გამარჯობა.
შეიძლება იცით მაგრამ შესავლისათვის დავწერ: არსებობს ასეთი სასაუბრო პროგრამა Ventrilo. http://www.ventrilo.com/download.php
აქვს საშუალება დააყენო სერვერი, რომლის გადმოწერაც ზემოთ ხსენებული საიტიდან არის შესაძლებელი. მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ სერვერის გაშვებისას ხალხი უნდა დაგიკავშირდეს შენი გარე იპ-ით ანუ იმ იპ-ით რომელსაც ეს საიტი გიწერს:http://www.whatismyip.com/ . მაგრამ როდესაც ვუშვებ სერვერს მაგ იპ-ით ვერ ვუკავშირდები, ვუკავშირდები შიდა იპ-ით 192.168... რაღაც რომ არის. თან ამ იპ-ს სუფიქსები ეცვლება ხოლმე... მაგ იპ-ზე სხვები ვერ უკავშირდებიან ჩემს სერვერს.
როგორც გავიგე საჭიროა რომ როუტერმა მისცეს საშუალება სხვა იპ-ებს დაგიკავშირდნენ. (მაქვს კავკასუს-ლინკი როუტერი ტპ-ლინკ ვაი-ფაი.) მაგრამ როუტერში ვერ გავიგე საიდან უნდა გავაკეთო ეს ყველაფერი. ფაიერვოლები ყველა გათიშული მაქვს, ხპ-ს ფაირვოლიც და ავგ-უფასო ანტივირუსისაც მაგრამ ეფექტი 0.
იქნებ დამეხმაროთ გავხსნა ეს იპ ები რომ სხვებიც დაუკავშირდნენ ამ პროგს.(და არა ჩემს კომპზე მიეცეთ რაიმე პრივილეგიებით სარგებლობა)
გმადლობთ. პ.ს როცა მოდემის გარეშე მქონდა ინტერნეტი უბრლემოდ მიკავშირდებოდნენ.