Jump to content

Search the Community

Showing results for tags 'ტექნიკა'.

  • Search By Tags

    Type tags separated by commas.
  • Search By Author

Content Type


Forums

  • აპარატურული განყოფილება
    • Die-hard Overclocking
    • Overclockers GE-ს გუნდი
    • ბენჩმარკები
    • Versus ფორუმი
    • მოდინგი, შეკეთება & ინსტრუქციები
    • ყველაფერი PC-სა და ლეპტოპებზე
    • ქსელები
    • Hi-tech & General Technology
    • სერვერული ტექნოლოგიები
    • Internet of Things (IoT)
  • PC კომპონენტები
    • Intel & დედა დაფები
    • AMD & დედა დაფები
    • NVIDIA (ვიდეო დაფები)
    • AMD (ვიდეო დაფები)
    • Intel (ვიდეო დაფები)
    • RAM / SSD / HDD / Flash
    • გაგრილების სისტემა & კეისები
    • კვების ბლოკები
    • პერიფერია
    • აპარატურული პრობლემები
  • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
    • ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
  • პროგრამული და მობილური განყოფილება
    • Microsoft
    • Windows
    • Google
    • Apple
    • მობილური სამყარო
    • Linux სისტემები
    • პროგრამირება
    • ინტერნეტი და სოციალური ქსელები
  • თამაშების განყოფილება
    • PC თამაშები
    • Mobile თამაშები
    • სიახლეები თამაშების ინდუსტრიიდან
    • ყველაფერი კონსოლების შესახებ
    • Sim Racing
    • Retro თამაშები
  • ყიდვა-გაყიდვა
    • ყიდვა-გაყიდვა
    • რჩევა-კონსულტაციები
    • ელექტრონული კომერცია
  • DigiArt
    • ფოტოგრაფია, 3D & მხატვრობა
    • მუსიკა & ფილმები
  • Overclockers GE
    • პორტალი Overclockers.GE
  • სხვა განყოფილებები
    • ზოგადი დისკუსიები
  • ავტომობილისტთა კლუბი's Topics

Calendars

  • Community Calendar
  • ავტომობილისტთა კლუბი's Events

Find results in...

Find results that contain...


Date Created

  • Start

    End


Last Updated

  • Start

    End


Filter by number of...

Joined

  • Start

    End


Group


MSN


Website URL


ICQ


Yahoo


Skype


Interests


OS


CPU


Cooler


MoBo


GPU


RAM


SSD


HDD


PSU


Case


Monitor


Laptop


Phone

Found 2 results

  1. პერსონალურმა კომპიუტერმა იმდენად დაიმკვიდრა ადგილი ჩვენს ცხოვრებაში, რომ ბინა ან ოფისი მის გარეშე წარმოუდგენელი გახდა. ამასთან, თუ ადრე "პერსონალურ კომპიუტერში" სტაციონარული კომპიუტერი (დესკტოპი) იგულისხმებოდა, დღეს უპირატესობა პატარა, კომპაქტურ და ფუნქციონალურ ნოუთბუქებს ენიჭება. თუმცა ამდენი ბრენდის, მოდელის და კონფიგურაციის არსებობისას რთულია ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა - ბევრ წვრილმანს აქვს მნიშვნელობა, რომელთა შესახებაც ამ სტატიაში მოგიყვებით. ფორმატი დესკტოპებისგან განსხვავებით, რომელთა მასა და გაბარიტები არ ახდენას დიდ გავლენას კომფორტზე, ნოუთბუქების ფორმატი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. სწორედ ამიტომ ნოუთბუქის შერჩევა ამ კრიტერიუმით უნდა დაიწყოთ. დღეისთვის ნოუთბუქები სამ კლასად იყოფა: მცირეფორმატიანები (დისპლეის დიაგონალი 10-13"), საშუალოფორმატიანები (14-16") და მსხვილფორმატიანები (17-19"). მცირეფორმატიანები (10,1", 11,6", 12,5", 13,3") - ყველაზე კომპაქტური და მსუბუქი მოწყობილობებია, რომლებიც ყველაზე კარგად შეესაბამება მობილურობას - ყოველდღიური ტრანსპორტირება სამსახურში, სასწავლებელში; შვებულება და მგზავრობა. რა თქმა უნდა, ეკრანის და კლავიატურის მცირე ზომა და შედარებით სუსტი "შიგთავსი" გავლენას ახდენს მუშაობის კომფორტზე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ აკუმულატორის მოცულობას - რაც უფრო დიდხანს ხართ შორს, მით უფრო მეტად დაგჭირდებათ ავტონომიურობა. საშუალოფორმატიანები (14", 15,6") - მოწყობილობების საშუალო კლასია. ყველაზე პატარების (14 დუიმი) თან ტარება თავისუფლად შეიძლება, დიდების კი (15,6 დუიმი) - პერსონალური კომპიუტერივით გამოყენება. ეს ნოუთბუქები აღჭურვილია საკმაოდ დიდი ეკრანით მრავალი ტიპიური ამოცანის შესასრულებლად, კლავიატურა კი შეიძლება ციფრების დამატებითი ბლოკით იყოს აღჭურვილი. საკმაოდ ხშირად ამ მოდელებში მძლავრი დისკრეტული ვიდეო ბარათებია გამოყენებული, რისი წყალობითაც მოწყობილობას თამაშებისთვის გამოიყენებთ. მსხვილფორმატიანები (17,3", 18,4" და მეტი) - ყველაზე მასიური და მძიმე ნოუთბუქებია, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, მუდმივი სამუშაო ადგილისთვის ყიდულობენ. დიდი წონის გამო თქვენ ნაკლებად მოგინდებათ მათი ხშირად გადატანა, მაგრამ ეკრანის დიდი ზომა, მაქსიმალურად მოსახერხებელი კლავიატურა და მძლავრი შიგთავსი დესკტოპს ჩაანაცვლებს. შეიძლება ითქვას, რომ 15,6" დიაგონალის მქონე ნოუთბუქები დღეისთვის ყველაზე გავრცელებულია, ასე რომ, თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ მოდელი, აირჩიეთ უნივერსალური ფორმატი. კატეგორიები ნოუთბუქების თითქმის ყველა მწარმოებელი მოდელებს შემდეგ კატეგორიებად ყოფს - მულტიმედიური, უნივერსალური, ბიზნეს, თამაშისთვის განკუთვნილი და ულტრაბუქები. თითოეულში არის ყველა ფორმატის მოდელი: მცირე-, საშუალო- და მსხვილფორმატიანი. ამგვარად, როგორც კი შეარჩევთ ეკრანის სასურველ ზომას, შეუდექით თქვენთვის სასურველი კატეგორიის შერჩევას. თითოეულ მათგანს თავისი განსაკუთრებულობები გააჩნია: მულტიმედიური ნოუთბუქები - აღჭურვილია კაშკაშა დიზაინით და ფუნქციონალურობით, რომელიც ამოცანების ფართო წრის შესასრულებლად არის განკუთვნილი (ფოტოს და ვიდეოს დათვალიერება, მუსიკის მოსმენა, ტექსტთან მუშაობა, თამაშები და სხვა). ასეთ მოდელებს, როგორც წესი, მრავალი სხვადასხვა კონფიგურაცია გააჩნია, ფასშიც შეიძლება იყოს დიდი სხვაობა. მარტივი ამოცანებისთვის გამოსადეგია მოწყობილობები ჩვეულებრივი, დამწყები დონის პროცესორით და ჩაშენებული ვიდეო ბარათით. საშუალო და მაღალი დონის პროცესორები (შესაბამისი დისკრეტული ვიდეო ბარათით) კარგია დამწყები გეიმერებისთვის. ნოუთბუქები პროფესიონალური გეიმერებისთვის - ეს საკმაოდ ძვირადღირებული სპეციალიზირებული მოწყობილობებია ეფექტური "აგრესიული დიზაინით", ყველაზე მძლავრი პროცესორებით და ვიდეო ბარათებით, რომლებიც თანამედროვე თამაშების მაღალ პარამეტრებზე თამაშის საშუალებას იძლევა. ისინი გამოირჩევა გაგრილების გაძლიერებული სისტემით, ოპტიმიზირებული კლავიატურით (განათება, გამოკვეთილი კლავიშები W-A-S-D და სხვა), დიდი "სწრაფი" ეკრანებით და ხარისხიანი "სათამაშო" აკუსტიკით. ბიზნეს ნოუთბუქები - "მშვიდი", არაფრით გამორჩეული დიზაინის მქონე მოწყობილობებია (შავი ან რუხი ფერის, მქრქალი ზედაპირით, კორპუსის მკაცრი მოხაზულობებით), დამატებითი მულტიმედიური ელემენტების გარეშე. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია გაძლიერებულ კონსტრუქციაზე, რომელიც აქტიურ ექსპლუატაციას უძლებს; ერგონომიულ კლავიატურაზე, რომლის გამოყენება მოსახერხებელია მთელი დღის განმავლობაში; და სლოტების საკმარის რაოდენაბოზე. ულტრაბუქები - ძვირადღირებული, თანამედროვე, თხელი და მსუბუქი მოწყობილობებია, რომლებიც მაღალი ავტონომიურობით და სიმძლავრით გამოირჩევა. მოცემული მომენტისთვის ხელმისაწვდომია მოდელები დიაგონალით 11,6" და 15,6". ისინი აღჭურვილია მართლაც დახვეწილი დიზაინით, ძვირადღირებული მასალების გამოყენებით (კარბონი, მინა, სხვადასხვა შენადნობი). როგორც წესი, ასეთ ნოუთბუქებს უზრუნველყოფილი ადამიანები ყიდულობენ, რომლებსაც საკუთარი სტატუსის კიდევ ერთხელ აღნიშვნა სურთ. ამ მოწყობილობების მფლობელებს მოუწევთ იმ აზრთან შეგუება, რომ თხელ კორპუსში დისკრეტულ ვიდეო ბარათს არ აქვს ადგილი - ვიდეოაქსელერატორი ჩაშენებულია პროცესორში. ზემოთ ჩამოთვლილი მოდელების გარდა არსებობს ასევე უნივერსალური ნოუთბუქები. მათი გამოყენება თანაბარ პირობებში შესაძლებელია, როგორც სამსახურისთვის და სწავლისთვის, ასევე გართობისთვის. ეს იდეალური არჩევანია, თუ სალხში მხოლოდ ერთი კომპიუტერი გჭირდებათ, რომლის წაღება მეგობრებთან ან საქმიან შეხვედრაზე შეგიძლიათ. კონფიგურაციები მას შემდეგ, რაც თქვენი მომავალი ნოუთბუქის ფორმატი და ტიპი შეარჩიეთ, რჩება ბოლო და ყველაზე მარტივი ნაბიჟი - კონკრეტული აპარატული კონფიგურაციის შერჩევა. აქ ორი მიდგომის გამოყენება შეგიძლიათ: ყველა თანამედროვე მახასიათებლის შესწავლა ან უბრალოდ ყველაზე ძვირი კონფიგურაციის ყიდვა, რომელზეც ფული გყოფნით . თუ ძვირადღირებულ კონფიგურაციაზე შეჩერდით, მაშინ აირჩიეთ ყველაზე მძლავრი პროცესორი და ვიდეო ბარათი, ყველაზე მოცულობითი ვინჩესტერი - HDD, SSD და კომუნიკაციური ინტერფეისების ფართო კომპლექტი. მათთვის, ვისაც დაზოგვა და ამავე დროს ჩვეულებრივი ამოცანების ამოსახსნელად საკმარისი სიმძლავრის მქონე ნოუთბუქი სურს - ყურადღება შემდეგ მახასიათებლებს მიაქციეთ: » პროცესორის ტიპი - დღეისთვის ოპტიმალური ვარიანტია Intel Core i5 ან AMD A8, თუ კი სახსრები არ გყოფნით, მაშინ - Intel Core i3, Pentium ან Celeron, ასევე AMD A2/A4; » ოპერატიული მეხსიერების და მყარი დისკის მოცულობა - Laptop RAM 4GB და Laptop SSD 300-500GB შესაბამისად; » ვიდეო ბარათის ტიპი - პროცესორში ჩაშენებული აქსელერატორი Intel ან AMD დაზოგავს თქვენს სახსრებს, დისკრეტული ადაპტერები ATI ან NVIDIA კი თამაშის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს; » უსადენო ადაპტერების არსებობა - WiFi როუტერის მოდული ყველა ნოუთბუქშია ჩაშენებული, აი Bluetooth-ზე კი ზოგმა მწარმოებელმა შეიძლება დაზოგოს; » სლოტების კომპლექტი - შეარჩიეთ მოდელი USB პორტების მაქსიმალური რაოდენობით, ქართდრიდერით და HDMI-ით თხევად-კრისტალურ ტელევიზორებთან შეერთებისთვის; » ოპერაციული სისტემის ტიპი - ბიუჯეტური ნოუთბუქები ხშირად დაკომლექტებულია ОС Linux ან MS-DOS სისტემით. ასეთი მიდგომა მოწყობილობის დაბალ ფასს უწყობს ხელს. ასე რომ, თუ მოცემული სისტემის შესწავლას არ აპირებთ, ჯობია მისი გადაყენება და ჩვეული Windows-ის დაყენება.
  2. გამარჯობათ, მოდით პირდაპირ საქმეზე დავიწყებ საუბარს. შემომაქვს პროდუქცია ყველა სახის კომპიუტერული ტექნიკა აქსესუარები კომპონენტები და ასე შემდეგ. და რაც უნდა გასაკვირი იყოს ყველაზე იაფად ( სადილეროებში ) რათქმაუნდა მინიმური რაოდენობის შემთხვევაში პროდუქცია ჩამოდის 1 კვირიდან 2 კვირამდე დროში. ამჟამად პირველი პროდუქცია იქნება ფლეშ მეხსიერების ბარათები Here are the price with the Toshiba Chipset. USB flash drive 1GB 2GB 4GB 8GB Unit price $ 3.45 $3.85 $4.2 $4.8 ★Warranty : 3 years(No man-made damage). შეკვეთის რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 100 ცალი. Image
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.