ესე იგი კიდევ ერთხელ გამარჯობა
რაც შეეხება 5 გიგაგერცს და 1.18 -ს, ნამდვილად გაჩვენებთ, როცა მოვიცლით. უბრალოდ, ეგ შედეგი არ იყო მიჩნეული რაიმე ფანტასტიურ მაჩვენებლად, ამიტომაც არ შევინახე "ფაქტი". ეს კომპიუტერები, საპრიზოს გარდა, იმუშავებს render farm -ში საორიენტაციოდ, ამიტომაც, ყველა კომპიუტერს, ტესტი სტაბილურობაზე გავლილი აქვს, მათ შორის თერმოკამერაც და თბოვიზორით ინდივიდუალური კომპონენტების ტემპერატურის შემოწმებას.
ასევე მინდა აღვნიშნო რომ დღეს ბატონი ვანო თავად მომსწრე იყო, თუ როგორ აჩქარდა რამდენიმე პროცესორი 4830 გიგაჰერცამდე, ყოველგვარი ბირთვების გათიშვის, ძაბვების მომატების და სხვა ტვიკების გარეშე. ასევე, იგივე პროცესორები ჭედავდა 4935 -ზე ვინდოუსის ჩატვირთვისაც - ამასაც მოესწრო ბატონი ვანო. თუმცა, ცოტა ხანში კიდევ ერთი პუნქტი შევცვალე ბიოსში და 5 გიგაჰერცი ზღვარი აღებული იქნა (ძაბვის მომატების გარეშე!), მაგრამ ვანო უკვე წასული იყო და არავინ იყო შედეგის დამფიქსირებელი.
ასე რომ, ისწავლეთ, გაერკვიეთ, მოინდომეთ და ყველაფერი გამოვა. ყველაზე მეტი სასარგებლო ინფორმაცია ამ თემაზე წერია ინტელის ვებსაიტზე, შესაბამისი ჩიპსეტის და პროცესორის ტექ. დოკუმენტაციაში.
დროებით გემშვიდობებით, გელოდებით მეორე ტურზე.