Search the Community
Showing results for tags 'კონსოლი'.
-
ანდროიდ დევაისების სიმძლავრეები კარგა ხანია უკვე საკმარისზე მეტიცაა ბევრი შედარებით ძველი კონსოლის ემულაციისთვის, ემულატორების საშუალებით შეგიძლიათ ითამაშოთ კლასიკური კონსოლების თამაშები თქვენს ანდროიდ ტაბლეტზე, სმარტფონზე თუ ტელევიზორზე. ამ თემაში განვიხილავ სამი ყველაზე პოპულარული სისტემის ემულატორს, ასევე მოგაწვდით თამაშების (ROM-ების) გადმოსაწერ ბმულებს. PSP ემულატორი Sony-ს პოპულარული პორტატული კონსოლის PSP-ს ემულატორის საშუალებით შეგიძლიათ ითამაშოთ ისეთი ექსკლუზივები, როგორიცაა Metal Gear Solid და God of War (PSP ვერსიები რა თქმა უნდა) ასევე ათასობით სხვა თამაში. Android-ისთვის საუკეთესო ემულატორია PPSSPP-PSP Emulator თავსებადია ძალიან ბევრ თამაშთან და აქვს კონტროლერის მხარდაჭერაც, შესაძლოა დააკონფიგურიროთ არა მარტო Sony-ს არამედ სხვა მწარმოებლის კონტროლერებიც. აქვს ბევრი ოპცია ემულატორის მოსარგებად, სუსტ აპარატებზე შესაძლოა ოპციების დაკლება სისწრაფისთვის, ხოლო ძლიერებზე მომატება გრაფიკის ხარისხის გასაუმჯობესებლად გამოვცადე Assassin's Creed: Bloodlines ზე და ჩემს Galaxy Note-ზე 30–მდე FPS მომცა. არის iOS, Windows, Mac, Linux, Symbian, Blackberry, MeGoo, Maemo სისტემებისთვის (WP გამორჩათ როგორც ჩანს) ჭორებია, რომ PS2-ის ემულატორი ანდროიდისთვის დამუშავების პროცესშია და შესაძლოა მომავალში ვიხილოთ მუშა ვერსიაც ROM-ები (ISO ან CSO ფაილები) ამ ემულატორისთვის შეგიძლიათ გადმოწეროთ სხვადასხვა Torrent საიტებიდან, (მე მაგალითად ბევრი ვნახე kinozal.tv-ზე) ან შემდეგი საიტებიდან: Emuparadise.me PSP ISO CoolROMs PSP Super Nintendo Entertainment System SNES ემულატორი ჩვენში უფრო ცნობილია (თუ იყო ) როგორც "დენდი" ან "სიუბორი" ერთ–ერთი საუკეთესო ემულატორია Snes9x EX+ ამ ემულატორით შეგიძლიათ ითამაშოთ ისეთი კლასიკები, როგორებიცაა Super Mario Bros, Contra, Prince Of Persia, Aladin და ა.შ. ROM-ები შეგიძლიათ გადმოიწეროთ EmuParadise SNES CoolROMs SNES Nintendo DS ემულატორი საუკეთესო ემულატორი ამ შემთხვევაში DraStic DS Emulator ფასიანია Google Play-ზე თუმცა ჩვენთვის Copyright ჯერ არც ისე აქტუალურია, ამიტომ შეგვიძლია "გატეხილი" ვერსიების დაყენება: DraSticDS Emulator v2.1.6.2.a (არქივშია გატეხილი ვერსია-cracked, ასევე ვერსია გატეხილი მარკეტისთვის). ამ ემულატორით შეძლებთ ითამაშოთ Android-ზე Pokemon, Zelda, Final Fantasy, Mario, Sonic, Metroid და სხვა კლასიკები. ანალოგიურად, ROM-ების დიდ რაოდენობას ნახავთ საიტებზე Emuparadise NDS CoolROMs NDS კიდევ ერთი, თამაში განსაკუთრებით მოსახერხებელია კონტროლერით, შეგიძლიათ გამოიყენოთ PlayStation 3 Dualshock 3 Wireless კონტროლერი, თუმცა დაგჭირდებათ USB OTG ადაპტერი და კონტროლერის კაბელი, ან შეგიძლიათ გამოიყენოთ GameKlip Universal Mount for Cellphones, რომელსაც კონტროლერზე ტელეფონის სამაგრის გარდა მოყვება ორივე კაბელი (არ მოყვება თვითონ კონტროლერი!) ან კიდევ გამოიყენოთ ბლუთუს კონტროლერი Nyko Playpad Pro for Android/Bluetooth