Jump to content

OpTiMeR

წევრი
  • Posts

    3169
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    10

Posts posted by OpTiMeR

  1. დაბრუნების წესები ასეთია, მყიდველისთვის:

    1. Request a return / ანუ ან დაბრუნებას ითხოვ ან შეცვლას.

    2. Seller is notified by the buyer / შეტყობინება მისდის გამყიდველს დაბრუნების ან შეცვლის თაობაზე. (ამ შემთხვევაში ის გიცვლის ნივთს).

    3. Seller sends the buyer a return-shipping label / გიგზავნის დაბრუნების იარლიყს, რითაც უნდა დააბრუნო ნივთი. ეს არის წინასწარ-გადახდილი, წინასწარ-დამისამართებული, გადამზიდის მისამართი და ინფორმაცია და ა.შ. და ა.შ. იმისათვის, რომ მყიდველმა ცალკე დაბრუნების ფული არ იხადოს ან ფოსტაში/გადამზიდებში გარკვევა არ დასჭირდეს და ბოდიალი.

    4. The buyer returns a good / მყიდველი აბრუნებს ნივთს მითითებული return-shipping label-ით.

    5. Seller inspects the item and issue a refund / როცა შეცვლის მაგივრად დაბრუნება ხდება, (შენ არ გეხება, იმიტომ რომ იგივე ნივთი გამოგიგზავნა/შეგიცვალა და თანხას არ დაგიბრუნებს) ამ დროს ანაზღაურებს გამყიდველი თანხას.

    სულ ესაა...

  2. 13 minutes ago, Gobro said:

    მე media creation tool-ით გადმოვწერე და 1709 ბილდია 

    ძალიან კარგი, ახლა მეც დავაყენებ.

    პ.ს. Microsoft Sans Serif-მა ქართული შრიფტის მხარდაჭერა მიიღო და მე კი მომწონს.

    Spoiler

    9af877937447.png

     

  3. media creation tool-ში რამდენ ხანში ემატება ხოლმე ახალი ანაწყობი? Live assistant-ს მივწერე მაიკროსოფტის საიტზე (არავირტულურს) და მიპასუხეს რო 1709, ბოლო ანუ უკვე არის MCT-შიო და ცოტა დაბნეული ტიპი იყო, თითქოს სტაჟიორი იყოო, ტყუილად არ გადავაყენო

  4. 1 hour ago, Gik. said:

    ხო მაგ სტატისტიკის მონაწილე იმ დღიდან ვართ როცა სოციალურ ქსელებს მივეტანეტ :) facebook-ზე სტატუსებად წერენ პოლიტიკოსები მაგ სახელმწიფო საიდუმლობებეს უკვე )) პირად მიმოწერაში როგორი შიბლები არიან წარმოდგენაც აღარ მინდა !

    ამ საკითხზე ბევრი საუბარი შეიძლება. არ მგონია რომ პოლიტიკოსები სახელმწიფო საიდუმლოებებს facebook-ზე სტატუსის სახით ტვირთავდნენ და თუ მსგავს რამეს აკეთებენ ეს უფრო სპეკულაცია და გამიზნული ქმედება იქნება. როგორც ვიცი თავად არ მართავენ საკუთარ პროფილებს, მათ რედაქტორები ჰყავთ და თუ ასეთ შეცდომას უშვებენ და ვერ იაზრებენ კონფედენციალურობის თემას, არ გამიკვირდება - მაინც ქართველი პოლიტიკოსები არიან. გარდა ამისა, facebook-ზე ხომ არ ვსაუბრობთ, აქ ოპ. სისტემის დაუცველობაზეა საუბარი, სოციალური ქსელი ცალკე საკითხია.

    ნუღარ გავაოფებთ windows 10-ს თემას, თუ გსურთ off-topic-ში ვისაუბროთ. ფაქტი ისაა რომ ეს ოპერაციული სისტემა ხალხის კონფედენციალურობას არ აფასებს და ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად მოერიდებით, გამოიყენებთ თუ არა, თქვენი ნებაა ბატონო. თუ თვლით, რომ საფრთხე არ გემუქრებათ კი ბატონო.

    • Upvote 1
  5. 8 hours ago, Gik. said:

    დაჯერებით ვის არ ჯეროდა? უბრალოდ უმეტესობას არ აინტერესებს ! ინტერნეტი მომხმარებელი იყო და საკუთარი პრივატულობა დაცული გეგონოს 2017 წელს ძაან ოპტიმისტი უნდა იყო :) მაშინ საერთოდ არ უნდა გაეკარო ინტერნეტს თუ ასე გაწუხებს ეს ფაქტი! მითვალთვალონ და იყვნენ მაიკროსოფტი თავისთვის სასარგებლო ინფორმაციას ათასი წელი ვერ მიიღებს ჩემგან და იყვნენ არ მიშლის )

    და გგონია რომ რადგან შენგან კონკრეტულ სასარგებლო ინფორმაციას ვერ მიიღებს, სარგებელს ვერ ნახავს რო მოუნდეთ? იქ არამგონია კონკრეტულად ერთ კაცზე იყვნენ მიმართულნი. მასაზე დაკვირვება, სტატისტიკა, ვინ სად, რას აკეთებს, ყველაფერს ხედავენ. ტელემეტრია მარტო ტახომეტრის მზომავი კი არ არის... ყველას საკუთარი აზრი აქვს გასაგებია. ყველაფრის მიუხედავად მე არ ვფიქრობ რომ ეს ასე უბრალოდ უნდა გაატარონ. ცოტა ღრმად ჩაფიქრებაა საჭირო და მოვხვდებით რატომაც. აქ მარტო საკუთარ თავებზე არ უნდა ვიფიქროთ, თორე მე და შენ რომ არ გავცემთ სახელმწიფო საიდუმლოს ეგ გასაგებია, არც მაქვს და... :) 

  6. კი ბატონო, როგორ არ შეიძლება. გინდ ონლაინ, გინდ ლაივში, ყველაფერს დაგეგმვა და ორგანიზება უნდა თორე არც ლაივში იქნება ცუდი, უმეტესობა იცნობს კიდეც ერთმანეთს, მაგრამ ვინც არ იცნობს კარგი იქნებოდა ერთმანეთის გაცნობაც, ბენჩებიც რა ვიცი... მახსოვს ადრე იყო თუ არ ვცდები ასეთი რაღაც 

  7. რაიმე ხომ არ ჩაისხა კლავიატურაში? ან მექანიკურად ხომ არ დაზიანდა? ხომ არ მოხვდა რამეს? მარტო შენ იყენებ?

    ან რამდენი ხანია რაც გაქვს ლეპტოპი? მემგონი საერთოდ ახალი მოდელებია envy-ს ვერსია, ჯერ სიძველის გამო არ უნდა გაფუჭებულიყო.

    ასოები რო იკრიფებოდეს არეულად კიდე იფიქრებდა კაცი layout ხომ არ აირიაო, მარა f f7-ს რატო წერს ნეტა...

     

  8. ეხ, თამაშების პოსტები მომრავლდა საიტზე ძალიან. აღარაა ბევრი ბენჩმარკები თუღაა საერთოდ, ოვერქლოქი, რეკორდები რამე...

    დოლარს რა ვუთხარი ვერ გიყიდია კაცს სერიოზული სისტემა.

    ვისაც ენთუზიაზმი გაქვთ, ვისაც ვიდეო დაფების გონკაობები გიზიდავთ, შეარკინეთ თქვენი სათამაშოები ერთმანეთს :) გამოცოცხლდეს ცოტა აქავრობა.

  9. 39 minutes ago, majinboo said:

    არსენალმა შეიწირა ჩემი ნერვები,ვენგერმა მომიწამლა ახალგაზრდობა :mad:

    ევროპა ლიგას მოვიგებთ მაინც :mad:

    ჯერ მილანია ევროპაზე, მერე დიდი ალბათობით დორტმუნდიც გადმოვა. მამენტ დორტმუნდი რამდენად იბრძოლებს ევროპაზე არ ვიცი, ბუნდესლიგა კარგად დაიწყეს, მაგრამ ლიგიდან კარგი გუნდები გადმოინაცვლებენ ალბათ... ასეთი თამაშით, ვერც ევროპას მოიგებენ ვენგერის ხელში, მამენტ არც მილანი ბრწყინავს, მაგრამ... ვენგერი არ წავა, უნდა მოკლას ვიღაცამ, უნდა გააგდონ, ცემონ გალახონ, სანამ საკუთარი თავმოყვარეობა არ შელახულა ჯერ კიდევ..

  10. ეგრე უნდა გაუკეთო ყველას ვისაც ასაცმელი აქვს, რა ვიცი იტალიაში კი ერიდებათ მწვრთნელების გაშვება, თორე ალეგრის ან მონტელას გუნდებში დატოვება შეიძლება? ან ვენგერის კიდე იქით, ვოტფორდმა შეურბინ გამოურბინა. მაგ კაც თავმოყვარეობა არ აქვს.

    მარა, თუ ფრეც აწყობდათ და კაცმა მსოფლიოზე გაიყვანა გუნდი რაღას ერჩოდნენ

  11. ეგ მეთოდიც system-ს ამატებს, სულ ქვემოთ უწერია პოსტში.

    შენ ხო clean install-თ დააყენე ვინდოუსი, მაგ შემთხვევაში არ უნდა ჰქონოდა ეგ პრობლემა.

    DCOM საერთოდ რა საჭიროა არა სერვერულ ოპერაციულ სისტემაზე ვერ ვიგებ, უფრო მოწყვლადს ხდის ეგ. ეგ სჭირდებათ workgroup-ის მომხმარებლებს, სადაც უამრავი იუსერია.

  12. მაგ უფლებების მიცემა კითხვის ნიშანს აჩენს. საერთოდ რატო ითხოვს უფლების ხელით გაწერას, მითუმეტეს ფინალურ ბილდში (ბეტა კიდე გასაგებია). პირველი არ იქნები ვინც ეგ ერორი ნახა, სერვერებზე აქვთ მსგავსი პრობლემა, მაგრამ ოპერას რატო ჭირს ეგეთი რაღაც...

  13. გამარჯობა ლინუქსის მომხმარებლებო,

    მოკლედ, მინტი დავაყენე და ვერაფრით გავასწორე რეზოლუცია. თავიდან Nvidia-ს დრაივერსაც ვერ ვაყენებდი. Driver Manager-ში binary driver 340 იყო და როცა გადამყავდა, applying change-ს ბოლოს Package Operation Failed-ს წერდა. გუგლში მოვძებნე ინფორმაცია და გავარკვიე, რომ Legacy Mode-ზე უნდა დამეყენებინა, ისე third-party software-ს ვერ დავაყენებდი. დავაყენე ლეგასიზე და ჩვეულებრივად დაასრულა ოპერაცია, აღარ დაფეილებულა, მაგრამ რესტარტის მერე რეზოლუციას მაინც ვერ ვცვლი.

    1600x900 არის ჩემი მონიტორი (16:9) და მაქსიმუმ 1360x768 არის. default-ად 1024x768-ზე იყო.

    NVIDIA X Server Setting-ში, ასეთი რაღაც მხვდება. (ფოტოში დამავიწყდა resolution ჩამომეშალა, მოკლედ მაქსიმალურია 768p და მერე უკვე auto არის, auto-ზე კიდე 1024x768-ზე დგება) ვცადე ხელით მიმეთითებინა 1600x900 და სკალირებას უკეთებს, მაგრამ დამახინჯებულია. inxi -F-ს output-ში რეზოლუცია 1360x768-ზეა ისევ...

  14. ყველაზე ცუდი რაც კი მაიკროსოფტს გაუკეთებია მობილურ სეგმენტში ხელის გასვრა იყო, ისე რო ვეღარც მოიშორა ეგ ჭუჭყი, ვერ გაქაჩეს.

    არაფერი კარგი არ დამამახსოვრდება ჩემი ლუმიისგან. ჯერ დესკტოპს მიხედონ ნორმალურად

  15. 3 hours ago, nseries430 said:

    მათე browsec როგორი ვიპიენია? ექსთენშენში ებმევა google chromes თან უფასოა

    თვითონ ქრომის მოხმარებაც არაა ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილი ჩემი აზრით. მარტო vpn ბოლომდე დაცვა არაა. ეგ კი არა, protonVPN-ს terms and policy-ში უწერია, რომ 100%-ან დაცვას არ გთავაზობენ და ვერავინ შემოგთავაზებს, მეტ წილად მაინც იუსერზეა დამოკიდებული ეგ საქმე.

    პ.ს. მეც free ვერსია დავაყენე, secure core-ც ჩავრთე (ჯერ საკუთარ სერვერებს უკავშირდება და მერე მიდის სხვადასხვა ქვეყნების ip-ზე, ორმაგი დაცვასავითაა) და საერთოდ არ დაუგდია სისწრაფე უბრალოდ პინგია 80. ყველაფრის გათვალისწინებით იდეალურია მაინც... ახლა ლინიქსის შესწავლა დავიწყე და ნელ-ნელა გადავბარგდები. დისტრიბუტორს ვარჩევ ჯერ, linux mint-ზე გადავალ თავიდან, ყველაზე new user friendly ეგაა, თან ძველი hardware მაქვს და კარგი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს...

    • Upvote 2
  16. მადლობა მათე.

    ამ საკითხზე მეც ნაფიქრი მაქვს, მაგრამ ღრმად არ მიკვლევია. მაგრამ ახლა აუცილებლად გავითვალისწინებ ყველაფერს და დავიწყებ ყველაფრის დატვიკვას. იქნებ ლინიქსზეც გადავიდე, თამაშებს მე მაინც არ ვთამაშობ, ნუ ეს აქ არაფერ შუაშია, მაგრამ მაინც.

    სნოუდენის საქმეს დღესაც თვალს ვადევნებ და მართლაც დასაფიქრებელია. რატომღაც ხალხი დიდად არ ღელავს ამაზე, თორე nsa-ს კარგი დღე არ დაადგებოდა და ზოგადად ყველა ქვეყნის სადაზვერვოს. რაც არ უნდა გააკეთო შეიძლება მაინც გაგეპაროს რაღაც და ბოლომდე დაუცველი ვერ იყო, მითუმეტეს როცა ხელს უწყობ, ვინდოუს 10-ს ვგულისხმობ. რო დაუფიქრდე დიდი ალტერნატივა მაინც არ არის. ხალხს სხვა ოპ. სისტემაზე გადასვლა ერთულება, ჩემი ჩათვლით, მაგრამ ამას გამოვასწორებ და ყველას ვურჩევ გაითვალისწინოს. დღეს თუ თვალს დავხუჭავთ, ხვალ ცუდ შედეგს მივიღებთ და არავის ეგონოს ეს პანიკიორი ხალხის აშლილობა. საპანიკოა, მაგრამ არავინ ცდილობს გამოსწორებას. ყველა კარგად ამყოფოს და ვინ საიდან როდის მოგადგება ვერ გაიგებ. ჩემს ახლობლებშიც იგივე სიტუაციაა, ვცდილობ ავუხსნა მაგრამ იგივე პასუხი, დასამალი რა მაქვს :) 

    • Upvote 1
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.