Search the Community
Showing results for tags 'ლეპტოპი'.
-
გამარჯობა, მაქვს Asus N53DA ლეპტოპი, მოყოლილი Windows 7-ით, მინდოდა Ubuntu დამეინსტალირებინა (პირველად არ ვაკეთებ), ჩავწერე USB ბარათზე და შევაერთე, ჩაირთო ლაივ იუესბი და დავაინსტალირე, შემდეგ ჩართვაზე აღარ ჩაირთო. გაშეშდა სისტემის ჩატვირთვისას, გამოვრთე ღილაკიდან კიდევ ვცადე, იგივეზ ამიტომ ახლიდან ჩაწერა გადავწყვიტე USB-ზე, ახლა Live USB-იც აღარ იტვირთებოდა. შემდეგ სხვა სისტემის ვერსია ვცადე, რამდენიმე მცდელობაში ჩაირთო, ესეც ჩავწერე, მაგრამ რამდენიმე გამოყენების შემდეგ იგივე. ამჯერად ეს მოხდა, error: symbol 'grub_register_command_lockdown' not foundPress any key to continue... აქედან უკვე ვინდოუსზე წვდომაც დავკარგე, ამიტომ როგორმე რომ გამესწორებინა კიდევ ახალი სისტემა ვცადე (Ubuntu Flavour-დან), USB-დან ამასაც გაუჭირდა ჩატვირთვა იმედი მქონდა რომ ეს გამოასწორებდა Grub-ს თან ეწერა ინსტრუქციაში რომ bootloader-ი შეიძლება ვერ ჩაიტვირთოს თუ 100გბ-ის იქით დაინსტალირდებოდა, ამიტომ Grub-ის( თუ bootloader-ის) ინსტალაცია partition 2-ზე მივუთითე (ვინდოუსის ნაწილზე). პრობლემა დარჩა ისევ. ვიპოვე Super grub რომელიც უპრობლემოდ ტვირთავდა ვინდოუსს, მაგრამ Ubuntu შავ ეკრანზე ჩერდებოდა. ბევრი ჩართვა გამორთვის (ღილაკიდან) შემდეგ გამოვრთე და აღარ ჩაირთო. ბატარეის ინდიკატორიც კი აღარ აჩვენა. ხოდა მაინტერესებს რამდენად დიდი შეიძლება იყო პრობლემა. ვიფიქრე რომ ტექპოინტში მივიტანო, სულ ცოტა გავიგებ რა შეიძლება ეშველოს, თუ შეკეთებაზე უარს იტყვიან. კერძო ხელოსნეთან ურთიერთობის ძალიან ცუდი გამოცდილება მაქვს და თბილსში არ ვარ, ამიტომ სერვისის დიდი არჩევანი არ მაქვს. თუ რამეს მირჩევთ კარგი იქნება, რა იქნება საუკეთესო გზა პრობლემის მოსაგვარებლად. შევამოწმე სხვა კომპზე და ლაივ სისტემა უპრობლემოდ მუშაობდა. სხვა ძველ ასუსის დედაპლატაზე (P5KE) შევამოწმე, აქაც ვერ ჩატვირთა იუესბი. UEFI mode-დან ვცადე Grub მენუეს აჩვენებდა. ( ვიცი რომ ubuntu UEFI-დან არ იტვირთება) თან კიდევ თუ USB ჩართვისას შეეთებული იყო ლეპტოპი ასუს-ის ლოგოზე ჩერდებოდა და არ აგრძელებდა სანამ არ გამოვაძრო დი. გადავრიტვის მერე არ იყო პრობლემა. ლეპტოპს აქვს მეორე ჩართვის ღილაკი, რომელიც ასუსისგან ჩატვირთულ Linux სისტემას ტვირთავდა. მგონი ეს სისტემა ცალკეა მყარი დისკზე არ არის. თუ ამ ღილაკიდან ლინუქსს ვერ პოულობს ჩვეულებრივ აგრძელბს ვინდოუსის ჩართვას. სისტემა ვინდოუსიდან Uninstall-ირებადია.
- 1 reply
-
- ლეპტოპი გამეთიშა
- ლეპტოპის პრობლემა
-
(and 4 more)
Tagged with:
-
გამარჯობა, იქნებ თქვენში იყოს ისეთი ვისაც ეს პრობლემა ჰქონია უკვე და ან გამოასწორა ან ვერა :D ორივე პასუხი მისაღებია. მოკლედ აგიხსნით სისტემას: ვინდოუს 7, ეიჩპი პრობუქ 4530s, ინტეგრირებული ვიდეო დაფა - HD Graphics 3000 და რაც მთავარია - ადრე არსებული არაინტეგრირებული - HD RADEON 7470M ვიდეო დაფა. პრობლემა ის მაქვს, რომ მილიონი ცდის და დასერჩვის მიუხედავად არაფერი არ გამომიდის რომ ეს მეორე არაინტეგრირებული ვიდეო დაფა გამოვაჩინო სისტემაში. ალბათ ყველაფერი ნაცადი მაქვს რაც ვიცი გარდა ხელოსანთან მიტანისა. იქნებ ამარიდოთ ამ უსიამოვნო პროცესს და ვინმემ იცოდეს სოფტით თუ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. ან იქნებ ვინმე ისეთი იყოთ ვინც მუშაობთ ასეთ პრობლემებზე და ადამიანურად შეძლებთ დახმარებას. რა სქრინშოთიც არუნდა დაგჭირდეთ, მითხარით ყველაფერს ჩავყრი ))))))) მადლობა წინასწარ ყველას!!
-
მაქვს დელი e 7240 / 8gb რამით გრაფიკა : I5 Generic PnP Monitor (1366x768@60Hz) Intel HD Graphics Family (Dell) ჩავწერე ქოლ ოფ დიუთი მობილურის ვერსია და თამაშის დროს 90 გრადუსამდე ადის ტემპერატურა და თამაშიც ჭედავს ხოლმე, ისე 45-55 გრადუსი უჭირავს ნორმალურ პირობებში , შეგიძლიათ მითხრათ რისი ბრალი შეიძლება იყოს?
-
ხომ არ იცით ამ ლეპტოპზე --> https://www.lenovo.com/gb/en/laptops/yoga/500-series/Yoga-530-14-Intel/p/88YG5000978 ეს ვინჩესტერი შემიძლია რომ მოვარგო? და ორი შემიძლია თუ მხოლოდ ერთი? ანუ არსებულიც რო ქონდეს და ესეც დავუმატო... ვინჩესტერი --> https://www.crucial.com/usa/en/yoga-530-14arr-(m*2-2280)/CT13050304
-
- ssd
- მყარი დისკი
-
(and 2 more)
Tagged with:
-
პერსონალურმა კომპიუტერმა იმდენად დაიმკვიდრა ადგილი ჩვენს ცხოვრებაში, რომ ბინა ან ოფისი მის გარეშე წარმოუდგენელი გახდა. ამასთან, თუ ადრე "პერსონალურ კომპიუტერში" სტაციონარული კომპიუტერი (დესკტოპი) იგულისხმებოდა, დღეს უპირატესობა პატარა, კომპაქტურ და ფუნქციონალურ ნოუთბუქებს ენიჭება. თუმცა ამდენი ბრენდის, მოდელის და კონფიგურაციის არსებობისას რთულია ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა - ბევრ წვრილმანს აქვს მნიშვნელობა, რომელთა შესახებაც ამ სტატიაში მოგიყვებით. ფორმატი დესკტოპებისგან განსხვავებით, რომელთა მასა და გაბარიტები არ ახდენას დიდ გავლენას კომფორტზე, ნოუთბუქების ფორმატი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. სწორედ ამიტომ ნოუთბუქის შერჩევა ამ კრიტერიუმით უნდა დაიწყოთ. დღეისთვის ნოუთბუქები სამ კლასად იყოფა: მცირეფორმატიანები (დისპლეის დიაგონალი 10-13"), საშუალოფორმატიანები (14-16") და მსხვილფორმატიანები (17-19"). მცირეფორმატიანები (10,1", 11,6", 12,5", 13,3") - ყველაზე კომპაქტური და მსუბუქი მოწყობილობებია, რომლებიც ყველაზე კარგად შეესაბამება მობილურობას - ყოველდღიური ტრანსპორტირება სამსახურში, სასწავლებელში; შვებულება და მგზავრობა. რა თქმა უნდა, ეკრანის და კლავიატურის მცირე ზომა და შედარებით სუსტი "შიგთავსი" გავლენას ახდენს მუშაობის კომფორტზე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ აკუმულატორის მოცულობას - რაც უფრო დიდხანს ხართ შორს, მით უფრო მეტად დაგჭირდებათ ავტონომიურობა. საშუალოფორმატიანები (14", 15,6") - მოწყობილობების საშუალო კლასია. ყველაზე პატარების (14 დუიმი) თან ტარება თავისუფლად შეიძლება, დიდების კი (15,6 დუიმი) - პერსონალური კომპიუტერივით გამოყენება. ეს ნოუთბუქები აღჭურვილია საკმაოდ დიდი ეკრანით მრავალი ტიპიური ამოცანის შესასრულებლად, კლავიატურა კი შეიძლება ციფრების დამატებითი ბლოკით იყოს აღჭურვილი. საკმაოდ ხშირად ამ მოდელებში მძლავრი დისკრეტული ვიდეო ბარათებია გამოყენებული, რისი წყალობითაც მოწყობილობას თამაშებისთვის გამოიყენებთ. მსხვილფორმატიანები (17,3", 18,4" და მეტი) - ყველაზე მასიური და მძიმე ნოუთბუქებია, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, მუდმივი სამუშაო ადგილისთვის ყიდულობენ. დიდი წონის გამო თქვენ ნაკლებად მოგინდებათ მათი ხშირად გადატანა, მაგრამ ეკრანის დიდი ზომა, მაქსიმალურად მოსახერხებელი კლავიატურა და მძლავრი შიგთავსი დესკტოპს ჩაანაცვლებს. შეიძლება ითქვას, რომ 15,6" დიაგონალის მქონე ნოუთბუქები დღეისთვის ყველაზე გავრცელებულია, ასე რომ, თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ მოდელი, აირჩიეთ უნივერსალური ფორმატი. კატეგორიები ნოუთბუქების თითქმის ყველა მწარმოებელი მოდელებს შემდეგ კატეგორიებად ყოფს - მულტიმედიური, უნივერსალური, ბიზნეს, თამაშისთვის განკუთვნილი და ულტრაბუქები. თითოეულში არის ყველა ფორმატის მოდელი: მცირე-, საშუალო- და მსხვილფორმატიანი. ამგვარად, როგორც კი შეარჩევთ ეკრანის სასურველ ზომას, შეუდექით თქვენთვის სასურველი კატეგორიის შერჩევას. თითოეულ მათგანს თავისი განსაკუთრებულობები გააჩნია: მულტიმედიური ნოუთბუქები - აღჭურვილია კაშკაშა დიზაინით და ფუნქციონალურობით, რომელიც ამოცანების ფართო წრის შესასრულებლად არის განკუთვნილი (ფოტოს და ვიდეოს დათვალიერება, მუსიკის მოსმენა, ტექსტთან მუშაობა, თამაშები და სხვა). ასეთ მოდელებს, როგორც წესი, მრავალი სხვადასხვა კონფიგურაცია გააჩნია, ფასშიც შეიძლება იყოს დიდი სხვაობა. მარტივი ამოცანებისთვის გამოსადეგია მოწყობილობები ჩვეულებრივი, დამწყები დონის პროცესორით და ჩაშენებული ვიდეო ბარათით. საშუალო და მაღალი დონის პროცესორები (შესაბამისი დისკრეტული ვიდეო ბარათით) კარგია დამწყები გეიმერებისთვის. ნოუთბუქები პროფესიონალური გეიმერებისთვის - ეს საკმაოდ ძვირადღირებული სპეციალიზირებული მოწყობილობებია ეფექტური "აგრესიული დიზაინით", ყველაზე მძლავრი პროცესორებით და ვიდეო ბარათებით, რომლებიც თანამედროვე თამაშების მაღალ პარამეტრებზე თამაშის საშუალებას იძლევა. ისინი გამოირჩევა გაგრილების გაძლიერებული სისტემით, ოპტიმიზირებული კლავიატურით (განათება, გამოკვეთილი კლავიშები W-A-S-D და სხვა), დიდი "სწრაფი" ეკრანებით და ხარისხიანი "სათამაშო" აკუსტიკით. ბიზნეს ნოუთბუქები - "მშვიდი", არაფრით გამორჩეული დიზაინის მქონე მოწყობილობებია (შავი ან რუხი ფერის, მქრქალი ზედაპირით, კორპუსის მკაცრი მოხაზულობებით), დამატებითი მულტიმედიური ელემენტების გარეშე. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია გაძლიერებულ კონსტრუქციაზე, რომელიც აქტიურ ექსპლუატაციას უძლებს; ერგონომიულ კლავიატურაზე, რომლის გამოყენება მოსახერხებელია მთელი დღის განმავლობაში; და სლოტების საკმარის რაოდენაბოზე. ულტრაბუქები - ძვირადღირებული, თანამედროვე, თხელი და მსუბუქი მოწყობილობებია, რომლებიც მაღალი ავტონომიურობით და სიმძლავრით გამოირჩევა. მოცემული მომენტისთვის ხელმისაწვდომია მოდელები დიაგონალით 11,6" და 15,6". ისინი აღჭურვილია მართლაც დახვეწილი დიზაინით, ძვირადღირებული მასალების გამოყენებით (კარბონი, მინა, სხვადასხვა შენადნობი). როგორც წესი, ასეთ ნოუთბუქებს უზრუნველყოფილი ადამიანები ყიდულობენ, რომლებსაც საკუთარი სტატუსის კიდევ ერთხელ აღნიშვნა სურთ. ამ მოწყობილობების მფლობელებს მოუწევთ იმ აზრთან შეგუება, რომ თხელ კორპუსში დისკრეტულ ვიდეო ბარათს არ აქვს ადგილი - ვიდეოაქსელერატორი ჩაშენებულია პროცესორში. ზემოთ ჩამოთვლილი მოდელების გარდა არსებობს ასევე უნივერსალური ნოუთბუქები. მათი გამოყენება თანაბარ პირობებში შესაძლებელია, როგორც სამსახურისთვის და სწავლისთვის, ასევე გართობისთვის. ეს იდეალური არჩევანია, თუ სალხში მხოლოდ ერთი კომპიუტერი გჭირდებათ, რომლის წაღება მეგობრებთან ან საქმიან შეხვედრაზე შეგიძლიათ. კონფიგურაციები მას შემდეგ, რაც თქვენი მომავალი ნოუთბუქის ფორმატი და ტიპი შეარჩიეთ, რჩება ბოლო და ყველაზე მარტივი ნაბიჟი - კონკრეტული აპარატული კონფიგურაციის შერჩევა. აქ ორი მიდგომის გამოყენება შეგიძლიათ: ყველა თანამედროვე მახასიათებლის შესწავლა ან უბრალოდ ყველაზე ძვირი კონფიგურაციის ყიდვა, რომელზეც ფული გყოფნით . თუ ძვირადღირებულ კონფიგურაციაზე შეჩერდით, მაშინ აირჩიეთ ყველაზე მძლავრი პროცესორი და ვიდეო ბარათი, ყველაზე მოცულობითი ვინჩესტერი - HDD, SSD და კომუნიკაციური ინტერფეისების ფართო კომპლექტი. მათთვის, ვისაც დაზოგვა და ამავე დროს ჩვეულებრივი ამოცანების ამოსახსნელად საკმარისი სიმძლავრის მქონე ნოუთბუქი სურს - ყურადღება შემდეგ მახასიათებლებს მიაქციეთ: » პროცესორის ტიპი - დღეისთვის ოპტიმალური ვარიანტია Intel Core i5 ან AMD A8, თუ კი სახსრები არ გყოფნით, მაშინ - Intel Core i3, Pentium ან Celeron, ასევე AMD A2/A4; » ოპერატიული მეხსიერების და მყარი დისკის მოცულობა - Laptop RAM 4GB და Laptop SSD 300-500GB შესაბამისად; » ვიდეო ბარათის ტიპი - პროცესორში ჩაშენებული აქსელერატორი Intel ან AMD დაზოგავს თქვენს სახსრებს, დისკრეტული ადაპტერები ATI ან NVIDIA კი თამაშის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს; » უსადენო ადაპტერების არსებობა - WiFi როუტერის მოდული ყველა ნოუთბუქშია ჩაშენებული, აი Bluetooth-ზე კი ზოგმა მწარმოებელმა შეიძლება დაზოგოს; » სლოტების კომპლექტი - შეარჩიეთ მოდელი USB პორტების მაქსიმალური რაოდენობით, ქართდრიდერით და HDMI-ით თხევად-კრისტალურ ტელევიზორებთან შეერთებისთვის; » ოპერაციული სისტემის ტიპი - ბიუჯეტური ნოუთბუქები ხშირად დაკომლექტებულია ОС Linux ან MS-DOS სისტემით. ასეთი მიდგომა მოწყობილობის დაბალ ფასს უწყობს ხელს. ასე რომ, თუ მოცემული სისტემის შესწავლას არ აპირებთ, ჯობია მისი გადაყენება და ჩვეული Windows-ის დაყენება.
-
- ნოუთბუქი
- კომპიუტერი
-
(and 3 more)
Tagged with:
-
გამარჯობა გამოვიწერე dell studio xps 1645 და კლავიატურა არ უმუშავებს და ვინმეს ხო არ გქონიათ ეგეთი შემთხვევა და ხო არ იცით რისი ბრალი შეიძლება იყოს? და დაახლოებით რა დამიჯდება გაკეთება?
-
გამარჯობა მაქვს acer aspire 5750 დამტენს რო ვაერთებ თუ რაღაცა პოზიცია არ დავუჭირე ხელით არ იტენება და თან ჩართვის ღილაკი ციმციმებს აქამდე ხანდახან დატენვაზე როცა იყო შეერთებული დამტენის შესაერთებლის გამოძრავებუსას ითიშებიდა ხან მარტო ეკრანი ხან ლეპტოპი მთლიანად ეს დამტების ბრალია თუ ლეპტოპის რაიმე ნაწილის?
-
2010 წლიდან ჩემ ხელშია. 1 წელზე მეტია არ გამომიყენებია. თავის დროზე 1500 ევრო მივეცი (შეიძლება გაცვლა პლანშეტზე (არ გადამიწყვეტია)) Processor / Chipset CPU Intel Core i7 720QM / 1.6 GHz Max Turbo Speed 2.8 GHz Number of Cores Quad-Core Cache 6 MB 64-bit Computing Yes Chipset Mobile Intel HM55 Express Features Intel Turbo Boost Technology Memory Max RAM Supported 8 GB Technology DDR3 SDRAM Speed 1066 MHz Slots Qty 4 Audio & Video Graphics Processor ATI Mobility Radeon HD 5870 - 1 GB GDDR5 SDRAM Memory Allocation Technology TurboCache supporting 2306MB Camera (არ მუშაობს) Yes Resolution 2 Megapixel Sound Stereo speakers Compliant Standards EAX ADVANCED HD Storage Interface Serial ATA-150 Optical Drive DVD±RW (±R DL) / DVD-RAM Optical Drive (2nd) none Type portable 2X 500GB Display Widescreen Yes 17.3" Features glare
-
მოპარული ლეპტოპი რო ვიყიდო და ჩავრთო ჩვეულებრივად ინტერნეტში, დაფიქსირდება ეგრევე მოპარული?
-
▶ 8 ბირთვიანი კომპი 2011 სოკეტზე იაფად ▶ High End ნაწილები 2011 ზე და არა მარტო Netbook: Lenovo IdeaPad S10 Pink - 250 ლარი Notebook: Toshiba Satellite C855-1UL White 15.6" HD TruBrite LED - 500 ლარი 15.6" HD TruBrite LED (1366x768) Intel Pentium B960 (2.2 GHz) Radeon HD 7610M Graphics/1GB 4GB DDR3-1333MHz SATA 500GB 5400rpm 599 08 88 83 ლაშა ვის რა გაინტერესებთ მომწერეთ. გაცვლაც მოსულა
-
ან სხვა ამ ფასად ისიც განვადება მინდა მახ 650 ლარი http://compishop.ge/index.php?a=main&pid=66&lang=geo http://pcshop.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage-gur.tpl&product_id=234&category_id=4&option=com_virtuemart&Itemid=6&lang=ka
-
გამარჯობა. მაქვს ლეპტოპი რომელიც ძააალიან ცხელდება. გავწმინდე მაგრამ მაინც ეგრეა. თან მიხლებზე როდესაც მიდგას ან ბავშვი საწოლში თამაშობს, ფაქტიურად არსაიდან არ უბერავს ჰაერი და საკმაოდ ცხელდება. ამ დროს თავისთავად ჭედვას იწყებს, თან ინტეგრირებულ ვიდეოზეა. მოკლედ მიგდია ერთი ორი ქულერი სახლში და ვიფიქრე გავაკეთო დასადგამი და ეს ორი ქულერი დავამაგრო. პირველი კითხვა: მაქვს გაფუჭებული 8800 ვიდეო და მაგის ქულერი გამოდგება? მეორე კითხვა: მეორე ქულერი კეისის ქულერია, მაზერზე რომ ერთდება და ეგ როგორ გადავაკეთო ისე რომ USB პორტით დავუკავშირო ლეპტოპს? არ მინდა, რომ ადაპტორზე დავსვა. მესამე კითხვა: რამდენი ვოლტი მოდის უსბ პორტში და როგორ გაიგო რამდენი ვოლტი უნდა ქეისის ქულერს და რამდენი ვიდეოს ქულერს? მეოთხე კითხვა: შესაძლებელია, რომ ორი ქულერი (ან ორივე კეისის (თუ ვიშოვე), ან ერთი კეისი და მეორე ვიდეოსი) დავსვა ერთ უსბ პორტზე? თქვენი იმედი მაქვს. არ მინდა დავწვა ლეპტოპი, ქულერი ან უსბ პორტი. NEIRON არ დაიზარო და გამარკვიე შენც რა, გეცოდინება ეს დეტალები. წინასწარ მადლობა ყველას.
-
მოკლედ ძმაკაცს უნდა ავარჩევინო ამ დღეებში ლეპტოპი და მირჩიეთ რამე კარგი, 1400 ლარამდე. სათამაშოდ უნდა))
-
მესაჭიროება ლეპტოპი კამერით, ბლუთუსით, ნორმალური ბატარეით და უკეთესი ვიდეოკარტით. რისი შემოთავაზება შეგიძლიათ, ან აქ დაპოსტეთ, ან PM, ან დამირეკეთ მითითებულ ნომერზე: 595472227 ჩემი ლეპტოპი: Amilo Pi 2515. მონაცემები: RAM: 2GB 333 MHZ HDD: 150GB VGA: Graphic chipset family 965 CPU: Core 2 duo 1.51 GHZ DVD-RW პორტები: 3x USB Input, 1x Card Reader, Lan port, VGA port, Phone Modem, Microphone and Headphone ports. Wi-Fi ღილაკი ჩართვა-გათიშვისთვის. მიკროფონი არ აქვს თავისი კამერა არ აქვს თავისი და ერთი უცნაური გვერდიდან შესაერთებელი Battery Life: მიახლოებით 20 წუთი დატვირთვაზე, კარგი ბატარეა არ აქვს. Video Card: 9800GTX. მონაცემებს ვერ დავდებ ზუსტად, არ მაქვს პერსონალური კომპიუტერი რომ მივუერთო და ვნახო. დავდებ სურათებს, კომპიუტერის და ვიდეო ადაპტერის: ეს ლეპტოპი: ესეც ვიდეო: ვიდეო ადაპტერს მოყვება საჭირო კაბელები სისტემურ ბლოკში ჩასაყენებლად ნებისმიერ თავსებად კომპიუტერში.
-
გაუმარჯოს. სასწრაფოდ მჭირდება კარგი ხელოსნის ნომერი. ისეთის ვისაც ჩემ ძალიან ახლობელ პიროვნებასთან რეკომენდაციას გავუწევ და არ შემარცხვენს. ბევრი იბრალებს ცოდნა, მაგრამ რეალურად მატყუარები არიან. ადრე სადღაც წავიკითხე თბილისში ერთი ძალიან მაგარიაო, მაგრამ ვერ მოვძებნე. თუ მემგონი ფორუმელიც იყო ვიღაც. მოკლედ რაც მალე მომწერთ ნომერს მით უკეთესი. თქვენ იმედზე ვარ. წინასწარ მადლობა.
-
გამარჯობათ. ჩემი პირველი პოსტია და იმედია დამეხმარებით ე.ი. ლეპტოპის ყიდვა მინდა 900–1000 ლარის ფარგლებში მაქსიმუმ. (გარანტიით) დიდი გეიმერი არ ვარ. უბრალოდ ყველა მხრივ გამართული რომ იყოს.. ნორმალურზე კარგი მონაცემები ქონდეს და ვიდზეც საკაიფო იყოს ველოდები თქვენს რჩევებს