აქ შეგიძლია გამოთვალო, რამდენს გამოიმუშავებ: https://www.nicehash.com/profitability-calculator?lang=ru
6 ცალ 1080 ti -ს რიგზე(რაც შენ მოგივა მეორადები) დენის გარეშე, გამოიმუშავებ 4 დოლარის - ბიტკოინს, დღევანდელი კურსით. ანუ თვეში 120 დოლარის - ბიტკოინს. მაგრამ, შენ უნდა დააგროვო და ძვირად გაყიდო ხო? რამდენზე რომ ავა კურსი? ვთქვათ 2-ჯერ გაიზარდა და უნდა გაყიდო...ანუ გამოდის ეხლანდელი 120 დოლარი არის 240 დოლარი მომავალში(გაყიდვის დროს). ე.ი. დაახლოებით 1 წელიწადში ამოიღებ ჩადებულ 2500 ევროს(პლუს მაინერიც გექნება) მაგრამ პირდაპირ რომ იყიდო ბიტკოინი 2500 ევროდ და როგორც დავწერე 2-ჯერ გაიზარდა ბიტკოინი 1 წელიწადში , მაშინ აიღებ 5000 ევროს.
ეს ერთი ვარიანტია, მაგრამ თუ 3-ჯერ გაიზარდა ბიტკოინი, ან პირიქით დაეცა? უნდა განიხილო ვარიანტები..
ასევე შეიძლება ნახევარი მაინინგში ჩადო და ნახევრით კრიპტოვალუტა იყიდო...
რავიცი, შენ უფასო დენი თუ გაქვს, უკვე შეიძლება ფიქრი მაინინგზე.. უბრალოდ წინასწარ უნდა განსაზღვრო, თუ როდის უნდა გაყიდო ბიტკოინი.
ისე, კი მაქვს მე ნაწილები მაინინგისთვის და თუ გადაწყვეტ, კარგ ფასად მოგცემ და აგაწყობინებ მაინერს!