Jump to content

UGLT

წევრი
  • Posts

    22
  • Joined

  • Last visited

Posts posted by UGLT

  1. სიმართლე გითხრათ ავირიე :/ 

    ხომ ვერ დამიბმულავთ ბოლო ვერსიას თავისი აქტივატორით? ყოველდღე ახალ-ახალი პოსტები იდება და ვეღარ მივყევი :დ მადლობა წინასწარ :)

  2. მოგესალმებით ყველას,

    რადგან ამ ტექსტს კითხულობთ ალბათ თემის სათაურის წაკითხვამ უკვე აღგიძრათ სურვილი შეეხოთ ამ მხეცს.

    მეც მასეთივე სურვილით გამოვიწერე ამაზონიდან (Microsoft Surface Pro 3 (256 GB, Intel Core i7)), თუმცა ბედის ირონია არ იარსებებდა ის რომ არ მომხდარიყო რაც მოხდა.

    მოკლედ, ძალიან ბევრი რომ არ გავაგრძელო ვერ ვიტოვებ ამ ლეპტოპს ჩემთვის, ფული დამჭირდა სასწრაფოდ ხოდა ვყიდი თითქმის საკუთარ ფასში (განბაჟება + ჩამოტანა).

    როგორც ზედა ბმულზე ხედავთ ლეპტოპი ღირს 1549 დოლარი, ამას დამატებული ტრანსპორტირება, განბაჟების 485 ლარი = 3180 ლარი, ამის მყიდველს 120 ლარიც არ გაუჭირდება და 3300 ლარად გავატან :)

    ძალიან ძლიერი და მოსახერხებელი ლეპტოპია (პლანშეტს შეგნებუალად არ ვეძახი). მცოდნემ იცის, მყიდველს უყვარს!

    ესეც სურათები ყუთში:

    ანფასი:

    1118142123.jpg

    ქარხნული, მოუხსნელი ბეჭედი/ლუქი:

    1118142123a.jpg

    უკანახედი (+ მონაცემები)

    1118142123b.jpg

    აბა, წარმატებას ვისურვებ და წარმატებას გისურვებთ!

    პ.ს. საქართველოში, ერთადერთ რესურსზე ვნახე Surface pro 3 - Zoommer.ge (http://zoommer.ge/category-273/ms/microsoft-surface-pro-3-i5-256gb.html - გაითვალისწინეთ, რომ პროცესორი ჩემსას i7 აქვს ზუმერზე რაც დევს i5 - განსხვავება ეძიეთ Intel-ის საიტზე!)

    პ.პ.ს. თუ ვერ ყიდულობთ სხვას ანახეთ UP-ის მეშვეობთ :)

  3. რეალური მძღოლის, ან რეალური რეისინგის ტერმინები არ უნდა შეერიოს, უკვე დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებულ, ვირტუალურ რეისინგში მიღებულ ტერმინებს.

    "რული გაასწორეო" ცოტა სხვა მომენტია :| სწორედაც ეგ აურევს მოთამაშეს სწორად გაგებაში. არადა ლაპარკია, მექანიკურ მოწყობილობაზე კერძოთ მანიპულატორების, ამ შემთხვევაში საჭის FFB -ზე.

    არ ვიცი პრობლემას რა ქმნის, ის რომ მე ვერ ვიგებ მაგ ტერმინის მნიშვნელობას თუ თქვენ არ გაქვთ ყური მიჩვეული :)

    მე ასე მესმის, თუ ქართული ტერმინი არსებობს და დიდი ხანია დამკვიდრებულია რატომ გამოვიყენო სათამაშო ტერმინოლოგია, რომელიც ქართულად არ არსებობს ან ვერ მაწვდით (მისაღებ ტერმინზე მაქვს საუბარი - საჭის ცენტრირება იქნება თუ საჭის გასწორება დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ გარდა იმისა რომ ერთი უცხოური სიტყვაა და მეორე ქართული :) )

    "სამართავი მოწყობილობები" = "მანიპულატორები" - ს ესეც უფრო გასაგებია, ერთ სიტყვაში, ჩემი გამოგონილი არაა :)

    პ.ს. რათქმაუნდა "იმხოები და იმხოები... ბოლო სიტყვა თქვენია.

    აქაც იგივე პრობლემას ვაწყდებით, მიუჩვევლობას. აი მაგალითად - მანიპულაცია და კონტროლი ორივე ნიშნავს მართვას, მაგალითად თამაშში მაგ მოწყობილობებს ქვია კონტროლერები (controllers) შენ მეუბნები მანიპულატორს, ორივე სამართავს ნიშნავს. რატომ გამოვიყენო უცხოური როდესაც არსებობს ქართული? იმიტომ რომ უცხოურს მივეჩვიეთ? მაშ რა ვუყოთ ქართულს - გადავეჩვიოთ? :)

  4. UGLT

    Force Feedback - იძლებითი (ძალით) წინააღმდეგობა - (წინაღობა) - მე უკუმოძრაობა მგონია მაინც. მაშინ ესე გამოდის.

    მოკლედ, გადავწყვიტეთ შემდეგი ტერმინები:

    Force feedback

    საჭის წინაღობა

    Force feedback gain

    საჭის წინაღობის ძალა

    Force feedback centering

    საჭის გასწორების სიჩქარე

    შემდეგ ვერსიაში ჩაემატება და გაჩვენებთ როგორ გამოჩნდება :) დიდი განხილვა გქვონდა (ჯგუფში) და ასე გადავწყვიტეთ, გვგონია რომ საკმაოდ ზუსტი თარგმანია...

    ახლა შეგვიძლია სხვა ტერმინებიც განვიხილოთ მაგ სურათიდან :)

  5. ახლა ვსაუბრობდით მე და საბა, საბა მეუბნებოდა უკუგდებაო (მომწონს ძალიან), მე ვუთხარი წინაღობა სჯობსთქო და მაგალითად მოვუყვანე ფორმულა "ყოველი ქმედება იწვევს უკუქმედებას" - რატომ არავინ დავფიქრფით ამ შესანიშნავ სიტყვაზე? :)))

  6. UGLT

    Force - ძალა

    Feedback - უკუკავშირი

    ამიტომ ვთქვი ძალიას უკუკავშირი. უკუ რეაქცია, ეს იმიტომ რო როდესაც მარცხნივ უხვევ, საჭის მექანიზმი საპირისპიროდ მოძრაობს, რომ წინააღმდეგობის ძალა შეიქმნას.

    Force - არის იძულება, ამ შემთხვევაში ჩართვა, ანუ საჭის გაშუალების იძულება (ძალით გაკეთება და ა.შ.), ხშირად გამოიყენება პროგრამებშიც Force ჩართვის სინონიმად.

    ეგეც არ იყოს შენვე ამბობ :"იმიტომ რო როდესაც მარცხნივ უხვევ, საჭის მექანიზმი საპირისპიროდ მოძრაობს, რომ წინააღმდეგობის ძალა შეიქმნას." - ანუ გიქმნის წინაღობას :)

    Force feedback centering - მაშინ ძალის უკუკავშირი ცენტრში - სიტყვასიტყვით ესეა, მაგრამ არ გამოდის კარგად. "გაშუალება" გამორიცხულია. ექ ცენტრი უნდა იყოს ნახსენები.

    გაშუალება რატომ არის გამორიცხული? Centering - გაშუალება ან საჭის გასწორება (მე მანქანასთან ძალიან შორს ვარ, არ მოწმობა მაქვს მართვის და არც ტარება ვიცი, მაგრამ ხშირად გამიგია "რული გაასწორეო" :) ხოდა ცხოვრებიდან თუ გადმოვიტანთ გასწორება უნდა იყოს სწორი...)

    Center ნიშნავს შუას ხომ ასეა? მაშინ რა პრობლემა გაშუალება არ მესმის :)

    გადაკიდებული არ ვარ გაშუალებაზე, სხვა სიტყვაც შეიძლება მოვძებნოთ ცენტრირების გარდა. (ზემოთაც ვახსენე გასწორება და ცხოვრების მაგალითიც მოვაყოლე :))

  7. UGLT

    ძალის უკუკავშირი. შეიძლება არ მოგწონს, მაგრამ ეგ სიტყვა ზუსტად გამოხატავს მაგის ფუნქციას.

    ეს დიდი შეცდომაა და ვერავინ მიხვდება ამ პუნქტის დანიშნულებას. თუ ზეპირად არ იცის რას აკეთებს და რისთვისაა. საჭის გასწორება შეიძლება სხვადასხვანაირად აიხსნას, ეს ფუქცია კი ცენტრირებას ეხება. ანუ იდეა არის ის, რომ საჭე მოხვევის შემდეგ მუდამ ცენტრში ბრუნდება.

    ძალას არ შეიძლება ქონდეს უკუკავშირი - უკუკავშირს შეიძლება ქონდეს ძალა :) - პირდაპირი თარგმანი არ გამოგვადგება, უნდა გავაქართულოთ. წინაღობა მე თუ მკითხავ სწორია:

    " წინაღობა (წინაღობისა) 1.ფიზ. ნივთიერების თვისება, უნარი_წინააღმდეგობა გაუწიოს რაიმე ზემოქმედებას, ცვლილებას. აბსოლუტური წინაღობა. _ ჰაერის წინაღობა. _ მაგნიტური წინაღობა. _ ხახუნის წინაღობა.2.სპორ. გზის შემკრავი საშუალებანი, მოძრაობის შემაფერხებელი პირობები რბენის, ჭენებისა და მისთ. დროს, _ დაბრკოლება. წინაღობებით რბენა.

    "

    რაც შეეხება საჭის გასწორებას, მანდაც რამდენიმე ვარიანტი შეიძლება იყოს, მაგალითად გაშუალება, საწყის პოზიციაში დაბრუნება და ა.შ. "საჭის ცენტრირება" ცუდად ჟღერს ნამეტანი.

    ანუ ასე რომ იყოს:

    Feedback - საჭის წინაღობის სიმძლავრე, ძალა

    Force feedback centering - საჭის გაშუალება/გასწორება/სწორება(შეიძლება წინ ჩაერთოს ავტ. - ავტომატურად გასწორება, სწორება ან გაშუალება)

    მეც მასე ვფიქროფ, საჭის გასწორება შეიძLება შეცდომით იყოს გაგებული.

    აქ კი მგონი აჯობებს "სამართავი" შეიცვალოს "მანუპულატორები" -ით.

    bj8pio.jpg

    მე მანქანასთან ძალიან შორს ვარ, არ მოწმობა მაქვს მართვის და არც ტარება ვიცი, მაგრამ ხშირად გამიგია "რული გაასწორეო" :) ხოდა ცხოვრებიდან თუ გადმოვიტანთ გასწორება უნდა იყოს სწორი...

    მანიპულატორებს რაც შეეხება, მაგას ისევ სჯობს გავაგრძელოთ და მაგალიად "სამართავი მოწყობილობები" დავარქვათ, რას იტყვით?

  8. UGLT

    feedback - არის ძალის უკუკავშირი სიტყვა სიტყვით. უკუკავშირი იმიტომ, რომ მოხვევის დროს საჭე გიძალიანდება და ძალა მიდის საპირისპირო მიმართულებით.

    feedback - ს რომ რთავ ანუ (უკუკავშირს) საჭე მაგრდება და მოხვევისას გეხმარება. რეალური შეგრძნებების მისაღებადაა feedback - ი. რაც უფრო მაღალი იქნება უკუკავშირი, მით უფრო მეტად იგრძნობა ავტომობილი. მოსახვევებში შესვლაც უფრო ადვილია feedback - ით, ვიდრე მის გარეშე.

    Force feedback centering - უკუკავშირის ცენტრირება

    ეს რაც დავწერე, ეს მთავარია, ანუ როდესაც უხვევ ვთქვათ მარჯვნივ და შემდეგ სწრაფადვე არის მარცხნივ მოსახვევი, შეიძლება ვერ მოასწორო საჭის დატრიალება. ამიტომ რთავ ცენტირებას, რადგან როდესაც საჭეს მოუხვევ (არ აქვს მნიშვნელობა მარცხნივ თუ მარჯვნივ) ის ავტომატურად დაუბრუნდება ცენტრის პოზიციას. ამის საშუალებით მოხვევის დროს გეხმარება და უფრო მალე ატრიალებ საჭეს. მოკლედ ეგ ფუნქცია ძალიან კარგია დრიფტის დროსაც, როდესაც მანქანის წონის გადატანა გინდა ერთი მხრიდან მეორეზე.

    უკუკავშირი, ძალიან არ მომწონს :( საერთოდ ეგ სიტყვა მაღიზიანებს, რატომ არ ვიცი ოღონდ. ამ შემთხვევაში უფრო სხვა რამ ქვია

    საჭის მგრძნობელობა, წინაღობა (?), შეგრძნება (არ მომწონს, ვარიანტად ვდებ მხოლოდ), რეაქცია (ეს სრულად არ გამოხატავს აზრს)... კიდევ მოვიფიქრებ რამეს...

    Force feedback centering - უკუკავშირის ცენტრირება - ეს შეიძლება უფრო მარტივად ვთქვათ - საჭის გასწორება

  9. პირველ რიგში გმადლობთ დახმარებისთვის :)

    ახლა საქმე

    ძალიან რთულ საქმეს ხართ შეჭიდებული :D ასე 20 წუთი ვუტრიალებ და ძლივს რაღაც მიახლოებული შესატყვისი მოვუძებნე, ისიც მხოლოთ სამ ტეკსტს :| მაქვს დანარჩენებზეც რაღაც ვარიანტები, მაგრამ არ ვიჩქარე უფრო უკეთეს ვცდილობ. თუთქვენ რამე ვარიანტს შეცვლით, დაეთ აქ და ერთათ შევაფასოთ.

    mi2ft0.jpg

    პ.ს. მკვდარ ზონაზე არსებითს ვერაფერს მოვიფიქრებთ :) რა თქმა უნდა თქვენც გქონდათ ეს ვარიანტი, მაგრამ ამაზე უკეთეს მგონი ვერაფერს მოვუფიქრებთ :| ჩემი აზრით, სხვა სიტყვა უფრო სასაცილო იქმება :D მაგალითათ მდორე ზონა :D

    ამაზე ჯერ არ გვიფიქრია, რადგან საჭის გარეშე ძალიან რთულია ზუსტი ტერმინების მორგება.

    ეს უკუკავშირი რას შვება საჭირს შემთხვევაში? ანუ ვთქვათ მძლავრია მერე?

    საჭის ბრუნვის რეჟიმი - გაშუალებული - აქ რა ხდება? ანუ სხვა რეჟიმში რომ გადართო როგორ მუშაობს :)

    jomardi

    უმოქმედო ზონა.

    Force feedback centering - უკუკავშირის ცენტრირება

    უმოქმედო ზონა კარგია, მომეწონა. მადარდებს feedback-ის ამბავი, ჩემი აზრით უკუკავშირი არ უნდა იყოს :)

    შეგიძლიათ მითხრათ როცა ვთქვათ ეგ feedback-ი ირთვება, რეგულირდება სიმძლავრე ან ხდება გაშუალება მაგ მომენტში რა ხდება? პროფესიონალური არ მინდა, მოქმედებით ამიღწერეთ რას შვება :)

  10. OK გადმოვწერ სტიმიდან დემოს და შევხედავ რა შემიძლია. ინგლისურის ცოდნით ევრ დავიკვეხნი, მაგრამ შეხება კაი ხანია მაქვს საჭესთან და სიმულატორებთან და მაგის იმედად რამე შესატყვის მოვუძებნით :|

    პ.ს. აჩქარება არ ღირს, მაქსიმალურად კარგი თარგმანი უნდა გააკეთოთ :| საჭის პარამეტრებზე ვიზრუვნებ ხალხსაც დავიხმარ ვისაც მოეკითხება ;)

    არა, ვცდილობთ არ ვიჩქაროთ, რომ მაქსიმალურად ხარისხიანი თარგმანი მივიღოთ :) გაიხარე, დიდი მადლობა დახმარებისთვის!

  11. გაუმარჯოს, საჭე კი მაქვს მარა თამაში არ მიყიდია სწორედ საჭის ცუდი მხარაჭერის გმო. მაგრამ ახლა ეს არაა მთავარი. გუგლიდან ვნახე ეს ფოტო გამოდგება? თუ კი კონკრეტულად მიუთითე რომელი ტექსტი გაინტერესებს. ვეცდები მიახლოვებული შესატყვისი მოვუძებნო. ძნელია ქართულში მოძებნა ასეთი სპეციფიკური ტერმინები :) მოკლეთ სიამოვნებით დაგეხმარები რაც შემეძლება. თუ ეს სურათი არ გაწყობს, მაშინ დავაყენებ დემოსაც და ვნახავ :|

    გმადლობ, რომ გამოგვეხმაურე. სურათს რაც შეეხება, გარდა მაგ გვერდისა არის კიდევ სხვა პარამეტრების გამართვის საშუალებაც და სწორედ იქამდე ვერ მივდივართ (მოწყობილობის გარეშე). ეგ გვერდიც მნიშვნელოვანია ძალიან. კარგი იქნება თუ გამოგვიყოფ დროს და პირადად (თამაშში) შეხედავ ტერმინებს, ასე ბრმა თარგმანი დამერწმუნე ძალიან ძნელია.

    ყიდვა არ არის აუცილებელი, მეოთხე დონემდე შეიძლება თავისუფალად თამაში :) თან ბევრი პარამეტრი ჩაამატეს უკვე და იქნებ საჭის მხარდაჭერაც გამოასწორეს, ვნახოთ :)

  12. მოგესალმებით ყველას,

    კიდევ ერთხელ შეგაწუხებთ ამ პროექტთან დაკავშირებით. გამოვიდა თამაშის ახალი (ბეტა) ვერსია, რომელშიც დაემატა და დაიხვეწა საკმაოდ დიდი რაოდებობის ტერმინი. გაქართულება რამდენიმე დღეში დასრულდება და თამაშის საბოლოო ვერსიაც გამოვა, მაგრამ გვსურს, რომ თარგმანი იყოს ხარისხიანი რისთვისაც თქვენი (მოთამაშეების) მხარდაჭერა გვჭირდება.

    პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არასწორი ან გაუმართავი ტერმინების აღმოჩენა და დახვეწაა, რასაც ყოველი ჩვენგანის ჩართულობა სჭირდება. ხოლო მეორე საკითხი ძირითადად ეხება მათ ვისაც კომპიუტერის საჭე აქვს. თამაშში შესაძლებელია საჭის გამოყენება, ამასთან თამაშს აქვს საჭის გამართვის და მომხმარებელზე მორგების უამრავი პარამეტრი, რომელიც ითარგმნა, მაგრამ არ ვართ დარწმუნებულები იმაში რომ თარგმანი გამართული და გასაგებია, ამის შესამოწმებლად საჭიროა საჭე (მხოლოდ მაშინ ჩნდება ეს პარამეტრები თუ საჭე მიერთებულია კომპიუტერთან).

    თამაშის ახალი (ბეტა) ვერსიის გადმოწერა შესაძლებელია ამ FTP-დან.

    წინასწარ გიხდით მადლობას!

    პატივისცემით,

    იუ-ჯი-ელ-თი

    • Upvote 2
  13. ოფიციალურათ უნდა ითარგმნოს რა თქმა უნდა სუბებით, მაგ: DMC5 (მხოლოთ მაგალითისთვის მომყავს) მხოლოთ სუბებით არის ( ოფიციალურათ) ბიოშოკი რაც გამოვა ეხლა მარტო სუბები იქნება თარგმნილი, ანუ გახმოვანების უფლება ჩამოართვეს კომპანიებმა (იგივე როქსტარის თამაშები აღარ ხმოვანდება) და თქვენ რატომ არ უნდა მოგცენ იმის უფლება რომ მხოლოთ სუბებით ითარგმნოს.

    კიდევ ერთერთი უძლიერესი თამაში ME2 და3 მხოლოთ სუბებია.

    ეგ არ ვიცოდი :) ვნახოთ, თუ გამოვნახეთ რესურსი აუცილებლად მოვკიდებთ რაიმე მასიურ თამაშს ხელს :) უბრალოდ ხანდახან ძალიან ბევრი პროექტი გვიგროვდება ერთდროულად და ვეღარ გამოვყოფთ ხოლმე რესურსს დიდი პროექტის წამოსაწყებად.ძალიან ბევრი წვრილმანია დაწყებული მოლაპარაკების წარმოებიდან, დამთავრებული თავად გაქართულებისა და ე.წ. გაშალაშინების პროცესით, რასაც მხოლოდ ჩვენი მცირერიცხოვანი ჯგუფი ვერ სწვდება.

    ძალიან კარგი საქმისთვის მოუკიდიათ ხელი, იმედია ამაზე არ შეჩერდებიან. ETS თარგმნასაც დრო და რესურსი უნდა, თუმცა არის თამაშები, რასაც თარგმნა უფრო ესაჭიროება, მაგალითათ "სტარტეგიებს კერძოთ Crusader Kings II,Total War - ის სერიები და ასეთი ტიპის თამაშებისთვის, სადაც მთლიანი თამაშის პროცესი, ტეკსტით მიდის.

    წარმატებები uglt.org-ს

    გმადლობ. არა, შეჩერებას არ ვაპირებთ. უბრალოდ დიდ პროექტებთან შეჭიდება გვიჭირს ხოლმე :)

  14. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, კაი საქმეს ხართ შეჭიდული და იმედია ვინმე კარგი სპონსორიც გამოჩდება, გახმოვანებით რუსებიც ვეღარ ახმოვანებენ უმრავლესობა თამაშს, არ აძლევენ უფლებას. სუბტიტრები კარგი იქნებოდა. მთავარია არ მოკვდეს ჯერ არ დაწყებული საქმე როგორც ერთ პროექტს დაემართა და მაგრათ მეწყინა (

    გმადლობ. სუბტიტრების თარგმნა შეიძლება, მაგრამ მანდაც არის ერთი პრობლემა, კერძოდ ის რომ ოფიციალურად მხოლოდ სუბტიტრებს არავინ გვათარგმნინებს, ხოლო არაოფიციალურ თარგმანზე ჩვენ ვერ ვიმუშავებთ გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაცია ვართ. არაოფიციალურად, ორგანიზაციის გარეთ შეიძლება შემოგთავაზოთ ხოლმე ჩვენმა წევრებმა საკუთარი სურვილით გაკეთებული პროექტები, მაგრამ ორგანიზაცია ვერ მიიწერს ასეთ პროექტს :)

    მაგალითად, საბა ხმალაძე (Tabo8226) და გიორგი მაღლაკელიძე (DrAcid) მუშაობენ "მაფია 2"-ის სუბტიტრების თარგმანზე და იმედია მალე შემოგვთავაზებენ (ამჟამად რაღაც ტექნიკური პრობლემები აქვთ). :)

  15. საღოლ იმედია უფრო წინ წაიწევს ასეთი რაგაცეები საქართველოში...წარმატებები...ერთი შენიშვნა http://radikal.ru/F/...d42061.jpg.html ამ სურათზე ჯობს დასჭირდას მაგივრად უბრალოდ დრო დააწეროთ

    გეთანხმები. ჩასწორდება ეგ აუცილებლად, უბრალოდ ბრმა თარგმანის დროს ხშირად კონტექსტი გაუგებარია და პირდაპირ ვთარგმნით, ამიტომ არის საჭირო საერთო ჩართულება და ასეთი უზუსტობების აღმოჩენა და დახვეწა :) გმადლობ.

    ძალაინ გამიხარდა ესეთი რაღაც რომ გაკეთდა, მაგრამ თამაშის შესანიშნავობაზე ვერაფერ ვიტყვი.

    ჯობია ნორმალური თამაშები მაინც ითარგმნოს, ადამიანს ფულის გადახდა რომ არ დაენანოს. სიმულატორს (თან ესეთს) ქართულათ ითამაშებ თუ ჩინურათ არ აქვს დიდი აზრი.

    სხვა ჟანრს უნდა მიაწვეთ უფრო.

    იმედია დაიხვეწება ეს ყველაფერი და გაიზრდება მომავალში.

    ეს თამაში ამ ეტაპზე იმიტომ აირჩა, რომ ხმები არ არის, ანუ გახმოვანება არ სჭირდება რაც თავის მხრივ აიოლებს საქმეს. ზოგადად, მაღალ ხარისხიანი თამაშის გაქართულებას ენთუზიაზმზე ბევრად დიდი რესურსი სჭირდება, რომელიც არ გვაქვს. საქართველოში კი დაინტერესება არც ისე დიდია, რომ ვინმემ კომერციული თვალსაზრისით დაგვაფინანსოს.

    თავიდანვე ბლექ ოფს ხო არ თარგმნიდნენ...ნელნელა დაიხვეწებიან :)

    თავიდანვე ბლექ ოფს ხო არ თარგმნიდნენ...ნელნელა დაიხვეწებიან :)

    დრო გვიჩვენებს, რესურსი თუ იქნა როგორც ადამიანურ-მატერიალური, ასევე სამომხმარებლო ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე თამაშები კომერციული თვალსაზრისით საქართველოში ნაკლებად საინტერესოა.

    მე ის დავწერე რომ ესეთ თამაშებში ენერგიის ჩადება და ფულის ხარჯვა უაზრობათ მიმაჩნია რადგან არ გაიყიდება IMO

    ბლექ ოპსს თარგმნიდნენ თუ მარიოს ეგ თავიანთი გადასაწყვეტია.

    თუთაშხია გამახსენდა "სა მაქვს ფული" :) მხოლოდ ენერგია იხარჯება. ისევე როგორც თითქმის სამი წელია უკვე. ენერგიის ენთუზიაზმზე ხარჯვა ჩვენი არჩევანია, რადგან ვფიქრობთ, რომ ვინმემ უნდა გამოჰყოს ენერგია ამ საქმისთვის :)

    • Upvote 1
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.