Jump to content

Harmony Lines

მოდერატორი
  • Posts

    9602
  • Joined

  • Days Won

    127

Everything posted by Harmony Lines

  1. მეც ზუსტად ეგეთი მონიტორი მაქ 1680X1050-ზე იმენა ძალიან მაგარი გაფართოებაა რა, 1920X1080-ზე 21.5-იანებზე უფრო დიდია ეს.
  2. კი კი აქვთ ეგ კვება 600 ვატიანი, მარა ჯობია ახალი იყიდო რა კვება წადი და FSP იყიდე ძალიან მაგარი კვებაა და იმას იმდენი შნური მოყვება რომ სათვალავი ამერია, მაგაზე შენ არ იდარდო 2 ვიდეო კარტას ამუშავებ ტავისუფლად, ისე კორსაირს რო ყიდულობდე ახალს მაშინ იმას გირჩევდი რადგან 800 ვატი უფრო მეტ საშუალებას მოგცემდა მომავალში აპგრეიდის, მაგრამ ეს 600 ვატიანიც მაგარი რამეა და არაფერზე გაგიჭირვებს.
  3. კი მინდა ბრატ, მაგრამ ეხლა არც ფული მაქ თორე მაგ კარტას ხელიდან არ გავუშვებდი, ისე რამდენად აპირებდი მოგეყიდა? და რომც ვიყიდო რაზე უნდა ჩავრთო? 400 ვატიან კოდეგენის კვებაზე? ეჰ რა გინდა რო ქნა?! :(
  4. საიტზე კი უდევს 750-იანი, მაგრამ ჩვენ 600-იანი ვიყიდეთ, ეგ არ დევს საიტზე მაგრამ საწყობში აქ ეგ კვება 190-200 ად მოგყიდის რა, მე ეგ ვაყიდინე ძმაკაცს, მაგარი რამეა რა და რო0 ჩავაყენე იმენა მაგრად ამუშავებს რა ყველაფერს, MSI 5770-ს და 2 ვინჩესტერს, 3 მოდინგიან ქულერს ამუშავებს მაგრად, მაგარი რამეა.
  5. მაგარი კარტა გიყიდია ძმაო მართლა რა, ძაან იშვიატად ეგ კარტა, მაგას სულ 5970-ს ადარებდნენ, მაგ ორ კარტას მიყავდა პარადი რა მაშინ, ეჰ რა დრო იყო და ეხლა კიდე შენი კარტა რა ღირს GTX 295 ეჰ მაგარ მუღამზე კი ვარ მაგ კარტის, მარა რას იზავ.
  6. მაგ კვებას რეიზერთან მიდი და იმას აქ და 200 ლარად კიარა შეიძლება 190-დაც მოგცეს, მე ჩავუყენე რამოდენიმე დღის წინ ეგ კვება ძმაკაცს, რეიზერტან ვიყიდე.
  7. აა მეც მაგიტომ გამიკვირდა 200 ლარიო ცოტა დავეჭვდი ახალი არ იქნებატქო, მოკლედ დაითრიე ეგ კვება, მაგრამ საერთოდ ხომ იცი კვება ასრულებს ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს კომპიუტერის მუშაობაში, ამიტომ მე მაინც მირჩევნია კვება ახალი ვიყიდო ყოველთვის და ვიდეო კარტა და ა.შ ნახმარი წავა, მაგრამ თუ საშუალება არაა, მაშინ იყიდე.
  8. ოხ zV1 ეს NVIDIA ედიშენები მარტლა მაგრები გამოდის რა ამ ქულერ მასტერს და რა გინდა რო ქნა. ;)
  9. კორსაირი ერთ-ერთი საუკეთესოა კვებებში, კი ეგ საკმაოდ კარგი კვებაა, ეხლა გეტყვი კორსაირის კლასიფიკაცია არის ესეთი, პირველი ანუ ყველაზე დაბალი სერია CX ანუ დამწყები სერია, მერე მოდის GS ანუ გეიმინგ სერია უკეთესი ანუ მძლავრი ვიდეო კარტებთან რომ არ გაუჭირდეს მუშაობა რა ხო მიმიხვდი, მერე უკვე TX ენთუზიასტებისთვის რა, მერე მოდის უკვე პროფესიონალები HX ანუ უკვე მძლავრი ბევრად რა, sli ან crossfirex-ზე მძლავრი ვიდეო კარტების მუშაობა რომ არ გაუჭირდეს და ბოლო ნუ ეს უკვე აგვირგვინებს ყველაზე მაღალი ხარისხის სერია პროფესიონალები ოქროს სერტიფიკატით, ეს ყველაზე მძლავრი სერიაა რა, ყველაზე ჰიენდ კომპებს რო აწყობენ უკვე, იმემა ძაამ გიჯ კომპიუტერებს იმისთვისაა რა ეს უკვე გათვლილი. Corsair Power Supply Units კი მაგრამ მაგ GS 800-სს ახალს ყიდულობ აქ 200 ლარად?
  10. აი გეუბნები რა ძმაო აი ეხლა მე რომ მქონდეს DX11-ზე 560 ti დაჟე ჩემი საყვარელი სერია თვინ ფროზების ჰავკი, აი დაუფიქრებლად გაგიცვლიდი რა, შენ გაქ გეუბნები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით 448 ბიტიანი მონსტრი, ეგ კარტა 2-3 წელი ისე გაგიქაჩავს ტამაშებს როგორც არაფერი რა, ვაფშე არ გაუჭირდება, ცხელი კია, მაგრამ მაინც მაგარი მუღამში ვარ მაგ კარტის, ეხლა ვეძებდი 295-ებს და ვერსად ვერ ვნახე რომ იყიდებოდეს, DX10 მარა, მაგარი მოშნი რამეა რა, ტან ვიდიც მაგრად მევასება მაგ კარტების. მოკლედ დაანებე ტავი მაგ კარტის გამოცვლას. 580-ში ან 570-ში ფულს ნუ გადაიხდი რა, ტესტებში ჰარდში ხო ნახე რომ ორივეს ჯობია, შეიძლება თამაშებში ოდნავ აჯობოს და ისინი ცოტა გრილები არიან, მაგრამ მაინც არ გინდა, ტყუილად დიდი ტანხის გადახდა არ ღირს რა 700-1100 ლარის ფარგლებში კარტის ყიდვა, არ გინდა, ისე ბრატ რა მიეცი მაგ კარტაში ტავის დროზე?
  11. მაგარი მაზერია, მაგრამ ის ჯეინე-ზ დაიტრიე არ ინანებ, მაგას მოშნად ჯობია.
  12. ორივე კარგია, ფული რამდენი გაქ? მაზერისტვის დაწერე და ისე ყველაზე კარგი ვარიანტები: P8Z68-V PRO Republic of Gamer ჩემი რჩეული, ფასტან შედარებით ყველაზე მაგარი ვარიანტი რა. GA-Z68X-UD3H-B3 MSI Z68A-GD55 მეორე არის ყველაზე მაგარი ვარიანტი რა ტავის ფასტან შედარებით უძლიერესია რა. mATX პატარაა ზომით მაგრამ უძლიერესია რა.
  13. ეგრეც ნუ იტყვი ბექა, თავიდან ყველა მიდის დაგონია რომ პირდაპირ პრაქტიკა უცბათ აუღებენ ალღოს და ა.შ. მაგრამ კარგად ვიცით რომ ეგრე არა არის, ორობითი თავიდან და მერე რთულდება და რთულდება, გადაყვანა 16-ბითში და ა.შ. ძალიან შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი, შენტვის შეიძლება ადვილია რადგან იცი, მაგრამ დამწყებებისთვის სულაც არ იქნება ადვილი, გამრავლება, გაყოფა მიმატება ორობითში, რვაობითში და ა.შ. 1 ბაიტში რომ 8 ბიტია და ა.შ. ყველაფერს შრომა ჭირდება, შრომის გარეშე არაფერი მიიღწევა. :)
  14. +1 ყველაზე არასტაბილური კვების ბლოკები, იყიდე ანტეკის ან კორსაირის ან ენერმაქსის კვებები. ფული რამდენი გაქ კვებისტვის?
  15. კი ვიცი ეგეთი სასწავლებელი, ეგ არის წერეთელზე პოლიციის შენობის გვერდით. საკმაოდ კარგად ასწავლიან თეორიულად, ვიდეო გაკვეტილების დახმარებით, პრაქტიკულად, ნუ სრულიად კარგად შეისწავლი კომპიუტერის ენას რა, ესე რო ვთქვათ, ვებ დიზაინი, დაშლა-აწყობა და ა.შ. თავიდან შენ მოგიწევს ორობითი სისტემის სწავლა, ეუფ მაგარი ტვინის ჭამაა თავიდან მაგრამ მერე რო დაამუღამებ ადვილია. მისამართი წერეთლის 134, მეტრო დიდუბესთან.
  16. კი მაგრამ მაინც ძვირია, იმიტომ რომ ბევრი არის FULL TAWER კეისები, ნუ ჰაფ-ი ავიღოთ თუნდაც ქულერ მასტერის, ანტეკის კეისები რომლებიც ეგეთი ძვირები არ ღირს, ნუ მე ვთვლი რომ ეს ფასი ძვირია მაგ კეისისტვის. ისე მყარი მეტალისგან არის დამზადებული და ფოლადის შენარევებიც ბლომად აქვს და სწორედ ეგ უმატებს ფასს, ნუ მაგრამ მაინც ძვირია. გაგრილება იდეალური.
  17. აუ პროსტა მითხარი უკეტესი რა ვიდეო კარტა გინდა ჰა? :D ნახე პროსტა რა კარტებს ტეხავს წელში შენი 295-ი GeForce GTX 295 vs GeForce GTX 470 GeForce GTX 295 vs GeForce GTX 480 GeForce GTX 295 vs GeForce GTX 570 GeForce GTX 295 vs GeForce GTX 580 3GB ერტადერთი რამაც დაამარცხა არის 590 GeForce GTX 295 vs GeForce GTX 590 დამიჯერე რა შენს კარტას არ შეეხო და არც კი იფიქრო გამოცვლაზე, რადგან კომპიუტერში პატარა მონსტრი გყავს. ;)
  18. ჯერ, 3.4 აქ თავისი, მაქს ტურბოთი 3.8 და ეს სიხშირეები გეყოფა შენ კარგა ხანს და მერე კიდე აიყვან 4.0-ზე ან 4.5-ზე, რო იცოდე მაგ პროცზე 4.5 უპრობლემოდ ედება, მე გირჩევ იყიდე ეგ 2600K Z68-ჩიპსეტის მაზერზე ააწყვე და მორჩა რა, Z68 ტან გამარჯვებული ჩიპსეტია, მაგ სერიის დედაპლატებმა P67-საც აჯობა და H67-საც, ასე რომ კარგი შენაძენი იქნება ნამდვილად.
  19. Raynor Tower G2R Red აგერ წერია, ყველაფერი ქვემოთ რაც მოყვება და მახასიათებლები, 2 120მმ-იანი ფანი მოყვება და ფან კონტროლით აკონტროლებ და წინ და უკან. საღებავს ვერ გეტყვი რა ხარისხის უსვია, მაგრამ მეტალისგანაა კორპუსი დამზადებული და ცოტა უხეში ზედაპირიც აქ და არამგონია ადვილად მოშორდეს საღებავი. გათვალისწინებულია ეგ ყველაფერი. ეს მაღაზია არის პოლიტექნიკური მეტროდან რომ ამოხვალ მანდვეა რა ახლოს, გაყვები ჩამწკრივებას, ლაღიძის წ#$%ბია მანდ კაფე და მაგას გაყვები და მეორე მხარეს გადახვალ და იქ არის, ისე კოსტავას 74-შია ეგ მაღაზია. არაა რთული მისაგნები, მაგრამ კიდობანშიც აქვთ ეგ კეისები, 59ა მაღაზიაში, მაგრამ ისე იქ უფრო მაგარი კეისებიც ჩითავს, ბოლოს ვნახე მაგარი კეისი მანდ იმენა ძალიან მაგარ ვიდზე იყო რა. თუ გავიხსენე იმ კეისის სახელი დავდებ სურათს რა.
  20. დალოდებით კი დაელოდეთ მაგრამ ფასი ექნება რაღაც ძალიან დიდი მაგ სერიას, ყოველთვის ესე იყო, ექსტრემ ედიშენები სულ ძვირი ღირდა, >>> extrem edishen processors და დესკტოპ პროცესორების ფასი რაღა იქნება ვაფშე. ახალი სოკეტის გამოსვლასაც არ ვიცით რა მოყვება, დადებითი მხარეები, უარყოფითი მხარეები, დენს როგორ მოიხმარს და რავი 1000 რამ, მე გირჩევდი გეყიდა ი7-2600კ დაარაზგონებდი და გეყოფოდა კარგა ხანს, მაგრამ თუ არ გინდა დაელოდე ახალი სერიის პროცესორებს.
  21. არა წინას სისწრაფეს აკონტროლებს, შეგიძლია აასწრაფო ან შეანელო და უკნიდან გაიტანს რა სისწრაფითაც გინდა იმით, Frontier-ი უფრო სუსტია მაგ საკითხში, გაგრილებით ქოლორფული ჯობს, უფრო დახურული კეისია ეგ და გაწოვაც ნაკლები აქ.
  22. მაგ კეისებს შორის მხოლოდ დიზაინია სხვაობა, მეტალის სისქე, პლატფორმები, ზომა, განლაგება ყველაფერი ერტნაირი აქვთ. ერთი დიდი პლიუსი კიდე აქ მაგ კეისებს ზემოთ ფან კონტროლერი უყენიათ.
  23. აი საიდან მოგაქვთ ესეთი აზრები რა, მე პირადად ავუწყვე მეგობარს ამ კეისით კომპიუტერი და საკმაოდ გრილი კეისია და 5 ქულერის ჩაყენება შეგიძლია, ქოლორფული კიდე უცხო ფირმა არაა და ბევრმა იცის მაგ ფირმის ნაწარმი, საკმაოდ მყარი მეტალის კორპუსისგანაა დამზადებული ეგ კეისი 3MM-იანი მეტალის კორპუსია ფოლადის პლატფორმებით.
  24. 100 ლარად თუ გინდა მაშინ იყიდე ქოლორფულის რეინორ თაუერი >> Raynor Tower G2R 98 ლარი http://shop.microtech.ge/img/p/60-131-thickbox.jpg
  25. მაგარი კეისია ორივე და ესეც არ არის ცუდი ვარიანტი > Elite 334 NVIDIA Edition მართალია ზემოთ უყენდება კვება მაგრამ მაინც საკმაოდ კარგი კეისია და ძვირიც არ ღირს.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.