Jump to content

it19

წევრი
  • Posts

    557
  • Joined

  • Last visited

Everything posted by it19

  1. არც თუ ისე მტანჯველი 1 წლის შემდეგ მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება cisco_ს და ზოგადად ქსელების სამყაროს შესახებ. ამ ეტაპზე განვიხილავ ზოგადად cisco-ს (არა მის წარმომავლობას და ისტორიას, არამედ რა ხდება და რას აკეთებს) ჩემი აზრით ვინც ამ თემის წაკითხვას დაიწყებს უკვე ეცოდინება რა არის ciscoდა რას საქმიანობს. IT Essential როცა დავამთავრე მეგონა ყველაფერი ვიცოდი CISCO, ქსელურ და სისტემურ ადმინისტრირებაზე. ლექტორისგან ვიცოდი რომ არსეობდა CISCO_ს აკადემია ITVET_ში რეალურად კი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მოვხვდი EMIS_ში. (აკადემიებზე შემდეგ ვისაუბრებ) როცა დავიწყე სწავლა მეგონა არსებობდა მხოლოდ ერთი მიმართულება რომელსაც ქონდა 3 ეტაპი მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად იყო. cisco_ს სერტიფიცირებაში არსებობს 3 საფეხური (ზოგი მიიჩნევს რომ 4ია მაგრამ ეგ მათი პრობლემაა და არა ჩვენი) CCNA (Cisco Certified Network Associate) CCNP (Cisco Certified Network Professional) CCIE (Cisco Certified Internetwork Expert) CCAr (Comprehensive Capital Analysis and Review) და ასევე ე.წ მეოთხე საფეხური "არქიტექტი" ტიპი რომელიც აპროექტებს ქსელს. არქიტექტორი,დიზაინერი. cisco_ს აქვს დაახლოებით 8 მიმართულება მაგრამ საქართველოში ყველაზე მოთხოვნადია და თითოეულ მიმართულებში არის სწორეს ის სამი ეტაპი რაც ზემოთაა ნახსენები Routing and Switching Security Data Center Wireless ყველაფერი იწყება Routing and Switching_ით რომლის პირველი საფეხურია R&S CCNA. კურსი იყოფა 4 მოდულად თითოეული მოდულის საშუალო ხანგრძლივობა 2 თვეა. Module 1. განიხილება ქსელური მოწყობილობები პროტოკოლები OSI მოდელი (რომელსაც თითქმის მთელი მოდული ეთმობა) IP დამისამართება ( IP v4, IP v6) Subnetting,WLSM (რასაც აუცილებელია თუ რაიმეს სწავლა რეალურად გინდათ) Module 2 cisco_ს სვიჩების და როუტერების ძირითადი კონფიგურაციები Vlanების და Inter Vlanების კონფიგურაცია განხილულია სტატიკური და დინამუკური მარშუტიზაცია და ძირითადი კონფიგურაციები განხილულია ნატირების ძველი და ახალი მეთოდები. Module 3 cisco_ს ოპერაციული სისტემის მართვა ლიცენზიების დაყენება ოპერაციული სისტემის განახლება მესამე დონის სვიჩების კონფიგურაცია Wireless ზოგადი მიმოხილვა. დინამიკური და სტატიკური მარშუტიზაციის პროტოკოლების TSHOOT Module 4 აქ განხილულია WAN კავშირის ტიპები VPN ის ძირითადი კონფიგურაციები ქსელის მონიტორინგის საშუალებები. CCNA R&S გამოცდაზე გასვლის ღირებულებაა 295$ არ გეჩვენებათ გამოცდა არის 90 წუთიანი მაქსიმალური ქულა 1000 გამსვლელი ქულა 825 გამოცდა შედგება 4-5 სიმულატორისგან და დაახლოებით 40 კითხვისგან რომელიც არამარტო კონკრეტულად ცოდნას მოითხოვს არამედ უნარებსაც. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში სერთიფიკატი გადმოგეცემათ PDF ფორმატში ან გამოგიგზავნიან თქვენ მისამართზე სრულიად უფასოდ. სერტიფიკატის ვადა 3 წელია და ამ სამი წლის განმავლობაში უნდა აიმაღლოთ სტატუსი ან ჩააბაროთ იგივე დონის გამოცდა თორემ სტატუსი შეგიჩერდებათ. რატომ არის CCNA გამოცდაზე გასვლა აუცილებელი ? იმიტომ რომ თუ თქვენი ცოდნა CCNPს შესაბამისია და დარეგისტრირდებით CCNP გამოცდაზე და წარმატებით ჩააბარებთ გამოცდას CISCO სერთიფიკატს არ გამოგიგზავნით და არ გაღიარებთ CCNPით იმიტომ რომ თქვენ არ გექნებათ ჩაბარებული CCNA გამოცდა. რაც შეეხება CCIE (ექსპერტის გამოცდას) ამ გამოცდაზე გასვლისთვის არ გჭირდებათ არანაირი CCNA CCNP სერტიფიკატი. (მაგრამ ამისთვის მინიმუმ 4-5 წელი მაინც არის საჭირო პლიუს გამოცდილებ რეალურ აპარატურასთან მუშაობა... თეორიით ექსპერტი ვერ გახდებით ასერომ ან ეტაპების გავლა ყველა ვარიანტში მოგიწევთ) სტატია განახლდება პერიოდულად და დაემატება ბევრი საჭირო ინფორმაცია.
  2. გამარჯობა მოგეხსენებათ ქუთაისში ელექტრო საკეტი თუ არა რკინის კარი მაინც უნდა გქონდეს მინიმუმ მითუმეტეს როცა გარეუბანში ცხოვრობ (უკეთ რომ მიხვდეთ გლდანს მოვიყვანს მაგალითად ) მოკლედ მინდა 2 კამერა. კამერებს შორის მაძილი 20 მეტრი იქნება. ip კამერები მაქვს არჩეული რამდენიმე ONVIF_ის ფირმის. აუცილებლად მინდა რომ გარე ქსელიდან წვდომა მქონდეს!!! ip კამერები დაყენდა შეუერთდა როუტერს და დაკონფიგურირდა, მაგრამ მთავარი პრობლემა ისარის რომ ელ.ენერგია ხშირად ითიშება რაც ზრდის თავად კამერის მოპარვის ალბათობასაც . ამისთვის მჭირდება კვების ბლოკი რომელიც უზრუველყოფს 2 კამერის როუტერის და ვინჩესტერის მუშაობას მინიმუმ ერთი დღე და აი ეს არის მთავარი პრობლემა ჩემთვის არსებობს რამე ვარიანტები ?
  3. ჰაიი გაიიიზ. ერთ დღეს გავიღვიძე და მივხვდი, რომ ჩემი მოწოდება იყო თუ რამე გაფუჩებული არსებობს ყველაფერი გამეკეთებინა ჩემი ტელეფონით დაწყებული ჩემი მეორე ტელეფონით დამთავრებული და გავეძრე უცებ ჭავჭავაძეზე (თბილისში ელიავა). ვიყიდე პაიანიკი იბეიდან გამოწერილი მქონდა კალა (ძაფივით როა დახოული იგი) დავბრუნდი უმალ სახლში ჩერეზ ტაქსით ქუთაისში მაქსიმი 2 ლარდ გარიხინებს. მივედი სახლში თუ არა ჩავრთე პაიანიკი და დავიწყე ჩემი ცოდნის გაფრთიანება , BUT მომენტებში ალღობს კალას მომენტებში არა. რა არ ვცადე მაგრამ დამტანჯა რა.. თავი შევუცვალე.. კანიფოლი... სპეციალური გამწმენდი ღრუბელი და რავიცი.... პაიანიკის ბრალი არამგონია იყოს იმიტომ რომ ამ თამაშში 3 გამიფუჭდა და ყველაზე იგივე პრობლემა მაქვს. კალას ბრალი რომ იყო არამგონია იმიტომ რომ ბევრ ვარიანტზრ ვცადე მომენტებში ლღვება მომენტებში არა..
  4. ნამეტანი ქუთაისური ბაზარის ხასიათზე ვიყავი სანამ პერსონალურმა კომპიუტერმა თავისით არ დეიწყო გათიშვა მიშველეთ რაცხა. ეხლა სერიოზულად. კომპიუტერი ითიშება თავისით გავხსენი ქულერები ვნახე მუშაობს ჩვეულებრივად არც ვინჩესტერი ხურდება უპს ის გარეშეც ვცადე ჩართვა მაგრამ ერთი 10 15 წუთის მერე ითიშება უბრალოდ ქვრება. სავარაუდოდ რა უნდა ჭირდეს ? კინგსტონის ფლეშკა შევაერთე მაზერის უსბ პორტზე პირდაპირ და იმის მერე დაიწყო. მეტალის არის გარედა და შეიძლება დამოკლება მოხდა და რამე დააზიანა ? მირჩიეთ რა ვქნა ვინდოუსი გადავაყენე დაჯე ისე ავნერვიულდი და გადამეკეტა და სანამ ქუთაისში ტერორისტული აქტი მომხდარა მიშველეთ რამე თორე ავწევ ჰაერში მთელ პასილოკს!!!
  5. გამარჯობა. დღეს შევეხები საქართველოს საფოსტო კომპაინების თემას. და განვიხილავ რამდენიმეს რომლებთანაც პირადად მქონია შეხება. დავიწყებ ჩემთვის ყველაზე საყვარელი კომპანიით, რომლითაც არაერთი ასეული ამანათი მაქვს გამოწერილი. ინექს გრუფი დაარსდა 2010 წელს და მან ამ დროის განმავლობაში მოიპოვა ძალან დიდი ნდობა მომხმარებლ........ ეს არავის აინტერესებს გადავიდეთ პირადაპირ საქმეზე. რეკლამა რომ არ გამომივიდეს დავიწყებ რატომ არ უნდა ვისარგებლოთ ინექს გრუფით. სტანდარტული ტარიფი 7 $, რომელიც დღესთვის არ არის ყველაზე იაფი(არსებობს სფეციალური ტარიფიც ,რომელსაც ქვემოთ იხილავთ). ხშირად (და არა ყოველთვის) დაბნეული თანამშრომლები, რომლებიც 100 გრამიან ნივთების საწყოობში პოვნას 10 დან 20 წუთამდე უნდებიან . საიტის დაუცველობა!!! კონკრეტული მაგალითი: რაც ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი იყო ჩემთვის. კომპანია, რომელიც მსოფლიოს 6 ქვეყანაშია და საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში, ვებ გვერდზე ქონდა საკმაოდ დიდი ხარვეზი. შეგეძლო შეგევსო ბალანსი სრულიად უფასოდ ისე რომ ვერასდროს მიხვდებოდნენ ამას. (ეს რათქმაუნდა აღმოჩენისთანავე შევატყობინე ადმინისტრაციას და ნუ დაიწყებთ ბალანსის უფასოდ შევსების ცდელობას ტყუილად) შეგიძლიათ ეს ინფორმაცია გადაამოწმოთ კომპანიის ადმინისტრაციასთან. რეგიონალური ფილიალები!!! რომელებსაც არ აქვთ მომხმარებლის ბალანსის მომენტალური შემოწმების უფლება. თუ ამანათი უკვე დანიშნულების ადგილზე ჩამოვიდა რომელიმე რეგიონში და შემდეგ გადაიხადე თანხა. გიწევს 5 დან 10 წუთამდე ლოდინი და იმის ყურება, როგორ არკვევენ ტელეფონზე ნამდვილად მაქვს გადახდილი თანხა თუ არა. (მქონია შემთხვევა ამანათი არ გამატანეს იმის გამო რომ უბრალოდ რაღაც შეეშალათ). რატომ უნდა ვისარგებლოთ ინექს გრუფით. სპეციალური ტაფირიფი სტუდენტებისთვის 6 $ (გაუგზავნით ფეისბუქ გვერდზე სტუდენტის მოწმობის სურათს თქვენ მაილს და სპეციალური რატიფი თქვენია) ამანათები მსოფლიოს 6 ქვეყნიდან. ამერიკა, ინგლისი, იტალია, საბერძნეთი, გერმანია, უნიკალური სერვისი კერძო საფოსტო კომპანიებს შორის!!! ამანათების დღეისათვის ყველაზე იაფად გაგზავნა ინგლისში. ოფისები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში ბონუსების სისტემა, რომლითაც შეგიძლიათ დაფაროთ ტრანსპორტირების ღირებულება ამანათები ყველა ქვეყნიდან (გარდა ამერიკისა) რეალური წონით და არა მოცულობით. საბაჟოს შავ სიაში შეტანილი ნივთების უპრობლემო ჭამოტანა. სუნამო, პარფიუმერია... ოფისების ყოველდღიური მუშაობა და რაც მთავარია. ამანათების ტრანსპორტირება უმოკლეს დროში. (არის ხარვეზებიც მაგრამ თბილისში ამანათები 4 დღეში ჩამოდის) პოსტი განახლდება პერიოდულად და დაემატება სხვა საფოსტო კომპანიები, რომლების ქარცეცხლში გატარებასაც სულ მალე ვაპირებ
  6. გამარჯობა ფორუმელნო იმედია იქნება აქ ისეთი ადამიანი ვისაც იბეიზე ნივთი დაუყიდია. ერთ-ერთი მთავარი კითხვა აქვს ის , რომ როცა იბეიზე განსხადებას ვდებ იბეი განცხადების დადებისას მაჭრის საკომისიოს თუ ნივთის გაყიდვის შემდეგ ? არ აპირებ საქართველოდან არაფრის გაგზავნას. რაც იბეიზე ღირს 10 $ ალიექსპრესზე იმის შოვნა შეიძლება 5 6 $ ად. იბეიზე მყიდველის შეფასება 100%იანი მაქვს და საკმაოდ მაღალი. ფულიც დამრჩება და ფოსტაში სირბილიც არ მომიწევს. რამდენად რეალურია ეს რას ფიქრობთ ?
  7. გამარჯობა Hp 350 G1 ამ ნოუთბუქზე მაქვს პრობლემა. dota 2 ბოლო გრაფიკაზე რომ ვუწევ დედაპლატა 110 + გრადუსზე ადის მერე ითიშება და ქვემოთ მოცემული ტექსტი გამოაქვს. უბრლოდ მაღალ გრაფიკის ბრალია თუ დედაპლატას შეიძლება ქონდეს პრობლემა ?
  8. გამარჯობა. ფორუმზე ვინმე j tag ით თუ აკეთებს ტელეფონებს იქს მოქსებს .... ?
  9. ტელეფონი ჩავრთე და ეს დაეწერა... არანაირმა RECOVERY TOOL მა არ უშველა ვერ აღიქვამს ვერცერთი პროგრამა.... პლიიზ ჰელფ მი
  10. იტვეტის აკადებია რუკაზე მაჩვენეთ ვინმემ სად არის ? აქვე დავწერ. ტყუილად ხომ არ დავკარგავ დროს http://cisco.itvet.ge/cisco-2.html აქ სწავლაში. გამომადგება სამუშაოს დასაწებად ?
  11. ჩემ სანაცნობოში კომპიუტერები აგრძელებენ გაცეცხლებას,აალებას,დაწვას და ა.შ. ამჰერად ვიდეო კარტა ისე ხურდება ხელს ვერ დაადებ. პენიუმ 4ია (5ის ნაწილებით ) 2ანი ოპერა და კომპიუტერი ისე ჭედავს ვინდოუსსაც ვერ ვაყენებ. მგონი ვიდეოკარტას ამხელა ტემპერატურა არ უნდა ქონდეს და ზუსტად ეგაა იმ კომპიუტერის ტანჯვის მიზეზი.
  12. პირდაპირი მნიშვნელობით ჩემი კომპიუტერი ისე გაბრაზდა გაცეცხლდა და მეშინია რომ ჩავრთო კომპიუტერი ჩავრთე, ნუ ყველაფერი ნორმალურად ჩაიტვირთა, მაგრამ 4-5 წამში კვების ბლოკიდან კვამლი ამოვიდა,ასევე ცეცხლის მფრქვეველი დრაკონივით მიაფრქვია ცეცხლი ჩემ ახალგაკრულ შპალერს რაც ძალიან უსიამოვნო იყო ჩემთვის. შპალერს გამოვცვლი, მაგრამ ამას რა ვუყო ? კვების ბლოკში დამწვრის სუნი ახლაც არის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით "სავარაუდოდ" კვებაა დამწვარი. ადრეც მოსვლია ასე, მაგრამ რა მაინტერესებს. უპსის ბრალი ხომ არ იქნება კვების დაწვა(უკვე მეორედ) ან კვება დედაპლატასაც ხომ არ დაწვავდა ?
  13. დაახლოებით 2-3 კვირის წინ გამოვწერე კურტკა ალიექსპრესიდან. დაიშიფა ჩვეულებრივად და თან 2500 ამდე გაყიდა რამდენიმე დღეში. მივწერე როდის მივიღებ ამანათსთქო და არ მიპასუხა და რომ შევედი მის პროფილში საერთოდ წაშლილი იყო. თრექინგით რომელიც ორდერში წერია გვერდით მითითებული ფოსტის საიტზე ვერ ვიპოვე ვერანაირი ინფო ვწერ თრექინგს და მეუბნება ასეთი ჩვენ ბაზაში არ არსებობსო. რა ვქნა საქმე გავუხსნა თუ დაველოდო ?
  14. როგორ დავბლოკო ფლეში? კინოები,თამაშები... რომ არ გახსნას არცერთმა ბრაუზერმა? პ.ს ოჯახის წევრები ვერ უნდა მიხვდნენ რაშია საქმე :D
  15. აბა ეარსოფთი რად მინდა ბალონი თუ ვეღარ ვიყიდე ? რამხენ გასროლაზე ყოფნის ან აქ იყიდება ?
  16. საერთოდ ვერ ვერკვევი ეგეთ რამეებში ძმაკაცმა მთხოვა გამოწერა. მაგ პმენვატური იარაღით რისი მოკვლა შეიძლება ან რაღაც აირის ბალონები რომ დევს ამაზონზე რა არის ის ?
  17. გააოფეთ თუ გინდათ შინაურები ხართ კანონი გრძალავს თუ არა გამოყრნებას უმწეო მწრედის მიმართულებით ან შენახვა ტარებას?
  18. ბოლოს გამოვწერ. მგონი ინექსით რომ გამოვწერო არ იქნება პრობლრმა
  19. მირჩიეთ რამე ნორმალური ამაზონიდან :D
  20. http://www.amazon.com/Daisy-980340-442-Powerline-340-Pistol/dp/B00BSR2QPG/ref=sr_1_5?s=hunting-fishing&ie=UTF8&qid=1417365528&sr=1-5&keywords=air+gun ამ იარაღის გამოწერა მინდა და რაიმე პრობლემა შემექმნება?
  21. დახურეთ თემა მაინც არავინ წერს :D
  22. დახურეთ მაინც არავინ პასუხობს
  23. გამარჯობა. სილკნეტის ოპტიკური ინტერნეტი აქვს ახლობელს თვეში 15 დღით იმიტომ, რომ ყოველ ორ კვირაში იწვება მოდემი. მესამე მოდემი გამოვცალეს უკვე და კიდევ დაიწვა. მოდემს უკავშირდება სილკ ტვის რესივერი და ორი კომპიუტერი. აქედან ერთი მეზობელთან გადის დაახლოებით კაბელის ორ სამ მეტრია ნაწილს ქუთაისის ქარის გაძელბა უწევს მაგრამ იმ მეზობელს ინტერნეტი მაინც აქვს როგორც ვიცი. მე ვფიქრობ,რომ სწორედ იმ კაბელის ბრალია. შეიძლება ორი წვერი ედება ერათმანეთს და იმან გადაწვას. მე ვერაფერი ვერ მოვიფიქრე სხვა. თუ კვების ბრალია იქვე უნდა იწვებოდეს და არა რამდენიმე კვირაში
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.