Search the Community
Showing results for tags 'შემთხვევითი რესტარტი'.
-
ბიჭებო მგონი ამ საიტზე ვინც ცხოვრობთ გემახსოვრებათ ჩემი ლეპტოპის რანდომ რესტარტების შესახებ. მოკლედ დიდი ისტორი აქვს ამ ამბავს. ვერავინ რომ ვერ უშველა და უარესად გამაბითურეს და გადამაგდეს. ყველა უცოდინარი და აფერისტი მე შემხვდა. მოკლედ რამდენიმე დღეა რაც აღმოვაჩინე. როდესაც ერთ 4გბ-იან ram-ს მოვაშორებ ლეპტოპს (ორი 4გბ მაქვს) ჩართულ მდგომარეობაში, კომპიუტერი ზუსტად ისე რესტარტდება როგორც ყოველთვის. დაჟე ზოგჯერ რომ არტეფაქტები ქონდა და ეკრანი შეშდებოდა ისეც ემართება, ანუ ზუსტად იგივე სიმპტომები, რაც რანდომ რესტარტის დროს. რას იტყვით? რაში შეიძლება იყოს საქმე? (ვიცი არ შეიძლება ოპერატიულის მოხსნა ჩართულზე ეგ უკვე ვიცი, მაგრამ ფაქტი სახეზეა) ანუ შესაძლოა კონტაქტი არ ვარგოდეს სადაც ram ერთდება თუ თვითონ ram-ის ბრალია? გთხოვთ მიპასუხოთ ვინმემ
-
გამარჯობა მეგობრებო. მოკლედ ახალი ვარ ამ საიტზე. ძალიან გამიხარდა ასეთი საიტი თურმე არსებობს საქართველოშიც ჩემი მონაცემები მგონი გვერძე ეწერება ამიტომ აქ აღარ დავწერ მოკლედ პრობლემა რაშია: რამდენიმე თვის წინ გაჭირვებით როგორც იქნა შევიძინე ნახმარი ლეპტოპი, რომელიც მჭირდებოდა სამუშაოდ. ნუ რენდერინგისთვის, მუსიკის შექმნისთვის, დიზაინისთვის. დიდ იმედებს ვამყარებდი ამ ლეპტოპზე. მეორე მესამე დღეს დაიწყო გადარესტარტება. ყოველ ჯერზე რესტარტდება როცა ლეპტოპი დაიტვირთება მაგალითად როგორიცაა: photoshop, adobe premiere, sketchup, 3d maya, fl studio და ასე შემდეგ. რათქმაუნდა თამაშებზეც რესტარტდება. ძალიან დავითრგუნე თვეებია ვეწვალები რომ პროგრამულად გავასწორო მაგრამ არაფერი არ გამოდის. 15-20 წუთის მუშაობის მერე მოულოდნელად წკაპ და გადარესტარტდება. უამრავი პროექტი და ნამუშევარი დამეკარგა. სამწუხაროდ იმის ფუფუნება არ გამაჩნია რომ დედაპლატა ან ელემენტი ან რამე შევუცვალო და ვეძებ ალტერნატივას. მინიმუმ ელემენტი შემიძლია შევუძინო. ისედაც უვიც პროგრამისტებთან ნატარები ისედაც ბევრი ფული დავახარჯე. კომპიუტერი უბრალოდ ქრება და თავიდან ირთვება. ბევრი ამბობს რომ კვების ბლოკის ბრალია, ზოგი ამბობს მყარი დისკის ბრალიაო. არ ვიცი მოკლედ დავიღალე. ცხელდება მაქსიმუმ 94 გრადუსზე დატვირთვის რეჟიმში. ვიდეო კარტა 98-99% მუშაობს მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმში. იქნებ ვინმე გამოჩნდეს ღვთისნიერი და დამეხმაროს. მე სამაგიეროდ რამე სასიკეთოს გაგიკეთებთ
- 51 replies
-
- რესტარტი
- რესტარტდება
- (and 4 more)