Jump to content

LevanVerdzeuli

წევრი
  • Posts

    131
  • Joined

  • Last visited

Everything posted by LevanVerdzeuli

  1. სონიზე არაფერი გვითქვამს ხო? ფოტოკინამდე წარმოადგინა ახალი აპარატები, როგორც ნიკონმა. თუმცა საზოგადოება ამ აპარატებს პირველად სწორედ ფოტოკინას შოურუმებში იხილავს. უნდა გამოვყო ახალი სონი ალფა ა99, რომელიც ე.წ. DSLT ტიპის აპარატია. (არ აგვერიოს DSLR-ში). მოკლედ ვთქვათ ამ აპარატზე და უფრო ვრცლად მის ტექნოლოგიაზე: აპარატის მონაცემები: 24 მპ Full Frame სენსორი 19 წერტილიანი AF ელექტრონული ხედმაძიებელი (და არა ოპტიკური) 3 ინჩიანი მაღალი კარჩევადობის ეკრანი (წერტილების რაოდენობა 1.228k) მიდის Sony Alpha/ Minolta ლინზები საორიენტაციო ფასი £2,600 / $4,180 გასაყიდად გამოვა ალბათ ოქტომბრის ბოლოს ახლა თავად ტექნოლოგიას რაც შეეხება. განსხვავება არის სარკის ტიპში. გადაღებისას სარკე არ იკეცება, როგორც ეს DSLR-ებში ხდება. სარკე არის 70%-ით გამჭვირვალე. რას ნიშნავს ახლა ეს. ლინზიდან შემოსული 70% შუქი ხვდება სენსორზე სარკის გავლით, 30% კი აირეკლება სარკიდან და ხვედბა ხედმაძიებელში. ამ ტექნოლოგიას სონი ეძახის DSLT = Digital Single Lens Translucent. დიდი პლიუსი - გადაღების სისწრაფე და ნაკლები ვიბრაცია, რადგან სარკე არ მოძრაობს დიიიიდი მინუნსი - 30% არეკლილი გამოსახულება ნიშნავს, რომ ხედმაძიებელი არის როგორც 90-იანეში ჩაბნელებული თბილისი. ამიტომ არის ელექტრონული ხედმაძიებელი აუცილებელი ამ ტიპის კამერებში. ასევე, 70% შუქი სენსორზე ნიშნავს დაბალ განათებაძი ამ აპარატის საშინელ ხარისხს.
  2. ახლა შევამჩნიე. "სანდო წყარო" ჩანს
  3. es ragac ver gavige, weren FF iqnebao hassel http://www.geeky-gad...ced-18-09-2012/ Sony RX1 agretve axali Leica (Sensor Type / Size: CCD, 23.9 x 35.8 mm) da misi yvela wina cifruli modeli (http://www.bhphotovideo.com/c/search?atclk=Format_Full-Frame&ci=16158&N=4288586281+4131729766)
  4. amitom da kidev XAU (1 oz Gold) = $1,778 tumca mainc LOL, rasakrivelia საშუალო ფორმატიდან კროპიან კამერამდე... ჩამოვალაბორანტოთ ჰაზელ ბიძია თავად ფაქტს რაც შეეხება, ეს კდიევ ერთი დასტურია იმისა, რომ უსარკო სისტემური კამერები მომავლის ტექნოლოგიაა.
  5. ცხელცხელი სიახლეები ბობოლებისგან - ჰაზელბლადი ამუშავებს კომპაქტურ სისტემურ ფოტოაპარატს (CSC) - ანუ როგორიც არის ნიკონ 1, სონი NEX და ა.შ. ამ დროისთვის ბევრი პროტოტიპი აქვთ და საბოლოო სახეს როგორს მიიღებს, ჯერ ჰაზელმაც არ უწყის! რაც უკვე ცნობილია: 24.3MP APS-C სენსორი 25 AF points 10fps ISO 100-16000 3-inch LCD ჰოდა ამ ბობოლებმა რამე სასტაული რომ არ მოიფიქრონ ხომ არ შეიძლება: კამერა დამზადებული იქნება ტიტანის, ხის, კარბონის და ძვირფასი მეტალების გამოყენებით. გამოვა 2013 წლის პირველ კვარტალში მოსალოდნელი ფასი €5,000/£4,020/$6,525 კიდევ ერთი სურათი დესერტად
  6. 18 სექტემბერს გერმანიაში დაიწყო წლის მთავარი ფოტომოვლენა - ფოტოკინა 2012. ეს ღონისძიება 2 წელიწადში ერთხელ იმართება და მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებლები პუბლიკას წარუდგენენ თავის უახლეს პროდუქტებს - დაწყებული კამერებიდან, დამთავრებული პოსტ-პროდაქშენ პროგრამებით. 23 სექტემბრამდე ცხელ-ცხელი სიახლეების ცვენა იქნება ისეთიიი, ისეთი ოხშივარი დადგებაააა - ინგალაციას ჩავიტარებთ რაც უკვე ცნობილია: სიგმა ლინზების ხაზს ანახლებს: Sigma 17-70mm f/2.8-4 DC MACRO OS HSM Sigma 35mm f/1.4 DG HSM Sigma 120-300mm f/2.8 DG OS HSM ქენონი გამოუშვებს "ენთრი ლეველ" full frame კამერას, Canon EOS 6D , რომელიც ნიკონის D600-ის პირდაპირი კონკურენტი უნდა გახდეს. Leica-მ წარმოებაში ჩაუშვა ახალი M მოდელი, კომპაქტური რეინჯფაინდერ ციფრული კამერა 36x24 სენსორით. ჭორის დონეზე ფასი სადღაც 5000 ფუნტი იქნება ბრიტანულ ბაზარზე. ამერიკაში ალბათ იგივე ოღონდ დოლ'იარში. ცოტა რამე ამ მოდელზე: სენსორი CMOS 24 მეგაპიქსელი Full HD 1080p ვიდეო 3 ინჩიანი 920 K წერტილიანი "გორილა გლას" ეკრანი აღსანიშნავია, რომ ამ სერიის მოდელებში პირველად არის გამოყენებული ასეთი სახელი (ციფრების გარეშე). გამოვა ახალი ლეიკა S, საშუალოფორმატიანი კამერა ნამდვილი შედევრი ნამდვილ ბრუტალურ ფასად http://leicarumors.c...w-leica-s.aspx/ http://www.dalephoto...d=4ec1e34531802 ასევე გამოვა ლეიკას რამდენიმე ახალი მოდელი სქელჯიბიანი კონზიუმერებისთვის (შეღავათიან ფასად). გამოვყოფდი D-Lux 6 მოდელს, რომელიც ლუმიქსის რებრენდინგია. გამოვყავი, რადგან ოპტიკა ამ პატარა საოცრებას უყენია 24-90მმ ფ/1.4-2.3 დიახ, ნამდვილად ასეა. ფასი $799.00 წყარო ანკარა: http://www.bhphotovi...tal_Camera.html ნელნელა სხვებსაც მოვყვეთ. ნიკონზე ჯერ არაფერი მითქვამს. ბევრს იმედი აქვს რომ დ300ს-ის ხაზს განაალხებებ ან დ7000-ს. მე კი მგონია რომ ლინზები გამოვა ახალი მარტო. 24-70 მაგალითად, რომელიც ქენონმა ახლახან განაახლა და ნიკონს რევანში აქვს ასაღები (ეს ლინზა 2007 წლის მოდელია)
  7. go electronics-ს ველაპარაკე, ხომ არ ჩამოიტანთ მეთქი. არაო, არ არისო გაყიდვადი კამერა და დ7000-ზე ზემოთ მხოლოდ შეკვეთით ჩამოგვაქვსო. ტეხავს :(
  8. meorad bazarze D700 titqmis ar ishoveba. axali agar gamodis. visac darchenili aqvs, tavdapirveli fasi adevs, aravitari fasdakleba namdvili legendaa ukve :)
  9. hoda erti intrigani kitxva D600 vs 5D mark II amjamad mark ii ufro iafia (YES)
  10. xval iwyeba photokina. Nikons calke pavilioni aqvs. albat axali linzebi daanonsdeba. da sheidzleba 1 sistemis axali aparati an rame Point&shoot hoda Canon kidev 6D-s ushvebs, D600-is konkurentad.
  11. @გლობალ-მოდერ სულ ვეძებდი ამ სიტყვის ქართულ ვარიანტს! აქ ცოტა ვერ დაგეთანხმები. სარკის დახურვა-გახსნას თავისი ვიბრაცია აქვსო, სწერენ ბობოლა კრიტიკოსები. უსარკო სისტემა სწორედ ამით მომწონს მე. და სისწრაფით.
  12. მეტსაც, გეტყვი სონი მალე კომპაქტურ ფულფრეიმს გამოუშვებს მხეცები არიან ნამდვილად. ფაქტია - ვითარდება ეს ტექნოლოგია. დსლრ კი უკვე წლებია დაიხვეწა, ახლა HDSLR შესაძლებლობებიღა დაუმატეს, თორემ ფოტოგრაფებისთვის საუკეთესო კამერები 2008 წელს უკვე გამოსული იყო. იმის შემდეგ მხოლოდ სენსორზე პიქსელუკებს და ვიდეოს შესაძლებლობას უმატებენ (საშუალოფორმატიან ჰაზელ-მამიებს ეჯიბრებიან ჰეჰე). წყარო სონიზედ იხილეთ აქა http://news.yahoo.com/sony-compact-full-frame-rx1-camera-launches-november-024038908.html ჭირი იქა ლხინიც აქა :)
  13. უსარკო სისტემა მომავლის ტექნოლოგიაა დიდი ალბათობით, თუმცა ჯერ დახვეწის სტადიაშია. და პროფებზე არ არის გათვლილი, მე რომ მკითხო სემი-პროს კლასიც არაა. ჰოდა 50mm კროპიანი აპარატებისთვის საუკეთესო საპორტრეტეა იმჰო. კარგი შენაძენია. თუმცა ამ ფასად DSLR-სთვის 1.4-იანსაც იყიდიდი აპარატის ზომა კიდევ გემოვნების საკითხია და დანიშნულების. ზოგან პატარა/მსუბუქი ჯობს, ზოგან არაფრად გამოგადგება. ზოგადად აპარატების "დატოლება" ნამეტნავად სახამუშო ამბავია. ყველას თავისი დანიშნულება და მომხმარებელი ჰყავს
  14. http://www.nikonusa.com/Nikon-Products/Product/Digital-SLR-Cameras/25488/D600.html აბა, რას იტყვით? მგონი ეს არის დ3200 შიგნით FF სენსორით ფასი ამერიკაში $2100 კიტ 24-85მმ ლინზით $2700
  15. gayidvaze mogaxsenes. ფირი კოდაკ კოლორ 200 (ყველაზე გავრცელებული) 36 კადრიანი სადღაც 5.50 ლარი. კარგი ფირები უფრო ძვირია, მაგრამ არც იშოვება აქანა. გამჟღავნება - ლარი, სკანირება 10-20 თეთრი კადრი, ბეჭდვა - ზომის და ფურცლის ხარისხის შესაბამისად. ძვირია ფირის შენახვა დღეს
  16. მიშა, თაიმლეფსისთვის RAW ძალიან შრომატევადად მეჩვენება. მიზეზი გადაღებული (ანუ დასამუშავებელი) სურათების რაოდენობაა. + ყველა სურათი ერთნაირად უნდა იყოს გაკეთებული, რაც ადვილი საქმე არ იქნება. რას იტყვი?
  17. @გლობალ-მოდერ - ალბათ რიტორიკულად დასვი კითხვა, სიძვირის შესახებ. ფასში გათვალისწინებულია რამდენიმე რამ: წარმოების ხარჯი, ბრენდის პრემიუმი, შედეგი, როგორმელიც ამ ლინზით მიღება და რომელიც გაიყიდება... და + სხვა კომპონენტები ამ კომპონენტებზე, ჩემი აზრით, ფასი პროპოპრიულად ასე ნაწილდება: წარმოების ხარჯი - 30% ბრენდის პრემიუმი - 30% შედეგი, როგორმელიც ამ ლინზით მიღება და რომელიც გაიყიდება... 30% სხვა კომპონენტები 10%
  18. linza iyos da ise kargad gamoviyeneb ) sadaa kai linza da kai cxovreba.
  19. ინტერვალომეტრის გარეშე ვცადე ამას წინათ სთარ-თრეილის გადაღება // აი ეს გამოვიდა Startrail by Levan Verdzeuli photography, on Flickr ვიდეოც შევაკოწიწე http://www.flickr.com/photos/donshakal/7593642708/ ახლა ინტერვალომეტრი ვიყიდე და აბა რამე მირჩიეთ, ვინც რა იცით. ექსპოზიციის გასწორება არის ჩემთვის ჯერ კიდევ ამოუცნობი და ბუნდოვანი. ვაპირებ, რომ გათენების ვიდეო გავაკეთო, შესაბამისად განათება რადიკალურად შეიცვლება. როგორ ფიქრობთ, ექსპოზიციისთვის რომელი რეჟიმი ჯობია გამოვიყენო?
  20. გუშინ დავაკვირდი სახლში. მემგონი მართლა აბანძებს ერთ მონიტორზე ვუყურებდი სურათის დედანს (aka ორიგინალს) და ფლიკრზე ატვირთულ ამ სურათს. ფერები და კონტრასტი სხვანაირი იყო სხვა სურათებზეც უნდა ჩავატარო ტესტი. ნეტა რაშია საქმე. ბრაუზერის ბრალი შეიძლება იყოს? სხვადასხვა ბრაუზერში ხომ არ ვცადო? აქვე - ოფტოპიკისთვის ბოდიში მომითხოვია
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.