Jump to content

jijibu

წევრი
  • Posts

    185
  • Joined

  • Last visited

Posts posted by jijibu

  1. მოკლედ, მაქვს E7200 და მარტო პროცესორის გამოცვლა მინდა და მაინტერესებს, Core 2 Duo E8000-იან სერიას და Core 2 Quad 9000-იან სერიას შორის თამაშებში მომცემს თუ არა განსხვავებას? მაინტერესებს, მიღირს თუ არა ოთხბირთვიანის ყიდვა?

  2. ინტელის K სერიებს VT-D, TXT, vPro და TSX ინსტრუქციების მხარდაჭერა არ ექნებაო... მაგარი დამპალი კომპანიაა რა... ყველა ბირთვს თანაბრად რო  ტვირთავდეს Windows და თავისი აპლიკაციები, Intel არ იქნებოდა ასეთი გამოკვეთილი ფავორიტი. დღევანდელი თამაშების უმეტესობა 1-2 ბირთვს თუ იყენებს. იმედია PS4-ზე და XBox 720-ზე AMD-ს ოთხბირთვიანების შესვლა აიძულებს მწარმოებლებს, მრავალბირთვიან პროცესორებზე გაუკეთონ ოპტიმიზაცია თამაშებს...

     

    BGA სოკეტებს რაც შეეხება, მარტო მობილურ სისტემებზე იქნებაო, როგორც ინტელი აცხადებს. ცხრა პარასკევი აქვთ მაგ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ბოლო პარასკევი ეს გადაწყვეტილებაა და ვნახოთ, რას იზამენ. პრინციპში ნაწილების უმეტესობა პროცესორში გადადის ნელ-ნელა და ასეთი ტენდენცია თუ გაგრძელდა, 2-3 წელიწადში გვექნება პლატები 6x6 სმ, Sata კაბელების და Sata-ვით PCI კაბელების თანხლებით და კომპიუტერისთვის UltraMiniITX პლატფორმა :D

  3. მაქვს ეს ვიდეოკარტა

    PNY nVidia Geforce GTX 465 XLR8

     

    და მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ამის გადაფლეშვა 470-ზე?

    როგორც ვიცი, ყველა არ იფლეშება, მხოლოდ 10 მემორი ჩიპიანები და 8 ჩიპიანების ნაწილი იფლეშება და ეს მოდელი იზამს ვითომ? :blush:

  4. შეიძლება ამდენი არც იყოს ნამატი. ეგრე ქნეს ივიზეც Tomshardware-ზე, გაბერეს ტესტები და მერე აღმოჩნდა, თურმე არც ისეთი რევოლუციური ყოფილა ივი ბრიჯი. ეგ საიტი ცნობილია ინტელის და ნვიდიას რეკლამირებით. რამდენიმე ფუნქცია, რაც ივიში იყო, 4770K-ზე გათიშული იქნება, თუმცა 4770-ზე ჩართული :D ისევ AMD-ს იმედი მაქვს, კარგ პროგრესს თუ გააკეთებს, რაც რეალურია, ბოლო 2 თაობას შორის წარმადობის სხვაობას თუ დავაკვირდებით. ამის გარდა PS4-ში მაგათ პროცესორების გამოყენებით მოუწევთ მრავალ ბირთვზე ოპტიმიზირება თამაშების და Microsoft-იც იმედია დახვეწავს Task Scheduler-ს და სრულად მიცემს სისტემას და პროგრამებს 8-ვე ბირთვის გამოყენების უფლებას...

    • Upvote 1
  5. GTX 460-ს ჯობნის, რაც ახალი დრაივერები გამოდის ამაზე, Mature დრაივერები, როგორც ინგლისურად მოიხსენიებენ. 13.1/13.3 Beta ვერსიებზე ნამატი იმდენად დიდი არაა, სამაგიეროდ 12.8-დან 13.1-მდე ძალიან დიდი ნამატი ქონდა. მე მაქვს Sapphire 7770 OC Edition და თვითონ გამოვცადე ნამატი. კარტა ძალიან გრილია და ეკონომიური, კეისზე მოყოლილ 400-იან ბანძ კვებაზე პროცესორიც მივარაზგონე და ჩვეულებრივად მუშაობს. Nvidia-ს ამის კონკურენტი არ ყავს 600-იან სერიებში. 650-ს 7750 ჯობია, 7770-ს კიდე 650Ti ჯობია, მაგრამ ფასებში არის სხვაობა. ვისაც კარტა მარტო თამაშებისთვის ჭირდება, ძალიან გემრიელი კარტაა :D

    • Upvote 1
  6. ზუსტად მაგ პროცესორს ვაპირებ, მომავალში გაძლიერებაზე ფიქრი კი არა, ვისაც ვუწყობ, ყუთის დიზაინით აფასებს კომპიუტერს მგონი :D SATAIII ვინჩესტერზეც არა მგონია დიდად დაუგდოს სიჩქარე...

  7. პროცესორის რაზგონს ვერ ქაჩავდა პლატა და იმისი ბრალი ყოფილა, მოვხსენი საერთოდ. P5KPL-მა უკეთ დაარაზგონა FSB-ს აწევით, ვიდრე EP45C-DS3-მა :D

  8. ნახმარი მაინტერესებს. ჩემი ნაწილებიდან პროცესორში 60-70 ლარი უნდა ავიღო, პლატაში და ოპერატიულში 30-30 და ყიდვის ფასებს ვვარაუდობ პლატა 60 ლარი, ოპერატიული 4-იანი 35-40 ლარი და პროცესორი მაქსიმუმ 80 ლარი (ასეთი ჩემმა ძმაკაცმა ნაცნობს 80 ლარად აყიდინა...).

  9. ძმაკაცის Sony Vaio სკაიპში თავისუფლად შედის, Call Of Duty-ს უპრობლემოდ თამაშობს ინტერნეტში, მაგრამ ბრაუზერით ვერ შედის ინტერნეტში... როგორ შეიძლება გასწორება ვინდოუსის გადაუყენებლად?

  10. ამას გადახედეთ ხოლმე ხშირ ხშირად :D

    http://paulisageek.com/compare/cpu/

    რაღაც უცნაურ ტესტებს ატარებენ ეგენი, თორე 3570K-ს წარმადობით ნაღდად ვერ ჯობია 8350... პლიუს ამას, დენის გადასახადში თუ გაუშვი დაზოგილი ფული, ეგ რაღა გამოვიდა :D :D :D ეფექტურობის მაჩვენებლის საკმაოდ დიდი პროცენტი Performance per Watt უნდა იყოს და მერე ნაკლები იქნება სხვაობა...

  11. ნეტა ძაბვის კონტროლერებს გადაიტანდნენ პროცესორში, ეკონომიურიც გახდება და ეფექტურიც. როგორც ვნახე, 4-არხიანი სტანდარტული კონტროლერის მაგივრად, რომელიც პლატაზეა დაშენებული, ჰასველში პროცესორში გადავა და 5-არხიანი იქნებაო...

    დიდი სიამოვნებით გადავიდოდი მაგ პროცესორზე, თან წესით ისეთი წინსვლა უნდა იყოს, ახალი ინსტრუქციების (AVX განსაკუთრებით) დამატებით, რომ 4-5 წელი ვიდეოკარტა არ უნდა დაალიმიტოს...

    ვილოცოთ, რომ AMD არ გაკოტრდეს, რისი დიდი შანსიცაა. კიდევ ახალი თანამშრომელთა შეკვეცა გამოაცხადეს ახლო მომავალში. არა მგონია ინტელზე 65-ჯერ ძლიერმა AMD-მ დესკტოპ სეგმენტში რამე დააკლოს ინტელს... ორი ვარიანტი აქვს AMD-ს, სადაც შეუძლია Intel-თვის კონკურენციის გაწევა:

    1. ARM - აქ AMD საკმაოდ მყარად დგას და დესკტოპებშიც თუ რამე შეიცვალა გამოთვლების მხრივ და აქცენტი მრავალბირთვიან ARM პროცესორებზე გადავიდა, AMD მოგებული დარჩება. ამის ერთადერთი პრობლემაა კომპილატორების სიმწირე. ერთი რუსებმა გამოუშვეს ნორმალური კომპილატორი, რომელიც იდეალურად მაინც ვერ იყენებს ARM ბირთვს ჩვეულებრივი პროცის საქმის შესასრულებლად.

    2. AMD-ს შეძენა რომელიმე დიდი ორგანიზაციის მიერ - ახლახანს დაიქირავეს JP Morgan რაღაც კვლევებისათვის, სავარაუდოდ ინვესტორების მოსაძიებლად. ისეთ კომპანიებს, როგორიცაა IBM, Apple და სხვა მაგნატები, თავისუფლად შეუძლიათ AMD-ს შეძენა. ეს ორი განსაკუთრებით აქტიურობენ ბოლო დროს AMD_თან მოლაპარაკებებში.

    ფაქტია, რომ AMD მაქსიმუმ 2 წელს გაქაჩავს თანხების შედინების გარეშე და მერე ჩაბარდება წარსულს. მოედება ინტელი მერე ყველაფერს და ყიზილბაშებზე უარეს დღეს დაგვმართებს ქართველ გეიმერებს :D

    • Upvote 2
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.