Jump to content

POKEMAN

წევრი
  • Posts

    873
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Everything posted by POKEMAN

  1. ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს biutiful მე მაგრად მომეწონა საუკეთესო ფილმი არაა ინიარიტუსი მარა მთლანობაში მაგარია მე ყველაზე მეტად შენ რომ თქვი amores perros და 21 grams დამევასა ამ რეჟისორის თუმცა დანარჩენებიც მაღალი დონის ფილმებია გადახრას რაც შეეხება შენ ბერტოლუჩი და ალმადოვარი უნდა ნახო ალმადოვარი კი მართლა პიდარასტია ასე რომ თუ შეავლებ ამ რეჟისორების ფილმებს თვალს მიხვდები რა არი ნამდვილი გადახრა
  2. ამ დღეებში რამოდენიმე ფილმს ვუყურე და წესით უფრო მეტისთვის უნდა მეყურებინა მარა ვერ მოვახერხე ესეიგი ჯერ ტერენს მალიკის მორიგ საკაიფო ფილმს ვუყურე days of heaven ს ხოშიანი ფილმია რიჩარდ გირის მაგარი აქტინგით ისე არ მეგონა ესე თუ მომეწონებოდა ეს აქტიორი ქულას რაც შეეხება 9ს ვუწერ კიდევ პოლ ტომას ანდერსონის ფილმს boogie nights ვუყურე ესეც მაგარი ფილმი გამოდგა magnolia ს სტილში თუმცა აქ უფრო მეტი შუტკებია გარეული ვიდრე იქ მე პირადად მაგნოლია უფრო მომეწონა თუმცა ერთი დონის ფილმებია საერთო ჯამში 9 ს ვუწერ ხო გუშინ კი ჟან ლიუკ გოდარის contempt ს ვუყურე მხეცი ფილმია საკაიფო მუსიკით და აქტინგსაც არაუშავდა ისე მაგარი რეჟისორი ყოფილა გოდარი რა ფილმებიც ვნახე ყველა მაგრად მომეწონა ქულას რაც შეეხება 9 ს ვუწერ დღეს კი ჯონ ჰუ ბონგ ის madeo ს ყურებას მოვრჩი ესეც ხოშიანი ფილმი გამოდგა დაჟე არ მეგონა ესე თუ მომეწონებოდა დედის ინსტინქტზეა საერთო ჯამში ფილმი ქულას რაც შეეხება 9 ს ვუწერ ამასაც
  3. ეხლა მოვრჩი ვერნერ ჰერცოგის Stroszek ის ყურებას ჟორჟ რო დაწერე ამ ფილმის შესახებ დამაინტერესა თან არ მქონდა ვერნერ ჰერცოგის ფილმები ნანახი ისე კი ვაპირებდი რამოდენიმეს ყურებას მარა ეს ფილმი არ მქონდა გათვალისწინებული ხო და აგერ ჩავწერე და ვუყურე მართლა მხეცი ფილმი გამოვიდა აქ ეგ კაპიტალისტური ბნელი მხარეების სმისლიც არის ჩადებული და გარდა მაგისა კიდევ უამრავ სხვა თემებს ეხება ადამიანის მიდრეკილებებს ფულის მიმართ სხვა და სხვა ვითარებაში გერმანიას და ამერიკას ვგულისხმობ ანუ რა განსხვავებაა დაქცეულ ქვეყანაში მცხოვრებ ხალხს შორის და განვითარებულ ქვეყანაში მაცხოვრებლებს შორის ფაქტიურად არაფერი ერთადერთი განვითარებულ ქვეყნებში ჰალსტუხები უკეთიათ და ჩემი გადასახედიდან კიდევ უფრო უარესად მიილტვიან ადამიანის განადგურებისკენ ვიდრე მის საკეთილდღეოთ ხო ეს მომენტი მაგრად არის ნაჩვენები ისე ამ ფილმში აი აქ მე იმ ორ ჩათლახ ტიპს ვგულისხმობ გერმანიაში რო ამუშავებენ მეძავად იმ გოგოს და იმ ბანკირს ამერიკაში რომ არის ეს პერსონაჟები მაგრად მომეწონა განსაკუთრებით ის ბანკირი რო დაუკვირდე მართლა ეგეთი ტიპები არიან მაგ სფეროში მომუშავე ტიპები და პოლიტიკოსებსაც იგივენაერი თვალით ვუყურებ მე ყველას ჰალსტუხი უკეთიათ ყველა უადგილო ადგილას რა უბედურ თემაზეც არ უნდა ლაპარაკობდეს იღიმის და კიდევ მრავალი დამახასიათებელი თვისებები აქვთ მოკლედ მხეცი ფილმია საღოლ ვერნერ ჰერცოგს და ამის სხვა ფილმებსაც ვნახავ ქულას რაც შეეხება 9 ს ვუწერ
  4. გუშინ ვუდი ალენის match point ს ვუყურე ხოშიანი ფილმი გამოდგა ერთ ტიპზე რომელიც თავისი მომავლის გულისთვის ყველაფერს კადრულობს ივიწყებს და ბედის ირონია ისაა რომ ასეთ ტიპებს უმართლებს ცხოვრებაში ძირითადად ვიდრე ვისაც შერჩენილი აქვს ის სულიერი სისუფთავე რომელსაც არ ივიწყებენ ზედ გამოჭრილია ამ ფილმისთვის ეს გამონათქვამი მიზანი ამართლებს საშუალებას ვინც უყურებს ნამდვილად არ ინანებს ქულას რაც შეეხება 9ს ვუწერ ეხლა კი ტომა მაკარტის The Station Agent ის ყურებას მოვრჩი ესეც კარგი ფილმი გამოვიდა ერთი ლილიპუტის მენტალურობაზე და მის გარშემო მყოფი ადამიანების მენტალურობაზე ქულას რაც შეეხება 8,5 ს 9 ს ვუწერ
  5. ხო ისე მაგ აქტიორების სპისოკმა მეც მაგარი გამაკვირვა მანდ ზოგი ისეთი როლია რო ვერ წარმოიდგენ მაგ როლის ადგილზე სხვა მსახიობს კაკრაზ ეგ არის აქტიორის დონის მაჩვენებელი მე თუ მკითხავთ აი მაგალითად კარლეონეს როლიც ეგ შემთხვევაა ნიკოლსონი გენიოსია მე ლიჩნად ერთ ერთ ყველაზე მხეც მსახიობათ ვთვლი მარა მაგ კარლეონეს როლში ალ პაჩინომ ისე შეასრულა ეგ როლი რომ თავშიც კი არ მომდის აზრი ვის შეუძლია ჩანაცვლება მისი იგივეს ვიტყოდი სიტყვაზე ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა ს მთავარ როლზე რო იგივე მომენტი ყოფილიყო რაც კარლეონეს შემთხვევაში მოხდა ამ ფილმში ნიკოლსონმა იმ დონეზე ითამაშა როგორც სიტყვაზე პაჩინომ კარლეონეს როლი ითამაშა და იგივე გრძნობა დამიტოვა რაც ზემოთ დავწერე ხო გუშინ ვუყურე კარ ვაი ვონგის მორიგ ფილმს Fa yeung nin wa ს საკაიფო ფილმია ხოშიანი სთორით ისე არ მეგონა ესეთი ხოშიანი რეჟისორი თუ იქნებოდა ეს კარ ვაი ვონგი მეორე ფილმია რაც ვნახე მისი გადაღებული და მაგრად მომეწონა ორივე ქულას რაც შეეხება 9 ს ვუწერ 9,5 იც შეიძლება ეხლა კი ტერენს მალიკის მორიგი ფილმის badland ის ყურებას მოვრჩი ესეც მაგარი ფილმი გამოდგა მარტინ შინის მონაწილეობით ერთ ტიპზე რომელიც უჯანყდება იდეაში მთელ კაცობრიობას მაღალი და დაბალი კლასების შექმნის და დაყოფის გამო მაგრად მომეწონა ეს ფილმიც და თავისი ლიოჰკი ფილოსოფიური აზრი დევს ამ ფილმში რაც დავწერე ეგ ისე ამასწინად სადღაც წავიკითხე ტერენს მალიკს თურმე ფილოსოფიურ ფაკულტეტზე ჩაუბარებია და მერე გადაუწყვეტია კინოსარეჟისოროზე ჩაბარება ეს კვალი ამ ფილმშიც დაკრავს და tree of life შიც ქულას რაც შეეხება 9 ს 9,5 ს ვუწერ
  6. ხო ჟორჟ მართალი ხარ რაც დაწერე ძველ მსახიობებზე რაც მოშნად დავიწყე ფილმების ყურება აშკარად ჩამოუვარდებიან ახალი მსახიობები ძველ მსახიობებს კლასით გუშინ მაი ნიკოლსის the graduete ს ვუყურე ხოშიანი ფილმია აქტინგიც მომეწონა ახალგაზრდა დასტინ ჰოფმანის მუსიკას რაც შეეხება ძალიან მაგარი ჯგუფის ხოშიანი სიმღერები აქვს დართული ამ ფილმს ქულას რაც შეეხება 8,5-9 ს ვუწერ ეხლა კი მიხაელ ჰანეკეს Der siebente Kontinent ს ყურებას მოვრჩი ჩერეზჩურ მაგარი ფილმი ყოფილა დაჟე არც მოველოდი ესეთი მოშნი ფილმი თუ იქნებოდა ფილმი თანამედროვე ჩაკეტილ სოციუმზეა სადაც ხალხი ფაქტიურად რობოტებად იქცნენ და ამ ყველაფრის მონაწილე ერთ ოჯახზე რომლებსაც მე როგორც გავიგე შეეზიზღათ ეს ყველაფერი პატარა ბავშვის ჩათვლით აი ის მომენტია აღსანიშნავი სკოლაში რომ იძახის ის ბავშვი რომ ვეღარ ვხედავო მერე მასწავლებელი რო აუქნევს ხელს და რო დაიწვება ეგ ბავშვი ტყუილში ძალაუნებურად მაგ მომენტიდან მე გავიგე რომ მაგ ბავშვს მობეზრდა ის ყველაფერი რასაც ხედავდა მის გარშემო ერთფეროვნებას ადამიანებს რომლებიც რობოტებათ იქცნენ და ასე შემდეგ და მიუხედავად იმისა რომ არ უნდოდა მაგ ყველაფრის დანახვა არ ძალაუნებურად უწევდა მაგ სოციუმთან ცხოვრება და ის მომენტი როცა ის მასწავლებელი აუქნევს ხელს ამ ბავშვს და რომ დაიწყვება ტყუილში სწორედ მაგის მეტაფორაა რაც დავწერე იგივე გრძნობა აქვთ ამ ბავშვის მშობლებს ამ სოციუმთან დაკავშირებით და პირობითად გადაწყვიტავენ ვითომ ავსტრალიაში გადასახლებას ეს ავსტრალია კი ვისაც აქვს ფილმი ნანახი გაახსენდება რაც არის ქულას რაც შეეხება 9,5 ს ვუწერ
  7. დავაყენე ეგ პლეიერი ისე როგორც მითხარი და აღარ მთხოვს იმ აქტივაციას რასაც მთხოვდა მანამდე ოღონდ მანდ ორი რეპაკი იყო და მე პირველი დავაყენე და მაგას აზრი ააქვს ?
  8. მადლობა საკაიფო ფლეიერია ერთი რამე მაინტერესებს ეგ ლინკი რაც დადე მანდ სეტაპის გარდა კდიევ რაღაც საინსტალაციოებია და ეგენი რეებია ? იმ სეტაპით დავაინსტალირე და კიდევ როარის მაგ სეტაპის გარდა რაღაც ფოლდერი რეპაკი რომ აწერია მაგაზე გეკითხები რა ვუყო მაგეებს და რეებია ?
  9. ერთი რჩევა მჭირდება თემას არ გავხსნი ბარემ აქქვე ვიკითხავ მოკლედ დოკუმენტური ფილმი ჩავიწერე ინგმარ ბერგმანზე და რუსული სუბტიტრები მოყვა ოღონდ არ ვიცი რანაერად მივუერთო ვიდეოს ადრე მგონი ქონდა ესეთი პრობლემა ვიღაცას და რაღაც პროგრამა უნდა გამოვიყენო მგონი ამისთვის და ვინც იცით მირჩიეთ
  10. ეხლა მოვრჩი ჯონ ჰიუსტონის მორიგი ფილმის The African Queen ის ყურებას ხოშიანი ფილმი გამოვიდა ესეც და საერთოდ ამ რეჟისორის ფილმები რაც ვნახე ყველა მაღალი დონის არის და ჰემპრი ბოგარტსაც ხშირად იღებდა ტანდემი იყო ფაქტიურად ამ ფილმშიც ბოგარტი თამაშობს და თავის ჩვეულ დონეზე ისე მაგრად დამევასა ეს მსახიობი ერთ ერთი ყველაზე მაგარი მსახიობია ვინც კი მინახავს ოსკარს რაც შეეხება მარტო ამ ფილმში აქვს აღებული და დაუმსახურებლად ნამდვილად არა მარა მე ლიჩნად სხვა როლები უფრო მომეწონა ხო ისე კეტრინ ჰეპბერნი თამაშობს კიდე ამ ფილმში ოთხი ოსკარი ქონია თურმე ამ მსახიობს აღებული პირველი ფილმია რომელიც ვნახე ამ მსახიობის მონაწილეობით საკაიფოდ ითამაშა ამანაც მარა ამ როლს ნამდვილად არ ვაღიარებ ქალი მსახიობის მიერ ერთ ერთ საუკეთესო როლის შესრულებად რამოდენიმე ფილმი მაქვს ნანახი სადაც ნამდვილად დავშტერდი აქტინგით მაგალითად ჯონ კასავეტესის A Woman Under the Influence კიდევ აი რამოდენიმე დღის წინ ვუყურე მაიკ ნიკოლსის Who's Afraid of Virginia Woolf? ს აქაც ჩერეზჩურ მაგარი აქტინგია და კიდევ არის რამოდენიმე ფილმი ხო უშუალოდ ფილმს რაც შეეხება დობრი რომანტიკული ფილმია კომედიის ელემენტებიც ურევია ყურებით და გაგებით ამ ფილმს მაყურებლების უმრავლესობა გაიგებს და ისიამოვნებს ქულას რაც შეეხება 8,5 ს ვუწერ 9 ც შეიძლება
  11. ეხლა მოვრჩი ნიკოლას რეის Rebel Without a Cause ის ყურებას საკაიფო ფილმია თინეიჯერებზე და მათ პრობლემებზე ისე ვისაც ნანახი აქვს დამეთანხმება ალბათ რომ ეგ პრობლემები ეხლაც აქტუალურია თინეიჯერებში და ალბათ ყოველთვის ეგრე იყო და იქნება ნუ თავისთავად დიდები უკვე მასეთ პრობლემებს აღარ აწყდებიან და მარტო ირონიულად უყურებენ მაგ ყველაფერს რაც ფილმშიც არის ნაჩვენები ისე აქტინს არაუშავდა ჯეიმს დინი თამაშობს მთავარ როლში და ნამდვილად მომეწონა თან პირველად ვნახე ამის მონაწილეობით ფილმი ისე ძაან ახალგარზრდა მომკვდარა და ალბათ რომ არ მომკვდარიყო ერთ ერთი მხეცი აქტიორი იქნებოდა უშუალოდ ფილმს რაც შეეხება რამოდენიმე მომენტი ნამეტანი სენტიმენტალური იყო რაც მე ლიჩნად მაგრად არ მევასება მაგრამ არაუშავს თვალს ვხუჭავ მაგაზე ქულას რაც შეეხება 8,5 ს 9 ც შეიძლება
  12. ეხლა მოვრჩი ვუდი ალენის შედევრის annie hall ის ყურებას უძლიერესი ფილმია ისე პირველად ვნახე ვუდი ალენის ფილმი და გაგონილი მქონდა რომ კომედიებს იღებდა ეს რეჟისორი ძირითადად და ვიფიქრე რაღაც მაგარი ხოხმა ფილმი იქნება ალბათთქო და ისე გამოვიდა რომ 10 პროცენტი იყო სასაცილო მომენტები ალბათ ამ ფილმში აი რას და კომედიას ნაღდად არ დავარქმევდი ამ ფილმს პირიქით მაგარი სმისლია ჩადებული და არც რომანტიკულს დავარქმევდი იმიტომ რომ ამ ფილმის სმისლი არ ეხება და სცდება ორი ადამიანის ურთიერთობის ისტორიას რავიცი რას არ ეხება ეს ფილმია რელიგიით დაწყებული ნარკოტიკებით გაგრძელებული ცნობილი ადამიანებით დაჩლუნგებული ხალხით დამთავრებული ყველაფერს ქულას რაც შეეხება 9,5 ს ვუწერ და რავიცი ვისაც ევასება ინტელექტუალური ფილმები არც ეს არ უნდა გამაზოს
  13. გუშინ ვუყურე ალეხანდრო ამუნაბარის Abre los ojos ს ხოშიანი სუირეალისტური ფილმია ისე მგონი ეგ ყველაფერი მაგ მთავარი პერსონაჟის სიზმარი იყო ის ფირმა ელიც მაგის გამოგონილი იყო და ყველაფერი რაც გადახდა თავს ბოლოში რომ გადახტება იმ შენობიდან მერე იღვიძებს ისევ იმ ბუძელნიკის ხმით რითიც იღვიძებდა რეალობაში რაც შეეხება უშუალოდ სიზმრებს და მაგის თავგადასავალს ამ სიზმარში ეგ ყველაფერი მაგის სურვილის გამო მოხდა ანუ მთელი მაგის ცხოვრება ცუდად რომ წასულიყო თვითონ უნდოდა მასე იმიტომ რომ ვერ ეგუებოდა თავისი სახის ნაკლს მითუმეტეს იმას ვერ ეგუებოდა რომ მისი მეგობრები თავს არიდებდნენ ასე თუ ისე აი ამის გამო ყველაფერზე აიღო ხელი და აირდაირია მაგის სიზმარი მაგ მიზეზის გამო თუმცა მე ისევ იმ აზრზე ვრჩები რომ ეგ ყველაფერი მაგის სიზმარი იყო და რეალობა მაშინ იწყება როცა მთავრდება ფილმი ქულას რაც შეეხება 9 ს ვუწერ ისე ამ ფილმის რიმეიკიც გაუკეთებიათ vanila sky ქვია და არ ვიცი შეიძლება მერე ვნახო ეგეც
  14. ვიტორიო დე სიკას შედევრი ველოსიპედის გამტაცებლები მაგ ბავშვის აქტინგი მაგრად მომეწონა ხო სურათი ჩემ მაგივრად სხვამ დადეთ
  15. ხო ფედერიკო ფელინის la strada მართლა მხეცი ფილმია ჯულიეტა მაზინას მაგარი აქტინგით ისე ეგ და ფელინი ცოლ ქმარი იყვნენ ეგ ფილმი თუ დაგევასა Le notti di Cabiria ც ნახე ორივე ერთმანეთზე უკეთესი ფილმებია ორივეს 9,5 ს ვუწერ მე
  16. ხო მოკლედ ყურსასმენის ყიდვა მინდა აქ თბილისში რამოდენიმე ავარჩიე და იქნებ თქვენც მირჩიოთ უკეთესის შოვნის შანსი თუ არის აი ეს პირველი http://www.hotspot.ge/headset-keenion-kos-003k-style-pc-headset-super-light-weight-design-great-sounds-quality-comfo-c0801/p26221/ ეს მეორე http://www.hotspot.ge/headset-keenion-kdm-601-pc-headset-with-micperfect-sound-quality-special-design-for-skype-rotary-60aef/p26191/ ეს მესამე http://www.hotspot.ge/koss-ur-40-headphone-ur40-bb-64437/p27249/ და ესეც მეოთხე http://www.hotspot.ge/hd-203/p4198/ ფასებში დიდი სხვაობაა მარა მანდ რა მონაცემებიც უწერიათ მგონი ერთი და იგივეა მაღალ ფასიანი სენჰეისერი და ის პირველი ორი ხო ? რაც შეეხება მესამეს მაგას 60 ომ უწერია მარტო მაგას აქვს მაგხელა ეგ რაღაც მონაცემი და რომლის აღება ჯობია ამ ყურსასმენებიდან საბოლოოდ ? თანხას რაც შეეხება 100 ლარის ფარგლებში გავქაჩავ ხო ისე ფილმების საყურებლად მინდა
  17. ეხლა მოვრჩი მაიკ ნიკოლსის who's afraid of virgina woold? ის ყურებას უძლიერესი ფილმია მოშნი ფსიხოლოგიური დატვირთვით მაგრად მევასება ესეთი ფილმები მხეცი შინაარსი აქვს ერთი უბედური ცოლ ქმრის და მათი სტუმრების ერთი ღამეა ნაჩვენები ასაკში დიდი სხვაობაა ამ სტუმარ მასპინძლებს შორის შვილები კი არც ერთ წყვილს არ ყავს მე როგორც გავიგე ეს ფილმი მოგვითხრობს იმას თუ როგორი უბედურია ადამიანი შვილის გარეშე და როგორ ეკარგება ყველაფერს აზრი ამ მიზეზის გამო ბოლოს ისე მიიყვანენ ეს უფროსი წყვილი საქმეს რომ ახალგაზრდა წყვილი გადაწყვეტს შვილის ყოლას აქამდე კი არ უნდოდათ მხეცი ფილმია მე ამ ფილმის მთავარი აზრი ასე დავინახე და მაგრად დამევასა ქულას რაც შეეხება 9,5 ს ვუწერ ხო ოსკარს რაც შეეხება რომელ არხზე აჩვენეს ეგ ცერემონიალი მეც ვნახავდი თუ ქართულ არხზე აჩვენეს თუ არა და რუტრაკერიდან გადმოვწერ
  18. ეხლა მოვრჩი კარ ვაი ვონგ ის ფილმის Chung Hing sam lam ის ყურებას საკაიფო ფილმია ისე პირველად ვნახე ამ რეჟისორის ფილმი ხოშიანი ლიოჰკი საყურებელი ფილმია ლიოჰკი ფილოსოფიაც ურევია და ისეთ სტილშია გადმოცემული რომ არ გგრუზავს აი დაახლოებით რო ვთქვა კრჟიშტოფ კიესლოვსკის სტილშია აცენკას რაც შეეხება 9 ს ვუწერ ისე რა არის ამდენი ხოშიანი ფილმია გადაღებული და ძალიან ბევრს არ აქვს პრესტიჟულ ფესტივალებზე პრიზები არც ეს ფილმია გამონაკლისი რაც მაგრად ტეხავს მინიმუმ წარდგენას მაინც იმსახურებენ ის ფილმები რომლებიც ვიგულისხმე ხო eyes wide shut ს რაც შეეხება მე ლიჩნად მაგრად დამევასა ეგ ფილმი განსაკუთრებით ბოლოს როგორც დამთავრდა აი ნიკოლ კიდმანი და ტომ კრუზი რო ბაზრობენ მაგაზე ვამბობ მაგ ფილმიდან და მაგ მომენტიდან ის გავიგე რომ ადამიანმა რაც არ უნდა შეემთხვეს ან რაც არ უნდა მოელოდეს მომავალში მთავარი მაინც მისთვის არის აწმყო და ხორციელი სიამოვნება ნუ ფაქტიურად ცხოველამდე დაიყვანა ადამიანი კუბრიკმა მაგ ფილმში მე მასე დავინახე და გავიგე მაგ ფილმის მორალი და მაგიტომ დავუწერე მაგხელა აცენკა აი მაგალითად მამაჩემსაც ნანახი აქვს ეგ კინო და არც მაგას არ დაევასა დიდად მარა რავიცი მე ლიჩნად გამისწორდა და ავხსენი კიდევაც რატომ
  19. გუშინ ვუყურე აკირა კუროსავა მორიგ მხეც ფილმს Kumonosu-jô ს მაგრად დამევასა ეს ფილმიც ამ რეჟისორის მაგარი ფილოსოფიური მომენტები ურევია ამ ფილმშიც როგორც ახასიათებს ზოგადად ამ რეჟისორს ქულას რაც შეეხება 9 ს ვუწერ ეხლა კი პოლ ტომა ანდერსონის magnolia ს ვუყურე ესეც მხეცი ფილმია ამ რეჟისორის there will be blood მაქვს ნანახი და ორივე ხოშიანი ფილმია მაგრამ მე მაინც magnolia ს ვანიჭებ უპირატესობას აქტინგია სასწაული ამ ფილმში ესეთი რამე ჯერ არ მინახავს ამდენი მსახიობი ერთ დროულად რომ ასეთ მაღალ დონეზე ასრულებდეს თავიანთ როლებს ქულას რაც შეეხება 9 ს ვუწერ 9,5 იც შეიძლება
  20. ეხლა მოვრჩი სტენლი კუბრიკის მორიგი მხეცი და მისი ბოლო ფილმის eyes wide shut ის ყურებას რა უნდა ვთქვა მხეცი ფილმია ამ იმდბ ზე კიდე აბსურდული რეიტინგი აქვს რავიცი რა არ მოეწონა ხალხს ამ ფილმში აქტინგიდან დაწყებული შინაარსით გაგრძელებული და მუსიკით დამთავრებული ყველაფერი უმაღლესი დონის არის ისე სხვისი არ ვიცი და მაგრად დამევასა ტომ კრუზი ამ როლში მე სხვა ფილმებში არც მყავს ნანახი რომ შემეფასებინა მისი აქტინგი რაღაცით ჰემფრი ბოგარტს მივამსგავსე ქულას რაც შეეხება 9 ს ვუწერ ამ ფილმს ხო ლუის ბუნუელის belle de jour მეც კაკრაზ რამოდენიმე ხნის უკან ვნახე და მართლა მხეცი სუირეალისტური ფილმია და მეც მაგ აცენკას ვაძლევ მაგ ფილმს დანარჩენი რაც გიწერია მეც კაკრაზ მასე გავიგე ზუსტად
  21. ამ დღეებში ბლომად ხოშიან ფილმებს ვუყურე ეს რობერტ ზემეკისის backt to the future ის ტრილოგია დავამთავრე და საერთო ჯამში სამივე მომეწონა ერთნაერად 9 ს დავუწერდი სამივეს მერე სპაი ჯონსის being john malkovich ს ვუყურე ეს ფილმიც დამევასა ამ რეჟისორის adaptation ზე მეტად და 9 ს დავუწერდი ამ ფილმს კიდე რაინერ ვერნერ ფასბინდერის შედევრს ვუყურე Angst essen Seele auf მაგრად დამევასა პირველად ვუყურე ამ რეჟისორის ფილმს და მართლა ჩერეზჩურ მომეწონა ისე აქტინგიც დამევასა და ყველაფერი ფაქტიურად 9,5 ს ვუწერ გუშინ კი ლარს ვონ ტრიერის melancholia ს ვუყურე ესეც პირველი ფილმი გამოდგა ამ რეჟისორის და მაგრად მომეწონა რატომღაც ჩემი გადმოსახედიდან იმდბზე არ აქვს ის აცენკა რაც უნდა ქონდეს მე 9 ს ვუწერ ამ ფილმს მიუხედავად იმისა რომ მე საერთოდ არ მიყვარს ფანტასტიკური ჟანრის ფილმები მაინც მაგ აცენკას ვუწერ ეხლა კი მიშელ ჰანეკეს cache ს ყურებას მოვრჩი ესეც კარგი ფილმი გამოვიდა საერთო ჯამში მაგრამ დიდად ნამდვილად არ მომწონებია ამ რეჟისორის the white ribbon ი უფრო მომეწონა ჯერ ეს ერთი რა არი ეს ვიდეო კამერით გადაღება არ ვიცი რა მე მაგრად არ მევასება ვაბშე სხვა რამეა კინო აპარატით გადაღებული ფილმის ყურება და გაცილებით უფრო ნიპრიატნი საყურებელია ჩემთვის ვიდეო კამერით გადაღება თან ისე ხო აქტინგი მომეწონა და ფილმს რაც შეეხება უინტერესო არ არის მაგრამ ყოველ შემთხევაში თუ არ ნახავ ამ ფილმს დიდი არაფერი არ დაგაკლდება 8 ს 8,5 ს ვუწერ ხო დამავიწყდა დამეწერა ასევე ალფრედ ჰიჩკოკის პირველ ფილმს ვუყურე rear window ს და ესეც მაგრად დამევასა ისე ძალიან მაგრად დამთავრდა ეს ფილმი მე ლიჩნად " ჰეპი ენდად " არ აღვიქვი ეგ დასასრული პირიქით უფრო უარყოფითი დავინახე მაგ დასასრულში იმიტომ რომ ესეთი ამბავი მოხდა მაგ უბანში და ბოლოს ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს არც არაფერი არ მომხდარა ყველამ თავისი ცხოვრება გააგრძელა და არც არავის არ ენაღვლებოდა რეალურად ეგ ტრაგედია ბევრი იტყვის ალბათ რომ სხვანაერად როგორ უნდა დამთავრებულიყოო მე თუ მკითხავთ კაკრას ეგრე უნდა დამთავრებულიყო იმიტომ რომ მე ისე აღვიქვი როგორც ზემოთ დავწერე რაც მე მაგრად დამევასა ქულას რაც შეეხება 9 ს 9,5 ს ვუწერ
  22. ეხლა მოვრჩი სპაიკ ჯონსის adaptation ის ყურებას კარგი ფილმია პროსტა ბოლოსკენ არ დამევასა ჩემი აზრით ამ ფილმს კიდევ თუ ვნახავ შეიძლება უფრო მომეწონოს ვიდრე ეხლა 8,5 ს ვუწერ ისე აქტინგი მომეწონა მაგრად ნიკოლას ქეიჯის რაც შეეხება მაგ se7en ს და მაგ ფილმის აზრს მე მაგრად დამევასა ნაჩვენებია მანიაკის იდეოლოგია როგორ უყურებს ცხოვრებას მანიაკი როგორ უყურებენ ეს პოლიციელები ცხოვრებას და ამ ყველაფერს კიდე ვუყურებთ ჩვენ მოტივს რაც შეეხება მაგ მანიაკს მოტივი როგორ არ ქონდა ტიპს ძულდა ადამიანის სული და მისი ნაკლოვანებები და მაგის წინააღმდეგ რეებსაც აკეთებდა ვნახეთ ერთის მხრივ დაჟე მაგ მანიაკს ვეთანხმები კიდევაც ანუ იმ შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას თუმცა რა თქმა უნდა არ ვამართლებ მის საქციელს პროსტა რაღაც მომენტში ვიზიარებ მაგის შეხედულებას დაჟე ტიპი იმდენად ძლიერია რომ თავის თავიც კი ეჯავრება იმის გამო რა ნაკლიც აქვს და იქამდე მიყავს საქმე რომ ფაქტიურად ზოგადად ადამიანის სულზე იმარჯვებს რაც შეეხება ბოლო მომენტს ძალიან მაგრად დამთავრდა ჩემი აზრით მანდ ყველა ადამიანი სხვადასხვა ნაირად მოიქცეოდა და ის რომ მაგ ბრედ პიტმა მოკლა ეგ მანიაკი იმას არ ნიშნავს რომ ცუდად დამთავრდა და რომ არ მოეკლა " ჰეპი ენდი " იქნებოდა ეგ მაგარი ორაზროვანი ფილმია ერთის მხრივ სწორი ქნა რომ მოკლა ეგ მანიაკი მეორეს მხრივ არა სწორი და კაკრაზ ეგაა მაგ ფილმის აზრი რავიცი მე მაგრად გამისწორდა
  23. ეგ se7en მეც ნანახი მაქვს და მინიმუმ 9 ს ვუწერ რავიცი კრიმინალურ ჟანრში რა ფილმებიც მინახავს და რასაც მოველი მაგ ჟანრიდან ზოგადად აბსოლიტურად დამაკმაყოფილა მე ღრმა აზრს რაც შეეხება შეიძლება ისეთი ღრმა ფილოსოფიური აზრი არ დევს მაგალითად რაც ინგმარ ბერგმანის ფილმებში დევს თუმცა სიაფანდიც არ არის და საერთოდ ფილოსოფიური ფილმები თუ გევასება ევროპულ ფილმებს მიაწექი აზიურიც ასწორებს მაგ მხრივ დღეს ისე ორ ფილმს ვუყურე ჰაროლდ რამისის groundhog day ს პირველს მაგრად გამისწორდა ესეთი კომედიები მაგრად მევასება აქტინგიც მომეწონა 9 ს ვუწერ ეხლა კი მიქელანჯელო ანტონიონის la notte ს ყურებას მოვრჩი მხეცი ფილმია მაგრამ მე ანტონიონის სხვა ფილმები უფრო მომეწონა თუმცა ამანაც მასიამოვნა ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეა ეს ფილმი ვისაც ანტონიონის ფილმები ევასება ესეც უნდა ნახოს ქულას რაც შეეხება 9 ს ვუწერ 9,5 იც შეიძლება ხო ისე ჟორჟ ერთი რა მაინტერესებს ამ დღეებში ვაპირებ ბელა ტარის Werckmeister harmóniák ის ყურებას და ბდ ვერ მოვნახე ვერც რუტრაკერზე და ვერ ჰდ კლუბზე ხო არ გეგულება სადმე ბდ ზე ?
  24. გუშინ ვუყურე რობერტ ზემეკისის back tu the future ს მომეწონა კარგი ფილმია და დანარჩენ ორ ნაწილსაც ვნახავ 9 ს ვუწერ მერე ვუყურე მიშელ კურტიზის casablanca ს მხეცი ფილმია ამ ბოლო ხანებში ბოგარტის ფილმებს ჩავუჯექი და ნაღდად არ მეგონა ესეთი მხეცი მსახიობი თუ იქნებოდა თითო გამოხედვა თითო მიმიკა უმაღლეს დონეზე აქვს დახვეწილი რის გამოც იწვევს მაყურებელში აღფრთოვანებას მისი ნახვა ხო ისე აქ კიდე ინგრიდ ბერგმანი თამაოშობს რომელიც ნანახი მყავს ინგმარ ბერგმანის autumn sonata ში და ორივე ფილმში ხოშიანად თამაშობს ასევე პოლ ჰენრიდის აქტინგიც მომეწონა ფილმს რაც შეეხება რავიცი მართლა უმაღლესი დონის ფილმია თავისი ატმოსფეროთი მუსიკით შინაარსით მორალით აქტინგით ქულას რაც შეეხება 9,5 ს ვუწერ ეხლა კი ფრანსუა ჟირარდის Le violon rouge ს ჩერეზჩურ მაგარი ფილმია ვისაც ევასება სიმბოლიზმით დატვირთული ფილმები ეს ფილმი უეჭველი უნდა ნახოს თითო დეტალს თავისი მნიშვნელობა აქვს ამ ფილმში დაწყებული ნიკოლის და ანას მთვარესთან ლაპარაკით დამთავრებული ფილმის ბოლო მომენტით ფილმის ისტორიაა მოთხრობილი ამ ფილმში თავიდან ბოლომდე აქ ერთი მომენტია კიდე რომ ეს ვიოლინო ვის ხელშიც არ მოხვდა ყველას მოპარული ქონდა და ასევე ყველასთვის უბედურება მოქონდა ამის გარდა კიდევ უამრავი მომენტია სიმბოლური და ვისაც ევასება მსგავსი ფილმები ნახავს და თვითონ გაიგებს ქულას რაც შეეხება 9,5 ს ვუწერ
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.