Search the Community
Showing results for tags '8core cpu'.
-
მოგესალმებით დღეს წარმოგიდგენთ რუსების მიერ შექმნილ პროცესორს. ntel და AMD არ ვიცი, მაგრამ რუსები საკმაოდ წინ მიიწევენ. გასაგებიცაა მათ ყველაზე გრძელი გზა აქვთ გასავლელი ამ სფეროში. ცოტა ხნის წინ მათ დადეს ეს ვიდეო. https://www.youtube.com/watch?v=PUNJ_tkq2hk ვიდეოში ნაჩვენებია მათი ახალი პროცესორი 4 ბირთვიანი elbrus 4c რომელიც მუშაობს 720 MHZ-ზე და HD 6970-თან ერთად მან შეძლო DOOM 3-ს გაქაჩვა 1080p_ზე 30 FPS-ზე. ნუ აქ ისიც გაითვალისწინეთ რომ ეს თამაში არის windows-ზე მათ კი LINUX_ზე გადააპორტირეს და ისე გაუშვეს, ანუ ოპტიმიზაციამ რათქმაუნდა მოიკლო. ასევე გეტყვით რომ თამაშის მოთხოვნებში წერია DUAL CORE 2.0 GHZ ეს პროცესორი კი მართალია 4 ბირთვია თუმცა 720 MHZ_ზე. სულ მალე კი ისინი აპირებენ გამოუშვან ახალი 8 ბირთვიანი პროცესორი 1.3 GHZ სიხშირით 28 nm ტექპროცესით რომელსაც ექნება 250 GFLOPS single precision შეგახსენებთ რომ ეს მაჩვენებელი haswell-ს 4 ბირთვისთვის რომელიც 4 GHZ_ზე დგას წარმოადგენს 512 GFLOPS, თუმცა წარმოიდგინეთ ეხლა ეგ haswell-ს 4 ბირთვი 1.3 GHZ_ზე ეს მაჩვენებელი გახდება დაახლოებით 171 GFLOPS ასე რომ საკმაოდ მძლავრი პროცესორი იქნება ეს elbrus 8c დამატებითი დეტალური მონაცემები. ტექპროცესში შეიძლება ითქვას საკმაოდ თანამედროვედ გამოიყურება. 28nm AMD-ს ამჟამინდელი დონეა პროცესორების წარმოებაში. ისინი ამ გზით აპირებენ მოიშორონ ამერიკული წარმოების პროცესორები, რომლებიც ყველამ კარგად იცის რომ backdoor-ებითაა გამოტენილი. ასევე ისინი ცდილობენ soft-ს მოშორებასაც windows, mac და ა.შ. linux open source-ია და ამიტომ მასში მოსაშორებელიც არაფერია სწორედ ამიტომ ისინი ამ პლატფორმას აწვებიან და ვიდეოშიც სწორედ linux-ზე მომუშავე elbrus 4c არის ნაჩვენები. იმედია სიხშირის პრობლემასაც მალე მოაგვარებენ, რადგან როგორც დასაწყისისთვის ჩანს ეს პროცესორები საკმაოდ ძლიერ არქიტექტურაზე არიან და ვფიქრობ ინტელს თუ ვერა 3-4 წლით ჩამორჩენილ AMD-ს მაინც დაეწევიან მალე. თუ AMD-მაც არ აიდგა ფეხი უახლოეს მომავალში.