Jump to content

eolsori

წევრი
  • Posts

    367
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    6

Everything posted by eolsori

  1. ბიოსიდან სცადე ქულერის მუშაობის დარეგულირება? მე მაგალითად პროცესორის ქულერის დატვირთვა ბიოსიდან მაქვს მითითებული, რომ სტანდარტული 30$ იანის ნაცვლად ატომატურად იმუშაოს სრული დატვირთვით კონკრეტული ტემპერატურის შესაბამისად. ვიდეო კარტის ქულერს კი Nvidia Xconfig-ის საშუალებით ვმართავ X ფაილში შესაბამისი ცვლილების შეყვანის შემდეგ, მაგრამ ინტეგრირებულზე არ ვიცი როგორ იქნება. ჰოდა ეგ ლუბუნტუ რომელი ვერსია დააყენე? 16.04 LTS არის სტაბილური. 17.10-ს ძალიან ბევრი ბაგები აქვს განსაკუთრებით ლეპტოპზე...
  2. თუ ბიუჯეტი გიშვებს რა თქმა უნდა ჯობია. თუმცა ზუსტად არ ვიცი ფასთა შორის რამდენად დიდი სხვაობაა. 64გბ-იანზე იმიტომ ვფიქრობ, რომ ჩემი აზრით უფრო ბიუჯეტური იქნება-თქო. რომელ მოდელს/ბრენდს ანიჭებ უპირატესობას და ხომ არ გაქვს გასაყიდი შემთხვევით ან სამომავლოდ ხომ არ აპირებ გამოწერას?
  3. 64გბ იანი სსდ რამდენად გამოდგება მხოლოდ სისტემისთვის? მაგალითად ვინდოუს 10 ან ლინუქსის რომელიმე დისტრო რომ ჩავწერო და თამაშები ან დანარჩენი ფაილები ჰდდ-ზე მქონდეს რა ფასად შეიძლება ამ ზომის სსდ-ს ახლის ან მეორადის შეძენა? ვგულისხმობ ფასს, რომ შენაძენი ღირდეს ამად და გადახდილი თანხის შესაბამისი სამსახური გასწიოს ტექნიკამ. P.S. კონკრეტულ პროდუქტსაც თუ დამილინკავთ მადლობელი ვიქნები.
  4. ლინუქსზე რა უნდა დაწვას პირიქით უფრო გრილად გექნება კომპი და თუ ვინდიდან გადმოსვლა დააპირე, მაშინ ძალიან მარტივ და უბრალო რაღაცას შეუშინებიხარ. psensor-ს გარდა რაც მათემ გირჩია ეგეც შეიძლება გამოიყენო და კიდევ ბევრია ტემპერატურების გასაკონტროლებლად, თუმცა თუ გეიმინგისთვის არ გინდა ფაქტობრივად არც დაგჭირდება :დ
  5. ამ თემის პირველი პოსტი წაიკითხე? იქ არის ჩამოთვლილი რამდენიმე მოდელი. თუ გამოწერას არ აპირებ და აქ ყიდვა გირჩევნია @Gogla1990 ამ ადამიანს აქვს ადგილზე კარგი დედა პლატები და მიმართე
  6. მუშაობაშიც ატყობ ცვლილებას თუ მხოლოდ ხმაურიდან გამომდინარე ასკვნი, რომ დაზიანებულია და მალე გაფუჭდება? იქნებ უბრალოდ დაზეთვამაც უშველოს. ჩემ შემთხვევაში დაზეთვამ უშველა და აგერ 3-4 წელი იქნება აღარ დამიზეთია და არც ხმა ამოუღია რომელიმე ქულერს.
  7. 490-500 სოლს იმ შემთხვევაში დებს თუ ქორი +150, მემორი +600 და პაუერ ლიმიტი 100 მაქვს. თუ პაუერ ლიმიტს 95-მდე ვამცირებ სოლიც 480-485 -მდე მცირდება. ახლა ასე მიყენია: ქორი: + 100 , მემორი +500 , პაუერ ლიმიტი 95 და სოლი საშუალოდ 470-475 -ია. ტემპერატურა 55-ზეა და ქულერების დატვირთვაც 55-ზე ან ნაკლებზე ანუ გაგრილების პრობლემა არ აქვს, მაგრამ შედეგი როგორია ენერგომახმარებასთან მიმართებაში? ეთერიუმზე ქორი მინუს 400 გიწერია?
  8. სხვა ოთახში გადავიტანე, სადაც გათბობა საერთოდ არ მაქვს და უფრო გრილადაა. ქულერების დატვირთვაც შემცირდა და ტემპერატურაც. შეგიძლია მირჩიო ამ 1070-ის ოვერქლოქინგისთვის ოპტიმალური პარამეტრები? ან ღირს თუ არა საერთოდ? ბარათის სიცოცხლისუნარიანობის შემცირებაც არ მინდა და რომელ პულზე და მაინერზე ჯობია ოვერქლოქინგი?
  9. ქულერებს 63-65% დატვირთვაზე რომ ვამუშავებ ბევრი ხომ არაა? ტემპერატურა 58-59-ზე ზევით არ ადის. თუ დატვირთვას დავუწევ, მაშინ 60-მდე იმატებს, მაგრამ დიდხანს არ დამიტოვებია ამ ტემპერატურაზე.
  10. თვითონ ამ ბოლო დღეებში და ზოგადად კრიპტოვალუტასთან მიმართებაში მიმდინარე პროცესებია ფენომენალური. თუმცა ჩემისთანა დამწყებისთვისაც კი არ ყოფილა მოულოდნელი ბოლოდროინდელი მოვლენები. თქვენთვის მით უმეტეს არ იქნებოდა ძნელი განსაჭვრეტი, ვისაც უკვე გამოგიცდიათ მსგავსი მასშტაბების ცვლილებები და სავარაუდოდ არც "კრიპტოციებცხელების" მომავალი ცვლილებების და შესაძლო შედეგების პროგნოზირება გაგიჭრდებათ, თუმცა იმის შანსიც ხომ არსებობს, რომ ყველაფერი თქვენი მოლოდინის მიხედვითაც არ წარიმართოს? მე მაგალითად საკუთარის დაშვებას მირჩევნია სხვის შეცდომებზე ვისწავლო და ჩემზე გამოცდილი ადამიანების რჩევებს მივყვე სწორი ნაბიჯების გადასადგმელად, მაგრამ რომ ვთქვა თუ ყველაფერი სასურველი სცენარით არ წარიმართა ძალიან ვიჯავრებ-თქო ვიცრუებ. არ მქონია და არც ახლა მაქვს იმის ფინანსები, რომ რომელიმე კოინში ინვესტიცია ჩამედო და ვერც ჩემი 1 ცალი ვიდეოკარტა, რომელიც მარტო ღამით მაქვს ჩართული, იმდენს ვერ გამოიმუშავებს, რომ მოვლენების უარესი განვითარებით ბევრი დავკარგო. ისე საინტერესოა საშუალება რომ იყოს რაში თვლით ინვესტიციას პერსპექტიულად? პრაგმატულად თუ მიუდგები ასეა, მაგრამ არც ისე ჰუმანურია "სტაბილური კრიპტოს" ჩემეულ დეფინიციას რაც შეეხება ზედაპირული დაკვირვებით ბოლო პერიოდის ფასთა სერიოზული კლების პროცესში ზოგიერთი კოინის ფასი კატასტროფულად დაეცა. ბევრი ნაგავი კოინი ალბათ საერთოდ გაქრება. მაგრამ ამ კლების პროცესსში, როცა სხვების ფასი მნიშვნელოვნად ეცემა ხომ არის ისეთებიც, რომლებიც თუ აღმასვლას არა არც ასეთ სწრაფ დაღმასვლას არ განიცდიან და შედარებით სტაბილურად მერყეობს მათი ფასი? ანუ ხომ შეიძლება ზეკის ( რომელსაც ახლა ვამაინინგებ ) ფასმა ისეთი სწრაფი და კარგი მატება არ განიცადოს, როგორც ვთქვათ ეთერიუმის ან რომელიმე სხვის? ეთერიუმზე ხომ ამბობენ 19-ში fork -ია მოსალოდნელიო?
  11. არა, არ ვყიდი ჯერ არაფერს. ყოველ შემთხვევაში სანამ 700$ მდე მაინც არ ავა ფასი და საერთოდ რომ 200$-ზე ჩამოვიდეს იყოს მაინც ბევრი კი არაა. რასაც თვითონ გამოვიმუშავებ, თორე ყიდვით არაფერი მიყიდია. თან თქვენი, როგორც კომპეტენტური ხალხის რჩევებიც ყურადსაღებია და ვფიქრობ, რომ ასე უფრო მოგებული დავრჩები და თუ არ დავრჩები ყველაზე მეტად მარტო ვიდეო კარტის გაფუჭება დამწყვეტს გულს. ჩემთვის თვითონ უშუალოდ მაინინგი და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესებია საინტერესო. ცალკე ფეისბუქზეც ხომ ვაკვირდები რა ხდება ქართულ და უცხოურ ჯგუფებში. შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება შეიძლება... სხვა დროს ვცდი. რაც პირადში მომწერე იმის მიხედვით გავაკეთე ზეკზე და მიღებული შედეგით კმაყოფილი ვარ. dstm მაინერი + miningpoolhub.com-ზე ewbf-სთან შედარებით კარგადაც წერს და სტაბილურია.
  12. 100% -იანი მოგება გქონდა და არ დაჯერდი მაგ 20 თეთრს. იოხუნჯე და ის 10 თეთრიც დაკარგულია უკვე ისე მართლა რა უნამუსოები არიან ტიპები
  13. იმაზე რას ფიქრობთ Emoney.ge-მ ყიდვა-გაყიდვა რომ შეაჩერა? უმეტესობა ერიდებოდა მანდ რამის დაგროვებას და განაღდებას დიდი საკომისიოს და უაზრო თვითდაწესებული ფასების გამო, მაგრამ მაინც ბევრს დარჩა მანდ კოინები და ის ხალხი მეცოდება.
  14. გუშინ დილით 745$ იყო ზეკის ფასი. ახლანდელი მდგომარეობით 451$-ია. ჩემთვის განსხვავება 4$ იქნებოდა გუშინ რომ მომესწრო განაღდება, ამიტომ დიდად არ ვჯავრობ, თუმცა მესმის იმ ადამიანების მდგომარეობა ათასობით დოლარს რომ კარგავენ. კიდევ 1-2 დღე თუ ასე გაგრძელდა ძალიან ბევრი გაყიდის ყველაფერს და მიატოვებს. გარკვეულწილად მქონდა კიდეც ასეთი მოლოდინი... ახლა რა მაინტერესებს: გავაგრძელო ისევ ზეკის მაინინგი თუ სხვა უფრო პერსპექტიულ და შედარებით სტაბილურ კრიპტოზე გადავიდე? მაგალითად ეთერიუმზე. და ეთერიუმის მაინინგისთვის ცალკე კონფიგურაცია და ახალი მაინერის გადმოწერა დამჭირდება თუ ეს dstm მაინერიც გამოდგება?
  15. "მოტყდნენ" ხო ესენი? და თანხებსაც ნაისჰეშივით გააქრობენ თუ ჯერ აცლიან ხალხს გატანას?
  16. ფბ-ზე ქართულ ჯგუფში მეორე დღეა წიოკი და ვაიუშველებელია სხვა უცხოენოვან ჯგუფში ვარ და იქ ხარობენ ტიპები დიდი საახალწლო ფასდაკლებები გვაქვსო
  17. დავამატე ბარათიც, მაგრამ ფასი წავიდა ქვესკნელში. ე.ი. ჩინეთმა ბოლო მოუღო ყველაფერს.
  18. რამდენადაც ვიცი ზოგიერთ ბირჟას ( საფულეს ) აქვს მსგავსი მოთხოვნები, სანამ ვაჭრობას დაიწყებ 20$ დეპოზიტი შეგაქვს და ამ 20$ გართმევს... თუმცა თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ბიტკოინის, ისევე როგორც სხვა კოინების ფასი, კატასტროფუულად დაეცა, მაშინ შეიძლება ამიტომ გიჩვენებს 35$-ის ბიტკოინს. მაგალითისთვის: წუხელ მქონდა 7$-ის ზეკი, მაინერმა კიდევ გამოიმუშავა 2-3$ ის. ბოლოს რომ ვნახე 9$-ის მქონდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ 3-4$ ით მეტი გამოიმუშავა იმის მერე ახლა რომ ვნახულობ 6$ ის მაქვს. არადა თვითონ ზეკი ბევრად მეტია, ვიდრე გუშინ მქონდა. გუშინ ზეკის ფასი 750$ მდე იყო. დღეს 543$ -ია. @Power_VANO შენ გეცოდინება ფასი რომ ეცემა გამომუშავების სირთულე არ იკლებს?
  19. cex.io -ზე გავიარე ახლახანს ვერიფიკაცია. @urekeli_l -მა მომცა ადრე რეგისტრირებული ანგარიში და მოლოდინის საწინააღმდეგოდ სულ 2 წუთი დაჭირდათ, სანამ განაცხადს მიიღებდნენ. ვერიფიკაციის აღნიშნული ტიპი ხომ არ არის საკმარისი cex.io -ზე ზეკის შესატანად და თანხის გამოსატანად? ახლა მხოლოდ ბარათის დამატებაღა დამრჩა, მაგრამ 20$ ის შეტანაა საჭიროო და ეს 20$ ვიზა ბარათიდან უნდა დავამატო თუ ზეკს რომ გადავრიცხავ ესეც ითვლება?
  20. კი, ვნახე და მადლობა! ცოტახანში გადავაკეთებ ისევ. ახლა როგორც მაქვს არასწორია და ეს EWBF უფრო სტაბილური აღმოჩნდა ვინდოუს 10-ზე. წუხელს მერე დაახლოებით 3$ მდე დაწერა. ახლა ლინუქსზეც დავტესტავ რას იზამს. Jaxx.io-ს ნაცვლად რომელ Desktop საფულეს მირჩევ? მარტივი და კომფორტული ჩანს ეს, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით ზეკის მისამართს ყოველი ტრანზაქციის შემდეგ ავტომატურად მიცვლის, რათა მოცემულ მომენტში არსებული მისამართი ყოველთვის კონფიდენციალური იყოს, მაგრამ ამას ერთი უარყოფითი მხარეც აქვს. კერძოდ გუშინ დაწესებულ მინიმუმს 0.01 ზეკს რომ მიაღწია ავტომატურად დარიცხა და მუშაობა ჩვეულებრივად გააგრძელა, მაგრამ დარიცხვის შემდეგ მისამართი ხომ შემეცვალა და რაც შემდეგ პულზე გამოიმუშავა ის დაიკარგა, რადგან იმ მისამართზე მე წვდომა აღარ მაქვს. სანამ საფულეს შევცვლი ასეთი გამოსავალი მოვიფიქრე: გამოსატანი მინ. რაოდენობა მაქსიმალურად გავზარდე და ჯერ მაინერს გამოვრთავ, შემდეგ დავწევ გამოსატან მინიმუმს და ისე დავარიცხინებ. დაველოდები ზეკის მისამართის შეცვლას და შემდეგ გავუშვებ მაინერს თავიდან. ბოლო 12 საათის შედეგი EWBF კლიენტით https://zec.nanopool.org -ზე
  21. სტატისტიკას სად და როგორ ნახულობ? http://zec.nanopool.org/-ზე ჩემი Zcash მიასამართი რომ შემყავს ჩვეულებრივად მიჩვენებს ახლანდეს სიჩქარეს და სტატისტიკას, მაგრამ worker ისევ ძველი EWBF კლიენტის სახელი და შეარები წერია არადა ამ კლიენტის start.bat ფაილშიც გავწერე. შეგიძლია pm მაჩვენო start.bat როგორ გაქვს შევსებული? რაც დამილინკე ეს ბევრად უფრო სტაბილურია, ვიდრე EWBF მაგრამ დიდი სხვაობა არ მომცა და რაღაცას ვერ ვაკეთებ
  22. შევიყვანე ჩემი მონაცემები და ასეთი შედეგი მივიღე ვინდოუს 10 ახალი დაყენებული მაქვს და განახლებები მაშინვე გავუთიშე. თუ განახლებები საჭიროა? :/ დრაივერი უახლესი მიყენია.
  23. რაც ზემოთ დამილინკე ვერ დავაკონფიგურირე ის. ისეთი მარტივი არ ჩანს, როგორც EWBF. ანუ კონკრეტულად რომელ ადგილებში უნდა შევიყვანო ჩემი მონაცემები და რა მონაცემებია საჭირო. უფრო დიდი და რთული start.bat ფაილი აქვს. ასევე zcash.flypool.org ზე ამას მიწერს: Because of performance issues with the Zcash client we are unable to send payout transactions to z addresses! Therefore DO NOT use z addresses to mine on the pool. ამიტომ ამ dstm's ZCash Cuda miner -ს zcash.flypool.org-ის ნაცვლად https://zec.nanopool.org/ ზე ჩემი მონაცემები რომ გავუწერო რა უჭირს? თუ ამ შემთხვევაში სხვაობას არ მომცემს? მაგრამ კონკრეტულად რომელი ადგილები უნდა დავარედაქტირო ვერ გავიგე
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.