Jump to content

gamer1

წევრი
  • Posts

    907
  • Joined

  • Last visited

Everything posted by gamer1

  1. დღეს წარმოგიდგენთ რამდენიმე ექსპერიმენტს პროცესორების მიერ სითბოს გამოყოფასთან დაკავშირებით. ექსპერიმენტები მოვიძიე YouTube-ს ვიდეო პორტალზე. მაშ ასე პირველი ექსპერიმენტი ეს არის იმის ჩვენება თუ რა მოუვა პროცესორს თუ იგი არ გაგრილდება…. საკმაოდ მხიარული ექსპერიმენტია…. წარმოიდგინეთ ერთხელაც (ღმერთმა დაგიფაროთ) კომპიუტერთან მუშაობისას, უეცრად ქულერი გაჩერდეს ისე რომ თქვენ ვერ გაიგოთ…. ამ დროს თქვენ გამწარებული ზიხართ და ვორდში რაღაცას კრეფთ… ნელნელა გრძნობთ რომ ჰაერი დამძიმდა, დამწვრის სუნი მოგდით მაგრამ ვერ ხვდებით საიდან… წამით ჩერდებით, ყნოსვას ძაბავთ და ცდილობთ გაარკვიოთ საიდან მოდის სუნი…. ნესტოების უშედეგოდ დაბერვის შემდეგ ხელს ჩაიქნევთ და განაგრძობთ მუშაობას, ფიქრობთ რომ თქვენი მეზობელი წვავს რამეს…. გადის რამდენიმე წამი და კომპიუტერი იწყებს ჭედვას, სუნი მძაფრდება…. მაშინ კი ხვდებით რომ კეისში რაღაც ვერ არის…. სკამს განზე წევთ და იხრებით კეისისკენ…. ყნოსვით ნელნელა უახლოვდებით და ბახ! კეისიდან შავი ბოლი გამოდის, მონიტორზე გამოსახულება ქრება… წამიერად მირბიხართ შტეფსელთან და პროცესორს დენიდან თიშავთ… გუგახეთქილი მიდიხართ კეისთან და ხსნით მას… გაჭვარტლულ თავსახურს გვერძე დებთ. ბოლში და მავთულხლართებში ცდილობთ გაარკვიოთ რა მოხდა… ამ დროს კი წარმოგიდგებათ ტრაგიკული სურათი… გამურული მაზერბორდი…. გაღუნული ალუმინის რადიატორი და პროცესორზე მიმდნარი ვენტილატორი… თუ გინდათ რომ ასეთი თავგადასავალი არ გადაგხდეთ, მიაქციეთ ყურადღება გაგრილების სისტემას… ყოველი ჩართვისას დაუყურადეთ ქულერებს, პირნათლად ასრულებენ თუ არა სამუშაოს… თუ თქვენს კომპიუტერს აქვს შესაძლებლობა გაჩვენოთ თქვენი პროცესორის ტემპერქტურა, მაქსიმალურად აკონტროლეთ ის… დააკვირდით თუ ტემპერატურა კრიტიკულ ზღვარს აჭარბებს სცადეთ შეიძინოთ ახალი.
  2. ფილე.გე დან გადმოწერე პაჩი და რამე არ უნდა მაგრამ რო ჩართავ სერიულს მოგთხოვს და ESC ს დააწექი და შეხვალ ითამაშებ მაგრამ ონლაინში ვერა
  3. http://www.imagenic.net/images/tejgnlud64khcvsz50hm.jpg წელი: 2011 შემქმნელი: MAXON Computer ინტერფეისის ენა: Multi, რუსული პლატფორმა: Windows All აქტივაციის კოდი: მოყვება ფაილის ზომა: 800.2 mb ეს არის ინტეგრირებული პროგრამა რომლითაც შეძლებთ: მოდელირების, ანიმაციის და რენდერინგის შექმნას. ასე რომ, ყველა საფეხური 3D ანიმაციის შესაქმნელად შეიძლება ერთი პროგრამით შესრულდეს. მიუხედავად ამისა, CINEMA 4D-ს შეუძლია ადვილად მოერგოს პროგრამულ პაკეტებსაც. ის მუშაობს უკეთესად ვიდრე სხვა მრავალი გრაფიკული ფორმატი. სპეციალური გამოშვება 3D რედაქტორის CINEMA 4D R12 განკუთნილია არქიტექტორებისთვის. ეს არ არის კომპანიის პირველი პროდუქტი. CINEMA 4D Architecture Edition განსხვავდება ინტეგრაციით პროგრამებისაგან Allplan, ArchiCAD და VectorWorks, ასევე დიდი ბიბლიოთეკის მატერიალების ბაზით. განკუთნილია მათ თვის ვინც საქმიანობს არქიტეტურული მოდელირებით. ამის გარდა პროგრამაში დამატებულია ახალი ფუნქცია Virtual Walkthrough, რომელიც გაძლევთ საშუალებას შეასრულოთ ვირტუალური გასეირნება პროექტში. გაუმჯობესებულია მართვის საშუალება სცენებით და ფუნქციებით… DOWNLOAD
  4. გაგაგიჟათ ამ თამაშმა მაინტერესებს რა არის ესეთი ყველას რო მოეწონა )
  5. ცუდი აზრი არააა წარმატებები
  6. ანდერქოვერი არა ჰოტ პურსუიტი მირჩევნია ყველას )
  7. რადიკალზე ატვირთე რა ფოტო აღარ ჩანს
  8. ლურჯი განათებები დაუყენეთ და 80 ში ვიყიდი )
  9. და საერთოდ ანტივირუსი უნდა დააყენო ვინდოუსის გადაყენესისავე ვინაიდან შემდგომ დაყენებისას პრობლემები ჩნდება )) (პირადი გამოცდილება)
  10. ეგ ანტივირუსი ორგინალ ვინდოუსებზე მიდის როგორც გავიგე მაგრამ არამგონია ამის ბრალი იყოს ვინდოუსი გადააყენე
  11. მეზიზღება სკოლა როდის გავიზრდები რაა, სკოლას ჯარი მირჩევნია ან ციხე ((
  12. როგორც ჩანს არავინ იცის ეს საქმე უქოზში ვერ ერკვევიან ასე რომ ფორუმ.გე ს მიმართე :SNEMOTICON13:
  13. ხო აი ზუსტად ეგეთი მაქ წითელი და რკინისას რამდენად დავითრევ ? და წითელი გაქ შენ სოსო მალე ფუჭდება ?
  14. კი კაბელის ბრალია მეთქი და რო გამოვცვლი მერე აღარ აქ კომპს პრობლემა და ყოველ 2 კვირაში ხო არ გამოვცვლი
  15. საშინელიიი იგრაააააა (( პირველივე თამაშისას წავშალე
  16. 2 კვირაში 1ჯერ მიწევს ახალი სატა კაბელის ყიდვა ვინაიდან კომპიუტერს ჩართვისას პრობლემები აქვს და ახალ სატა კაბელს რო შევაერთებ ჩვეულებრივად ირთვება )) რისი ბრალია ???
  17. მაქსიმალი მაქვს 55 ლარს ვიხდი მარტო ვარ __ ;| არ დამცინოთ ((
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.