Jump to content

Gamersa Ninja

წევრი
  • Posts

    593
  • Joined

  • Last visited

Everything posted by Gamersa Ninja

  1. H61 მაზერის აღება ჯობს რადგან პროცესორი მაინც არ რაზგონდება. sxva yvelaferi 5 ianzea
  2. ყველაფერზე ზუსტად რამდენი გაქვს გათვლილი?
  3. მოკლედ, ეგ კონფიგი არ იყიდო, ძალიან უაზროდ გაქვს ნაწილები დაწყობილი. ჯერ ერთი Z77 მაზერი არის რაზგონისთვის განკუთვნილი და შენი პროცესორი არ რაზგონდება, აქ ჯობია H61-ის ჩასმა ესეც 50$-ის მოგებაა. მეორე 550ტი-ს მუხლზე იტეხავს 650 და ამასთანავე უფრო იაფია 40 დოლარით. აქვე ერთვება ის ფაქტი, რომ თუ მე დამიჯერებ მაშინ 1600 მეგაჰერციანი ოპერატიული არანაირად არ გჭირდება, მე გირჩევდი რომ ოპერატიული გეყიდა აქ რაც დაგიჯდება 10-20 ლარით იაფი, აქ 40 ლარი ღირს 4გბ 1333-იანი ოპერატიული. ვიდეო კარტაში კი ბიტები ძალიან ცოტას განსაზღვრავს, მაგალითად 660 ტი რომელსაც მხოლოდ192 ბიტი აქვს აფორთხიალებს 512 ბიტიან 280-ს. მოკლედ მთავარია დააკვირდე ვიდეო დაფის ბირთვის არქიტექტორას რასთანაც პირდაპირ კავშირშია CUDA- ბირთვების აგებულება. ყველაზე კარგი ვარიანტია შენთვის იყიდო 650(ტი). თუ გინდა ჩემ თემას გადახედე აქ მიწერია ყველაფერი ის რაც ვიდეოდაფაში უნდა გაითვალისწინო.
  4. მადლობა დახმარებისთვის ბიჭებო. ხო ეგ ვიცი, რომ ჯობია მაგრამ კონტრაქტის პონტია მარტო იქ შეიძლება ყიდვა.
  5. გამარჯობათ. მაინტერესებს ეს კვება შეძლებს თუ არა 680-ის გახეულ რაზგონზე და ი5 3570K-ს 4.5 გეგაჰერცზე გაქაჩვას. კვება ესაა http://pcshop.ge/ind...6&lang=en­­ვიცი რომ ჯობია უფრო ძლიერის აღება მაგრამ კონტრაქტის პონტშია რაღაც პცშოპთან და 200 ლარამდე მარტო ეს აქვთ.
  6. ძალიან უაზროდაა ნაწილები შერჩეული. G სერიის პროცესორები არ რაზგონდება და ასეთი ძლიერი სარაზგონო მაზერი რათ უნდა
  7. მონიტორზე გრჩება მიახლოებით 200 ლარი
  8. ამაზე უკეთესი ხარისხის დაბალფასიანი ვერ ვნახე. არ შემოაქვთ საქართველოში ნორმალურად 80+ სერთიფიკატის მქონე კვებები.
  9. მედიუმზე თუ ჩართო ძაან მაგარი იქნება, თან მაგ თამაშს საზიზღარი ოპტიმიზაცია აქვს. ალტაში კიდე არ გირჩევ ყიდვას, ძალიან მაღალი ფასები აქვთ. მაგ ფასში ყველაზე კარგი ვარიანტი ესაა ამას + ეს კვება http://razer.ge/index.php?route=product/product&path=18_63&product_id=122 სულ გამოდის 1020 ლარი + 20 ლარი კეისის. მონიტორს რაც შეეხება დაბალ ფასიანი მაგრამ კარგი წარმარდობის მქონეა, თან FULL HD-ია. ბიუჯეტს 40 ლარით გადაცდები მაგრამ ღირს დამიჯერე, რამის მოკლება ამ შემთხვევაში გამოიწვევს წარმარდობის დიდ კლებას. პროცესორს კი არ გაუჭირდება მაგ ვიდეოს გაწურვა. GTA4-ს კი სახეს ააძრობს მაქსიმალურ გრაფიკაზე.
  10. მადლობა დახმარებისთვის. 2500კ ს ავიღებ.
  11. ეხლა გადავხეე და 120 ლარის მოგებაშივარ
  12. გამარჯობათ. მაინტერესებს ამ ორ პროცესორს შორის რომლის აღება ჯობია თუ 2500K-ს შემთხვევაში 70+ ლარის მოგებაშივარ. ვიდეო GTX 680 მაქვს და მაზერი http://www.amazon.co...ock z77 extreme .
  13. Titan-ის ადგილი სერიაში სანამ დავიწყებდე მინდა იცოდეთ რომ Titan-ი არანაირ კავშირში არაა 7 სერიასთან. ის მდებარეობს ცალკე ყველა სერიისგან და წარმოადგენს სრულყოფილ GK110 ბირთვს. ასე რომ GTX780 მისგან დამოუკიდებლად გამოვა მარტის შუა რიცხვებში და აგებული იქნება GK114 ბირთვზე. შესავალი უკვე დიდი ხანია რაც ხმა გავარდა NVIDIA-ს ახალ ბარათზე რომელიც იქნება არამარტო უსწრაფესი მსოფლიოში არამედ საკმაოდ მიუახლოვდება მისი წინამორბედის SLI-სწარმარდობას. ასეთი სიმძლავრე ახალ GK110 ბირთვის არქიტექტურას მოყვა. შეიძლება ეს სახელი გეცნობათ რადგან რამდენიმე თვის წინ NVIDIA-მ გამოიყენა იგივე ჩიპი თავის პროფესიონალურ Tesla K20X პროდუქტში. GK110 ჩვენ 1 წლის წინ GTX680-ში უნდა გვენახა, მაგრამ NVIDIA-მ გადაწყვიტა, რომ GTX680 GK104-ში ჩაეტია. ალბათ უკვე შეამჩნიეთ თუ როგორ გაუზარდა ორ ბირთვიან HD7970-ს წარმარდობა ახალმა დრაივერებმა, რამაც კიდევ უფრო დაძაბა კონკურენტობა ორ გიგანტ კომპანიას შორის. ამას კი დაემატა Crysis 3-ის გამოსვლა. Crytec-მა არ დაარღვია თავისი წესი და ამ თამაშში ჩააქსოვა ჩვენთვის აქამდე უნახავი ვიზუალი, მაგრამ ეს გრაფიკული ნახტომი მოითხოვდა ძალიან მძლავრ ვიდეოკარტას. მიუხედავად იმისა, რომ ახალი დრაივერებით 4,5 და 6 სერიის კარტებს შესამჩნევად მოემატათ წარმარდობა ამ თამაში, მაინც სჭირდებოდა ამ ახალ ძრავას GTX680-ის დონის დაფა FULL HD-ზე მაქსიმალურ გრაფიკაზე სათამაშოდ. ამიტომაც მწვანეში ჩაცმულმა ინჟინრებმა გადაწყვიტეს შეექმნათ პროდუქტი რომელიც იქნებოდა ყველაზე ძლიერი მსოფლიო ბაზარზე. არც ისე დიდი ხანი იყო იდეის ჩასახვიდან გასული და უეცრად ბუმ, მისია შესრულებულია. მათ შექმნეს ახალი ჩიპი, 2688 Cuda ბირთვით მიამაგრეს საკაიფო დიზაინის PCB-ს და იქვე დაუმატეს 384 ბიტი ინტერფეისის მქონე GDDR5 6GB მეხსიერება. სისტემური უზრუნველყოფის შემდეგ დაიწყეს ბიოსის და დრაივერების დახვეწა.Titan-ი შექმნილია რაზგონისთვის. მასში გახსნეს ვოლტიჯის კონტროლის შესაძლებლობა და შეუერთეს GPU Boost 2.0, ასე ვიდეოს შეუძლია დარაზგონდეს 1100-1150 Mhz-მდე ყოველგვარი ჩარევის გარეშე, უბრალოდ ბიოს ში უნდა მიუთითო და თავისით იზამს ამ ყველაფერს საჭიროების შემთხვევაში. თუ არ მოინდომებთ ამ ტექნოლოგიით სარგებლობას, მაშინ რეფერენცული სიხშირე 826 Mhz დან 876 Mhz-მდე იწევს ბუსტის დახმარებით. ალბათ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ იფიქრებთ რომ ეს ბარათს დიდი ენერგომოხმარება ექნება, მაგრამ მაქსიმალური დატვირთვისას ის მხოლოდ 250 ვატს მოიხმარს, რაც საკმაოდ მისაღებია ასეთი მონსტრისთვის. ტექნოლოგიური მახასიათებლები მწვანე მეცნიერებმა და ინჟინრებმა შეძლეს და თავიანთ 28 ნანომეტრიან კეპლერ ის არქიტექტურით აგებულ ჩიპში 7.1 მილიონი ტრანსისტორის მოთავსება. GK110 ჩიპში ვიღებთ თითო SMX-ის კასეტაზე 192 Cuda პროცესორს.ამ ბირთვში სულ 15 SMX კასეტაა მოთავსებული, მაგრამ მათგან ერთერთი გათიშულია. 14 ცალი 192 Cuda ბირთვის შემცველი კასეტა საბოლოოდ გვაძლევს 2688 Cuda პროცესორს.კიდევ ერთი SMX-ის აქტიური კასეტა და ჩვენ მივიღებდით 2880 Cuda პროცესორს. თუ ჩვენ Titan-სშევადარებთ GTX680-ს ტრანსისტორების მხრივ შევამჩნევთ რომ მათი რაოდენობა გაორმაგებულია. 384 ბიტი ინტერფეისის მქონე გდდრ 5 6გბ მეხსიერება გვპირდება 288GB/S გამტარობას. 6გბ მეხსიერება 2560x1600 გაფართოებაზე თამაშისასაც ზედმეტია, მეხსიერების ასეთ მაშტაბური ზრდა ალბათ იმას გვახვედრებს რომ NVIDIA 3D Vision ტექნოლოგიის სტაბილიზაციას აპირებს. Titan-ით შესაძლებელია სამი 2560x1600 გაფართოების მქონე მონიტორით 3D-ში თამაში. ამ სურათზე ნაჩვენებია GK110 არქიტექტურის აგებულება. ამ 5 კასეტიდან თითოეული მათგანი შეიცავს 3 SMX-ის კასეტას, სულ გამოდის 3*5=15 SMX-ის კასეტა. ასევე ჩანს 6 64 ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისი ესეც ჩვენი 384 ბიტი. Titan-ის სიხშირეებს საკმაოდ ბევრი აკლიათ 1GHz-მდე, ეს დამახასიათებელია ისეთი დიდი ჩიპისთვის როგორიც GK110-ია. თითო SMX-ის კასეტაში მოთავსებულია 16 Texture unit-ი და მთლიანობაში გვაქვს 224 Texture unit. GTX 580-ს აქვს 16 SMX x 4 Texture unit = 64 GTX 680-ს გააჩნია 8 SMX x 16 Texture unit = 128 GTX Titan-ს აქვს 16 SMX x 16 Texture unit = 224 GPU Boost 2.0 NVIDIA-მ წარმოგვიდგინა GPU Boost-ის ახალი ვერსია.სანამ ახალზე გადავალ ჯერ მოკლედ გეტყვით ამ პროგრამისს დანიშნულებას. როგორც ვიცით ზოგ თამაშს სულაც არ ჭირდება ძლიერი ვიდეოდაფა და ბარათიც უშედეგოდ იყენებს მის მაქსიმალურ სიმძლავრეს და ამით დენს წვავს და ხურდება. ამ პრობლემის გადასაჭრელად მწვანეებმა წარმოგვიდგინეს პროგრამა რომელიც პირველად 6 სერიაში გამოჩნდა და მისი დანიშნულება იყო საჭიროების შემთხვევაში ავტომატურად მოემატებინა სიხშირეები რაც FPS-ის ზრდას იწვევდა.ზრდა მიახლოებით 3-6 კადრ წამებში მერყეობდა. განახლებული ვერსია ტემპერატურაზე დაყრდნობით აკეთებს ამ ზრდას ანუ ჩვეულებრივ კარტის საშუალო ტემპერატურა 80 ცელსიუსია, თამაშისას ეს ახალი ტექნოლოგია იქამდე უმატებს ვოლტიჯს და სიხშირეებს სანამ დაფა ამ 80 გრადუსს არ მიაღწევს. შესაძლებელია საშუალო ტემპერატურა აწიოთ 90+ ცელსიუსამდე, ესგააჩენს ცოტა მეტ პოტენციალს რაზგონისთვის. Titan-ის გამოსვლის კვირაში პროგრამები: EVGA PRECISION და MSI AFTERBURNER შემოგვთავაზებენ, განახლებას რომლითაც შესაძლებელი გახდება მთლიანად გააკონტროლოთ ამ დაფის რაზგონი. ვოლტიჯის გახსნამ გამოიწვია ტემპერატურის საკმაო მატება. სტოკზე დაფა იმუშავებს 1.162 mV ძაბვაზე. ძაბვის მატება უკვე შესაძლებელი გახდება NVIDIA-ს კონტროლის პანელიდან, მაგრამ EULA შეეცდება აგიხსნას რომ ვოლტის მატების თანდაყოლილი მოვლენაა ბარათის სიცოცხლიანობის შემცირება. მაგალითად თუ თქვენ ბარათის ძაბვას 1.162 დან 1.250-მდე აწევთ მაშინ მისი სიცოცხლიანობა განახევრდება, ანუ 5 წლის მაგივრად იცხოვრებს 2-3 წელი. კიდევ ერთი კარგი ამბავია, რომ ძაბვის მატება არ იმოქმედებს თქვენ გარანტიაზე, მაგრამ გარანტია 2 წელი თუ გაქვთ და 3 წელში მოგიკვდებათ ძაბვის მატების გამო ეს უკვე თქვენი პრობლემა იქნება. შესაძლებელია რამდენიმე პარტნიორმა არ გახსნას ვოლტი, მაგრამ კომპანიების უმეტესობას ექნება გახსნილი და მაქსიმუმ 1.20 mV-მდე გახდება შესაძლებელი გაზრდა. დიზაინი და გაგრილება ამდენი წლის განმავლობაში პირველად NVIDIA-მ ცოტათი მაინც შეცვალა თავისი ბარათის დიზაინი. მათ გადაწყვიტეს GTX690-ის სტილი გაეგრძელებინათ. სხვა რეფერენცებთან შედარებით ქულერი უფრო მძლავრი და ჩუმი გამოვიდა. სიგრძეში 10.5 ინჩი ანუ 27 სანტიმეტრი გამოვიდა, GTX680-თან შედარებით 0.5 ინჩით მეტია. რადიატორის ზევით მოთავსებულია გამჭვირვალე სტეკლო, ასე რომ შესაძლებელია ალუმინის ხროვაში ჩახედვა. გაგრილება აწყობილია ისე, რომ ბირთვი იღებს მაქსიმალურ სიგრილეს მინიმალურ ხმაურზე დაყრდნობით. პორტებში შედის: 2x Dual-link DVI, Full size HDMI და Full size Display პორტები.რატომღაც ზოგს გონია რომ Dual-link DVI პორტს შეუძლია 2 მონიტორის ჩვენება, მაგრამ რეალურად მასი შესაძლებლობაა 1920x1200 რეზოლუციაზე და ზევით ან 120Hz ჰერციან მონიროზე ჩვენება. დაფის ღირებულება GTX690-ის ფასს გაუტოლდება და 999 დოლარი იქნება. ასეთი ფასი NVIDIA-ს 8 სერიის მერე არ მოუთხოვია ერთ ბირთვიან ვიდეოზე, მაგრამ თუ მისი სიმძლავრე GTX690-ს გაუტოლდება მაშინ, ყოველთვის ჯობია ერთი მონსტრი, 2 ნორმალურს. გაგრილების მოწესრიგებაზე ბევრი იმუშვეს მწვანე ინჟინრებმა. რადიატორი შეიცავს კარგად დამუშავებული ალუმინის თხელ ფირფიტებს, ინიექცია კი დამზადებულია დამდნარი მაგნიუმისგან. ასეთი მასალების შერჩევა ახდენს ხმის იზოლირებას და მატებს დამატებით სიგრილეს. მაქსიმალური ენერგომოხმარება შეადგენს 250 ვატს.(50 ვატით ნაკლებია GTX690-ის ენერგომოხმარებაზე) როგორ ხდება ამ ენერგიის მიწოდება? ალბათ ეს კითხვა ბევრ ახალბედს უჩნდება. მოკლედ გეტყვით, კონექტორის თითო პინიდან ხდება 12.5 ვატის მიწოდება. ამ ბარათს კი გააჩნია 8 და 6 პინიანი კონექტორები, რაც სულ 14 პინს გვაძლევს. 14*12.5=175W. ესეიგი კონექტორებისგან მას მისდის მხოლოდ 175 ვატი. დანარჩენი 75 ვატი კი PCI სლოტიდან მიეწოდება დაფას. ამიტომაცაა, რომ სუსტ კარტებს სულაც არ სჭირდებათ დამატებითი კონექტორები. ეს ჩვენი გმირის უკანა პანელია, აქ ჩანს 2 SLI-ს კონექტორი რას ნიშნავს Quad-SLI-ს მხარდაჭერას.Quad-SLI არ არის რეკომენდებული, რადგან დრაივერებთან დაკავშირებით აქვს ხშირად პრობლემა და ტემპერატურაც კოლოსალურად მატულობს. მაგრამ ამისდა მიუხედავად ბენჩებში მაინც გვაწვდის საკმაო მატებას. საუკეთესო ვარიანტია 2 გზის SLI-ს დაყენება. დაახლოვებისას ჩანს ოპერატიული რომელიც დამზადებულია კომპანია Samsung-ის მიერ, ეს არის GDDR5 მეხსიერება. 6GB-ს მისაღწევად გამოყენებულია ასეთი 24 ცალი ოპერატიული. გაგრილება ახალი ქულერის წარმატების ერთერთი მიზეზი პლატის გაგრილების ახალი ტექნოლოგიაა. ეს ნაწილი მოიხსენიება როგორც Vapor Chamber. ის დამზადებულია სპილენძისგან და პირდაპირ ეხება ბირვთს, შეხებისას ის "ისრუტავს" მის სიმხურვალეს. Vapor Chamber-ის დახმარებით GK110 რჩება გრილ მდგომარეობაში, რაც აუმჯობესებს რაზგონის პოტენციალს. Vapor Chamber-ს აგრილებს ალუმინისგან დამზადებული რადიატორი რომელსაც ხვდება ქულერისგან გაშვებული ჰაერის ნაკადი. Titan-ს ასევე აქვს ალუმინის baseplate რაც უზრუნველყოფს PCB-ს და დაფის კონპონენტების სიგრილეს. 6 ფაზიანი კვების სისტემა გათვლილია ბირთვისთვის. ამისგარდა მას კიდევ აქვს 2 ფაზა რომლებიც მიაწოდებენ ენერგიას GDDR5-ის ჩიპებს. ასევე ბარათს გააჩნია LED ნათურები რომლებიც ინთება სისტემის ჩართვისას. ახალი რეკორდი Titan-ის დახმარებით დაიდო ახალი რეკორდი Vantage-ში, 69K. ტესტები და ბენჩმარკები სატესტო სისტემა Intel Core i7-3770К 4700 MSI Z77A-GD65 4x4GB Corsair DDR3 1600 Enermax REVOMAX 1250W ტემპერატურები დაუტვირთავზე დატვირთულზე ტესტები მაქვს რამდენიმე საიტიდან აღებული მაგრამ ყველა ტესტში დრაივერი ბოლო ხოლო სისტემა შესაბამისი იყო. Battlefield 3 DX11 Ultra mode 4xMSAA enabled 16x AF enabled HBAO enabled Level: Operation Swordbreaker Far Cry 3 Very High-quality DX11 mode 2x MSAA (Anti-aliasing) 16x AF (Anisotropic Filtering). DX11:Medal OF Honor Warfighter 4xMSAA DX11 enabled ultra mode DX10: 3DMark Vantage FutureMark 3DMark (2013 edition) 3DMark11 DX11: Metro 2033 - The Last Refuge DX11 enabled 4xMSAA Maxed out DX11: Crysis 2 - High Res Textures DirectX 11 High Resolution Texture Pack Ultra Quality settings 4x AA Level - Times Square (2 minute custom time demo) Max Payne 3 Hitman absolution შეჯამება NVIDIA-ს მართლა რაღაც მონსტრი გამოუვიდა,მისი შედეგები გასაოცარია, ასეთი უეცარი მატება სიმძლავრეში ძალიან იშვიათია. მაგრამ GTX690-ს მაინც ვერ ჯობნის და საშუალოდ 15 კადრი წამით რჩება უკან. შეიძლება ახალი დრაივერებით და რაზგონით ეს სხვაობა შემცირდეს, მაგრამ GTX690-ის დონემდე მაინც ვერ მივა. ამისდა მიუხედავად თუ სხვაობას 5 კადრ წამამდე ჩამოიყვანენ მაშინ სჯობს Titan-ის აღება. აღსანიშნავია, რომ Titan-მა რამდენიმე ტესტში GTX690-ს აჯობა.უხეშად რომ ვთქვათ GTX690 Titan-ზე 30 პროცენტით უფრო სწრაფია.GTX680-თან შედარებით წარმარდობა მიახლოებით 30%-ითაა გაზრდილი 2560x1600 რეზოლუციაზე და საშუალოდ 23%-ითაა გაზრდილი ყველა რეზოლუციაზე. ეს იქნებოდა იდეალური ბარათი მისი ფასი 700$ რომ ყოფილიყო. Techpowerup ამ დაფას 9.0 ქულას უწერს ამ დაფის + ები და - ები 1) დაბალი ენერგომოხმარება 2)ჩუმია თამაშისას 3)დიდი რაზგონის პოტენციალი 4)მისი არსებობა არ იგრძნობა დაუტვირთაობისას.( ხმაურის მხრივ ) 5)Boost 2.0 და მისი ახალი შესაძლებლობები 6) 6GB მეხსიერება 7)შესაძლებელია ვოლტიჯის კონტროლი 8)აქვს Cuda და PhysX 9) 4 პორტი. 10) ძალიან დახვეწილი და ლამაზი დიზაინი აქვს. 1)ძალიან ძვირია. 2)არ აქვს Backplate 3)ვოლტიჯი არის ძალიან დაბალ დონეზე გახსნილი 4)მხოლოდ 6%-ითაა შესაძლებელი Power limit-ის გაზრდა 5)Boost 2.0 ართულებს რაზგონს.
  14. 670 ების სლაისა და 690 ს შორის 1-2 ფპს იყო სხვაობა განხილვა რომ დავწერე. ალბათ ეს ფასი ხამებისთვისაა და მალევე დაუწევენ.
  15. არამგონია 1500 ზე გაჩერდნენ ალბათ 2 GPU იანს არც გამოუშვებენ, გასაღება ძალიან გაუჭირდებათ
  16. ძალიან დაბალი ფასია უცებ დაიტაცებენ ალბათ UP ის მაგივრად დაწევას მიმეჭირა :|
  17. უფრო დაბალი დონის ბარათები რამდენხანში გამოვა მიახლოებით ხომ ვერ მეტყვით? ძირითადად რამდენ ხანს უნდებიან?
  18. ფანჯარას რომ ამოგიგდებს იქ ჩაწერე შენი ასაკი ან უბრალოდ 18+ ჩაწერე და შევა
  19. არ აქვს მაგ თამაშს ფიზიკა წაკითხვით მოსაწყენია ცოტა და ჯობია ამ ვიდეოს უყურე და მიხვდები http://www.geforce.com/games-applications/pc-games/borderlands-2/videos
  20. პროცესორი - 390ლ ოპერატიული - 70ლ ვინჩესტერი - 90ლ ვიდეობარათი - 170ლ პროცესორის გაყიდვას თუ დააპირებ დამიკავშირდი
  21. შენ ადგილზე 7 სერიას დაველოდებოდი და მერე ვიყიდიდი კარტას. თან 6 სერია ძალიან დაიკლებს 670 400-500 ლარამდე ჩამოვა. წყაროების მიხედვით ძალიან დიდი მატება უნდა ქონდეთ ახალ ბარათებს. შესაძლებელია რომ განმეორდეს ის წინსვლა რაც 5 დან 6 ზე გადასვლაზე მოხდა. მაგრამ 480 ს 660 ჯობია. ძალიან დაბალი ენერგომოხმარება აქვს, გრილია და სუსტი ქულერითაც დაბალ ტემპერატურას იჭერს ამასთანავე წარმარდობაც შესამჩნევად მეტი აქვს. როგორც fatal figher-მა თქვა 6 სერიის კარტის გაყიდვა 4 სერიის კარტასთან შედარებით ბევრად უფრო მარტივი იქნება. მაგრამ ეს გადასვლა თუ 100+ ლარი დაგიჯდება არ ღირს.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.