Jump to content

zaqrinio

ნიუსჰანთერი
  • Posts

    5619
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    97

Posts posted by zaqrinio

  1. lasha1616
     

    გასაგებია დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის და კიდევ რა მაინტერესებს ანუ პირადი გზავნილი არ მაწყობს ესე გამოდის ძმაკაცმა უნდა მომყიდოს ესეიგი ის ნივთი რომ გამბაჟება არ მომიწიოს და როგორ უნდა გავაკეთოთ რომ ამერიკიდან საქართველოში მომყიდოს თავისი ინვოისიც რომ ქონდეს და ასე შემდეგ რომ გამბაჟება არ მოუწიოს

     

    მაგალითად ნივთი 500 $ ღირს და გამბაჟება მოუწევს რათქმაუნდა... ანუ ძმაკაცისგან რომ ვიყიდი 100 $ ად გამბაჟება აღარ მოუწევს მგონი მაგათი საქმე არაა 500$ იან ნივთს ჩემი ძმაკაცი 100$ ად მომყიდის თუ 2 $ ად :D

  2. მოკლედ ვერ გავიგე ეს გამბაჟების ამბავი როგორ არის. არსებობს მსგავსი თემები, მაგრამ აქ ცოტა განსხვავებული რამ მაინტერესებს. ძმაკაცი მყავს ამერიკაში და მაინტერესებს ნივთი რომ გამომიგზავნოს, როგორც პირადი გზავნილი, რომელიც 300 ლარზე მეტი ღირს მაინც გამამბაჟებინებენ? ერთი ორმა მითხრა რომ გაგამბაჟებინებენო და შემდეგ დამებადა ასეთი იდეა. ანუ ჩემმა ძმაკაცმა რომ მომყიდოს ეს ნივთი 100 $ ად ან რაიმე სიმბოლურ ფასად რომ 300 ლარი არ მოუწიოს წესით ხომ აღარ უნდა  განბაჟება?

     

    მოკლედ ვინც ერკვევით მსგავს რამეში იქნებ მეც გამარკვიოთ... 

  3. G1ORG1

     

    მაგ პოსრის მერე ეგრევე გავაჩერე არადა 37 % მქონდა გადმოწერილი :D რომლიდან გადმოვწერო გიო დამილინკე აბა :D

     

    ყველაზე სანდო ლინკი რომელია დაწერე და ეხლავე დავიწყებ გადმოწერას... დატესტვა ჩემზე იყოს :D

    • Upvote 1
  4. გამორიცხვის მეთოდით უნდა სცადო. 

     

    გამორთვის შემდეგ კომპიუტერში რაც გაქვს შეერთებული ყველაფერი გამოაძრე მონიტორის გარდა და სცადე ეგეც თუ არა და მაშ დაიწყე გამორიცხვის მეთოდი...

  5. Warner Bros-ის გუნდმა გამოაქვეყნა თამაშ Middle-earth: Shadow of Mordor-ის ახალი თრეილერი. შემქმნელებმა მოახდინეს რუნების სისტემის დემონსტრირება.
     
    მაგიური რუნები საშუალებას აძლევს ტაილონს, რომ მიიღოს უფრო მეტი ძალები მტრების წინააღმდეგ საბრძოლველად. ბონუსების სახით, იმათმა ვინც წინასწარ შეუკვეთა თამაში შეუძლიათ მიიღონ Deadly Archer Rune, რომელიც გაზრდის თავში მოხვედრის სიხშირეს. Flame Arnor Rune კი დაამატებს ცეცხლისგან ზიანს კომბო-შეტევებისთვის.
     
    Shadow of Mordor-ის რელიზი შედგება 7 ოქტომბერს. თამაში გამოვა PlayStation 3 ზე, PlayStation 4-ზე, PC-ზე, Xbox 360-ზე და Xbox One-ზე.

     

    • Upvote 3
  6. ახალი პროექტი გახდება თამაშ Transformers: Fall of Cybertron-ის პირდაპირი სიკველი და გაყიდვაში გამოვა ფილმ "ტრანსფორმერები: გადაშენების ერა"-სთან ერთად. შემქმნელები გვპირდებიან, რომ თამაშის მესამე თავში იქნება წარდგენილი "ომი კიბერტრონისთვის".
     
    Rise of the Dark Spark-ის რელიზი შედგება 24 ივნისს და გამოვა შემდეგ პლათფორმებზე: PC, PlayStation 3, PlayStation 4, Wii U, Xbox 360 და Xbox One.

     

    https://www.youtube.com/watch?v=fRdaWmH8QdI

  7. გოთემ სითის რუკას შესავსებენ ახალი ლოკაციით თამაშ Batman: Arkham Knight-ში. ახალი ზონა იქნება სავსე კრიმინალებით და კორუფციით.
     
    ჩაინა-თაუნი, ახალი რაიონი, განთავსებული იქნება გოთემის ჩრდილოეთ ნაწილში. მოთამაშეები აქ შეხვდებიან ბევრ მიწისქვეშა კაზინოებს და სასტუმროებს, ხოლო სიუჟეტური ხაზი გაგაცნობთ ადგილობრივ მაცხოვრებლებს. 
     
    შემქმნელების სიტყვების მიხედვით მოთამაშეები იცნობენ ძველ გოთემს, მაგრამ ბეტმობილის წყალობით ქალაქი Batman: Arkham City-სთან შედარებით გაფართოვდება. შემქმნელებს მოუწიათ ქუჩების გაფართოვება, რომ ბეტმენს შეძლებოდა თავისი უნიკალური ავტომობილით გადაადგილება კომფორტულად.

     

    44743973631702635173.jpg

     

    ექსკლუზიური ავტომობილის წყალობით, ავტომობილს ეუძლია ვერტიკალურად გადაადგილება, ასევე კონტენტის რაოდენობაც უფრო გაიზრდება. კერძოდ, თამაშში გაჩნდება დამატებითი მისიები, რომელთა გავლაც შესაძლებელი იქნება ბეტმობილით.
     
    სიუჟეტურ ხაზშიც ბეტმობილიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამასთან ერთად, მთავარ გმირს შეეძლება ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას გამოიყენოს ავტომობილი. 

     

     

    33532857453822521707.jpg

    • Upvote 2
  8. Halo 5: Guardians-ის შემქმნელებმა სერიის ფანებს მოუმზადეს სრულიად ახალი პერსონაჟი. 343 Industries-ის გუნდმა დაადასტურა, რომ გარეკანზე მასტერ ჩიფთან ერთად არის სპარტანელების სრულიად ახალი ჯარისკაცი.
     
    "ყველას, ვინც ავრცელებს ჭორებს ახალ იდუმალ სპარტანელზე Halo 5: Guardians-ში. ეს არ არის პალმერი ან კორტანა. ეს აბსოულუტურად ახალი პერსონაჟია", - აღნიშნა სერიის პროდიუსერმა ჯოშ ჰოლმსმა.

     

    Improved-Halo-5-features-is-good-news.jp

     

    ბოქს-არტზე მასტერ ჩიფი გამოიყურება როგორც ახალი პერსონაჟის ანარეკლი და მიუხედავად მთავარი გმირის ხანგრძლივი ურთიერთობებისა სარა პალმერთან და კორტანასთან, შემქმნელებმა გადაწტყივტეს, რომ წარედგინათ ახალი მთავარი გმირი.
     
    Halo 5 იქნება Halo 4-ზე დიდი "როგორც კონტენტის მოცულობით, ასევე მასშტაბებითაც". შემქმნელებმა გადაწყვიტეს, რომ Xbox One-ის ყველა რესურსი მთელი სიმძლავრით გამოეყენებინათ, რომ გეიმერებისთვის წარედგინათ გეიმპლეის ინოვაციური სისტემები.

     

     

    halo-5-cinematic-in-hd.jpg

    • Upvote 3
  9. gobro

     

    დარხეული რო ქონდეს მაშინ არ უნდა ჩაირთოს საერთოდ რახან ირთვება უფრო რაღაც სხვა ამბავია მანდ.

     

    ტემპერატურების საქმე როგორ გაქვს ? თუ კომპიუტერს ლოდინი უნდა რომ ჩაირთოს იქნებ პროცესორი ხურდება.წესით თავისით უნდა რთავდეს მაღალ გრადუსზე მაგრამ მაინც გადახედე შეამოწმე პროცესორის ვიდეო კარტის და თვითონ პლატის ტემპერატურები...

     

    კვების ბლოკსაც ხელი მიადე და ნახე ცხელი ხომ არ არის.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.