სალამი თანაფორუმელებს... დამეთანხმებით ალბად რომ ხშირად, როდესაც სასურველი მუსიკა გადმოგიწერიათ, რომელიც მაგალითად ფილმის სოუნდ-ს წარმოადგენდა, დართული ჰქონია სხვადასხვა ისეთი ხმები, ფილმიდან რომელიც ზედმეტობას წარმოადგენდა. ჰო და ასეთი შემთხვევის წინაშე ვდგევარ ამ წუთას. ფილმის ნაწყვეტი გადმოვწერე, რომელიც შეიცავს ჩემთვის მოსაწონ მუსიკას და მინდა ამ მუსიკიდან მოვაშორო ის ზედმეტი ხმები (მოტოციკლის ხმა, ადამიანის ხმები და ასე შემდეგ) რომლებიც ასე ვთქვათ პეწს უკარგავს ამ მშვიდ და სასიამოვნო მუსიკას ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მაინტერესებს თუ არსებობს რაიმე პროგრამა, რომელიც მუსიკიდან არასასურველი ხმების მოცილებაში დაგვეხმარება და შედეგად სახეზე დაგვიტოვებს მხოლოდ მუსიკას? თუ არსებობს გთხოვთ დამილინკოთ