Search the Community
Showing results for tags '-228 გრადუსი'.
-
მოგესალმებით. დღეს წარმოგიდგენთ ჩიპს რომელიც -228 გრადუსამდე ცივდება ოთახის ტემპერატურის პირობებში ყოველგვარი გარე მოწყობილობის, თხევადი აზოტის ან ჰელიუმის გამოყენების გარეშე. ტეხასის ერთ-ერთ უნივერსიტეტში შექმნეს სწორედ ასეთი ჩიპი. მასზე არის დაშენებული ეგრედწოდებული quantum well რომლებიც ელექტრონებს აცივებს ამ ტემპერატურამდე. ის წარმოადგენს პატარა ღარს ორ ნახევარგამტარს შორის რომელშიც გარკვეული სპეციფიკაციების ნაწილაკს შეუძლია გავლა. ამ შემთხვევაში კი მასში გაივლიან მხოლოდ მცირე ენერგიის მქონე (ანუ დაბალ ტემპერატურაზე მყოფი) ელექტრონები. აი ასე გამოიყურება ეს well-ები უნივერსიტეტში იმის გასაგებად რომ ტემპერატურა ნამდვილად დაბალი იყო შექმნეს ეგრედწოდებული SET-ები (single-electron transistors) რომლებიც მუშაობენ მხოლოდ კრიოგენულ ტემპერატურებზე. ამ შემთხვევაში კი მათ ოთახის ტემპერატურაზე მშვენივრად იმუშავეს ამ ტექნოლოგიის დახმარებით. დეტალურად რათქმაუნდა არაა აღწერილი თუ კონკრეტულად როგორ ხდება გაციება, მაგრამ ალბათ საიდუმლოა ჯერ. ჩემი აზრით კი გაციება ალბათ ენერგიის ართმევით ხდება რაღაც ქიმიურ ჯადოქრობასთან გვაქ საქმე. მომავალში უნდა გადაწყდეს საკითხი ამ quantum well-ების სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობებში განთავსებასთან დაკავშირებით. შემქმნელების თქმით როდესაც ეს ტექნოლოგია ტრანზისტორებში იქნება მათ სამუშაოდ 10-ჯერ ნაკლები ენერგია დაჭირდებათ ხოლო თავად ჩიპი მუდამ ოთახის ტემპერატურაზე იქნება, მაშინ როცა მასში მოთავსებული მცირე ნაწილაკები -228 გრადუსზე იქნებიან. 10-ჯერ ენერგიის ხარჯის შემცირება კი ნიშნავს ელემენტის უფრო ხანგრძლივად გამოყენებას სანამ დაიცლება. დაბალი ტემპერატურის გამო კი შესაძლოა მომავალში ვიხილოთ CPU-ები რომლებსაც გაგრილება არ ჭირდებათ და მუშაობენ 7, 8 და 9 GHZ-ებზე მანამდე კი მკვლევარები განაგრძობენ მუშაობას ტემპერატურის კიდევ უფრო დასაგდებად. მათი მიზანია 0 გრადუსი კელვინის შკალით, ანუ აბსოლუტური 0 ესაა -273,15°c ცელსიუსი. იმიტომ რომ weird and wonderful things can happen when you get down towards absolute zero წარმატებები ვუსურვოთ ამ გამოკვლევებში. მე კი მადლობას გიხდით ყურადღებისთვის თემა მოამზადა matusala-მ