მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ 11 წლის ექაუნთი გავაცოცხლე :დ
PC აწყობას ვგეგმავ და პირველი მონიტორის შერჩევა გადავწყვიტე და მიჭირს გადაწყვეტილების მიღება. ჯერ 4კ მონიტორი მინდოდა მაგრამ ყველაფერი არ არის თითქმის 4კში თან კომენტარებს ვკითხულობდი და ვითომ 4კ მონიტორზე 1080 ვიდეობი ვერ გამოიყურება ისე კარგადო, 2კ მონიტორში უფრო უკეთესიაო და თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე ?
ბოლო პერიოდში მაინც 2კ მონიტორების ძებნა დავიწყე და ამ მოდელებამდე მივედი
1: Dell Alienware AW2723DF 27" QHD 280Hz 1ms
2: Dell 27 Gaming Monitor – G2724D
3: Dell Alienware 27 Gaming Monitor – AW2724DM
4: Samsung Odyssey G6 Smart LS27BG650EIXCI 27" 2K QHD VA 240Hz
5: Asus XG27AQ Rog Strix, 27
6: Asus TUF 90LM05F0-B02E70 VG27WQ, 27
გეიმინგისთვისაც რომ გამოდგებოდეს და ვიდეოედითინგისთვისაც. ედითინგს თვეში 2ჯერ თუ გამოვიყენებ. ამ მოდელებიდან ყველას HDR 600 ტიპი აქვს .
ბოლოს შემოტანილ საქართველოში დელის მოდელებზე ამბობდნენ რომ ისეთი ვერ არის როგორიც ადრე იყოო. ზოგმა 1 წელში გათეთრება დაიწყოო და რაღაცეები..