გამარჯობა ყველას,
ერთისიტყვით მქონდა ძალიან სერიოზული პრობლემა 11 ზე ჩემი პროგრამა ბაგავდა და მაუსი ციმციმებდა, რას აღარ მოვედე საპორტიდან დაწყებული რავი ყველას, ცალკე ვინდოუსის საპორტი ვერავინ ვერ გაიგო რა ჭირდა, ყველაფერი ლიცენზირებულია პროგრამაც და ვინდოუსიც, მერე დავარესეტე ქარხნულზე და ისევ ისე შვებოდა მეთქი რამე გარე დევაისი ბრალი ხოარაათქო, 1 თვე ვიწვალე მოკლედ.
შემდეგ გავაახლე კიდევ ერთხელ ირისის დრაივერი და გასწორდა ვა გამეხარდა მეთქი ვსოო მოგვარდა, გამოვრთე ჩავრთე კომპიუტერი რამდენიმე ხნის შემდეგ და ისევ ისე შვებოდა პროგრამა ვაა გავჭედე, და სრულიად შემთხვევით ერთ დღეს ისევ გავაახლე საბოლოო ირისის ვიდეო დრაივერზე, და სრულიად შემთხვევით შევდივარ აპდეით ფანჯარაში ვინდოუსის და ვხედავ, რომ დამპალი ვინდოუსი თავზე აწერს თავის ბანძ დრაივერს ჩემს სუ ახალ ირისის დრაივერს. ეგრევე გავაჩერე და ახლა მუშაობს ყველაფერი, უბრალოდ ყოველ რამდენიმე დღეში ისევ ცდილობს თავზე გადააწეროს და რა ჯანდაბა მოვუხერხო ვერ გავიგე, რატომ ცდილობს თავისი სტოკი დააყენოს ვერ ვხვდები. როგორ გავაჩერო საბოლოოდ რომ კონკრეტული ვიდეო დრაივერი არ დააყენოს.
მადლობა წინასწარ.