Jump to content

Java

წევრი
  • Posts

    179
  • Joined

  • Last visited

Posts posted by Java

  1. ზუსტად ეგაა, არ იყიდება?

    ააა ვნახე ვნახე, გული შემიქანდა მთელი კვების ბლოკის ყიდვა არ მომიწიოს თქო :sarcastic_hanend:

    მაგრამ ეგ რამხელაა? ჯიტექში ვნახე და მოკლეა.

    ზევით რომ სურათი დავდე,ზუსტად მასეთი მაქვს,მაგრამ თეთრი ბოლო არ აქვს :S

    და 4 კაბელის ნაცვლად5 აქვს,ნარინჯისფერია ზედმეტი

    40სანტიმეტრია სიგრძეში :D თუ გინდა მოგცემ,არ მჭირდება

  2. საერთო ჯამში შეიძლება ჩაითვალოს ასე

    დატვირთვაზე

    80 გრადუსი - მაქსიმალური დასაშვები 24/7 სამუშაოდ

    70 გრადუსი - მაქსიმალური რეკომენდებული 24/7 სამუშაოდ

    60 გრადუსი - შესაშური ტემპერატურა 24/7 სამუშაოდ

    60 გრადუსის ქვევით თუ არის თქვენი კომპონენტების ტემპერატურა დატვირთვაზე აქ არ დაწეროთ რამე თორემ ბანს მიიღებთ

  3. ხო წესით 3.25 ს უნდა ხედავდეს 32 ბიტიანი

    ისე 64იანს თუ დააყენებ,არამგონია გამოგადგეს,64იანს უფრო მეტი რესურსი უნდა ოპერატიულზე.მაგ ვერსიის დაყენება მაშინაა კარგი,როცა 4+ია

    რავი მე ასე ვფიქრობ,ვნახოთ სხვები რას გეტყვიან B)

    • Upvote 1
  4. ხო მასეა მაგრამ ყველაფერი არ გამორთო.მე მაგალითად გამოვრთავდი დაემონ თულს,ხშირად არ ვიყენებ და სულ ჩართული რომ იყოს არ მჭირდება

    ზოგი მანდ ისეთია რომ კომპს სჭირდება სამუშაოდ,ამიტომაც კარგად გადახედე

  5. ფონტების დაყენებას დარუთვა უნდა

    http://4pda.ru/forum/index.php?showforum=212 პროგები

    http://4pda.ru/forum/index.php?showforum=213 თამაშები

    ჯერ რეგისტრაცია უნდა

  6. მოგესალმებით...

    მოკლედ,ახლა გასწავლით Sony Ericsson ის ფირმის ტელეფონებზე ანდროიდ სისტემის გადაყენება/აფგრეიდს.ეს პროგრამა დააყენებს თქვენი ტელეფონისთვის ყველაზე ახალ ოფიციალურ ვერსიას :)

    ამით ნებისმიერ მოდელზე გადააყენებთ სისტემას,მაგრამ ამ თემაში განვიხილავთ მხოლოდ მოდელებს,რომლებზეც აყენია ანდროიდი!

    რამე თუ გააფუჭეთ,პასუხი მე არ მომთხოვოთ,მაგრამ თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ საშიში არაფერია :D

    სანამ საქმეს დავიწყებთ,შეინახეთ ყველა საჭირო ფაილი.დავაკოპირებ ANuB1S-ის თემიდან,იმედია არ გამიბრაზდება :)

    პროგრამებისა და კონტაქტების შენახვა შენახვა

    #1.1 - კონტაქტების შენახვა

    შევდივართ კონტაქტებში, ვეხებით ან ვკლიკავთ Menu-ს, Import/Export, Export To SD Card და OK. დავაკვირდებით თუ შეივსო, ასევე დაიწერება კონტაქტების რაოდენობა.

    თუ ყველაფერი ისე მოხდა როგორც აღვწერე, შეაერთეთ კომპიუტერში

    #1.2 - პროგრამების შენახვა

    შესანახად გვჭირდება Titanium Backup Pro [გადმოწერა], დავაინსტალიროთ ტელეფონში, გავხსნათ, მოითხოვს Root უფლებებს, გადავალთ Backup/Restore-ზე, ვკლიკავთ ან ვეხებით Menu-ს, შემდეგ Filter, აქ მარტივად რომ მოვიძიოთ ჩვენთვის სასურველი პროგრამები Filter By Type გადავრთოთ User-ზე და გვიჩვენებს მხოლოდ ჩვენ მიერ დაინსტალირებულ აპლიკაციებს და Apply. შემდეგ ისევ Menu/Batch და ავირჩიოთ Backup all user apps + system data, RUN და Select All apps, Kill all apps და Run the batch operation. დაიწყება შენახვის პროცედურა და წარმატებით დასრულდება

    გადმოწერეთ და დააყენეთ ეს ფაილი

    ეს კი მუდმივი ლინკი დროპბოქსის:

    Click

    აი ოფიციალური Homepage: http://sony-ericsson-update-service.en.uptodown.com/

    მუდმივი ლინკი დროპბოქზე: http://dl.dropbox.com/u/18295398/update_service_setup-2.11.4.11.exe

    ესეიგი,დავიწყოთ!

    1.დატენეთ ტელეფონი 50-60% მდე

    2.მოძებნეთ USB კაბელი(მაგრამ არც ტელეფონში და არც კომპიუტერში არ შეაერთოთ!)

    1.ჩართეთ დაყენებული პროგრამა

    2.მონიშნეთ "პწიჩკა" ბოლო ხაზში და დააჭირეთ Start

    6b1d18f14aab.jpg

    3.აირჩიეთ თქვენი ტელეფონის მოდელი(ყველ მოდელისთვის სხვადასხვაა,მე XPERIA x10 Mini Pro მაქ და ამის მიხედვით დავწერ მაგრამ,იქვეა ინსტრუქცია რა როგორ უნდა გააკეთოთ და არამგონია გაგიჭირდეთ :) )

    468e2d775833.jpg

    4.გამორთეთ ტელეფონი და დაელოდეთ 30 წამი

    5.შეაერთეტ USB კაბელი კომპიუტერში(მხოლოდ კომპიუტერში,ტელეფონში ჯერ არ გინდათ)

    6.ტელეფონზე დააჭირეთ Back ღილაკს და 5 წამი გეჭიროთ

    7.ღილაკიდან ხელის აუღებლად შეაერთეთ USB კაბელი ტელეფონში.შეერთების შემდეგაც გეჭიროთ ხელი,სამან ტელეფონი თავისით არ ჩაირთვება.

    8.ამის შემდეგ კომპის ეკრანზე პროგრამა დაგიწერთ,რომ თქვენი ტელეფონისთვის არსებობს OS ის ახალი ვერსია(ან ძველი ვერსია დაზიანებულია და თუ ახლიდან დააყენებთ,არ გაწყენთო :D )

    9.დააწექით Next-ს და დაელოდეთ,სამან ოფიციალური საიტიდან გადმოიწერს OS-ს და დააყენებს ტელეფონზე.ამას სადღაც 5-10 წუთი დასჭირდება

    ვიმეორებ,ამ პროგრამით შეიძლება ნებისმიერ ტელეფონზე სისტემის განახლება/აღდგენა

    როგორც ვიცი მობიში ნაყიდ ტელეფონებზე(მარტო მობიში არა) აყენია ანდროიდის ძველი ვერსია(ჩემსაზე 1.6 ეყენა,მაგრამ 2,1 მდე თავისუფლად ადის :D),მის განახლებას კი ფული უნდა,სადღაც 20 ეროვნულამდე.ასე რომ,20 ლარი დაგაზოგინეთ :)

    თუ ინსტალაციის დროს ბოლოში გაიჭედა და ერორები ამოყარა,გამოაერთეთ და გამორთეთ ტელეფონი, კომპი გადატვირთეთ და ტელეფონის ელემენტიც ამოიღეთ ცოტა ხნით.წესით უნდა ეშველოს

    დაწერილია CheGe-ს მიერ სპეციალურად overclockers.ge-სთვის

    • Upvote 5
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.