ის ფანჯარაში და დავაჭიროთ Start-ს მარცხენა მხარეს, გამოსულ Launch Option ფანჯარაში ნურაფერს შეცვლით (თუ ძალიან არ გინდათ ) და პირდაპირ დავაჭიროთ Launch ამოხტება რამდენიმე CMD ფანჯარა და ცოტა ხანში ჩაირთვება ჩვენი ვირტუალური ანდროიდი! ვირტუალურ ანდროიდს მოყვება ძირითადი აპლიკაციები, თუმცა შეიძლება ყველამ არ იმუშაოს (მაგ, მე კამერა ვერ ჩავრთე) ასევე საკმაოდ ნელა მუშაობს, ზოგჯერ გამაღიზიანებლად ნელა.... მთავარი უპირატესობაა apk ფაილების ინსტალაციის შესაძლებლობა (სხვათა შორის ამ მეთოდით რეალურ დევაისზეც შეიძლება აპლიკაციების დაყენება) შექმნილი ვირტუალური ანდროიდი ინახება შემდეგ მისამართზე: მასში არის ფოლდერები თვითოეული ვირტუალური ანდროიდისთვის ფოლდერებს კი სახელად ჩვენი დარქმეული სახელები ქვია .avd დაბოლოებით sdcard.img ფაილი არის თქვენი SD ბარათი (რომლის მოცულობაც თავიდან მივუთითეთ) ის შეიძლება გავხნათ, მაგალითად Ultra ISO-თი და ჩავაკოპიროთ სასურველი ფაილები სასურველ ადგილას !კიდევ, Android-ის ვირტუალური ვერსიები უკვე დარუთულია! APK ფაილების ინსტალაციისთვის, ჯერ ისინი უნდა ჩავაკოპიროთ platrform-tools ფოლდერში, ჩემს შემთხვევაში C:\Android\platform-tools შემდეგ ვხსნით Windows-ის CMD0-ს (სასურველია ადმინისტრატორის უფლებებით) გადავდივართ SDK-ს platform-tools დირექტორიაში ამისთვის ტერმინალში ვკრიბავთ cd c:\android\platform-tools[/code] და ვკრიბავთ ბრძანებას: [indent=1][color=#ff0000]გირჩევთ, სიმარტივისთვის აპლიკაციებს Rename გაუკეთოთ უფრო მარტივზე, მაგალითად G-Keys დავარქვი GK[/color][/indent] ვაჭერთ Enter ღილაკს და ველოდებით სანამ არ დასრულდება პროცესი (დადებით შემთხვევაში ეწერება [CODE]succided [/code] მგონი სულ ეს იყო, თუ რამე გამახსენდა კიდევ, აუცილებლად ჩავამატებ
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.