გამარჯობათ.
მაქვს LCD მონიტორი CTX ფირმის, დაახლოებით 1 წლის წინ პრობლემა გაუჩნდა,კერძოდ:
კომპიუტერის ჩართვისთანავე ეკრანზე წამის მეათედებში გამოჩნდებოდა გამოსახულება და შემდეგ ქრებოდა, ისევ გამოჩნდება სხვა გამოსახულება და ისევ ქრებოდა. ეკრანის მიღმა(კარგად რომ დავაკვირდი) ჩანდა გამოსახულება, თითქოს რაღაც ნათურა გადაეწვა მონიტორის ან რაიმე მსგავსი.
ამის შემდეგ წავიღე გასაკეთებლად და გამიკეთეს, რამდენიმე თვის მერე(8-9) თვე ისევ გამიფუჭდა და ისევ გავაკეთებინე, და მეყო 8-9 თვე.
თუმცა ახლა ისევ ის დაემართა 1 კვირის წინ, აღარ ჩანს გამოსახულება და ეკრანის თითქოს ციმციმებს ჩართვის დროს.
მაინტერესებს რაშია პრობლემა, და რა იწვევს ასეთ პრობლემებს?
P.S თუ რამე ძალიან სერიოზული არ არის, ჩემით ვაპირებ გაკეთებას(მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში მონიტორის შიგნეულობასთან შეხება არ მქონია არასდროს).