Jump to content

LevanVerdzeuli

წევრი
  • Posts

    131
  • Joined

  • Last visited

Everything posted by LevanVerdzeuli

  1. ჯერ არ დაგიწერიათ მარკ III რომ გამოცხადდა? ადრე მარკ II ბევრად ჯობნიდა დ700-ს ახლა მარკ III და დ800(ე) საინტერესოა :)
  2. ეგ არ მხსოვს სხვათაშორის. მაგრამ მეეჭვება 1 წელიწადზე ადრე გაიაფდეს. აქვე განხილვა, aka რივიუ: http://www.bhphotovideo.com/indepth/nikon/announcements/just-out-%E2%80%93-nikon-d800-d800e
  3. http://www.bhphotovideo.com/c/buy/NID800*/Ntt/NID800*/N/0 ჩემთვის დ700-სგან განსხვავებული, უკეთესობისკენ ცვლილება არის ვიდეოს რეჟიმი, გაფართოება. თუმცა მარკ2ს იმდენად არ ჯობია მგონი, რამდენადაც ძვირი ღირს მაგასთან შედარებით. იევიცი იევიცი
  4. სიგმა 400მმს ხომ არ ყიდის, 200 ლარად? ტუმცა თემას ავცდით. ა'მ სორი :)
  5. დ800 გამოვა ახლა და დ300ს-ის განახლებაც რამდენიმე თვეში ალბათ. რა ლინზა იყიდე?
  6. walkman ნახე ნიკონის პრეს ივენთები? რამე ახალს დააანონსებენ
  7. მთავარი მუღამი მანდ საგარანტიო მომსახურება უნდა ყოფილიყო. მარტო პროდუცქიის რეალიზაციით ვერ გაქაჩავდნენ ცხადია. მომსახურება უნდა გაეყიდათ, მე ამიტომ ველოდები ოფიციალურ ცენტრს
  8. მე ვეჭვობ, ესენი უბრალოდ აფერისტები არიან. ისევე როგორც iPhone-ის მღაზიის ტიპები. იყენებენ ბრენდის სახელს არალეგალურად.
  9. კენ როკველთან იპოვი ყველაფერს რაა. რაღა ეგ და რაღა ვიკიპედია. http://www.kenrockwell.com/nikon/nikortek.htm#g კაი რამეა ეგა http://www.nikonusa.com/Learn-And-Explore/Nikon-Camera-Technology/ftlzi4z7/1/Super-Integrated-Coating-and-Nano-Crystal-Coat.html
  10. ხომ არ იცი, რა სხვაობა ნიკონის ოპტიკაში D და G სერიებს შორის? ის, რომ დიაფრაგმის მარეგულირებელი რგონი არ აქვს ლინზას, რამე პლიუსია? ანუ 85მმ 1.8D და 85მმ 1.8G რაც ახლა გამოვიდა.
  11. უკვე განაახლეს, სეხნიავ D7000 არის D90-ის განახლება, ხოლოდ D60 და D40 კარგა ხნის წინ განახლდა ჯერ 5000/3000-ით და შემდეგ 5100/3100 მოდელებით. თუ D90-ს უმიზნებ, თან ახალს, ჩემი რჩევა = იყიდე დღესვე >> მალე ამოიღებენ წარმოებიდან აქვე მოგილოცავთ ყველას დამდეგ შობას, ვინც ხვალ აღნიშნავს
  12. როგორც ჩანს არ გახსნილა. ვცადე სტატიაში ნახსენები "ჯეოტეკ დისტრიბუცია" მომეძებნა, მაგრამ ინტერნეტში მათზე ინფო არ არის.
  13. დადგა ნანატრი დღეც და გამოცხადდა ნიკონის ახალი ფლაგმანი D4 გასულ წელს უნდა გამოსულიყო მაგრამ წყალდიდობის შედეგად მათი ქარხნის დაკეტვის გამო გადმოიწია იანვარში გუშინ 6 იანვარს ჰონკონგში შედგა D4-ისა და ახალი 85მმ 1.8G-ს პრეზენტაცია. კამერა $6000 ეღირება, ლინზა $500. მე არც ერთის მყიდველი არ ვარ, ცხადია, თუმცა კარგი ის არის, რომ მათი ძველი ფლაგმანი კამერების ტექნოლოგია ახლა საშუალოშემოსავლიანი ტიპებისთვის გახდება ხელმისაწვდომი მალე გამოვა ასევე D700-ის განახლება D800. ამბობენ, იანვრის ბოლოსო.
  14. ოქტომბერში კომერსანტ.გე-ზე შემხვდა ინფორმაცია, რომ დეკემბერში თბილისში უნდა გახსნილიყო "ნიკონის ოფიციალური ცენტრი". აგერ წყარო http://commersant.ge/npopup.php?nid=4606 ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რა მდგომარეობაა? გაიხსნა უკვე? აპირებენ გახსნას საერთოდ? ვისაც რა ინფო გაქვთ, მოვუყაროთ თავი აქ
  15. მადლობა! ვიღებ შემდეგი ტექნიკით: ნიკონ დ90 // 18-200მმ და 50მმ ფ1.8 ზენიტ ემ // ჰელიოს 44მ (58მმ/2) ქენონ ეოს 5 (იგივე A2) // 50მმ ფ/1.8 ლუმიქს FZ50 (ამაზე სიცილს არ ვართ, ძალიან მაგარი კამერაა)
  16. ჩემი სურათები თავმოყრილია ფლიკრზე აქ ყველა ერთად http://www.flickr.com/photos/donshakal/ აქ მხოლოდ ფირით გადაღებულები http://www.flickr.com/photos/donshakal/sets/72157626559984341/ აქ მოდელები = მეგობრები http://www.flickr.com/photos/donshakal/sets/72157626672047226/ აქ HDR-ები = "პოსტ-პროდაქშენი" http://www.flickr.com/photos/donshakal/sets/72157627424593994/ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა თემატიკის სურათები http://www.flickr.com/photos/donshakal/sets/72157604210222308/ მაპატიეთ ბმულებს რომ ვდებ, მაგრამ სურათების ატვირთვა არ მიყვარს
  17. არა მაგას არა. თბილისში ვარ
  18. დაე სამსახური იყოს ორმხრივი = სიმბიოზი :)
  19. ვგულისხმობ დაბალი კლასის ობიექტივებს, რომელსაც სხვადასხვა ზუმზე სხვადასხვა დიაფრაგმა აქვთ. მაგაითად კიტ ლინზა რომ ავიღოთ 18-55 ფ/3.5-5.6 ზუმიანი ლინზა ვარგა მხოლოდ ფიქსირებული დიაფრაგმის პირობებში, მაგალითად 17-40 ფ/4 მაგრამ ფასის სხვაობაც ხარისხის შესაბამისია. ცალკე თემაა კიდევ "არა-რადნოი" ობიექტივები, მაგალითად სიგმა ქენონზე ან ტამრონი ნიკონზე და ა.შ. მაგ თემას საერთოდ ცაცლკე შეიძლება შევეხოთ. ბოლო პერიოდში ტვინს ვასხამ მაგ თემას და ძალიაბ ბევრ გარჩევას ვკიტხულობ, რომ გავიგო კომპენსირდება თუ არა ხარისხი ფასით ამ ტიპის ლინზებში ისევ მაგალითს მოვიშველიებ. ჩემი ქენონისთვის განვიხილავდი 24-70 ფ/2.8 ობიექტივს. ქენონის წარმოების ეს ლიზა ასტრონომიული ფასი ღირს და ვერანაირად შევწვდებოდი. ამიტომ სიგმა გავტესტე, მესამედ ფასად იყიდებოდა. ფირზე დიდ განსხვავებას არ იძლევა, ციფრულზე როგორც გავარკვიე ახლოსაც ვერ მივა ქენონთან. საბოლოდ მაინც არ ვიყიდე, რადგან 3 პატრონი ჰყავდა გამოცვლილი და მინიმუმ 4 წლის ნახმარი იყო. თუმცა ოპტიკურად ის კადრები რაც გადავიღე, ცუდი არ გამოვიდა.
  20. მეც მაქვს ქენონის ფირიანი კამერა - ეოს 5 (= EOS A2). მაჩუქეს და შემრჩა, ჩემით არ ვიყიდიდი რადგან ნიკონით ვიღებ და ლინებიც ნიკონის მაქვს. მაჩუქეს ლინზების გარეშე, მხოლოდ ბოდი. ვიჩუქე, რადგან ზენიტის შემდეგ ვიფიქრე დახვეწილი ახალი ტექნოლოგიების გემოც გავიგო მეთქი. ლინზების არჩევაში ცალსახად მქონდა გადაწყვეტილი, რომ არ ვიყიდიდი ზუმიან და არაფიქსირებულდიაფრაგმიან ობიექტივს. ბიუჯეტის შეზღუდული მქონდა. შესაბამისად მომიწია ცოტა ლოდინი და შემდეგ მეორად ბაზარზე ვიყიდე 50მმ 1.8 - ძალიან კარგი რამეა! არის სხვა ვარიანტიც - ზენიტის ლინზები გადამყვანით = სრული მანუალ რეჟიმი, არანაირი ექსპოზიციის გაზომვა და ა.შ. ფირები ჩამომაქვს ამერიკიდან. რეკომენდაციას ვუწევ კოდაკ ეკტარ 100-ს! ახლა გოლდიც მაქვს ჩამოტანილი და ერთი სული მაქვს მოვიცალო რომ გადავიღო. თბილისში კარგი ფირის შოვნა ძნელია, ფაქტიურად შეუძლებელი. ახლა ვეძებ რამე ფართოკუთხიან ობიექტივს და საერთოდ თუ ფული ჩამივარდა ხელში, აუცილებლად ვიყიდი 85მმ 1.8-საც! იდეალურია ფულ ფრეიმზე საპორტრეტედ!
  21. გამარჯობა. შემთხვევით მოვხვდი ამ თემაში და გადავწყვიტე დავრეგისტრირებულიყავი. კეთილი იყოს ჩემი ფეხიო თუ პოსტიო, როგორც ამბობენ ხოლმე. კარგი სტატიაა ძალიან. დეტალური და მგონი ამომწურავიც. მეც მიწევს ნახმარი ლინზების ყიდვა და დიდი თავისტკივილია. უმეტესად რამდენიმე პატრონი ყავს ხოლმე გამოცვლილი და საბუთები იშვიათად მოყვება, რაც მის ისტორიას ბუნდოვანს ხდის. მაგრამ ადვილი ის არის, რომ თუკი ლინზა გახსნილი და შეკეთებულია, ძნელი არ არის ამის გამორკვევა, ბოლოს და ბოლოს რამდენიმე კაცია თბილისში, ვინც ამ საქმით არის დაკავებული მეც ჩემი მხრივ რაც გამოცდილება მაქვს გაგიზიარებთ შეძლებისადაგვარად და თქვენგანაც ვაპირებ ვისწავლო რამე-რუმეები, ამ თემით თუ ვიმსჯელებთ, ახალი რაღაცეების გაგება "მემუქრება" ფოტოგრაფიაში :)
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.