Jump to content

Albert Einstein

წევრი
  • Posts

    1157
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    2

Everything posted by Albert Einstein

  1. ვერგავიგე ანუ რისი გამოწერაც მინდა ეგ მიდის თუ
  2. დოკუმენტაციაში ესე დეტალურად ამაზე არაფერი წერია სამწუხაროდ. სონის საიტზე კი მხოლოდ ეს ინფორმაცია არის: Expansion slot: microSD card, up to 32 GB აი ამას გადავაწყდი ეხლა ინტერნეტში - http://en.wikipedia.org/wiki/Secure_Digital 32GB აქვს მაქსიმუმ დამატებითი მეხსიერების მხარდაჭერა ანუ გამოდის SDHC-ის მხარდაჭერა აქვს.
  3. იმედია ექნებათ გახსნილი. თუ არა და შევივლი კიდობანშიც.
  4. მართალი ხარ, აჯობებს აქ შევამოწმო და მერე გამოვწერო. ელხა ინტერნეტში მოვიძიე და მეათე კლასის იგივე მოცულობის მიკრო მეხსიერების ბარათი PCShop-ში აქვთ, სხვა ბრენდის არის უბრალოდ. ამას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს წესით, გავალ დღეს და გადავამოწმებ წაიკითხავს თუ არა.
  5. გამარჯობა ფორუმელებო ამაზონიდან ვაპირებ ამ მიკრო მეხსიერების ბარათის გამოწერას: Sony 32GB Class 10 Micro SDHC R40 Memory Card (SR32UYA/TQMN) მაინტერესებს ეს მიკრო მეხსიერების ბარათი რამდენად თავსებადი იქნება ჩემს სმარტფონთან (Sony Xperia M Dual C2005). სწორად მაქვს შერჩეული თუ სხვა ტიპის სჭირდება?
  6. flashtool საიდან შეიძლება გადმოვწერო? Flash tool for Xperia™ devices - ეს ვნახე მე, მაგრამ ვერ ჩავრთე პროგრამა თვითონ. რეგისტრაცია გავიარე, მაგრამ მეილზე არაფერი მომსვლია და ჩემი ტელეფონის მოდელის მხარდაჭერაც არ უნდა ქონდეს როგორც ვნახე. http://developer.sonymobile.com/services/flash-tool/how-to-download-and-install-the-flash-tool/ 15.5.A.0.18.tar - ეს ფაილი გადმოვწერე სონის საიტიდან ანუ იგივე Firmware არის ეს ჰო? http://developer.sonymobile.com/downloads/xperia-open-source-archives/open-source-archive-for-build-15-5-a-0-18/
  7. ბმულები არ მუშაობს სამწუხაროდ. მშვენიერი ფორუმია, ბევრი საინტერესო ინფორმაციაა
  8. მანდ არაფერი არ გაქვს შესაცვლელი, როგორც ფოტოზეა ისე დააყენე და შემდეგ ან CTRL+ENTER ან F4 მიეცი. Start და End არ შეცვალო, რაც არის ეგრე იყოს, საწისი ნოლი იქნება და საბოლოო ნუ ყველაზე სხვადასხვაა, მოცულობის მიხედვით არის ეგ. 4სთ ბევრი არ არის დამიჯერე მთავარია შედეგი მოგცეს სასურველი
  9. მოცულობაზე შეზღუდვები არის საერთოდ ზოგიერთ პროგრამაზე. ანუ 500გბ მეტი მოცულობის მყარ დისკებთან არათავსებადია ესე რომ ვთქვათ.
  10. F2 მიეცი რომ დაინახოს და მიუთითო მყარი დისკი თუ არ გამოჩნდა მაშინ მგონი ვიცი რაშიც არის საქმე ამ კონკრეტულ შემთხვევაში
  11. ისე ეს პატარა მოცულობის მყარი დისკები ასე ადვილად არ ნებდებიან და კვდებიან ბოლომდე მალე მე რასაც ვატყობ. რა დღეშია და მაინც მუშაობს საღოლ
  12. აი დროის ფაქტორი ბერვს ნიშნავს აქ ელოდები და ბოლოს მაინც არანაირი შედეგი რომ არ მოგცეს ხომ გაგიჟდები ადამიანი სცადე MHDD და ვნახოთ რა შედეგს მოგცემს. შეიძლება ითქვას ვეტერანი პროგრამაა, მაგრამ დღემდე საუკეთესო. Victoria-ს გარკვეული ფუნქციები აქედან აქვს გადმოტანილი და ჩამატებული, თუ არ ვცდები სრული ფორმატირება არის ერთერთი. MHDD Documentation - http://hddguru.com/software/2005.10.02-MHDD/mhdd_manual.en.html ეს მაინც იყოს, იქნებ გამოგადგეს
  13. ეს HDD Regenerator არის არა? პროგრამა ანუ შეიძლება გატარება, მაგრამ არვიცი რა შედგეს მოგცემს. დაზიანებული სექტორების აღდგენა თუ გინდა ეს ძალიან დიდ დროს წაიღებს ამხელა მოცულობის მყარ დისკზე. რუსულ ფორუმებზე ამოვიკითხე ადრე, რომ 250 გბ მყარი დისკის Repair/Restore-ს ერთი კვირა მოანდომა და მაინც არაფერი გამოუვიდა საბოლოოდ. პატარა მოცულობაზე იყო დადებითი შედეგებიც ზოგიერთი მომხმარებლის. მოკლედ გამართლებაზეა მგონი აქ უმეტესად ჩემი აზრით რა შედეგი იქნება საბოლოოდ. Remap-ს Repair/Restore-თან შედარებით ბევრად ნაკლები დრო უნდა. დაგიწეროს უნდა დრო რამდენი დასჭირდება.
  14. ჰირენის დისკზე არის MHDD, DOS პროგრამების განყოფილებაში.
  15. ამ პროგრამებით თუ არაფერი გამოდის ვერაფერს მოუხერხებ დაზიანებულ სექტორებს. უბრალოდ მაქსიმალურად თუკი არის გამოსწორების შანსი გამოასწორებს და აღდგენა უკვე ფასიანი პროგრამებით. ძალიან ძვირი ღირს და დროც დიდი უნდა. დაზიანების ხარისხი არის საერთოდ მნიშვნელოვანი, თუ ბოლომდე მკვდარია ეგეთ სექტორს შეიძლება ფასიანმა პროგრამამაც ვერ უშველოს. ერთადერთი ინფორმაცია ამოიღოს. მოკლედ 100%-იანი გარანტია არ არის ამ მყარ დისკებზე. ჰირენის გადატარებაში რას გულისხმობ ვერ მივხვდი ფილმები შეგიძლია რათქმაუნდა, ძირითადად ისეთი ფაილები რაც არ არის მნიშვნელოვანი და ღირებული ძალიან. ჰო 1ტბ ესე გადაგდება ან თუნდაც გადადება იოლი არ არის, მეც დამენანებოდა. MHDD-თიც რომ გეცადა Remap ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ როგორც ვიცი ვერ გაუგე ამ პროგრამას. ეს გადაიკითხე აბა იქნებ დაგეხმაროს, სახლში მაქვს კიდევ კომპიუტერში დოკუმენტაცია ამ პროგრამებით სარგებლობის და თუ რამეს გადავაწყდი საინტერესოს დავდებ.
  16. ამის პროგრამის უფასოდ გადმოწერის შანსი თუ არის და რა საშუალებით შეგიძლიათ მითხრათ: Smart Keyboard PRO - https://play.google.com/store/apps/details?id=net.cdeguet.smartkeyboardpro ქართული კლავიატურაც აქვს (QWERTY), საცდელი ვერსია მქონდა დაყენებული და საკმაოდ კარგად მუშაობს. უფასო აპლიკაციებს ნებისმიერს ვიწერ http://apps.evozi.com/apk-downloader/ საიტიდან, ბმულს ვუთითებ და ვიწერ მერე უპრობლემოდ. ფასიანზე არ მუშაობს სამწუხაროდ.
  17. ცუდია Remap-მა არანაირი შედეგი არ გამოიღო. ეს სმარტის მდგომარეობა არის BAD-ს რომ განახებს. სანამ იმუშავებს გამოიყენე ეს მყარი დისკი, მაგრამ ისეთი ინფორმაცია მაინც არ შეინახო რაც მნიშვნელოვანია. პერიოდულად გადაამოწმე მოიმატებს თუ არა დაზიანებული სექტორების რაოდენობა.
  18. გასაგებია ეხლა ყველაფერი თუკი კიდევ რამე დამაინტერესებს მოგმართავ
  19. 1) და 2) ხერხით ვცადე მაგრამ არაფერი გამოვიდა. "PC Companion - Sony" და "Sony Update Center" ამ პროგრამებით ვცადე კომპიუტერიდან განახლება და თავიდან დაყენებაც, მაგრამ 4.2.2 დგებოდა ყოველ ჯერზე და განახლებას არ აკეთებდა. ნუ ტელეფონით wi-fi-ის მეშვეობით ვცადე პირველად და შემდეგ უკვე კომიუტერით ვცადე. 3) ხერხი ეგ დარუთვა არ არის? ანუ ამ დროს გარანტია ეხსნება ტელეფონს და ამიტომ არ გამოვიყენე ეს ხერხი, ფორუმზე ვნახე აქ და გადავიკითხე, მაგრამ თავი შევიკავე მაინც ამათმა როგორ განაახლეს ეგ მაინტერესებს, ვკითხე და დარუთვით არ ვაკეთებთო და რა მეთოდით აკეთებენ ეგ მაინტერესებს მე, თუ იცის ვინმემ შემთხვევით და მეტყვის მადლობელი ვიქნები. ჰო ეგ არვიცოდი, გმადლობ
  20. "Remap" - program marks the sector as a non-working and replaces it working one. აი ზუსტი განმარტება ეს არის Remap-ის.
  21. სურათის გადაღება არ არის საჭირო ვიცი როგორიც არის, 4.3 დგას ეხლა ჩემთანაც. ბევრი რამე შიცვალა მართლაც და უკეთესია ბევრად ეს 4.3 ვერსია. Firmware 15.5.A.0.18 აქვს ჩემსას. თამაშებს არ ვიწერ საერთოდ ასე რომ ეგ პრობლემა არ შემექმნება. ძირითადად პროგრამები მიწერია რაც მჭირდება, არც თუ ისე დიდი ზომის აპლიკაციებია. დარუთვას არ ვაპირებ ასევე ჯერ საერთოდ, გარანტიაზეა და დროზე ადრე საკუთარი ხელით არ გავუუქმებ ძველი ტელეფონიდან 2გბ microSD ჩავსვი დროებით, ამ დღეებსი გამოვწერ 32გბ-იანს. მე უბრალოდ მაინტერესებს WTF გააკეთეს და როგორ შეცვალეს
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.