Jump to content

Giorgi3

წევრი
  • Posts

    27
  • Joined

  • Last visited

Posts posted by Giorgi3

  1. კარგად ვერ გავიგე რაგინდა მაგრამ მგონი მივხდი და ეს გამოგადგება ანუ ძველი ვინდოუსის ამოღება გინდა რაღაც ვინჩესტერიდან თავისი პროგრამებით დრაივერების გარეშე და გადატანა ახალ კომპზე/ვინჩესტერზე?

    ვინდოუსი 10 თუ გიყენია ესე ვაკეთებთ

    მაშინ დავიწყოთ და გავაკეთოთ ვინდოუსის საინტალაციო 

    დაგჭირდება ფლეშკა 16გბ. მეორე ფლეშკა ან დისკი რაზეც ვინდოუს 10 ის საინსტალაციო იქნება და მეორე მუშა კომპიუტერი რომ დაასრულო საქმე

    ჩართე ძველი ვინჩესტერზე ვინდოუსი რომლის გადატანაც გსურს 

    გააკეთე ფაილი სახელად unattend.xml  ქვემოთ მოცემული კოდით და შეინახე მაგალითად C:\windows\system32\sysprep\

    x64

    <?xml version="1.0" encoding="utf-8"?>
    <unattend xmlns="urn:schemas-microsoft-com:unattend">
     <settings pass="specialize">
            <component name="Microsoft-Windows-Shell-Setup" processorArchitecture="amd64" publicKeyToken="31bf3856ad364e35" language="neutral" versionScope="nonSxS" xmlns:wcm="http://schemas.microsoft.com/WMIConfig/2002/State" xmlns:xsi="http://www.w3.org/2001/XMLSchema-instance">
                <CopyProfile>true</CopyProfile>
            </component>
        </settings>
    </unattend>

    x32 

    <?xml version="1.0" encoding="utf-8"?>
    <unattend xmlns="urn:schemas-microsoft-com:unattend">
        <settings pass="specialize">
            <component name="Microsoft-Windows-Shell-Setup" processorArchitecture="x86" publicKeyToken="31bf3856ad364e35" language="neutral" versionScope="nonSxS" xmlns:wcm="http://schemas.microsoft.com/WMIConfig/2002/State" xmlns:xsi="http://www.w3.org/2001/XMLSchema-instance">
                <CopyProfile>true</CopyProfile>
            </component>
        </settings>
    </unattend>

    შექმენი ფლეშკაზე 16გბ  ზე ფოლდერი სახელად: Scratch 

    გახსენი CMD (Run as administrator)

    და ჯერ გადადი ამ მისამართზე 

    cd C:\windows\system32\sysprep 


    შემდეგ ჩაწერე
     

    sysprep.exe /generalize /oobe /shutdown /unattend:C:\windows\system32\sysprep\unattend.xml

    და კომპიუტერი დაიწყებს გამორთვას დრაივერების წაშლას და ყველა ხელმოწერის მოშორებას რაც მაგ კომპიუტერთან არის დაკავშირებული

    როცა გამოირთვება ჩართე და ჩაიტვირთე ვინდოუსის საინსტალაციოთი და შემდეგ კლავიატურაზე დააჭირე ერთდროულად SHIFT+F10 გამოვა CMD და აკრიფე.

    diskpart

    შემდეგ

    list vol

    და უბრალოდ სურათი გადაუღე ან დაიმახსოვრე ლოგიკური დისკების სახელები ანუ რომელია ვინდოუსის დისკი რომელია შენი ფლეშკის დისკი და ა.შ 

    შემდეგ 

    exit

    და ბოლოს

    dism /capture-image /imagefile:D:\install.wim /capturedir:C:\ /scratchdir:D:\scratch /name:"w10px64" /compress:maximum /checkintegrity /verify

    ზემოთ მოყვანილი ბრძანების მაგალითზე
    სადაც D არის შენი ფლეშკა (16გბ) 
    სადაც C არის დისკი სადაც ვინდოუსი წერია ანუ რისი ამოღებაც გვინდა თავის პროგრამებიანად და ყველაფრით

    როცა 100% ავა ფლეშკაზე გაჩდება ფაილი: install.wim ამ ფაილს აიღებ და ვინდოუს 10  საინსტალაციოს ფლეშკაზე \Sources აქ ჩააკოპირებ და გექნება კორპორატიული ვინდოუსის საინსტალაციო

    მერე რომელ კომპიუტერზეც გინდა დაიწყე ვინდოუსის გადაყენება დააყენებს ვინდოუსს ჩვეულებრივ როგორც სუფთა ვინდოუსის საინსტალაციო  ოღონდ ექნება მოყოლილი შენი ძველი კომპიუტერიდან პროგრამული მხარდაჭერა და მხოლოდ დრაივერების დაყენება დაჭირდება

    • Upvote 1
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.