Jump to content

Search the Community

Showing results for tags '2015'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

  1. ახალ სერიაში მოქმედება განვითარდება არა კუნძულზე არამედ შტატ კალიფორნიაში,თამაში შექმნილია Unreal Engine 4 ძრავაზე,თამაშს ექნება 8 კაციანი Co-Op თამაში გამოვა PC,PS4,Xbox One-ზე 2015 წლის გაზაფხულზე https://www.youtube.com/watch?v=ST262ZbNcos
  2. ეს თამაში წინა წელს VGX 2013-ზე დაანონსდა: იგი იქმნება Hello Games-ის მიერ, რომელიც შედგება ოთხი პერსონალისგან (მაგრამ ამ პროექტისთვის კიდევ რამდენიმე დეველოპერი დაიქირავეს). თამაშის სამყარო გენერირდება პროცედურულად, ანუ იგი თავისით იქმნება და არა დეველოპერის მიერ. მოთამაშეებს შეუძლიათ გამოიკვლიონ სამყაროები, პლანეტები, ქმნილებები და გაუზიარონ სხვებს. თამაში პირველად PS4-ზე გამოვა და მოგვიანებით სავარაუდოდ PC-ზეც, დეველოპერის თქმით. E3 2014-ის ვიდეო: @HelloGames
  3. დღეს ოფიციალურად დაანონსდა ეს თამაში. როგორც მოგეხსენებათ, THQ-ს გაკოტრების შემდეგ, Homefront-ზე უფლებები Deep Silver-მა მოიპოვა. თამაშს ქმნის Crytek UK, გამოვა PC, PS4, Xbox One, Mac და Linux პლათფორმებზე 2015 წელს. მოქმედება ვითარდება ფილადელფიაში, ჩრდილოეთ კორეის მიერ ა.შ.შ.-ს დაპყრობიდან ოთხი წლის შემდეგ. თამაშის მთავარი მახასიათებლებია: გამოიკვლიეთ თამაშის ცოცხალი და ღია სამყარო - განიცადეთ ნამდვილი ღია სამყაროს თამაშის პროცესი პირველი პირში, გაცოცხლებული CRYENGINE-ის შთამბეჭდავი ვიზუალით;პარტიზანული ომი - შეისწავლეთ პარტიზანული ომის ხელოვნება, მოაწყვეთ თავდასხმები, ინფილტრაცია, შეტევისა და გაქცევის ტაქტიკები მოწინააღმდეგებზე;შექმენით წინააღმდეგობა - შეკრიბეთ რევოლუციონერები, შექმენით ბაზები, თავშესაფრები, შეცვალეთ არსენალი და ა.შ.;მოაწყვეთ რევოლუცია - დათრგუნული მოქალაქიდან, რევოლუციურ ლიდერამდე, ეპიკური ერთპირიანი კამპანია მოგვითხრობს ა.შ.შ.-ს მეორე ომს დამოუკიდებლობისათვის. დინამიური სამყარო ვითარდება თქვენი მოქმედებების მიხედვით;ონლაინ-კოოპერატივი - ითამაშეთ მეგობრებთან ერთად ქსელში და მოიპოვეთ რევოლუციის გმირის რეპუტაცია;სურათები: @VG247
  4. გუშინ ღამე Spike TV PS4_ზე ოფიციალურად Naughty Dog_მა დაანონსა ეპიკური ექსკლუზივის შემდეგი სერია Playstation4_ისთვის დეტალები ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის
  5. თამაში დაანონსდა 2013 წლის E3 ზე, დეველოპერი Remedy Entertainment გამომცემი Microsoft Studios ძრავი Northlight Engine პლატფორმა Xbox One ჟანრი Action ფორმა Single-player ეს კი გეიმფლეის სქრინები თამაში არის Xbox Oneის ექსკლუზივი. როგორც VGX 2013 ზე განაცხადეს თამაში არის Max Payn ის და Alan Wakeს მიქსი ჟანრობრივად.
  6. Draugen ეს არის First person Horror ჟანრის თამაში რომელიც 2015 წელს გამოვა ახალი თაობის კონსოლებზე და პერსონალურ კომპიუტერებზე, ეს ყველაფერი კი Unreal engine 4-ის ძრავაზე მზადდება. ისტორია მოგვითხრობს ამერიკელ მეცნიერზე რომელიც 1920 წელს გაემგზავრება ნორვეგიის ერთ-ერთ ზღვისპირა სოფელში რომლის მოსახლეობაც უგზოუკვლოდ გაუჩინარდა. მთავარ გმირს მოუწევს გაერკვეს ამ მოვლენებში. თვითონ სიტყვა Draugen სკანნდინავიის და ვიკინგების მითებში ასოცირდება როგორც მოჩვენება, რომელიც ბინადრობს ზღვისა და ტბების ფსკერებზე, ეს არის არსება რომელსაც გააჩნია როგორც მატერიალური ისევე არამატერიალური სხეული. Trailer
  7. Inside წარმოადგენს, დამოუკიდებელი დეველოპერის, Playdead-ის ახალ თამაშს, რომელმაც შექმნა ცნობილი შავ-თეთრი 2D პლათფორმერი Limbo. თამაში გამოვა 2015 წლის პირველ კვარტალში, პირველად Xbox One-ზე. მოგვიანებით სავარაუდოდ PC-ზე და სხვა პლატფორმებზეც. E3 2014-ის ტრეილერი: @Playdead
  8. Campo Santo-მ გამოაქვეყნა თავისი ახალი თამაშის - Firewatch-ის 9 წუთიანი გეიმფლეი. თამაში წარმოადგენს სათავგადასავლო თავსატეხ თამაშს, რომლის მთავარი გმირიც არის მეხანძრე ჰენრი. მოვლენები განვითარდება ვაიომინის ტყეებში 1989 წლის ზაფხულში. შემქმნელებს სურთ მოუყვნენ გეიმერებს "დეტექტიური ისტორია" ღია მსოფლიოს და მოვლენების ბევრი სხვადასხვანაირი ვარიანტების განვითარების საშუალებით. გუნდის სიტყვების მიხედვით, მოთამაშეების მოქმედებებს მოყვებათ შედეგები და თითოეული ნივთი შეიძლება გახდეს ინფორმაციის მთავარი წყარო. ჰენრის ერთადერთი კავშირი გარე სამყაროსთან წარმოადგენს რაცია და მისი უფროსი დელაილა. როგორც შემქმნელებმა აღნიშნეს, ინფორმაციების დიდ ნაწილს გეიმერები მიიღებენ მათი საუბრისას. ამავდროულად მოთამაშეებს ექნებათ შესაძლებლობები, რომ ესაუბრონ თავიანთ უფროსს. Firewatch-ის რელიზი დაგეგმილია PC-ზე, Mac-ზე და Linux-ზე. თამაში 2015 წელს გამოვა.
  9. free to play თამაში APB დაანონსდა ახალი თაობის კონსოლებზე PS4 სა და XBOX ONE ზე. კონსოლებზე APB -ს პორტირება დაიწყება 2015 წლის მეორე ნახევრიდან და ის შეინარჩუნებს PC ვერსიის პლიუსებს. XBOX ის მომახრებლებს დაგჭირდებათ Xbox Live Gold ის გამოწერა ხოლო PS4 ის მომხარებლებს უბრალოდ ტამაშის დატესტვა. ახალი თაობის კონსოლებზე პორტირებაზე მუშაობს Workshop Entertainment -ი რომელსაც მხოლოდ ეს პროექტი არ აქვს გეგმაში ისინი ქმნიან The Evil Within და Borderlands 2 expansion -ს APB: All Points Bulletin ორიგინალური ვესია PC ზე იქნა გაშვებული 2010 წელს და ან არც თუ ცუდი პოპულარობა მოიპოვა პერსონალური კომპიუტერის მომხარებლებში. შემქნელებს სწორედ ეს აიმედებთ, რომ მათი ახალი თაობის კონსოლური ვერსიაც წარმატებული იქნება. APB ს მოვლენები ვიტარდება არცთუშორ მომავალში ქალაქ San Paro ში სადაც ქუჩის ბანდები ერთმანეთს ებრძვიან ძალაუფლების მოპოვებაში. თამაშში შესაძლებელია 50 კაციანი ბანდა 50 კაციანი ბანდას დაუპირისპირდეს და სრული საგიჟეთი გამართონ ქალაქის გუჩებში (ეს ყველაფერი კი ონლაინში ხდება რაც თამასს ორმაგ ხიბლს ძენს) გთავაზობთ თამაშის თრეილერს
  10. უბისოფტმა გუშინდელ პრეს კონფერენციაზე დაანონსა Nextgen MMO OPEN WORLD მესამე პირის შუთერი RPG-ს ელემენტებით თამაში განვითარდება ნიუ იორკში ვირუსის გავრცელებიდან 3 კვირის შემდეგ...ქალაქი მოექცევა ქაოსში და აქედან იწყება დივიზიის საქმიანობა ისინი არიან კარგად გაწრთვნილი საიდმლო ჯგუფი რომელთაც უნდა დაამყარონ წესრიგი ქალაქში თამაში გამოირჩევა საოცარი ვიზუალით გამოვა 2014 წელს მხოლოდ PS4 & XBOX ONE-ზე
  11. მოგესალმებით, დღეს ვეცდები პასუხი გავცე ყველასათვის საინტერესო კითხვას "რამდენი GB VRAM-ია საჭირო დღესდღეობით სხვადასხვა გაფართოებებზე?" ვისაც ეს კითხვა აწუხებს ანუ აქვს რაღაც ცოდნა VRAM-ს შესახებ თითქმის ყველა აკონტროლებს მას დამხმარე პროგრამების მეშვეობით, როგორებიცაა MSI afterburner, EVGA precision და ა.შ. სამწუხაროდ მათზე დაყრდნობით შეუძლებელია სწორი დასკვნების გამოტანა. ეს პროგრამები ვიდეო მეხსიერების მოხმარებას აკვირდებიან OS-ს level-ზე ხოლო ვიდეო მეხსიერების გამოყენებას Direct3D თამაშებში რათქმაუნდა ვიდეოს დრაივერი წყვეტს ამიტომ OS-ს level-დან ვერ ნახავთ თუ რა ხდება მალულად დრაივერში. რეალობასთან ყველაზე ახლო შედეგს დაგვანახებდა მწარმოებელზე დამოკიდებული პროგრამები მაგრამ რეალურად რისი გაკეთებაც შესაძლებელია ესაა დაკვირვება სხვადასხვა ვიდეობარათებზე და ამ დაკვირვების შედეგად მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემა. დღეს განვიხილავთ შედარებით პოპულარულ მოდელებს რომელთა VRAM 4 GB-დან 12 GB-მდე მერყეობს. ტესტირება შედგება Shadow of Mordor-ში. ეს თამაში ცნობილია როგორც ყველაზე VRAM hungry ასევე ორივე მწარმოებელზე თანაბრად ოპტიმიზირებულია. თამაშში დაყენდა HD pack და image quality ultra-ზეა აწეული, რათა რაც შეიძლება მეტი VRAM გამოეყენებინა. თამაშს გააჩნია ჩაშენებული benchmark რაც საშუალებას იძლევა მარტივად და მოკლე დროში გაიბენჩოს სხვადასხვა გაფართოება. დაკვირვება ხორციელდება average FPS-ს რომლის მკვეთრი ვარდნა მიგვანიშნებს VRAm-ს უკმარისობაზე. თამაშში ასევე არის საშუალება გაფართოების ეკრანზე მაღლა აწევა. ამ დროს ვიდეობარათი არენდერებს კადრებს მაგ მაღალ გაფართოებაზე და მერე ახდენს downsampling-ს. ეს მეორენაერად არის full scene anti-aliasing. ყველაზე მაგარი AA. სეთინგებში მოხდა გაფართოების ამ ნიშნულებზე დაყენება 2560x1440, 3840x2160 (იგივე 4K) და ასევე ბევრად მაღალი ვირტუალური გაფართოებები 5760x3240 და 7680x4320 (ეს უკანასკნელი არის 33 MegaPixel. რაც 3 4K მონიტორის გაფართოებაზეც მეტია. პირველად დაკვირვებას მოვახდენთ R9 290x 4 GB-სა და R9 390x 8 GB-ს შორის. რათქმაუნდა ისინი ერთ GPU-ზე არიან დაფუძნებული და აქვთ თითქმის ერთნაერი სიხშირეები. R9 390x-ს აქვს 20 MHZ-თ მაღალი სიხშირე და ოდნავ მაღალი მეხსიერების სიხშირე თუმცა ეს არანაერ სხვაობას არ მოგვცემს ტესტებში. ჩვენ არ ვადარებთ ორ ვიდეობარათს ერთმანეთს, ჩვენ გვაინტერესებს როდის გამოჩნდება ვიდეომეხსიერების ლიმიტი. მაშ ასე R9 290x-ს 4 GB VRAM არანაერად არ ჩამორჩება 4k გაფართოებაზე R9 390x-ს 8 GB-ს, თუმცა რაც უფრო მაღალ გაფართოებებზე გადავდივართ 5760x3240-ზე მაგალითად მით უფრო იტყობს ვიდეობარათი რომ მეხსიერება მას ალიმიტებს.33 Mpixel_ზე ანუ 7680x4320 გაფართოებაზე სხვაობა უკვე 8 FPS მდე გაიზარდა. თუმცა 4k-ზე მაღალ გაფართოებებზე ამ ბარათებზე საშალო FPS 16 და 20 FPS-ს შეადგენს, შესაბამისად 290X და 390X-ც საკმაოდ სუსტია 5760x3240-ზე. საინტერესოა მათი შედარება R9 fury-სთან აქ ვხედავთ რომ 4k-ს R9 fury X-ც მშვენივრად უმკლავდება, თუმცა 5760x3240-ზე მისი წარმადობა 390X-ზე დაბალს შეადგენს. 33 Mpixel-ზე კი ეს ვარდნა კიდევ უფრო მწვავდება. აქ შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა თუ რატომ აქვს Fury X-ს 512 GB/s-თ უფრო დიდი ვარდნა ვიდრე შედარებით ნაკლები გამტარობის R9 290x-ს იგივე მეხსიერებით? პასუხი მარტივია მეხსიერება იმისთვისაა საჭირო რომ GPU გამოკვებოს მიუხედავად იმისა რომ GB/s შეფარდება Core count_თან ერთნაერად გამოდის და 0,125 GB/s-ს ტოლია, როგორც ჩანს ამ ოპერაციას 290X შედარებით სწრაფად ახდებს გაცილებით ნაკლები რაოდენობის ბირთვებისთვის. ახლა კი გთავაზობთ მწვანეების შედეგებს Titan X 980 Ti 980 და 970 აქ კი უკვე ჩანს რომ Titan X-ს 12 GB-სა და 980 ti-ს 6 GB-ს შორის სხვაობა ფაქტობრივად არ არის.980-საც რო დააკვირდეთ ისიც მსგავსად იქცევა მიუხედავად მისი 4 GB VRAM-სა. რასაც ვერ ვიტყვი 3.5/0.5 GB-იან 970-ზე. 5860x3240 გაფართოებაზე ის უკვე იმაზე მეტად იტყობს ვარდნას ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ახლა კი ვნახოთ Fury X_სა და 980 Ti-ს და 980-ს შედეგები ერთდროულად 4 GB-იანი მეხსიერების ლიმიტი როგორც ჩანს 5760x3240 გაფართოებაზე და მაღლა Fury X-ზე უფრო მოქმედებს ვიდრე 980-ზე. ეხლა გადავხედოთ frame time_ებს აქ უკვე ნათლად ჩანს რომ დაჟე 3 GB-იანი NVIDIA-ს ბარათი უკეთესად იჭერს frame time-ებს ვიდრე 4 GB-იანი AMD-ს ბარათი. საინტერესოა რატომ აქვთ AMD-ს 4 GB-იანი ლიმიტი მაშინ როცა nvidia-ს ბარათებს ის არ აწუხებთ. პასუხი მარტივია რაღაც მიზეზის გამო AMD-ს memory managment შედარებით ცუდია ვიდრე nvidia-ზე ამიტომ გაკეთდა ეს ბენჩი. მეხსიერების შევსება მოხდება შავი ტექსტურებით რომელთა კომპრესიაც ადვილია და შემთხვევით არჩეული ფერადი ტექსტურებით რომელთა კომპრესია შეუძლებელია. მათ შორის სხვაობა კი მოგვცემს პასუხს იმაზე თუ რომელი ბარათი ახდებს მეხსიერების უფრო ეფექტურად გამოყენებას. როგორც ხედავთ color compression nvidia-ს Maxwell ჩიპებზე ბევრად ეფექტურად გამოიყურება ვიდრე Fury X-ზე. რათქმაუნდა Fury X-ს აქვს ძალიან მაღალი გამტარობა თუმცა როგორც უკვე იცოდით ისედაც მისი მოცულობა საკმაოდ დაბალია. ჯამში ჩანს ის რომ ჯერ-ჯერობით 2k და 4k გაფართოებაზე 4 GB-იან ბარათებსაც კარგად უჭირავთ თავი. ულტრა სეთინგების მიუხედავად ჩანს რომ 970-ც კი უმკლავდება დატვირთვას 4K-ზე, ამაზე მაღალ გაფართოებებზე კი თანამედროვე ვიდეობარათებს არ ყოფნით გამოთვლითი სიმძლავრე რომ თამაში იყოს ლამაზი საყურებელი, მაღალი სეთინგებით და ამავდროულად smooth ამ მაღალ გაფართოებებზე არ აქვს უკვე რამხელა VRAM გექნება 4 თუ 12 უბრალოდ ვიდეობარათია ძალიან სუსტი. 12 GB-იან Titan X_საც კი 30 FPS-ზე ნაკლები ქონდა Shadow of Mordor-ში 5760x3240 გაფართოებაზე. აქ უკვე გასაგებია მგონი ყველაფერი ახლა კი საქმე მომავალ თამაშებზეა დამოკიდებული. თუ რა მოთხოვნები ექნებათ, რადგან ისინი უფრო მაღალი ხარისხისა და გარჩევადობის ტექსტურებს გამოიყენებენ. დღეს კი ჩანს რომ AMD-ს აქვს სამუშაო Fury სერიასთან დაკავშირებით საჭიროა memory management-ს დახვეწა. განხილული შედარება ჩემი ჩატარებული არ არის იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ამისთვის არც დრო მაქვს და რაც უფრო მთავარია არც კომპიუტერის შესაბამისი ნაწილები თავისი ვიდეობარათებითურთ. რომ მქონდეს შესაბამისი hard ნამდვილად არ დაგზარდებოდით ერთი მაგარი მრავალთამაშებიანი მსგავსი ბენჩის ჩატარებას. მადლობთ ყურადღებისათვის. თემა მოამზადა მათე-მ
  12. გამოსვლის სავარაუდო თარიღი 2015 წლის დასაწყისი მეტ ინფორმაციას შემდეგ დაწერენ პლატფორმებიც არაა ჯერ ოფიციალურად ცნობილი
  13. ეს თამაში E3 2014-ზე დაანონსდა და ოფიციალურად გახდა ცნობილი რომ Rainbow 6: Patriots გაუქმდა, რადგან Ubisoft-ის თქმით, იგი ახალი თაობის კონსოლების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. @GameSpot Siege კი ორიენტირებულია 5v5 რეჟიმზე, სადაც სპეცრაზმმა უნდა გაათავისუფლოს მძევალი ბანდიტებისგან. თამაში გამოირჩევა ნგრევადი გარემოთი. თამაშს ექნება ერთპირიანი კამპანია, მაგრამ უცნობია თუ როგორ იქნება იგი იმპლიმენტირებული. @Ubisoft
  14. Avalanche Studios-მა ოფიციალურად დაანონსა Just Cause 3, თამაშის მთავარი გმირი ისევ აგენტი რიკო როდრიგესი იქნება რომელსაც აგზავნიან სახელწიფო მედიჩიში რომელსაც სათავეში უდგას დიქტატორი გენერალ დი რაველო და რიკოს მისი ლიკვიდირება მოუწევს, თამაშს არ ექნება მულტიპლეერის მხარდაჭერა, თამაში 2015 წელს გამოვა ზუსტი თარიღი უცნობია თამაში გამოვა ახალი თაობის კონსოლებზე და PC-ზე,ასევე არ არის ვიდეო თუმცა სტუდიამ განაცხადა რომ ის მალე გამოჩნდება ინტერნეტში გაჟონილი სქრინები
  15. ოფიციალურად დაანონსდა ახლახანს. დეველოპერი - DICE, იქმნება Frostbite 3-ზე. დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია
  16. ამ თამაშის მოქმედებები ვითარდება Metal Gear Solid V: Ground Zeroes (1974/1975)-ის მოვლენების შემდეგ და ორიგინალ Metal Gear (1995)-მდე. მთავარ პერსონაჟს წარმოადგენს დიდი ბოსი (Big Boss). კოჯიმას თქმით, კონტენტის მოცულობა 200 ჯერ დიდი იქნება Ground Zeroes-თან შედარებით, რომელიც ამ თამაშის პროლოგი იყო. თამაში იქმნება Fox Engine-ზე. ტექნოლოგიურად იგი შთამბეჭდავი იქნება, ღია სამყარო, დღე-ღამის მონაცვლეობა, ჭკვიანი A.I., რეალისტური პერსონაჟები, დახვეწილი ანიმაციები და ა.შ. E3 2014-ის ოფიციალური ტრეილერი: 30 წუთიანი ოფიციალური დემო E3-დან: @Wikipedia
  17. გამომცემი: Warner Brothers დეველოპერი: Rocksteady გამოშვების თარიღი: ამ წლის ბოლო სიუჟეტი ნვითარდება "Arkham City"-ს მოვლენებიდან 1 წლის შემდეგ. "Arkham Knight"-ი გადადის გოთემის ბევრად დასახლებულ მხარეს და მისი მასშტაბი იქნება "Arkham City" ზე დაახლოვებით 5-ჯერ დიდი. ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელი იქნება ბევრად მეტი პერსონაჟის ყოლა ეკრანზე და ეხლა "მტრები" შეიძლება 3-ჯერ ან 5 ჯერ მეტნი შეგვხვდნენ ერთად. "ბეთმობაილს" ექნება შესაძლებლობა გაანგრიოს თითქმის ყველა დაბრკოლება, ექნება დამარეტიანებელი რაკეტები და კიდევ სხვა "გაჯეტები" და ექნება შესაძლებლობა "ბეთმენი" ამოაგდოს და მან ან ფრენა განაგრძოს ან ჩამოეკიდოს ან ჩხუბში შეიჭრას და ასე შემდეგ. სახელი "Arkham Knight" არ მოიხსენიებს "ბეთმენს" არამედ ახალ ბოროტმოქმედს Hill Claims-ს რომელიც საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე იქნება. თამაში იქნება მხოლოდ "სინგლ ფლეიერ"- ზე გათვლილი, დეველოპერები თვლიან, რომ "მულთიბფლეიერი" არანაირათ არ არის საჭირო ამ თამაშში და მაგაზე დროის და რესურსის ხარჯვა არ ღირს
  18. როგორც მოსალოდნელი იყო CD Project RED-მა ანონსი გაუკეთა საკულტო RPG-ის სერიის მესამე ნაწილს...რომელმაც დეველოპერების აზრით უნდა შეაგრძნობინოს მოთამაშეებს მომავალი თაობის RPG-ს სიდიადე სიუჟეტი რა თქმა უნდა კვლავ ჩვენი მთავარი გმირის გერალტის ირგვლივ ვითარდება.....გერალტმა აღდგინა მეხსიერება...მისი ახალი მისიები მოიცავს ყველაფერს.....საიდუმლოებების ამოხსნას..მონსტრების ჩეხვას და აქ არ იქნება თავებად დაყოფილი სთორილაინი რომელიც ანელებდა პერსონაჟის განვითარებას ...ანუ სიუჟეტი განვითარდება გაშლილ სამყაროში... Witcher 3-ში სამყარო 20%-ით დიდია ვიდრე TES V:Skyrim-ის სამყარო და 40%-ით დიდი ვიდრე წინა გრძნეულის სამყარო...იმდენად დიდია რომ დაახლოებით 30 ან 40 წუთი დაგჭირდებათ ცხენებით,ნავით,გემით,ფეხით და Fast Travel-ით რომ შემოიაროთ მთლიანი სამყარო სავარაუდოდ აქ არ გვექნება loading სქრინები რადგან დეველოპერები თვლიან რომ ეს ხელს უშლის გეიმერებს სამყაროს შეცნობაში და სითავისუფლეში თამაშში მოგზაურობისას თქვენ შეხვდებით განსხვავებულ არქიტექტურას,,,,სოფლებს,ლამაზ ბუნებას,ბნელ გამოქვაბულებს,ნანგრევებს და იქნება უამრავი მინი-გეიმი თამაშში ჩართული რითაც შესაძლებელია სპეციალური Reward-ების მიღება თამაშში იქნება სამი დონე -დაბალი დონე: ამ დონეზე შესაძლებელია თავისუფალი ფორმით საქმიანობა,მონსტრების ხოცვა და დაახლოებით 100 საათის მოცულობის დასკრიპტული ქუესტები -შემდეგი დონე: პოლიტიკური ვითარების განსაზღვრა...მეფეების დახმარება და ტერიტორიების დაცვა -საბოლოო დონე: ეს არის გერალტის მთავარი სთორილაინი,სიყვარულის და Wild Hunt დაჯგუფების ძებნა მოთამაშეებს უხელმძღვანელებს საკუთარი არჩევანი..თქვენ შეგეძლებათ გამოტოვოთ ის რაც არ გინდათ მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სთორილაინზე ყველა ქვეყანას ექნება საკუთარი ისტორია..მაგალითათ...სოფელი გაანადგურეს ბანდიტებმა....ამის შემდგომ თქვენი გადასაწყვეტია დაეხმარებით თუ არა მათ ამინდის ეფექტებს ასევე დიდი წვლილი აქვთ თამაში. ამჯერად, ისინი დინამიურად გენერირებული და სრულად მოდელირებულნი არიან როგორც რეალური, მოცულობითი ღრუბლები,წვიმა და მზე...ისინი უბრალოდ მიხატულნი აღარ იქნებიან როგორც ეს ადრე იყო მონსტრები,ბანდიტები,მოვაჭრეები,ცხოველები და ასე შემდეგ მთლიანად შეცვლილია და მათი მოქმედება არ ინსაზღვრება მოთამაშს AI-თ ბრძოლის სისტემაც აგრეთვე შეცვლილი და დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად კარგად იცნობთ მტერს..ამაში კი დაგვეხმარება ძველი წიგნები..მოსტრის მოკვლის შემდეგ ისინი ტოვებენ უამრავ Crafting მასალას და აქვე მოცემული იქნება ახალი მუტაციის ხე..რომელიც გერალტს ახალი ძალების აფგრეიდში ეხმარება აგრეთვე ალქიმიაში ბევრი ცვლილებაა აგრეთვე..იარაღის პოვნის და აფგრეიდის სხვადასხვა გზები აგრეთვე თამაშში პირველად იქნება გერალტის გარეგნული კოსტუმიზაცია.....თქვენ შეგეძლებათ დალაქთან შეჭრათ გერალტს თმები კომბატმა განიცადა დიდი ცვლილება თუ თამაშის მეორე ნაწილში გვქონდა 20 ანიმაცია Witcher 3-ში დეველოპერები გვპირდებიან 96 საბრძოლო ანიმაციას,ყოველი ღილაკის კომბინაცია ქმნის განსხვავებულ კომბოს თამაშში იქნებიან ცხენები...მაგრამ ჯერ მხოლოდ ისაა ცნობილი რომ მხოლოდ ნავიგაციისთვის გამოვიყენებთ..დაუდასტურებელია ის ფაქტი რომ ცხენებით ბრძოლაც შეგვეძლება თამაშზე მუშაობს გაორმაგებული დეველოპერების ჯგუფი...თამაში აწყობილია CD Project RED-ის ახალი REDengine3 ძრავზე თამაშის რელიზი დაგეგმილია 2014 წელს PC და მომავალი თაობის კონსოლებზე თამაშ იქნება ტრილოგიის ბოლო ნაწილი
  19. კომპანია Capcom-მა გამოაქვეყნა Resident Evil: Revelations 2-ის პირველი თრეილერი გეიმფლეის ეპიზოდებით. რგოლში შემქმნელებმა გვაჩვენეს სიუჟეტური ხაზის კვანძი. თამაში მოვლენები განვითარდება Revelations-ის და რაქუნ სითის მოვლენების შემდეგ. მოთამაშეები აღმოჩნდებიან იდუმალ კუნძულზე მიტოვებულ იზოლატორში, რომელიც სავსეა მონსტრებით. კლერ რედფილდმა რომელიც არის თამაშის მთავარი გმირი და მორია ბერტონმა უნდა იმუშაონ ერთად, რომ გამოაღწიონ იზოლატორიდან ცოცხლებმა და გაარკვიონ თუ ვინ მოიტაცა ისინი. Resident Evil: Revelations 2 გამოვა ეპიზოდებათ. თამაშს ექნება 4 ეპიზოდი, რომელთაგან თითოეულს ექნება დამაინტრიგებელი კვანძი და სიუჟეტური ხაზის მოულოდნელი გადახვევები. რელიზი დაგეგმილია 2015 წლის დასაწყისში.
  20. Capcom-მა დაანონსა ორიგინალი სრულიად გადამუშავებული ახალი პლათფორმებისთვის Resident Evil-ის რელიზი. Resident Evil Remastered წარუდგენს ფანებს კლასიუკურ გეიმფლეის HD ხარისხის გრაფიკით. შემქმნელები პირდებიან გეიმერებს წარუდგინონ 1920 x 1080 გაფართოვების გრაფიკა და 5.1. ხმის მხარდაჭერა. მოთამაშეებს შეეძლებათ აირჩიონ სურათის ფორმატი - 4:3 თუ 16:9 და კიდევ უამრავი ინოვაცია. Screenshots ლეგენდარული ჰორორის პირველი ნაწილის რელიზი შედგა 1996 წელს Sony PlayStation-ზე. შემდეგ თამაში სხვა პლათფორმებზეც გამოუშვეს. სურათებიდან გამომდინარე, შემქმნელებმა აირჩიეს Resident Evil-ის ვერსია Gamecube-სთვის, რომლის მიხედვითაც გამოვა Remastered ვერსია. ახალი გამოცემა კლასიკური თამაშისა შედგება PC-ზე, PlayStation 3-ზე, PlayStation 4-ზე, Xbox 360-ზე და Xbox One-ზე. თამაში გამოვა ციფრული სახით 2015 წელს.
  21. ინტერნეტში გავრცელდა Assassin's Creed: Rogue-ს პირველი თრეილერი. რგოლში ნაჩვენებია ახალი ასასინი, რომელიც გახდება ახალი თამაშის ახალი მთავარი გმირი. ჭორების მიხედვით მოვლენები კვლავ ვითარდება ამერიკაში. სერიის ისტორიაში პირველად პროტაგონისტი იქნება ტამპლიერი, რომელიც გადავიდა ასასინების მხარეს, მან უღალატა თავის კაპიტანს, გადაცურა ატლანტის ოკეანე უკეთესი ცხოვრების საძებნელად. მოვლენები განვითარდება Assassin’s Creed III-სა და Assassin’s Creed: Freedom Cry-ს მოვლენებს შორის, ამიტომაც მოთამაშეები შეიძლება შეხვდნენ ნაცნობ პერსონაჟებს. თრეილერიდან გამომდინარე თამაშის რელიზი დაგეგმილია 2014 წლის 11 ნოემბერს ძველი თაობის კონსოლებზე.
  22. დღეს დაანონსდა E3-ზე, ექსკლუზიურად PS4-სთვის.
  23. კომპანია 2K Games-მა დაანონსა კო-ოპერატიული შუთერის Evolve-ის რელიზის ზუსტი თარიღი. როგორც ცნობილი გახდა თამაში გამოვა 21 ოქტომბერს. "კო-ოპერატიული და შეჯიბრებითი მულტიპლეიერის ნაზავი, გუნდი ოთხი მონადირისგან და მოთამაშის მიერ მართვადი მონსტრ სხვა პლანეტაზე შორეულ მომავალში - ეს ახალი თამაშია Evolve, Turtle Rock Studios-სგან, Left 4 Dead-ის შემქმნელებისგან. თამაშში იქნება რამდენიმე სახის მონსტრი, მონადირე, სათამაშო რეჟიმი და ათ რუკაზე მეტი", - ნათქვამია თამაშის ოფიციალურ აღწერაში. "ითამაშეთ მონსტრით, გამოიყენეთ გარეული ცხოველების შესაძლებლობები და ინსტინქტები, მოკალით ადამიანები, ან ამჯობინეთ მონსტრს ოთხიდან ერთი მონადირე: მონადირე, მხარდაჭერა, თავდამსხმელი ან მედიკოსი. გაერთიანდით, რომ გაანადგუროთ მონსტრი პლანეტა შეარზე, სადაც ფლორა და ფაუნა ისევე სახიფათოა როგორც ადამიანებისთვის, ასევე მონსტრისთვისაც. მიიღეთ ლეველები და გახსენით ახალი მონადირეები და მონსტრები, ასევე აფგრეიდები, პერკები და სკინები. გამოიმუშავეთ თქვენთვის საუკეთესო მონადირის ან მონსტრის დიდება". Evolve-ს რელიზი შედგება Xbox One-ზე, PlayStation 4-ზე და PC-ზე. სურათები ვიდეოები ოფიციალური საიტი : http://evolvegame.com/
  24. ახლოვდება წლის ყველაზე დიდი მოვლენა გეიმ ინდუსტრიაში E3 2013 და ნელ-ნელა სიახლეების ზვავიც იმატებს....დეველოპერების ინტერესი ძალიან დიდია ნექსთგენ სისტემათა შესაძლებლობების "მოსინჯვის" და ამას არც Dead Island-ისა და Call of juarez-ის დეველოპერი Techland-ი გამოეყო Worner Bros-მა დღეს დააანონსა ახალი Zombie Action Survival-Horror თამაში სახელწოდებით Dying Light.....ეს გახლავთ სრულიად ახალი IP მოძველებული თემით და ახალი შესაძლებლობებით ახლა კი გადავიდეთ თამაშის სიუჟეტსა და ტექნიკურ მხარეზე თამაში როგორც მოგეხსენებათ შემუშავებულ იქნა Techland-ის მთავარი სტუდიის მიერ(მეორე სტუდია ამ დროის განმავლობაში Dead island Raptide-ზე მუშაობდა) მათ უნდოდათ შეექმნათ რაღაც ახალი.....რომელიც გამორჩეული იქნებოდა დღეანდელი ზომბი შუთერებისგან...და მისცემდა გეიმერებს ახალ შესაძლებლობებს და უკვე მაინსტრიმ ჟანრს კვლავ გააცოცხლებდა თუ რამდენად გამოუვათ ეს ყველაფერი ამას ჩვენ მომავალ წელს გავიგებთ როდესაც პროდუქტი დარელიზდება ძირითადი დეტალები: -თამაში არის Open World FPS ზომბი ექშენი -დღე-ღამის ციკლი იქნება:დღე პროტაგონისტს შეეძლება თავისუფლად,შეაგროვოს მასალები და საჭირო ნივთები...ღამით კი მათი ცხოვრება ნამდვილ კოშმარად იქცევა როდესაც დაინფიცირებული მტაცებლები დაიწყებენ ნადირობას....გეიმერებს მოუწევთ გაუმკლადნენ ამ კოშმარს მზის პირველი სხივის გამოჩენამდე -კიდევ ერთი რამ რაც თამაშს მატებს მომხიბვლელობას ეს არის Free Runing-სისტემა რომელიც პროტაგონისტს საშუალებას აძლევს პარკურის საშუალებით გადაადგილდეს სწრაფად როგორც ეს იყო Mirrors EDGE-ში -მტრები არიან სწრაფნი და უფრო მოხერხებულნი -კრიტიკული დარტყმების დროს ე.წ X-ray მსხვრევა როგორიც იყო Sniper Elite V2-ში -Crafting-ის სისტემა იქნება თამაშში რაც შესაძლებლობას მოგვცემს სხვადასხვა დეტალებით იარაღების და ხელსაწყოების დამზადებისა -თამაშში იქნება 4 პროტაგონისტი რომელთაც განსხვავებული სტილი და აფგრეიდები გააჩნიათ -თამაშს ექნება Co-op-ი -ერთ-ერთი პროტაგონსი არის ინფიცირებული და მას აქვს ე.წ სუპერძალა Zombie Sonar..რაც საშუალებას მისცემს რომ ღამით რენდგენი მხედველობა ჰქონდეს -პირველი თამაში რომელიც აწყობილია Chrome Engine 6--ზე და ექნება საუკეთესო ვიზუალი NextGen პლატფორმასა და PC-ზე Directx 11 და სხვა უამრავი ფიშკებით ეს კი რამოდენიმე სქრინი მეტი ინფორმაცია და გეიმფლეი E3-ზე თამაშის რელიზი მოხდება 2014-წელს PC,XBOX ONE,PS4,XBOX 360,PS3 პლატფორმებზე
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.