გამარჯობათ. მაქვს ზემოთხსენებული ლეპტოპი და ამ ბოლო პერიოდში გამიჩნდა ეს პრობლემა. კერძოდ ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ლეპტოპი აღარ იძლეოდა გაფრთხილებას, სანამ დაჯდებოდა. აქამდე სანამ ბოლომდე დაჯდებოდა, რამოდენიმეჯერ აგდებდა გაფრთხილების ფანჯარას და წერდა, რამდენი პროცენტი და დრო იყო დარჩენილი ლეპტოპის გათიშვამდე. ბოლო პერიოდში ამ ფანჯარას საერთოდ აღარ აჩვენებდა. გავიკითხე ფორუმებზე და როგორც გაირკვა დიდი ალბათობით ბატარეას აქვს პრობლემა.
ამ ბოლო დროს კი ძალიან მალე ჯდება.
მაინტერესებს ეშველება თუ არა რამე ან სად შეიძლება ამ მოდელის ბატარეა შევიძინო ? დახლოებით ფასსაც თუ მეტყვით მთლად უკეთესი.