Jump to content

OpTiMeR

წევრი
  • Posts

    3169
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    10

Everything posted by OpTiMeR

  1. ამის გათვალისწინებით, ახალ ff-ს კარგი შედეგი 4+ ბირთვიან პროცესორებზე უნდა ჰქონდეს? რატომღაც სკეპტიკურად ვუყურებ. დაველოდოთ 14 ნოემბრამდე... update: დავინტერესდი, ვცადე ბეტა ვერსია და ეს რა ვნახე. ცა და დედამიწა კიდე ვერ არის ჯიგრიანი ეპითეტი. ძალიან მაგარი გაუმჯობესება აქვს, ძალიან სწრაფი. ასეთი improvement არ გამომიცდია მას შემდეგ რაც hdd ssd-თ ჩავანაცვლე. ფინალური ალბათ მთლად უკეთესი იქნება. ff-ს ხო ისედაც ჰქონდა smooth scrolling, მაგრამ ახლა თითქოს უფრო სასიამოვნოა. მარტო სქროლვა ასწორებს. სისწრაფეზე აღარაფერს ვამბობ, უნდა სცადოთ! ფონტები უფრო smooth არის თითქოს. MacType-ს ვიყენებდი რო ფონტები უფრო მაღალ ხარისხში ყოფილიყო, მაგრამ აქ უამისოდაც კარგად არის. ram-ს გაცილებით ნაკლებს იყენებს.
  2. თამაშებში 1600 - 6700k-ს დონისაა, ზოგგან სჯობს კიდეც და რენდერში კიდე ხო ჯობია და ჯობია, cinebench-ში 7700k-საც ჯობია 1600. მე-5 სერიიდან როა ისეთი შთაბეჭდილება გექმნება კაცს თითქოს როგორც i5 ვერ უდგება i7-ს, ესეც სუსტიაო, მაგრამ არაა სახუმარო არც ეგ 1600. სწორი თქვა გიორგიმ მაგ დაფაზე 1400-ც კარგ შედეგს აჩვენებს, ნუ 1050-ს კი ეყოფა. ზენ II-ს რელიზის პერიოდში ინტელმა რაღაც თუ არ მოიფიქრა და ისევ ზენმა დაჩაგრა, ჩათვალეთ ფანატიკოსებიც amd-ზე გადავლენ. პროცესორის ფასები კიდევ უფრო დაიწევს. ამ კონკურენციას ველოდებოდით ზუსტად დიდი ხნის მანძილზე
  3. ეგენი სულ ეგრე გვპირდებიან 20-30% მატებას მარა ბოლოს რაც არის სინამდვილეში კი ვიცით...
  4. სათამაშოდ სავარაუდოდ არ იყიდდი ასეთ სისტემას და სხვა შემთხვევაში 10c/20t vs 16c/32th...
  5. ამუშავდა, ყველანაირი არტეფაქტი გაუქრა, უბრალოდ მაღალ ტემპერატურაზეა idle-ზეც კი. თავისი ფენიც არაა და 40%-ზე მეტი არ ადის. მერე თერმოპასტას ვიყიდი და ისე იმუშაოს, ტყუილია ამის დაგრუზვა ახლა. რო მოვაცალო ფოლგა უარეს შედეგს მომცემს ვიცი, ამიტომ სულ ესაა. ფოტოები სპოილერში. პ.ს. მერე თერმოპასტას წავუსვამ და რამდენზე დააგდებს აბა.
  6. მშვიდობაში, მაგარი PC არის!!! ბენჩები გამოუშვი... ისე Threadripper-ზე არ გიფიქრია?
  7. სავარაუდოდ ვერ აღადგინა ბოლომდე... სამწუხაროდ. ხელახლა გატარებამ და recovery-მ შეიძლება უშველოს... სცადე მაინც
  8. ბევრი რაღაც შეიძლება იყოს მიზეზი. აბა photoscape გადმოწერე და ედიტორში ეცადე მაგ ფოტოს გახსნას. თუ დასარედაქტირებლად გამოიტანა, მაშინ ჩვეულებრივად jpeg ფორმატში შეინახე და გახსნის
  9. რა თქმა უნდა, უნდა დააყენო. დამატებით ბიბლიოთეკებს ვერ ვუწოდებ, რადგან ეს ბიბლიოთეკები უკვე ჩაშენებულია მეტწილად ახალ ოპ. სისტემაში. იმიტომ აახლებენ სულ, რომ სულ ახალ-ახალი ბიბლიოთეკები გამოდის და ყოველდღე ვერ ჩატენი სისტემაში მათ, ასე რომ Visual C++ საჭიროა. მაგიტომაც ქვია Redistributable. ვინჩესტერის გადავსება არ არის კომპიუტერის შენელებასთან კავშირში, არა. აქაც ღრმად წასვლაა საჭირო. რა როლს ასრულებს ვინჩესტერი? ის ინახავს საჭირო ინფორმაციას. როდესაც შენ რაღაცას აკეთებ კომპიუტერში, რეალურად რა ხდება: 1. Input/Output Trigger, ანუ ბრძანება შეგყავს, ან მაუსს აკლიკებ სიტყვაზე. 2. პროცესორი არკვევს ამ ბრძანებას და იმის მიხედვით მოქმედებს. ვთქვათ, შენ მოითხოვე ისეთი რაღაცის გაკეთება, ან ისეთ მონაცემთან წვდომა, რაც მოცემულ მომენტში პროცესორის ქეშში არ არის, ამ დროს პროცესორი ეძებს პირველ რიგში RAM-ში, თუ იქაც არ არის, უკვე მყარი დისკის მისამართზე ეძებს. შესაბამისად იქიდან მოდის ეს მონაცემი, მუშავდება და დამუშავებული მოდის შენამდე. ეს პრიმიტიულ ენაზე... ახლა დაფიქრდი. მქონდეს 500გბ-დან 450გბ დაკავებული (ოპ. სისტემის ფაილების გარეშე) და ვიყენებდე მხოლოდ 1გბ-ს, 449 ხომ "გამოუძახებელი" რჩება? ამ 1გბ-მა რომ RAM-ში გადაინაცვლოს, საერთოდ აღარ მივაკითხავ მე მყარ დისკს და არც შემინელებს და არც ამისწრაფებს. ეს ამ გაგებით, თორე მაგალითად SSD-ს მწარმოებლები გეუბნებიან, რომ 20% თავისუფალი ადგილი ყოველთვის უნდა იყოს. ანუ იმის თქმა მინდა, რომ მყარ დისკზე ჩაწერილი მონაცემები სიჩქარის უკუპროპორციული არ არის.
  10. კონდენსატორები როგორ მოვხსნა ჩაკალულია, არც პაიანიკი მაქვს. GT 9800 არის, დიდად გული არ დამწყდება, თან თავიდან დაბალ ტემპერატურაზე ვცდი, არამგონია დასკდეს. ისე საინტერესოა მართლა ფოლგა როგორ იმუშავებს. ხო სულ არაობას ჯობია, ერთი შეხედვით ვიცით რო ალუმინი კარგი გამტარია და თან ისე თხელია, გამჭირვალეა ლამის, კარგად უნდა მოერგოს და ამოავსოს ცარიელი ადგილები. დავწერ მერე შედეგს, ხვალ გავაკეთებ
  11. ეგ დამატებითი პროგრამა კი არა ბიბლიოთეკაა. როცა თამაშს წერენ, კოდში საჭირო ბიბლიოთეკებს იყენებენ. ეს პროგრამირების საკითხია და ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ საჭიროა ერთი სიტყვით, რომ არ ჩავუღრმავდეთ. თუ ვერ მოიძებნება ეს ბიბლიოთეკა შესაბამის ადგილზე, მაშინ source code ვერ იმუშავებს, ე.ი. ვერც თამაში. ასე რომ საჭიროა. პ.ს. პროგრამის მყარ დისკზე არსებობა, დაინსტალირება შენელებასთან არანაირ კავშირშია.
  12. დიდი ამბავი, ძველი ვიდეოა, მაინტერესებს უბრალოდ. თან თერმო პასტა არ მაქვს და მაგის მაგივრადაც თხელი ფოლგა უნდა გამოვიყენო, მაინტერესებს შედეგი. კარგი გამტარია სიცხის თან ალუმინი... წავა მგონი ხო... რას იტყვი
  13. ვიდეო დაფის შეკეთების ღუმელის მეთოდში ოსტატი არის ვინმე? ღუმელი არ მაქვს და გაზქურის დუხოვკაში თუ როგორც ქვია იქ რომ გავაკეთო ეგ საქმე არ გამოვა? ვის გიცდიათ? უნდა გამოვიდეს წესით, სიცხე იქაცაა აქაცაა, უბრალოდ ტემპერატურას ვერ ზომავს ეს და ნახევარზე რო დავაყენო ან რაღაც ეგეთი და გახურებულ ქურაში 10წთ-ით დავტოვო, მოვიგებ რამეს?
  14. სწორია. ყველა მიმომხილველი ამას ამბობს, როცა რაიზენს იყიდით, ის მაზერი ბოლო ვერსიაზე დაფლეშეთ, რომელზედაც უნდა ამუშავოთო. თუ ბოლო ვერსიაზეა ისედაც, მოცემულობიდან გამომდინარე რამ შეიძლება უშველოს არ მახსენდება. შეამოწმე ბიოსის ვერსია აბა. პ.ს. ისე ხშირად არ არის ჩარტში მითითებული რომ მხარდაჭერილია ესათუ ის ოპ. მეხსიერება, მაგრამ ჩვეულებრივად უდგება, მარტო სახელმძღვანელოს ნუ ენდობი ეს გაითვალისწინე? When running XMP at DDR4 2667MHz or higher, the system’s stability depends on the CPU’s capabilities. ასეთი რაღაცაც წერია და გასათვალისწინებელია.
  15. კავკასიაში 2250 ანუ სტანდარტულია, თუ მომავალ წელს არ გააძვირებენ. საუბარი იყო ამაზე. 2 წლის წინ უფრო ძვირი ღირდა, მერე გააიაფეს და არის საუბარი ისევ გაძვირდებაო, ზუსტად ვერ გეტყვი
  16. https://thepiratebay.org/torrent/17670400/EaseUS_Data_Recovery_Wizard_11.5.0___Keygen_[CracksNow] აქ არის იმ პროგრამის [სრულის] თორენთი. არ მახსოვდა 500გბ-ზე მეტზე რო ითხოვდა თანხას. thepiratebay-ზე მოძებნე, არის ასეთი შეტეხილი პროგრამები. პ.ს. ორი პროგრამით ერთდროულად დასკანერება არ შეიძლება. ფისიკურად შესაძლებელია, მაგრამ დროს გაწელავს და არაეფექტური იქნება
  17. გერმანიას გაუსწრო იტალიამ საერთო რეიტინგში. 1. ესპანეთი 2. ინგლისი 3. იტალია ^ 4. გერმანია ⌄ ინგლისთანაც ახლოა იტალია და თუ პრემიერ ლიგის გუნდები აზრზე არ მოვლენ იმათაც გაუსწრებენ ალბათ მალე
  18. ბაიერნი კიარა მილანის თამაშის სტატისტიკა და გოლები ნახეთ რეიკაა თუ რიეკასთან ამათი გიჟი დედა ##### :დდ
  19. ბევრი არაფერი. ვნახე პრეზიდენტს რომ მოუწყვეს ტური. მგონი ახალი უნია და მაინც გამოცდილება სჭირდებათ, ვერაფერს გეტყვი დანამდვილებით
  20. ვიდრე გიპასუხებდნენ, უნდა ითქვას ისიც რომ პროგრამირება თავადაც შეგიძლია ისწავლო და როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, თუ სახელმწიფო სექტორში არ აპირებ მუშაობას, კერძოში დიპლომს არავინ უყურებს, არამედ ცოდნას. 1. საუკეთესოა MACS-ის სკოლა, თავისუფალ უნიში, მაგრამ სტანდარტულზე ძვირი ღირს. შემდეგ კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლა CST, სადაც პროგრამირება C++თ იწყება და ამ ენას და ალგორითმებს ზაზა გამეზარდაშვილი ასწავლის, საქართველოს პროგრამირების ოლიმპიური ნაკრების თანამწვრთნელი და ყაზახეთის პროგრამირების პირველობის ჟიური. მისი პიარი არ ვარ, უბრალოდ ვთქვი რატომ კავკასიის უნი (რომელსაც სხვა პლუსებიც აქვს, მათ საიტზე ბევრს გაიგებ) და თავისუფალს ახსნაც არ სჭირდება. 2. სიტყვების თამაშია. მაგალითად კავკასიის უნიში რის სწავლასაც იწყებენ პირველ კურსზე, იმას მხოლოდ მე-3 კურსზე იწყებენ ქართულ-ამერიკულში. კავკასიის უნიში სწავლობ C++ საბაზისოს, ვებ დეველოპმენტი, პითონს, OOP-ს და .NET, ცალკე კიდე ქსელები. მოკლედ საბაზისოს ყველაფრის ცოდნას გაწვდიან. ასევეა მაკსში როგორც ვიცი, მაგრამ ორივეგან სწავლა რთულია, თუ იზარმაცებ. შეგიძლია ჩააბარო ტექნიკურში და არც იარო, სამაგიეროდ ზ/ხსნებულ უნიებთან შედარებით ისწავლი მეათედს... 3. ვები, სისტემური ა.შ. არ ვიცი რას გულისხმობ. სისტემური რა არის საერთოდ. ახლავე თუ არ იცი რას გინდა ხელი მიჰყო ცოტა რთული იქნება, მაგრამ თუ მოინდომებ გამოვა ეგ საქმე. გადახედე ბაზარს, არ არსებობს დაწერილი კანონი ან სტატისტიკა, რომელი რომელს სჯობს. მე მაგალითად C++ და ჯავას ვსწავლობ, ვიღაცას ვებ დეველოპერობა უნდა და ა.შ. 4. საწყის ეტაპზე საპროგრამო ენებს გაეცანი და ზოგადი ცოდნა მიიღე ვებ დეველოპმენტის შესახებ, რომ დაახლოებით იცოდე რას რა არის და რა გინდა. მყავს ჯგუფელები, რომლებმაც პროგრამის დაინსტალირებაც არ იციან როცა პროგრამირების სწავლა უნდათ ასე რომ, გაიგე რაში "ისვრი ხელებს".
  21. https://www.easeus.com/datarecoverywizard/free-data-recovery-software.htm თუ დაფორმატებული არ არის ეგ გარე ვინჩესტერი წაშლის შემდეგ კიდე შესაძლებელია ამ პროგრამით აღდგენა. გადმოწერე საცდელი ვერსია და დაასკანირე გარე ვინჩესტერი, deep scan-ში გამოჩნდება რისი აღდენაც იქნება შესაძლებელი
  22. ნორმალური შედეგია. რა ssd არის ისიც გვითხარი. 850 პრო გამოწერე ბოლო-ბოლო? პ.ს. მშვიდობაში, ssd ცხოვრებას ამარტივებს
  23. მილანში ელოდებიან. მონტელა როგორ მიაღწევს ზამთრამდე ეგაა ცალკე საუბრის თემა და არაა გამორიცხული პაპა კარლო დაბრუნდეს. ბაზელი ამ ხუმრობა ხუმრობაში კი ჩამოყალიბდა ანგარიშ გასაწევ მეტოქედ. ყარაბახი ეძახე და რაც არ უნდა იყოს არ განადგურებულა რომასთან. ჩვენ როდის გვეღირსება ნეტა...
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.