Jump to content

STI-228

მოდერატორი
  • Posts

    7436
  • Joined

  • Days Won

    84

Posts posted by STI-228

  1. jomardi

    ეგ აპდეიტი იქნება და მეტი არაფერი, რომელსაც საიტიდანვე ავტომატურად განაახლებს. 2.0 ნახევარი (ძირითადი) მაისის თვეში უკვე დაყენდა. აგვისტოში მე-3 სეზონი მთავრდება და მაგ პონტში გადადეს უეჭველი

    ეგ კი მაგრამ ორი ახლი მანქანა ხო დაემატება. :) ისე Lotus Seven რომ დამატებინათ ძალიან მაგარი იქნებოდა.

    522e1ef8b6dc.jpg

    ეხლა რა მაინტერესებს კიდევ.ეს თამაში არ მითამაშია და მარტო ვიდეობს ვნახულობ ხოლმე.მანქანის interier-ში Driver-ის ხელები არ ჩანს ხო?ანუ ისე არ არის,როგორც ეს Live For Speed-შია.

    01708d5f954f.jpg

  2. მიშა

    მოიცა! ნავიგატორის ადგილას რატომ ხარ?

    iracing 2.0 არ გამოსულა ჯერ.ცოტა დარჩა აგვიტომდე.:) ჩემი გადაღებული სურათი არ არის, უბრალოდ კამერაა გვერძე დაყენებული.

    Jomardi

    რა იგულისხმე დამაინტერესა

    მგონი,(თუ არ ვცდები) დაახლოებით ეს იგულისხმა: რატომ მძღოლის (driver)-ის ადგილიდან არ არის სურათი გადაღებული.

  3. jomardi

    გილოცავ,ეს ერთი და სხვა მრავალი.მალე გვენახოს შენი გამარჯვებები iracing 2.0-შიც.

    iRacing.com – New Suzuka Previews

    iut3g.jpg

    7a3s9.jpg

    v4is1.jpg

  4. BeJo

    LFS S2 როდის გამოდის? ან გამოდის საერთოდ?

    S2-ია ეხლა რასაც თამაშობს ყველა.

    რამე ინფრო ტრეკების ან მანქანების არის?

    rockingham4041.jpg

    S3-ზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრე იქნება,რადგან მარტო ტრასაზე და ბორბლების ფიზიკაზე იყო ძალიან მცირე ინფორმაცია.ერთადერთი ვიცით ის,რომ პირველი რეალური ტრასა დაემატება თამაშს Rockingham Motor Speedway-ი. Rockingham Jomardi's SimWorld

    circuit_11_st.gif

  5. t3kce.png

    ინფორმაცია თამაშზე:

    დასახელება: Live For Speed 0.6B Original (full Version)

    გამოსვლის წელი: 2011

    ჟანრი: Racing/Simulator

    შემქმნელი: LFS Studio

    გამომცემელი: sti228

    ენა: ინგლისური

    პლატფორმა: PC

    გამშვები: მოყვება

    მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები:

    ოპერაციული სისტემა: Windows XP,Vista,Windows 7

    პროცესორი: Pentium 4

    ოპერატიული სისტემა: 256/512BM

    ვიდეოკარტა: 64/128 მბ

    თავისუფალი ადგილი მყარ დიკზე: 500 მბ

    თამაშის შესახებ:

    17 ივნისს დეველოპერებმა გამოუშვეს Live for Speed-ის ახალი ვერსია 0.6B,სადაც შესულია მრავალი განახლება და გაუმჯობესება.ახალი საბურავების ფიზიკის მოდელი,ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია,ასე რომ ეს ვერსია ისე,როგორც მისი ყველა წინამორბედი,იყენებს ძველ საბურავების ფიზიკას.თუმცა სხვა ვერსიებისგან განსხვავებით თქვენ აქ ნახავთ,შეჯახების გაუმჯობესებულ სისტემას,თავისუფალი ხედვის მოდს და სხვა მრავალ განახლებას.Live For Speed-ი უზრუნველყოფს მოთამაშეებს რამოდენიმე საინტერესო ფუნქციით,ხოლო მწარმოებლები კი ამ ვერსიაზე არ გაჩერდებიან და კვლავ გააგრძელებენ თამაშზე მუშაობას.

    თამაშის ზოგიერთი ახალი განახლება


    1. თავისუფალი ხედვის რეჟიმი და განლაგების რედაქტორი.
    2. გაუმჯობესებულია დაჯახებები ობიექტებთან,ბარიერებთან,მანქანებთან და ავტოფარეხიდან გასასვლელი.
    3. გახსნილი ტრასის კონფიგურაციები,რომელიც გაძლევთ საშუალებას მართოთ მანქანა ნებისმიერ ადგილას.
    4. თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ 800-მდე ობიექტი და შექმნათ საკუთარი სქემები.
    5. ლურჯი დროშები,კვალიფიკაცია,რეისის პოზიციებზე სიის მხარდაჭერა.
    6. დამატებულია ახალი ფიგურები,ყველა ობიექტი ხელმისაწვდომია ყველა ტრასისათვის.
    7. შეჯახების აღმოჩენის და შეტყობინების გაგზავნა სისტემაში (InSim გავლით)
    8. გრაფიკული ოფტიმიზაცია გაუმჯობესების ფარგლებში.
    9. კიდევ ბევრი სხვა ფიქსაცია და გაუმჯობესება.

    დამატებითი ინფორმაცია:

    არქივში თამაშთან ერთად მოთავსებულია unlocker-ი და Ip Patch-ი.მათი საშუალებით გახსნით თამაშში მოცემულ ყველა ტრასას და მანქანას.გადმოწერეთ და დააყენეთ თამაში,შემდეგ ამოაარქივეთ (unlocker და Ip Patch) და შემდეგ ყველა ფაილი (unlocker.exe და unlocker.dll,Ip Patch.exe) გადაიტანეთ Live For Speed-ის მთავარ ფოლდერში.ჩართეთ unlocker.exe,დააჭირეთ Unlock Live For Speed და Username-ში და Password-ში შეგვყავს სასურველი ინფორმაცია (პაროლი 8 სიმბოლოზე ნაკლები არ უნდა იყოს). როდესაც ყველა ველს შეავსებთ დააჭერთ "Unlock", შესაბამისად უნდა დაიწეროს "Welcome To Live For Speed S2" (თუ არ ამოაგდო პროცედურას თავიდან იწყებთ). როდესაც გახსნით თამაშს, შეგიძლიათ გამორთოთ და შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ. ამისთვის ვაჭერთ Patch.exe და ვაჭერთ "Starts", როდესაც დაიწერება "Patching Done" და Exit.

    გადმოსაწერი ლინკი: Download Here

    yq1wu.jpg

    tz1w8.jpg

    gcc4e.jpg

    7uuc8.jpg

    cneyf.jpg

  6. BeJo

    ამის დაკრეკილი ვერსია თუ იშოვება?

    ჯერ არა,მაგრამ წესით რამოდენიმე დღეში უნდა იყოს.

  7. გუშინ გამოვიდა თამაშის ახალი ვერსია Live For Speed Version 0.6B.ეს არ გეგონოთ სატესტო ფატჩი,რადგან ეს უკვე არის მთლიანი თამაშის ახალი ვერსია.დაწვრილებითი ინფორმაცია თამაშზე იხილეთ ოფიციალურ საიტზე: Live For Speed Version 0.6B

  8. Honda Civic Cup 1.0

    დამწყებისთვის კარგი მოდია,ასე რომ გადაწერეთ არ ინანებთ.ნელ-ნელა დავდებ სხვა მოდებსაც.ყველა მოდი ატვირთული იქნება upload.ge-ზე.

    b3525815a546.jpg

    Geo Rfactor

  9. BeJo

    რამე კაი დრიფტ მოდი დადე თუ არ შეწუხდები, დამწყებს რო გამოადგეს ))

    დამწყებისთვის ეს მოდი ყველაზე კარგია და დახვეწილი.

    PRo Street Drift Mod + 2 Drift Track

    i201307_untitled.jpg

    PRo Street Drift Mod + 2 Drift Track

  10. აბა მოვედი ახალი ამბებით :)Live For Speed 0.6A1 New Patch სულ ეხლახანს გამოვიდა ეს ფაჩი და რათქმაუნდა დღეს-დღეობით ბოლოა.(რადგან ყენდება Z34-ის ფაჩზე)დამატებითი ინფორმაცია ფაჩზე შეგიძლიათ იხილოთ აქ: Test Patch 0.6A1 (old content / old physics / many updates)

    ამ ფაჩის დაკრეკვა სულ ეხლახანს გახდა შესაძლებელი.მე უკვე დავაყენე თამაში და ძალიან მომეწონა,განსაკუთრებით Blackwood-ის ტრასის ტექსტრამ მოახდინა დიდი შთაბეჭდილება.(ნამდვილად არ მოველოდი ესეთ ტექსტურას)მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო,გადაწერეთ,დაკრეკეთ,ითამაშეთ და თვითონ შეაფასეთ :)Live For Speed 0.6A1 New Patch

  11. მოგესალმებით,არ ვიცი ესეთი თემა რომელ განყოფილებაში უნდა გამეხსნა და თუ უადგილო ადგილას გავხსენი მაპატიეთ.მოკლედ გარკვეული თანხა შევაგროვე ერთი წლის განმავლობაში და კომპიუტერის განახლება გადავწყვიტე.ნუ კლავიატურას,მონიტორს,დინამიკებს და მაუსს ვიტოვებ და კომპიუტერს არა.ბევრს აღარ დავწერ და გთხოვთ (მაქსიმუმ 1100 ლარის ფარგლებში) ჩამოწეროთ ერთი ოთხი ხუთმა კაცმა თქვენი ვარიანტები.(წარმოიდგინეთ გაქვთ 1100 ლარი და რა მონაცემების კომპიუტერს ააწყობდით)--- საკმარისია თუ არა ნორმალური კომპიუტერისთვის ეს თანხა და ასე შემდეგ.გარდა ამისა ყველა ნაწილს და სავარაუდო ფასებსაც თუ მიაწერთ დიდი მადლობელი დავრჩები :)

    4q8v4.jpg

  12. რადგან ცალკე კრეკს თუ ჩააგდებთ მანქანებს ძრავის ხმა დაეკარგებათ და ამიტომაც ფაჩიც მივამატე.ფაჩის არქივიდან ყველა ფაილი უბრალოდ თამაშის ფოლდერში გადაიტანეთ და თუ მოგთხოვათ თავზე გადააწერეთ.მხოლოდ ამის შემდეგ გადააწერეთ კრეკი.ამის შემდეგ კი აკეთებთ შემდეგს,რადგან ფულის რაოდენობა გაიზარდოს და გაიხსნას ყველა მანქანა და ტრასა:

    Unlock money and much cars

    Gaining a lot of money and all cars with ease

    In the main menu, pick any of the two race car classes and once you do that, go to Control and start a testing run. Doesn't matter what track you select. In the menu where you actually debrief everything, you'll see a chatbox on the lower left of the menu. In that box, type ISI_BABYFACTORY (All caps) and send it, then exit the race. Once you do, you'll see that you're left with way more money (Around 1-2 billion depending on which class you selected) and most, if not all of the cars, unlocked.

    მანქანების და ტრასების გახსნა უფრო რომ გაგიადვილდეთ გადახედეთ ამ ლინკს Money Cheat to purchase cars or upgrades აქვე დავდებ თრეინერის ლინკს rFactor Trainer

    995aacdbaae5.png

    Rfactor-ის ონლაინში თამაში შესაძლებელია პროგრამა Hamachi -ით.

    ესეც ლინკები სადაც გარკვევით არის ახსნილი,როგორ ითამაშოთ Rfactor-ი ონლაინში.

    rFactor LAN with Hamachi Guide

    rFactor Hamachi Tutorial

    2011 წლის ბოლოს Rfactor-ის მწარმოებლები მოყვარულებს პირდებიან თამაშის მეორე ნაწილის გამოსვლას,რომელშიც საკმაოდ ბევრი და კარგი ცვლილება იქნება შეტანილი.დამატებითი ინფორმაცია Rfactor 2-ზე შეგიძლიათ იხილოთ ამ საიტზე: Jomardi's SimWorld

  13. b8127865421c.jpg

     

    შემქმნელი - Image Space Incorporated

    გამომცემელი - თვითონ Image Space Incorporated

    დიზაინერი - Image Space Incorporated

    თამაშის ძრავი - isiMotor2

    პლატფორმა - Microsoft Windows

    გამოსვლის თარიღი - North America - 31 აგვისტო, 2005 წელი

    უკანასკნელი ვერსიის გამოსვლა - 1.255G / 12 ივნისი, 2013 წელი

    ჟანრი - Sim racing

    რეჟიმი - Single player, Multiplayer, Career mode

    მედია/დისტრიბუცია - ინტერნეტიდან გადმოწერის შესაძლებლობა (Internet download)

     

    rFactor-ეს არის კომპიუტერული თამაშების ერთ-ერთი ჟანრი - სარბოლო სიმულატორი (racing simulator), რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას მართოთ ნებისმიერი ტიპის 4 საბურავიანი ავტომობილი, ღია ეპოქაში: დაწყებული ქუჩის (street) მანქანებიდან და დამთავრებული formula-თი: (open wheel). თამაში მიზნად ისახავდა, რომ ყოფილიყო ყველაზე ზუსტი სარბოლო სიმულატორი (race simulator) იმ პერიოდისთვის. rFactor-ი გამოვიდა 2005 წლის ნოემბერში. იმ დროს თამაშს არ ჰყავდა ბევრი კონკურენტი საკუთარ სფეროში (ბაზარზე); თუმცა rFactor-ი გამორჩეული იყო მრავალი ტექნიკური მიღწევით საბურავების მოდელირებაში, აეროდინამიკის (aerodynamics) კომპლექსში და ასევე (15 degrees of freedom) - თამაშის ძრავის თავისუფლებით (physics engine).

     

    rFactor-ი შექმნილია კომპანია Image Space Incorporated (ISI)-ის მიერ, რომელიც აკეთებს სიმულატორებს ადრეული 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, როგორც კომერციული ასევე სამხედრო მიზნებისთვის. isiMotor2 - არის ძრავი, რომელზეც თამაშია დაფუძნებული და ის გახლავთ პირდაპირი წინამორბედი იმ ძრავის, რომელიც გვხვდებოდა ISI-ის მიერ შემუშავებულ ადრეულ თამაშის სათაურებში, განსაკუთრებით კი - F1 Challenge '99-'02-ში, რომელიც გამოშვებულია EA Sports-ის მეშვეობით. isiMotor2-ის ძრავა აგრეთვე გამოყენებულია ბევრ Simbin-ის თამაშში, მათ შორის GT Legends, GTR და სხვა Race-ის სერიებში. ამ ძრავის შეცვლილი ვერსია იყო გამოყენებული Sim Factory-ში რომელიც ეკუთვნის ARCA Sim Racing-ს. rFactor-ის სპეციალური ვერსია ხელმისაწვდომი იყო ბიზნესის აპლიკაციებისთვის, როგორებიცაა: სიმულატორების ღონისძიება ან პრომოუშენი.

     

    Gameplay-სიუჟეტი

     

    rFactor-ს რბოლის სესიების დროს გააჩნია დეტალური ინტერფეისი, როგორც offline ასევე online რეჟიმში თამაშისას, რომელიც საშუალებას აძლევს მოთამაშეებს გააკონტროლონ საკუთარი მანქანის მექანიკური პარამეტრები setup, chat-ის საშუალებით მიწერონ სხვა მოთამაშეებს (ეკონტაქტონ მათ) და რათქმაუნდა შევიდნენ სარბოლო გზაზე საკუთარი ავტომობილით. მოთამაშის მანქანა შეიძლება იმართოს რამოდენიმე ხედით (viewpoints), მაგრამ ორი ყველაზე პოპულარული მათგანი არის: 1) სალონის ხედი (cockpit view) (მრბოლელის თვალიდან დანახული) და 2) swingman view (მანქანის ზევით ან უკან) მდებარე ხედი.

     

    ავტომობილის საუკეთესოდ გაკონტროლება ხდება კომპიუტერული საჭის დახმარებით (steering wheel), თუმცა ამისთვის, ჯოისტიკიც (joystick) ან კლავიატურაც (keyboard) შეიძლება იყოს გამოყენებული. კლავიატურა ასევე გამოიყენება ზოგიერთი ქმედებისთვის, მაგალითად ისეთის როგორიცაა: pit service-ის მოთხოვნა და სამუხრუჭე სისტემის დარეგულირება (adjusting brake bias). გასათვალისწინებელია, რომ ეს ქმედება არის თანამედროვე სარბოლო ავტომობილის საჭის ღილაკების ანალოგიური. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ბევრ კომპიუტერულ საჭეს გააჩნია ღილაკები, რომელიც შეიძლება დაიმეპოს ძალიან მარტივად. კონკრეტულად კი კლავიატურის ნებისმიერ ღილაკზე დაჭერით (keystrokes). მოთამაშეს ძალიან მარტივად შეუძლია პირდაპირ სარბოლო გზიდან გადავიდეს მართვის ინტერფეისში escape ღილაკზე (ESC) დაჭერით. ასევე შესაძლებელია უბრალოდ pit box-ში შესვლაც.

     

    Vehicles and Circuits-მანქანები და გზები

     

    rFactor-ს გააჩნია ავტომობილების ორი კლასი, ესენია: "Open Wheel Challenge" და sedan. Open Wheel Challenge-ის მანქანები არიან open wheelers, მასში კი შედის როგორც 100 HP სასწავლო ავტომობილები, აგრეთვე F3-ის და F1-ის მსგავსი ბოლიდები (ე. წ. Formula). sedan მანქანები მერყეობს კომპაქტურად, როგორც სპორტული BMW-ეს კლასის ავტომობილები და US Muscle მანქანები; ისინი ასევე შეიცავენ stock cars (USAR-ის მსგავსს).

     

    ISI-მ გამოაცხადა (2006 წლის, 10 მაისს) გარიგება Intel-თან რადგან დაამატოს BMW Sauber Formula One-ის ბოლიდი თამაშში. ამ ავტომობილის დემონსტრაცია შედგა 2006 წელს, European Grand Prix-ზე. გარიგება უნდა ყოფილიყო სპეციალური, რადგან ხელი შეწყობოდა უახლესი Intel Core 2 პროცესორის გამოსვლას. BMW Sauber rFactor-ს დაემატა 2006 წელს. მისი შესაბამისი მანქანები კი 2007 და 2008 წლებში დაემატა თამაშს, როგორც ოფიციალური დამატება (add-on).

     

    შემქმნელი ISI არ ცდილობდა მოეპოვებინა ნებსიმიერი სერიის ლიცენზია, სწორედ ამიტომ თამაში შეიცავს მხოლოდ გამოგონილ გზებს და მანქანებს. rFactor-ი გამოიცა მხოლოდ 5 ობიექტზე, რომელიც მოიცავს დაახლოებით 10 სქემას (layouts), რომელზეც შესაძლებელია საპირისპიროდ სიარული (reverse races). ეს ობიექტებია: Orchard Lake (an oval and road course), Mills Park და Toban Raceway (road courses), Joesville Runabout (a short oval) და Sardian Heights (a street race in a city environment). შემდეგ განახლებებში დაემატა Sardian Heights-ის სქემა, Essington Park, Lienz (a mountain road and rally course) და Jacksonville (a high banked super speedway). თამაშს როგორც განახლება დაემატა რამოდენიმე რეალობაში არსებული გზა, მაგრამ გამოგონილი დასახელებებით, რომელიც გამოვიდა 2006 წელს, ისევე როგორც ამ ჩამონათვალში არსებულები: Barcelona (Circuit de Catalunya, Spain), Brianza (Autodromo Nazionale Monza), Northamptonshire (Silverstone Circuit) და Nuerburg (Nürburgring).

     

    Modifications-მოდიფიკაციები

     

    rFactor-ში არსებულ ორიგინალ ავტომობილებს და გზებს ძალიან მალე დაემატა უამრავი არაოფიციალური მოდი. ერთ-ერთი ადრეული მოდი იყო F3-ის ავტომობილი, რომელიც გახდა ძალიან პოპულარული გარკვეულ პერიოდში და მოგვიანებით ოფიციალურადაც კი დაემატა თამაშს, თუმცა გამოგონილი დასახელებით. მრავალი სხვა მოდიფიკაცია იქნა გამოშვებული და მათ შორის იყო Formula One, NASCAR, IndyCar და V8 Supercars. მანქანები სხვა სარბოლო თამაშებიდან: Forza Motorsport, Shift 2 Unleashed და Test Drive Unlimited კონვერტირებული (გადატანილი) იყო rFactor-ის მოდში დასახელებით - Shift Street. ეხლა ამ მოდში 200-ზე გაცილებით ბევრი მანქანაა გადატანილი სხვადასხვა სარბოლო თამაშიდან. SDK-ს გამოშვების შემდეგ, ძალიან ბევრი ახალი ობიექტი შეიქმნა და გამოიცა როგორც თამაშის არაოფიციალური დამატებები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბევრი გზა rFactor-ში დაკონვენტირებულია სხვა კომპიუტერული თამაშებიდან, მათ შორის GTR, GT Legends, TOCA Race Driver, Grand Prix 4 და GP Legends.

     

    Development-განვითარება

     

    rFactor-ი არის F1 Challenge '99-'02-ის ევოლუცია, მაგრამ Formula One-ის გზების და ჯგუფების ლიცენზიის გარეშე. როგორც ასეთი rFactor-ის თავდაპირველი ვერსია, შეიცავდა მხოლოდ 4 გამოგონილ გზას (seven as of v1.087) სადაც დაახლოებით ათეული მონახაზია შეტანილი; იქ არის დაახლოებით 6 მანქანის კლასი, რომელიც შეიცავს 2 (open wheel) და 4 ცალ sedan-ის კლასს. მათ შორის მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლები არის მდიდარი ინტერფეისი რადგან შექმნათ თამაშის უბრალო კონტენტი, რამაც შესაძლებლობა მისცა მოყვარულებს თამაშისთვის შეექმნათ დამატებითი მანქანები და გზები. 2006 წლის, 1 აგვისტოს, ISI-მ გამოუშვა სრული განახლება (full update), ძალიან ბევრი ცვლილებით და ახალი ფუნქციებით. თამაში ასევე შეიცავდა 2006 წლის BMW Sauber F1-ს და ყველაზე ხშირად მოთხოვნად manual-ს. კიდევ ერთი აღსანიშნავი და ხშირად მოთხოვნადი ფუნქცია იყო მრბოლელის ცვლილება, რომელიც საშუალებას იძლევა რბოლის დროს შეიცვალოს მძღოლი. ეს ყველაფერი კი ისე ხდება, როგორც Le Mans-ის რეალურ 24 საათიან რბოლაში.

     

    მიუხედავად იმისა, რომ მოდელი არის მაღალგანვითარებული ხელოვნური ინტელექტის (Artificial Intelligence) მქონე, ის მაინც ექვემდებარება ბევრ ცვლილებას და კრიტიკას. AI-ს (ბოტების) ბლოკირების კოდი, (ეს AI-ს კოდი შეიცავს სხვა მანქანების ბლოკირების და თავიდან აცილების ფუნქციას) თავიდან ინქნა დაწერილი კრიტიკის საპასუხოდ. Mike Z-მა ISI-დან პირობა დადო, რომ "AI-ის ბლოკირების ფორმა იქნება ბევრად უფრო ძლიერი და ლოგიკური თამაშის მომავალ განახლებაში. მე კონცენტრირებული ვარ დავაფიქსირო თამაშის შეცდომები ამ განახლებაში; მომვალში კი მე გავაფართოებ AI-ს ქცევებს (მაგრამ რათქმაუნდა ჯერ კიდევ დავაფიქსირებ რამოდენიმე შეცდომას...)". სამომავლო განახლება AI-ს "გზის შესწავლის" საშუალებას მისცემს, რომელიც მას (AI) ასწავლის იდეალურ გზის ტრაექტორიას ნებისმიერ გზაზე სამართავად. ვერსია - v1.150-ში, AI გაუმჯობესდა და შეიძინა სწრაფი მართვის სტილი. თუმცა, მაინც დარჩა რამოდენიმე პრობლემატური საკითხი. AI-ის მძღოლები არაზუსტად ასახავენ რეალური ადამიანის ქცევას სარბოლო გზაზე და ასევე მათ არ გააჩნიათ რეალური ადამიანის მსგავსი მოხვევის უნარი. ისინი ასევე განიცდიან odd-bump ანომალიას, რომლის დროსაც უარს ამბობენ ახტომაზე, როდესაც ეს საჭიროა. AI-ის ბლოკირება არ დაბრუნდა, მაგრამ კომპიუტერის მიერ კონტროლირებად მძღოლებს აღარ მოერიდებათ სხვა მანქანების გასწრება, რომელიც კონტროლირდება ადამიანის და კომპიუტერის მიერ. rFactor-ი უზრუნველჰოფილია საბურავების მოწინავე მოდელით, რომელიც მიზნად ისახავს იყოს ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე Pacejka-ს მოდელი, რომელსაც ადრე ავტო სიმულატორების უმრავლესობა იყენებდა. rFactor-ის საბურავის მოდელი სიმულირებს არაწრფივი (non-linear) საბურავის გამოყენების ციკლის თანახმად რაც დამოკიდებულია: ტემპერატურაზე და ამინდზე.

     

    F1 Challenge გამოდგა პოპულარული online რბოლის დროს, ინტერნეტის საშუალებით GameSpy, რომელიც სშუალებას აძლევს ნებისმიერ მოთამაშეს იპოვოს ხელმისაწვდომი თამაში. rFactor-ს ამის გაკეთების რამოდენიმე გზა გააჩნია. ცენტრალური სერვერი ეკუთვნის თავად ISI-ის, მაგრამ სხვა თამაშების პოვნაც ადვილადაა შესაძლებელი. როგორც ესეთი, ცენტრალური სერვერი აჩვენებს ყველა პრაქტიკულ და სარბოლო სესიას ვებ ინტერნეტის საშუალებით, რომელიც ცნობილია Racecast-ის სახელით. ასევე არსებობს კარიერის სტატისტიკა, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ დარეგისტრირებული მძღოლებისთვის. თამაშის სერვერის ჩართვა შესაძლებელია dedicated პროგრამის დახმარებით, რომელიც არის სრულიად უფასო. მისი გამოყენებით შესაძლებელია მოთამაშის და კომპიუტერული ბოტების (AI) მანქანების კონტროლი.

     

    F1 Challenge-ის ევოლუციის შემდეგ, გზები უკვე შეიცავს ყველა სქემას კონკრეტულ ადგილზე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში საგრძნობლად ამცირებს დუბლირებული გზის გეომეტრიას. თამაშს მარტივად შეიძლება დაემატოს სხვადასხვა სახის ტრანსპორტი და ასევე შესაძლებელია ყველა ავტომობილის ერთად არჩევა ან სათითაოდ თითო კლასის. rFactor გააჩნია ძალიან კარგი ინტერფეისი, რომელიც გაძლევთ სხვადასხვა მოდიფიკაციების დამატების საშუალებას.

     

    Reception-მიღება

     

    rFactor-ის პირველი განხილვა (როდის ?) გამოქვეყნდა AutoSimSport-ში, სადაც Jon Denton-მა განცხადა:

     

    What the tire model in rFactor does very well is that it models the relationship between slip angle, self aligning torque and cornering force - and it does this better than anything that has come before.

     

    Sequel-გაგრძელება

     

    2009 წლის მარტს ISI-მ გამოაცხადა ინფორმაცია rFactor 2-ის განვითარების (development) შესახებ, რომელსაც ექნებოდა: ამინდის ცვალებადობა, ბორბლების ახალი ცვეთის მოდელი და ასევე სხვადასხვა ტექსტურის ზუსტი ჩრდილები.

     

    აქ მთავრდება rF-ის ისტორია და უფრო მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ბმულებს:

     

    rFactor - ENG

    rFactor - RUS

     

    71623e94c8ce.jpg

     

    თამაშის შესახებ: rFactor-ი არის სარბოლო სიმულატორი, რომელიც გამოვიდა 2005 წლის ნოემბერში. თამაში შემუშავებულია Image Space Incorporated (ISI)-ის მიერ. rF მუშაობს gMotor2-ის ძრავზე, რომელიც აგრეთვე შემუშავებულია ISI-ის მიერ. gMotor2-ს ძრავა აგრეთვე გამოიყენებოდა ბევრ Simbin-ის თამაშში, მათ შორის: GT Legends, GTR და სხვა Race-ის სერიებში. სიმულატორის სლოგანია, (Customize. Control. Connect.) (დაკომფიგურება. მართვა. დაკავშირება). თამაში გვაძლევს საშუალებას, რომ დავამატოთ რეალობაში არსებული მანქანები და გზები. სწორედ ამის გამო, rFactor-ი გახდა ყველაზე მასშტაბური თამაში მთელს მსოფლიოში.

     

    rFactor-ის ოფიციალური ვებ გვერდი: rfactor.net

     

    თამაშის შესახებ:

     

    დასახელება: rFactor (Original Version)

    გამოსვლის წელი: 2013

    ვერსია: 1255g

    ჟანრი: Racing/Simulator

    ენა: English

    გამშვები: მოყვება

     

    სისტემური მოთხოვნები:

     

    ოპერაციული სისტემა: Windows XP, Vista, 7, 8

    პროცესორი: 1.9 Ghz

    ოპერატიული მეხსიერება: 512 MB

    ვიდეო დაფა: 128/256 MB

     

    თამაშის ბოლო ვერსია v1255g თავსებადია Windows 8-ის სისტემასთან, წინა ვერსიებისგან განსხვავებით !

     

    მინდა გითხრათ, რომ ISI-მ გამოუშვა თამაშის უკანასკნელი patch-ი 2013 წლის, 12 ივნისს, rFactor v1255g Released და თქვენ აღარ მოგიწევთ იმდენი პროცედურის გაკეთება, რაც ადრე გიწევდათ. თამაშის გადმოწერა, შემდეგ პატჩის დაყენება, კრეკის ზემოდან გადაწერა და ა. შ. დღეს rFactor-ის დაყენება საკმაოდ გამარტივდა. ამისათვის უბრალოდ გადმოწერეთ თამაში ოფიციალური ვებ გვერდიდან: rFactor v1255g (1.0GB) შემდეგ დაკრეკეთ და ISI_BABYFACTORY მეშვეობით გახსენით თამაშში არსებული ყველა გზა და მანქანა.

     

    ასევე შეგიძლიათ გადმოწეროთ თამაშის Lite ვერსია, სადაც შედის მხოლოდ 1 მანქანა და 1 გზა: rFactor v1255g - (274MB): შემდეგ კი დაკრეკეთ ისე, როგორც ქვემოთ არის ახსნილი.

     

    თამაშის დაყენების შემდეგ გადმოწერეთ Crack-ი (არქივს მოყვება Trainer-იც, რომელიც დაგეხმარებათ ყველა მანქანის და გზის გახსნაში - ეს Crack განკუთვნილია თამაშის ძველი ვერსიისთვის - 1.255F, მაგრამ ახალზეც უპრობლემოდ მუშაობს): Download Crack And Trainer თამაშში დაგჭირდებათ ფულის მომატება და ამასთან ერთად ყველა მანქანის და გზის გახსნა. ამიტომ აკეთებთ შემდეგს:

     

    Unlock money and much cars

     

    Gaining a lot of money and all cars with ease In the main menu, pick any of the two race car classes and once you do that, go to Control and start a testing run. Doesn't matter what track you select. In the menu where you actually debrief everything, you'll see a chatbox on the lower left of the menu. In that box, type ISI_BABYFACTORY (All caps) and send it, then exit the race. Once you do, you'll see that you're left with way more money (Around 1-2 billion depending on which class you selected) and most, if not all of the cars, unlocked.

     

    მანქანების და გზების გახსნა უფრო რომ გაგიადვილდეთ გადახედეთ ამ ბმულს: Money Cheat to purchase cars or upgrades

     

    rFactor ფულის მომატება შეიძლება სხვა გზითაც. ამისათვის იპოვეთ და ჩაასწორეთ .cch ფაილი (სეხელად ANY_DEV_ONLY.cch). მისი ნახვა შეგიძლიათ აქ: rfactor/userdata/

     

    გახსენით ფაილი (ANY_DEV_ONLY.cch) პროგრამა notepad-ის საშუალებით და ჩაასწორეთ ეს ველები.

     

    [CAREER]

    Experience=1228

    Money=110240

     

    თქვენ ზემოთ დაინახავთ "Experience" და "Money"-ს. შეცალეთ მათი ციფრები მაქსიმალურ რაოდენობაზე. საბოლოოდ კი შეინახეთ ფაილი. ჩართეთ თამაში და დააკვირდით ზემოთ მოცემულ ფულის რაოდენობას :)

     

    დამწყებებს ხშირად ექმნებათ პრობლემები თამაშის ორიგინალ ფაილებთან დაკავშირებით, ამიტომ თუ რაიმე მოდიფიკაცია ან პროგრამა გადააწერეთ ორიგინალ ფოლდერებს და Backup-ის გაკეთება დაგავიწყდათ, ყოველთვის შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ ბმულზე და გადმოწეროთ მხოლოდ ის ფაილი რომლის აღდგენაც გინდათ (და არა მთლიანად თამაში): rFactor v1255g - Original Files

     

    ScreenShoots - სურათები:

     

    e53c08120172.jpg

     

    Spoiler

    b679895822b3.jpgb8d0fd31f229.jpgbb65de2f5442.jpg9ab47aad798e.jpg625eea95f7f6.jpg

     

    Videos - ვიდეოები:

     

    https://www.youtube.com/watch?v=xphQ08xA16M

     

    Spoiler
    • Upvote 6
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.