Jump to content

Albert Einstein

წევრი
  • Posts

    1157
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    2

Everything posted by Albert Einstein

  1. Bios-ში Load Optimized Defaults ბრძანება მიეცი. თუ ისევ ამოაგდო F2-ზე მოთხოვნა Bios-ში შეამოწმე F2 კონკრეტულად რას ამოწმებს სისტემის ჩატვირთვისას. ვფიქრობ სისტემაში Error-ებს უნდა ამოწმებდეს და შეიძლება მყარი დისკის დაზიანებული სექტორების გამო აკეთებდეს ეგრე. შეიძლება სულ სხვა სისტემის კომპონენტზე აფიქსირებდეს Error-ს, წესით უნდა ანახებდეს პრობლემას ეკრანზე. მყარი დისკის სმარტის გაუმართავი მუშაობის გამო მსგავსი პრობლემა შემქმნია. სმარტის შემოწმება გავუთიშე უბრალოდ Bios-ში. შეიძლებოდა საერთოდ ჩატვირთვამდე სისტემის Error-ების შემოწმების გათიშვაც, მაგრამ ეგ არ დამჭირდა. ჩვეულებრივ ჩაიტვირთა სისტემა. F1-ს ითხოვდა ამ შემთხვევაში. თარიღის და საათის არევა კი როგორც წესი ელემენტის ბრალი უნდა იყოს. თუ გამოცვალე არ უნდა ურევდეს. ვარგა ეგ ახალი ელემენტი საინტერესოა.
  2. მშვენიალურია საინტერესო მომავალი წლის ბოლო გველის
  3. ამ განყოფილების მოდერატორთან ერთი თხოვნა მაქვს, თუ შეიძლება თემის პირველ პოსტში: იყიდება Belkin F2CD000b06-E 1.8m, Display Port Male/Male - ფასი 30 ლარი - ამ წინადადების შემდეგ ქვედა სტრიქონზე ჩაამატოს: საკონტაქტო ნომერი: 598-258-582 - სანდრო
  4. არამგონია მაგის გამო ირთვებოდეს გვიან. პრობლემა სხვა რამე იქნება. სოსომ რაც გირჩია ეგ სცადე, თუმცა არამგონია გამოსწორდეს, რადგან მსგავსი შემთხვევა მეც მქონდა ჩემს მყარ დისკზე, რომელსაც დღემდე ვამუშავებ უპრობლემოდ და მხოლოდ ოპერაციული სისტემა მაქვს დაყენებული. პრობლემას რომელსაც ეგ პროგრამა განახებს, განმარტებულია როგორც მყარი დიკის და დედადაფის მაკავშირებელი კაბელის გაუმართავ მუშაობა. ასევე შესაძლებელია სატა პორტების პრობლემაც იყოს. სულ ახალი სატა კაბელები მაქვს Sata III 6Gb/s-იანი, რომელიც არ ვცადე და რომელ სატა პორტზე პროგრამა მაინც მანახებდა იგივეს. ვფიქრობ რომ თავად ეს პროგრამა ურევს ზოგჯერ სმარტის დიაგნოსტიკის დროს, რადგან თუ მსგავსი პრობლემა არის რატომ ანახებს სმარტის სტატუსზე დადებით ესე რომ ვთქვათ დასკვნას თუ შედეგს. აჯობებს ყოველთვის იმ მწარმოებლის პროგრამა გამოიყენო, რომელიც თავად აქცთ მყარი დისკის დისგნოსტიკისათვის. WD Black გაქვს როგორც ვნახე და შესაბამისად ამ ბმულზე ნახავ საჭირო პროგრამას: Data Lifeguard Diagnostic for DOS Data Lifeguard Diagnostic for Windows გირჩევდი DOS-ისთვის განკუთვნილი ვერსია გადმოწერო, რადგან ბოლო ვერსიაა და საკმაოდ ახალი Windows-ის ვერსიასთან შედარებით. ერთადერთი რაც შეიძლება ამ შემთხვევაში პრობლემური გახდეს, სწორედ ამ DOS ვერსიისთვის განკუთვნილი პროგრამის გამოყენებაა, რადგან უნდა ჩაიწეროს DOS-ისთვის დაფორმატებულ ჩამტვირთავ Floppy-ზე. Floppy კი დღეს ფაქტიურად არ არის გამოყენებაში, მაგრამ თუ გაქვს ამის შესაძლებლობა სცადე. თავად დამჭირდა მე რამოდენიმე დღის წინ და სწორედ ამ მეთოდს მივმართე. CD-ისთვის ეს ახალი ვერსია არ არის სამწუხაროდ, ამაოდ არ ეძებო. P.S. Data Lifeguard Diagnostic for DOS Description Data LifeGuard Diagnostics is designed to test the physical condition of your hard drive. This utility is designed for drivers larger than 8.4 GB with model numbers starting with WDxxx. This program is designed to work only in a DOS booted environment. Supported Operating Systems DOS Instructions Download the dlgdiag_5_21.zip. Extract the dlgdiag5.exe file and copy to a DOS bootable diskette. Boot from this diskette. Make sure that your boot order in your Bios is set to boot from the floppy drive first. At DOS prompt type dlgdiag5.exe to run the program. You will see the following options: SELECT DRIVE - Always choose this option first, as it determines which drive you will be working on. QUICK TEST - This option tests your drive quickly for any major physical problems. (Please note: Although this option is safe and does not alter the data on your hard drive, Western Digital recommends that you have a current backup of your data). EXTENDED TEST - This option checks your drive thoroughly and it can repair any correctable errors. (Please note: Although this option is safe and does not alter the data on your hard drive, some data loss may occur, depending on the errors found and the errors corrected. Western Digital recommends that you have a current backup of your data). WRITE ZEROS TO DRIVE - The Write Zeros option, wipes all data off your drive. This option used when your data is no longer usable or recoverable. If you no longer need any data from your drive and would like to start over, run this option to set your drive to an as new condition. NOTE: Please make sure that you have selected the correct drive to perform this function on as once ran, no data will be recoverable. VIEW TEST RESULTS - You can see the results of the test you just performed PRINT TEST RESULTS - Test results can be printed with this option. USB printers are not supported LOG FILE OPEN/CLOSE - You can access the log file which is generated automatically ENTER AND PRINT RMA INFORMATION - Information pertaining to each drive tested can be customized and printed with this option. HELP - Brief descriptions of each option in addition to explanations of error codes are available in this option. QUIT - Reboot your system once you have completed the selected tasks Select the task you wish to perform.
  5. FC BARCELONA გილოცავ დაბადების დღეს წარმატებებს გისურვებს დაესწარი მრავალს
  6. მადლობა ავტორს სიახლისათვის ძვირია მყარი დისკების დიდი რაოდენობისთვის არის უფრო გათვლილი, მაგრამ ფასიდან გამომდინარე, ბევრად უკეთესი ვარიანტის არჩევა შეიძლება. ზედმეტად არ არის გადატვირთული ასევე და ნორმალური დიზაინი აქვს. შეიძლებოდა წინა პანელი მთლიანად ალუმინის ბადის ქონოდა და 120მმ ფენების მონტაჟის საშუალება ყოფილიყო. გაგრილების სისტემა ბევრად უფრო კარგი იქნებოდა ამ შემთხვევაში, რადგან მყარი დისკების გაგრილებას შეუწყობდა ხელს. ასევე კეისშიც ჰაერის გამოცვლაც ბევრად უფრო უკეთესი იქნებოდა და ცხელი ჰაერის გამოდევნა ბევრად უფრო სწრადაფ მოხდებოდა. კარგია რომ 2 კვების ბლოკის მხარდაჭერა აქვს ასევე, ძალიან მალე მსგავს კეისებზე მოთხოვნა ვფიქრობ უფრო გაიზრდება.
  7. 2 ეტაპიანი აუტენტიფიკაცია არ ნიშნავს, რომ 100% დაცულია მომხმარებელი. თუკი მობილურის კონტროლიც მათ ხელში იქნება, მაშინ 2 ეტაპიანი აუტენტიფიკაცია აღარ იქნება პრობლემა. მობილური ინერნეტით ბევრი სარგებლობს, იგივე ვირუსი შეიძლება მობილურზეც გავრცელდეს. ვირუსი, რომელიც მაგალითად სმს-ის გადამისამართებას მოახდენს. არსებობს კიდევ სხვა საშუალებები რათქმაუნდა. გააჩნია როგორ მოინდომებენ ამ ინფორმაციის მოპოვებას და რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, უბრალო მომხმარებლებისთის თავს არ შეიწუხებენ. 100% დაცული ვერავინ იქნება, საფრთხეები მუდამ არის და თავად მომხმარებელი უნდა აკონტროლებდეს ასევე და მუდამ თვალყურს ადევნებდეს თითოეულ დეტალს. ეს 2 ეტაპიანი აუტენტიფიკაცია მიმაჩნია რომ ერთგავრი დამატებითი უსაფრთხოების მხარდაჭერაა და მართლაც ბევრად უფრო ამაღლებს უსაფრთხოების შეგრძნებას. თუმცა ბოლომდე მაინც არ ვენდობი არასოდეს
  8. ე.ი. ახალი თაობის ანტივირუსიც შექმნეს ამ მეცნიერებმა არამგონია ისე შეექმნათ ეს ვირუსი, რომ მისი ვაქცინა არ იყოს არარეალური არაფერია ამ სიახლეში, ძალიან საინტერესოა და ბევრისთვის ალბათ არც თუ ისე სასიამოვნო და შიშის მომგვრელიც ჩვეულებრივ და უბრალო ადამიანებზე არამგონია რომ ეს გამოცადონ და გამოიყენონ, ალბათ უფრო სამხედრო და სადაზვერვო დანიშნულებისათვის. ავტორს მადლობა საინტერესო ინფორმაციისათვის
  9. HWMonitor-ზე ასახული მონაცემები ძალიან მცირეა, ბევრად უფრო დეტალურ ინფორმაციას უნდა ანახებდეს. ელემენტალურად პროცესორის ქულერის ბრუნების რაოდენობასაც კი არ ანახებს. ყველა დრაივერი დაყენებული გაქვს და განახლებული? პირველ რიგში ჩიპსეტის დრაივერი შეამოწმე. SpeedFan 930RPM-ს ანახებს, რაც ასეთი მაღალი ტემპერატურისას ძალიან ცოტაა. მაქისმალურად უნდა იყოს ქულერი დატვირთული ბრუნების მაქსიმალურ რაოდენობაზე. თავად ლეპტოპის ზედა პანელი, სადაც კლავიატურა და სენსორია გრილია თუ ცხელია? ძირის პანელიც როგორ მდგომარეობაშია შეამოწმე. ასევე ქულერს საიდანაც ჰაერი გარეთ გამოაქვს როგორია? ძალიან ცხელ ჰაერს უბერავს? ბიოსი პირველად Default მონაცემებზე დააყენე. ვფიქრობ ამ დაშლა, გაწმენდა და თერმოპასტის წასმის დროს შეიძლება რომელიმე დეტალი დააზიანეთ ან თუნდაც არ არის ყველაფერი ისევე თავის ადგილას დასმული როგორც საჭიროა. თერმოპასტა დიდი რაოდენობით არ უნდა იყოს წასმული. P.S. HWMonitor Pro ვერსია გამოიყენე ტემპერატურების შესამოწმებლად, უფრო ზუსტია და უფრო მეტ დეტალურ ინფორმაციას იძლევა. აგერ ბმულიც გადმოსაწერი: CPUID HWMonitor Pro 1.17 Final [En]
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.