Search the Community
Showing results for tags 'თვალების გადაღლის შესამცირებლად'.
-
მთავარი გვერდი ლიცენზია: უფასო თავსებადობა: Windows (ასევე Mac, Linux, Android, iOS) FAQ დემონსტრაცია თვალების გადაღლა ყველასთვის ნაცნობი იქნება, განსაკუთრებით მათთვის, ვინც კომპს გვიან ღამემდე უზიან სტანდარტულ რჟიმში, მონიტორი ღამის სიბნელეშიც ისევე განათებულია როგორც დღის შუქზე თანამედროვე LED/LCD მონიტორები (გარდა რამდენიმე ძვირადღირებული გამონაკლისისა) განსაკუთრებით ძლიერად ასხივებენ ლურჯ (ცივ) დიაპაზონში, ეს ძალიან კარგია როცა ოთახში მზის სხივების შუქია, თუმცა შედარებით ნაკლებ განათებულ, ან საერთოდ ბნელ ოთახში თვალების ზედმეტად გადაღლას იწვევს. თითქმის ყველა მონიტორს აქვს ფერების ტემპერატურის გადართვა, თუმცა დარწმუნებული ვარ უმეტესობას ეს ფუნქცია ან საერთოდ არ უნახავს, ან ერთხელ ნახა ახალი მონიტორის "გაცნობისას" და აღარასდროს გამოუყენებია f.lux ძალიან მარტივად აგვარებს ამ პრობლემას, ინსტალაციის მერე საჭიროა მხოლოდ თქვენი მდებარეობის მითითება, რომ დააყენოს დღე-ღამის ციკლი და ამის მიხედვით ავტომატურად აყენებს მონიტორის ფერების ტემპერატურას, დღისით ცივი ფერები, ღამით თბილი (მოყვითალო ელფერით) ლურჯი გამოსხივების მოშორებით კი თვალები გაცილებით ნაკლეად იძაბებიან (გამოვცადე საკუთარ თავზე გადაბმული რამდენიმე გვიანი ღამის სათამაშო სეანსისას, თითქმის არ შევუწუხებივარ თვალების გადაღლას არც თამაშისას, არც დილით) ყვითელ ელფერს შეჩვევა ჭირდება მცირედი (ბრაუზინგისას მაგალითად) თუმცა თამაშებში და ფილმებში გაცილებით ნაკლებ შესამჩნევია, თუმცა თუკი გრაფიკულ სამუშაოს ასრულებთ და ფერების სიზუსტე მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ დააპაუზოთ f.lix რამდენიმე საათით (ისე მსგავის სამუშაო მზის შუქზე გააკეთოთ ჯობს ) მოკლედ, გირჩევთ ყველას ვისაც გვიან კომპთან ჯდომა უყვარს (ალბათ ამ ფორუმის წევრების უმეტესობას)