Jump to content

Albert Einstein

წევრი
  • Posts

    1157
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    2

Everything posted by Albert Einstein

  1. ჯამპერებზე ხელი არ მომიკიდია, როგორც იყო ისე დავტოვე, ძველ კეისში რომ მქონდა მსგავსი პრობლემა არ მქონია და ეხლა რა დაემართა ნამდვილად არ ვიცი. ყველაფერი ისევე დავსვი როგორც იყო თავიდანვე. ეგ ჯამპერები რაზე უნდა იყოს გადართული ამ შემთხვევაში მიშა? ჰო ერთი კიდევ, კვებიდან სატა კაბელი რომელიც ვინტს უერთდება კარად არ ჯდებოდა, პლასმასის შტეკერი კუთხეებში გაბზარული იყო, კარგად ვერ ჯდებოდა. ეგენი დავაწებე და შემდეგ ჩვეულებრივ ჩაჯდა. ამის ბრალი შეიძლება რამე იყოს რომ მანამდე ცუდად იჯდა ეგ კაბელი და კონტაქტი არ იყო ნორმალური?
  2. მასტერ-სლეივის საკითხში მოგვარებაში რას გულისხმობ მაინც ვერმიგიხვდი მიშა
  3. HDD Sata-ზეა და DVD-RW IDE-ზე. 500GB HDD Sata-ზეა და DVD-RW და 120GB HDD IDE-ზე. ამ 500GB HDD-ზე მაქვს დაყენებული ოპერაციული სისტემა და ბიოსში დაყენებული მაქვს რომ პირველი ეს ვინტი ჩაიტვირთოს.
  4. Detecting IDE Drives... - ეს როდესაც გამოაქვს ჩართვაზე არ იტვირთება კომპიუტერი საერთოდ. ვერც HDD-ს და ვერც DVD-RW ვერ აფიქსირებს. ბიოსში როცა ვცდილობ ამ დროს შესვლას არ შედის. როცა ვარესტარტებ შემდეგ ჩვეულებრივ ყველაფერს ხედავს და იტვირთება. ბიოსშიც შედის. რისი ბრალი შეიძლება იყოს ხომ ვერ მეტყვით? დღეს დილას კი ჩართვისას ჩემს ძმას გამოუტანა Boot CD... და არ იტვირთებოდა სისტემა.დისკი არ იდო კომპიუტერში. გაჭედა ამაზე და დარჩა ეგრე. რესტარტის მერე ისევ ჩაირთო. პირველ Boot-ზე HDD მაქვს დაყენებული და მეორე Boot-ზე DVD-RW. რატომ ამომიგდო ეს ვერ ვხდები.
  5. აჰა გასაგებია ყველაფერი. მოკლე ჩართვას არამგონია აკეთებდეს, უბრალოდ ვერ მისცემს მოკლე ჩართვას, რადგან იზოლირებულია დედა დაფის სამაგრები კეისზე რაზეც მაგრდება. ეხლა ჩვეულებრივ ირთვება უპრობლემოდ, ერთი რაც ვერ გავიგე რატომ არის, როდესაც ვინდოუსში ვმუშაობ რამე პროგრამაში ან ნეტში ვარ რამოდენიმეჯერ გაჭედა ისე რომ არაფერზე რეაგირებდა, უხეშად რომ ვთქვათ გაიყინა ყველაფერი დესკტოპზე. სამხრეთ ჩიპსეტის ეგეთი სიმხურვალეც არ მომწონს. პროცესორიც ვერ გრილდება ნორმალურად, ორშაბათს ახალი ქულერი უნდა დავუყენო Cooler Master Hyper 212 Plus. 65°c-72°c არის ეხლა პროცესორის ტემპერატურა.
  6. რაშია საქმე ე.ი. ახალი კეისი ვიყიდე Codegen ATX-M611-CA და ჩემი სისტემა გადავაწყვე მთლიანად მასში. რომ ჩავრთე დედა დაფაზე არსებული "Speaker" ტიკ-ტიკის ხმას გამოსცემდა. მონიტორი კი არ ირთვებოდა, ითიშებოდა და საერთოდ არაფერი გამოქონდა. ვიფიქრე რამ დეტალი არასწორად ხომ არ შევაერთე და რამოდენიმეჯერ თავიდან ავაწყვე, გავწმინდე ყველა დეტალი. სადგაც ესე 3 საათი ვეჩალიჩე არ ირთვებოდა. ძველ კეისში გადავაწყვე და ჩაირთო შემდეგ, ამის შემდეგ ახალში გადავიტანე და ისევ ჩაირთო. ვერაფერი გავიგე რა სჭირდა და რისი ბრალი იყო. ასევე რომ ვმუშაობდი ვინდოუსში რამოდენიმეჯერ გაჭედა ისე რომ საერთოდ ეკრანი "გაიყინა", არანაირი რეაქია არ ქონდა, არც მაუსი მოძრაობდა არც Task Manager გამოქონდა. ერთ მომენტში კი ლურჯი ეკრანი გამომიტანა წარწერებით და სკანირებას თუ შემოწმებას უკეთებდა რაღაცას, ციფრები იცვლებოდა, ვერაფერი გავიგე ისე გადაიტვირთა. გადატვირთვისას კი რამოდენიმეჯერ საერთოდ არ ჩატვირთა სისტემა. დღეს კი ჩემი ძმა მუშაობდა Adobe Dreamweaver CS3 და Adobe Photoshop CS3, ეგრევე გაუჭედა სისტემამ, მთელი ეკრანი თითქოს ისევ გაიყინა. რამოდენიმეჯერ გადატვირთა და არ ჩაირთო. პირველივე გვერდზე როცა რთავდა არ აფიქსირებდა რომ სისტემა ხედავდა HDD და DVD-RW. სამხრეთის ჩიპსეტი კი ხელს რომ ვადებ საკმაოდ ცხელია, ჩრდილოეთი გრილად მაქვს მიშას წყალობით. ამ სამხრეთს კი რადიატორიც კი არა აქვს. Intel® Pentium® 4 Processor 670 supporting HT Technology 2M Cache, 3.80 GHz, 800 MHz FSB - ეს პროცესორი მაქვს და ერთი რამ ვერ გავიგე, ბიოსში MB Intelligent Tweaker (M.I.T.) განყოფილებაში არის CPU Clock Ratio, რომელიც დგას HIGH-ზე. Eter-ით გამოაქვს HIGH და LOW ასარჩევად. HIGH-ზე 3.8GHz უჭირავს, LOW-ზე 2.8GHz. Load Optimazed Default როცავაძლევ ბიოსში HIGH-ზე დგას ყოველთვის. ჩატვირთულ სისტემაში კი როცა HIGH-ზე დგას ბიოსში და 3.8GHz აქვს, EasyTune5 ამ პროგრამაში, რომელიც თავად დედაპლატას მოყვება ესეთ რამეს მანახებს. მე როგორც მივხვდი როცა სისტემა არ არის დატვირთული მაშინ 2.8GHz ჩამოდის, შემდეგ კი როცა სისტემა დაიტვორთება ძალიან 3.8GHz-ზე ადის ისევ.
  7. მესამე ლინკის ქულერი საუკეთესოა, მე ვაპირებ ისე ეგეთის ყიდვას ზუსტად. საკმაოდ მძლავრია და კარგად აგრილებს. ეგეთ ფასად მაგაზე უკეთესს მართლა ვერცერთ ქულერს ვერ ნახავ და აარჩევ.
  8. ნუ რავიცი წარმატებებს გისურვენ მაშინ :xelebi:
  9. 12 წლიანზე შენ წახვალ მერე მაგათ ნაცვლად? ძლიერი დაცვა რომ არც ქონდეთ და გატეხო, მაქსიმუმ 15 წუთში ნიღბიანი სტუმრები გეწვევიან სახლში... :chojinfc:
  10. ექსტრიმ რაზგონს არ ვაპირებ მართალია მიშა, უბრალოდ მაინტერესებდა რომელი იყო ამათ შორის უკეთესი. ყველაფერი გასაგებია. ყველას დიდი მადლობა :xelebi:
  11. სწორედ ამიტომ ღირს ალბათ 165.46$ მეტი ASUS P8Z68-V PRO ამ დედა დაფას რა უპირატესობა აქვს ისეთი რაც არა აქვს GIGABYTE GA-Z68X-UD7-B3? თუ აქვს საერთოდ :xelitavi:
  12. GIGABYTE GA-Z68X-UD7-B3 - Price: $394.11 ASUS P8Z68-V PRO - Price: $228.65 Amazon.com-ის ფასებია. სხვაობა საკმაოდ დიდია :babu:
  13. GIGABYTE GA-Z68X-UD7-B3 VS ASUS P8Z68-V PRO ამ ორი დედა დაფის შედარება მაინტერესებს. რომელი ჯობია, რატომ და ა.შ.
  14. Gembird 500W მაქვს და ამ მწარმოებლის კვების ბლოკი აქ შავ სიაშია მე-5 წელია ისე რაც მაქვს, UPS-გარეშე და უპრობლემოდ მუშაობს. შავ სიაში კი არის მაგრამ კმაკოფილი კი ვარ რავიცი. :bliss:
  15. HWmonitor-ს ამას ვიყენებს საერთოდ, უბრალოდ ეს Speed Fan დავაყენე გუშინ და დამაინტერესა რატომ ანახებდა ესე. გაიხარე სოსო დიდი მადლობა მეც ეგრე ვფიქრობდი გიო, მაგრამ FAN1 ეს პროცესორს აგრილებს და FAN3 კი ჩიპსეტს. :xeli:
  16. TEMP1 აქ სულ -55 მანახებს :xeli:
  17. Speed Fan - ეს პროგრამა დავაყენე და მაინტერესებს პირველი სამი TEMP1; TEMP2; TEMP3 რის ტემპერატურებს მაჩვენებს? TEMP3 - რამოდენიმეჯერ ცეცხლის ალის სურათი გამოიტანა, ეგ რას ნიშნავს?
  18. კარგი სტატიაა GIGABYTE-ის დაფები Intel Z68-ზე - თუ შეიძლება ამაზეც დადევით სიახლე Intel Z68-ზე რომელი დედა დაფაა საუკეთესო დღესდღეობით ხომ ვერ მეტყვით? :xeli:
  19. აგერ არის ორივეს სპეციფიკაციები და შეადარე. Spire SP532S7 - ეს ბევრად უკეთესია და მე ამის ყიდვას გირჩევდი. Spire SP532S7 Cooler Master CI5-9HDSC-OL
  20. ჰო ვნახე ეხლა და ცუდი ტემპერატურა არ არის ნამდვილად. მშვენიერია :thumbsup:
  21. ყველა დეტალი იდეალურად გრილდება ისეთი ტემპერატურებია აქ დაფისირებული. ჩიპსეტებიც გრილად არიან საკმაოდ თან მთავარია ეხლა ზაფხულში არ დასცხეთ და ესე გრილად იყვნენ :D
  22. ძალიან კარგი ტემპერატურებია შეიძლება იდეალურიც ითქვას :D
  23. HDD ტემპერატურაც ბევრია. 80 გრადუსი უჭირავს პროცესორს სულ თუ ადის ზოგჯერ 80 გრადუსამდე? რამოდენიმე წამით ანუ...
  24. ეგეთ რამეს საქართველოში არამგონია ვინმე აკეთებდეს საერთოდ. მართლა მაგარი საჩალიჩოა და კარგი სპეციალსტი სჭირდება. სერვერის არ არსებობის შემთხვევაში კი ქსელიდან ოპერაციული სისტემის გადაყენება ცოტა არარეალური მეჩვენება მე და შეუძლებელი. არც არსად მსმენია და არც არსად წამიკითხავს ჯერჯერობით
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.