Jump to content

Romaarn

წევრი
  • Posts

    37
  • Joined

  • Last visited

Everything posted by Romaarn

  1. ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად იჭედება და power-ით მიწევს ხოლმე რესტარტი. დღეში რამდენიმე ათეული გაჭედვა უკვე ზედმეტად გამაღიზიანებელია. რამდენიმე დღის წინ დავრუთე, რომ მეთქი რომელიმე rom-ს ჩავწერ, მაგრამ არ ვიცი როგორ და არ ვიცი რომელი. რომელს მირჩევთ? stock მაქვს ამდენი ხანი და ერთადერთი მინდა სტაბილურად და სწრაფად მუშაობდეს. ან საერთოდ, ეგ უშველის ამ გაჭედვებს/გაყინვებს?
  2. რამდენიმე ნაწილი გზაშია და მალე ჩამოვა. დანარჩენებსაც ამ დღეებში გამოვწერ. კიდევ რა მაინტერესებს, თერმოპასტა აქ ვიყიდო, თუ ეგეც გამოვწერო? და კეისისთვის დამატებითი fan-ები დამჭირდება? კიდევ ერთი რაღაც, ჩემით აწყობა, ალბათ, ძალიან გამიჭირდება. არასდროს გამიკეთებია... როგორ ფიქრობთ, ვცადო ჩემით (youtube-ის დახმარებით) თუ ვინმეს ვუთხრა? დაახლოებით რამდენს გამომართმევენ ?
  3. ვითომ მიღირს ეგ? ახლა ხელზე ჯერ არ მაქვს ფული, მაგრამ რომ მქონდეს ღირს მაგის ყიდვა? ორი GTX 660 აჯობებს GTX 770-ს? მაგის და SSD-ს გარდა, მე მგონი, დიდი განსხვავება არაა ჩემს ნაწილებთან. თან ნახმარზე გული არ მიმიწევს...
  4. l-e-v-a-n, ოპერატიულს მაგას ავიღებ. 23 -იანი მინდა. არაა დიდი, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ამას რას უწუნებ? (გარდა ფირმისა და ეკრანის ზომისა) თან ფასიც ჩემთვის ხელსაყრელია. იმის ფული რომ მქონდეს, სხვებს მონიტორის ფირმით ვაწონებდე თავს, GTX 770-ს კი არა ორ ცალ ტიტანს ავიღებდი ერთი ის მაინტერესებს, ამ ეკრანს როგორი ზედაპირი აქვს და, ფაქტობრივად, ავირჩიე უკვე. კეისზე მომეწონა შენი რჩევა და ასევე გუგაეონ-ის. ამ ორიდან ერთ-ერთს ავირჩევ: http://www.pcplus.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage.tpl&product_id=574&category_id=27&option=com_virtuemart&Itemid=7 http://www.pcplus.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage.tpl&product_id=971&category_id=27&option=com_virtuemart&Itemid=7 Eip Ococh , კვება ეს გადავწყვიტე. ცოტა ფულსაც დამაზოგინებს. დედაპლატა ეს და პროცესორი - I5 4670K.
  5. gvtiso, მონიტორის ყიდვა აქ მირჩევნია და თან ძვირია ეგ. კი მაგრამ, ხომ ჩამოვწერე ფასები და ასე გამოდის. იძულებული ვარ I5 ავირჩიო, ან სხვა რამეს მოვაკლო ფასი. მაგალითად, ვიდეო ბარათს... Eip Ococh და დედაპლატაზე რას იტყვი? რომელს აიღებდი? P.S. თამაშებში რამე განსხვავება მექნება I5-სა და I7-ს შორის? როგორც ვიცი, თითქმის არაფერი. თამაშების გარდა ძირითადად მჭირდება ინტერნეტისთვის, ფილმებისთვის და საოფისე პროგრამებისთვის. ხანდახან შეიძლება ვიდეო ედითინგზეც ვიფიქრო ხოლმე, მაგრამ ეს ძალიან მეეჭვება... ვაფასებ ყველას რჩევას და მადლობა, რომ წუხდებით.
  6. T a S o T T i , მაგალითად, რომელ დედაპლატას მირჩევდი? BL@CKKN1GHT, ნეტა არ გეჩვენებინა პრინციპში, არ ვიცი გავრისკავდი თუ არა ნახმარის ყიდვას. მაგრამ როგორი მიმზიდველია...
  7. l-e-v-a-n, მე რაც დავდე, მარტო ვიდეო ბარათს და პროცესორს სჭირდება 640$ +115$(განბაჟება) = 755$ ამათი განბაჟება მომიწევს და სხვებზე გამოვძვრები. ოპერატიული (რომელიც მითხარი) - 85$ კვება ეს, ხო? ანუ 115$ დედაპლატა 135$ ქულერი 30$ ოპტიკური წამკითხველი 20$ HDD - 91$ (1 ნამდვილად არ მეყოფა. საერთოდ სამზეც ვფიქრობდი, მაგრამ ორზე გავაკეთე არჩევანი) ჯამში გამოდის 1231$ ანუ დაახლოებით 2065 ლარი. მაგას დაემატება usa2georgia-ს დაახლოებით 130 ლარი და გახდება 2195. ეგ კეისი მომეწონა, გავითვალისწინებ აუცილებლად + 89 ლარი და გამომდის 2284 ლარი. მონიტორისთვის მრჩება 316 ლარი. დიდი სიამოვნებით ვიყიდიდი I7-ს, მაგრამ როგორც ხედავ, ფული აღარ მეყოფა...
  8. მოკლედ, 2600 ლარად მინდა ავაწყო სისტემა+კეისი და + მონიტორი. მონიტორს, ამას ვფიქრობ: Philips 237E4QHAD E-Line 23" IPS და ამ კეისს: Codegen ATX-M702-CA ანუ თითქმის 2200 ლარი მრჩება კონფიგისთვის. ამაზონზე ვაპირებ ყიდვას და ესენი ავირჩიე (წესით უნდა ჩავეტიო ფასში) 1) ოპერატიული მეხსიერება: Corsair Vengeance 8 GB ( 2 x 4 GB ) DDR3 1600 MHz 2) კვება: Corsair Professional Series HX 750 Watt ATX/EPS Modular 80 PLUS Gold (HX750) 3) პროცესორი Intel Core i5-3570K 4) HDD Seagate Barracuda 2 TB 5) ოპტიკური წამკითხველი Lite-On Super AllWrite 24X SATA DVD+/-RW Dual Layer Drive - Bulk - IHAS124-04 (Black) 6) ქულერი Cooler Master Hyper 212 EVO 7) დედაპლატა Gigabyte Intel Z77 LGA 1155 8) ვიდეო ბარათი EVGA GeForce GTX770 SuperClocked ახლა რა შეკითხვები მაქვს: 1) კეისში ამაზე მეტს ვერ გადავიხდი და მითხარით, ვარგა რაც დავდე? ნაწილების ჩატევის ან გაგრილების პრობლემა ხომ არ მექნება? ან ხომ არ მირჩევთ რომელიმე სხვას? 2) აქ დავდე i5-3570K, მაგრამ i5-4670K ხომ არ ჯობს რომ ვიყიდო? ფასში უმნიშვნელო განსხვავებაა და ღირს Haswell-ის არჩევა? 3) Haswell-ს თუ ავირჩევ, დედაპლატის შეცვლაც მომიწევს? 4) კვებაზე რა შეგიძლიათ მითხრათ? საკმარისი იქნება? 5) ვიდეო ბარათი EVGA-ს GTX-770 ავირჩიე, როგორც ვიცი, ახალი გაგრილება აქვს და 2 GB საკმარისი იქნება? Gigabyte GTX 770 GDDR5-4GB-საც ვფიქრობდი და მიღირს დამატებითი 2GB-ს გამო ფულის დამატება? პრინციპში, აზრი არ აქვს, მერე ვეღარ ჩავეტევი ფასში... ჩემს მონაცემებს თუ შეხედავთ, დაინახავთ, რომ შორეულ წარსულში ვცხოვრობ ძალიან ჩამოვრჩი მოვლენების განვითარებას და დიდი იმედი მაქვს, დამეხმარებით. (ისე, ჩემი კომპიუტერის გაყიდვაზე არც უნდა ვიფიქრო, ხო? )
  9. ძალიან მიმზიდველი შეთავაზებაა. დიდი სიამოვნებით ვიყიდიდი რამე პრობლემა ხომ არ აქვს? ასე იაფად ყიდი და. . .
  10. :D რამე რომ იყოს, ვინმეს მოუნდება ჩემი ანტიკვარი? დაახლოებით რამდენს გადაიხდიან?
  11. არავინ იცით? და საერთოდ ჩემი კონფიგი რამდენად შეფასდება?
  12. გამარჯობათ, ახალი ვარ აქ. ASUS P5LD2 SE მაქვს. ვათვალიერებდი ამაზონზე და http://www.amazon.co...9015&sr=8-1­­ეს რამე შეცდომაა? რატომ აქვს ამხელა ფასი?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.