Jump to content

anzori88

VIP
  • Posts

    962
  • Joined

  • Last visited

Everything posted by anzori88

  1. ვაპირებ ვიდეოს დაყენებას, hyper tx4 თუ რომელიცაა იმ ქულერის, ოპერატიულის ორივე სლოტის ათვისებას, დვდ-ს და ჰდდ-ს. მეტი რაღა უნდა ჩავდგა, ხმის ბარათს არ ვაპირებ, არც მეორე ვიდეოს, არც ტვ ტუნერს და ა.შ. მთავარია ძირითად ნაწილებს არ შეუშალოს ხელი ერთმანეთთან თავსებადობაში. დავით, ფორუმზეც თუ ვნახე ATX მაშინ კი დავითრევ, მე უბრალოდ ნახმარი მაზერის ყიდვა ცოტა მაშინებს და ახალი არ მომდის 1155 ATX 100 ლარად.
  2. ფასიდან გამომდინარე გადავწყვიტე i5 2400 (ნახმარი) და მაზერი 1155 MicroATX (ახალი) Bisotar ან MSI ან ASUS. ჰოდა მოკლედ მაინტერესებს რამე პრობლემებს შემიქმნის? თუ კი რას? შეიძლება რომ მოშნი ვიდეო არ ჩაეტიოს? ოპერატიული არ მადარდებს მაქს 16 უწერია, ორი სლოტი აქვს და 16ზე მეტის მყიდველი მაინც არ ვარ. გამარკვიეთ რა, დიდებს ვერ ვწვდები და ესენი 100 ლარამდე ვეტევი რომ დავითრიო MicroATX.
  3. გერმანელები სულ მახარებდნენ, მახარებენ და იმედია ამ ჯერზეც გამახარებენ.
  4. ბოლო სურათში ნაჩვენებია სტილუსი, რაც მოყვება. აღწერაში მიწერია.
  5. ორიგინალი ASUS-ის პლანშეტი, ერთი თვის ჩამოტანილი, იდეალურ მდგომარეობაშია ვიზუალურად და ტექნიკურად. ელემენტი ძლებს ახალივით. მოვაყოლებ ტყავის ჩასადებს და სტილუსს. მონაცემები: ეკრანი - 10.1 ინჩი, HD. 1280x800 პროცესორი - NVIDIA Tegra 3 1.2 GHz ოპერატიული - 1 გბ ტევადობა - 16 გბ, + ჩიპიც შეგიძლიათ ჩადოთ 16 გბ. WiFi, Bluetooth, USB 2.0, HDMI, GPS, G Sensor, სისტემა - ოფოციალური Android 4.1 კამერა - უკანა 5, წინა 1.3 წონა - 700 გრამი. მაღაზიებში ჩინურები იყიდება 300 ლარად. ბოლო ფასი: 290 ლარი. 555 02 08 13.
  6. არა, მე არ გამომიწერია ნიუეგიდან, იბეიდან ვიწერ, მაგრამ თუ უნდა ფეიფალი, მე ფეიფალზე მივაბი ქართული ბარათი და მუშაობს ჩვეულებრივ, მაშინ როდესაც იბეიზე ისე ქართული ბარათით ვერ იყიდი. ამიტომ მგონია რომ ნიუეგზეც იმუშავებს, მიაბი ფეიფალს ბარათი და გამოწერე, ან ვისაც აქვს იმას სთხოვე და ნახავ წაიღებს თუ არა. ამერიკან ექსპრესიც არაა გარანტი რომ იმუშავებს, ბევრს აქვს მაერიკან ექსპრესი და ვერ მიაბე ფეიფალს და ვერც იწერენ, მე ვიზა კლასიკი მაქვს თიბისის და ვამუშავებ უპრობლემოდ.
  7. თუ ფეიფალი აამუშავე და ბარათიც მიაბი, თუნდაც ქართული, მაშინ უნდა იმუშაოს და ფეიფალით ყიდვა მიუთითე. იბეიც ეგრეა და ქართული ბარათი მაქვს მიბმული ფეიფალზე და ჩვეულებრივ ვიწერ ამდენი ხანია, ერთი პრობლემაც არ მქონია.
  8. 300 ლარად მაქვს ასუსი 10.1 ინჩი, 1 გბ ოპერატიული, 16გბ მეხსიერება. იდეალურ მდგომარეობაში ვიზუალურად და ტექნიკურად. მოვაყოლებ ტყავის ჩასადებს, სტილუსს და დამტენს.
  9. იყიდება ამერიკიდან ჩამოტანილი BOSS ფირმის DVD მაგნიტოფონი, 2 დინიანი. იდეალურ მდგომარეობაში, რამდენიმე თვის ნახმარი. არის ახალივით. მაქვს ყუთი და ყველა საჭირო კაბელი კომპლექტში. მოვაყოლებ უკანა ხედვის კამერას, რომელიც პირდაპირ უერთდება მაგნიტოფონს. ტექნიკური მახასიათებლები: სიმძლავრე - 85 ვატი ერთ კანალზე. ჯამში 340 ვატი. 7 ინჩიანი მოძრავი სენსორული ეკრანი (გაფართოება 800 x 480). AUX (მობილური, აიპოდი და სხვა), USB და მეხსიერების ბარათის მიერთება უკანა ხედვის კამერის მიერთების შესაძლებლობა (მოყვება კამერაც) Bluetooth DVD, WMA, MP3, SVCD, VCD, CDR, CDRW დისკების წაკითხვა მიკროფონი მობილურზე Handsfree რეჟიმში სასაუბროდ (მოყვება მიკროფონიც) ფასი: 470 ლარი. 555 02 08 13 599 17 29 18.
  10. ვიდეოებში რაღაც რადეონისკენ არ მიმიწევს გული, ისევ ენვიდია მირჩევნია. რამდენიმე მქონდა ენვიდია და იდეალურად მუშაობდა ყველა, ერთხელ მქონდა ატი და სისხლი გამიშრო. ორმელი ავიღო ენვიდიას დაფებიდან??
  11. 140-175 დოლარად იყიდება პირდაპირ ყიდვა როცა გინდა, შესაბამისად აუქციონებზე დიდი შანსია რომ ოდნავ ნაკლებად მოვიგო, ამიტომ განბაჟება არ მოუწევს, 200-ს ოდნავ შეიძლება აცდეს, მაგრამ 250-ზე და 300-ზე ნამდვილად არ ავა. აქაც გადავხედავ, მაგრამ რატომღაც აქაური სელერებს არ ვენდობი
  12. 250 და 300 ძალიან ძვირია, 200 ლარში უპრობლემოდ ჩამოვიტან იმ მოდელებს რაც დავწერე, ნახმარებს, მე ახლების ფასები დავწერე. ჰა კიდევ ვინ რას მირჩევთ??
  13. სალამი. მინდა ვიყიდო ნახმარი i5, მაზერი და ვიდეო. მინდა 3დ-ში სამუშოდ. რეალურად რაც უნდა 3დ-ში მუშაობას ვიცი მაგრამ მაგის ფული მე არ მაქვს. ამიტომ მინდა თქვენი რჩევა, რომ შევარჩიო ისეთი პროცესორი, მაზერი და ვიდეო, რომ ფასშიც ჯიგრულად გამოვიდე და წარმადობაც ნორმალური იყოს. ანუ არ მინდა ჰაი ენდი, მაგრამ არც ლოუ ენდი, რაღაც საშუალო რომ დავიჭიროთ. ამ ბოლო დროს სულ ვმუშაობ და ვერ ვერკვევი კარგად ამ ახალ (რაღა ახალ, მემგონი დაძველდა უკვე , მაგრამ მაინც) პროცესორებში. 1150/1155 სოკეტებია როგორც ვნახე და არ ვიცი რა სხვაობაა წარმადობაში და ა.შ. ვინც იცით გამარკვიეთ ზუსტად რომელი მოდელი ავიღო პროცესორი და ვიდეო რომ არ გავიწეწო. სამუშაოდაც გამოვიყენებ და სათამაშოდაც. მე დავწერ რაც ვნახე, თქვენ მირჩიეთ რამდენად კარგი/ცუდი არჩევანია და იქნებ თქვენც მირჩიოთ რამე უკეთესი. amazon-ის ლინკები დაადეთ და მე ვნახავ მერე აუქციონებზე, ნახმარებში და ა.შ. წინასწარ მადლობა ყველას მაზერი - არ მინდა უზარმაზარი, ვფიქრობ MicroATX-ც წავა რა. $50-$60 ფარგლებში რა: 1. ASUS P8B75-M/CSM -$68 2. MSI H61M-P31 - $45 3. Gigabyte GA-H61M-S1 - $54 პროცესორი - i5: 1. 3570k - $180 2. 3470 - $184 3. 2500K - $184 4. 2400 - $127 ვიდეო - აზრზე არ ვარ, რამე საშუალო, რომ 22 ეკრანზე სათამაშოდ ნორმალურად წაიღოს, არც ძალიან ბანძი და არც ბოლო "ვიპუსკი" მოკლედ აბა თქვენ იცით.
  14. ონლაინში სად ვუყურო ნორმალურად დღევანდელ თამაშს? უაზრო რეკლამების გარეშე და გაჭედვების გარეშე? livetv-ზე რეკლამა არ ქრება ეკრანიდან
  15. 7 ინჩი პატარაა ინტერნეტში საძრომიალოდ, 10.1 ასუსი ნახე, მე პირადად კმაყოფილი ვარ. UC Browser ჩაწერე და ფლეშსაც დაუკრავს ქსელში და ყველაფერი იმუშავებს 10-ზე.
  16. იყიდება Motorola Droid Razr HD, საუკეთესო მდგომარეობაში. ეკრანზე და კორპუსზე ნაკაწრების გარეშე. მოყვება დამტენი და 16 გბ ჩიპი. ფასი: 290 ლარი. ტელ: 555 02 08 13. ალბათ აქ ისედაც იცით ყველამ მონაცემები და რა ტელეფონია, მაგრამ მაინც დავწერ მოკლედ. მახასიათებლები ეკრანი: 4.7 inch, HD, 720x1280. Super AMOLED, Corning Gorilla Glass. მეხსიერება: 32 gb (16 gb შიდა, 16 gb ჩიპი). ოპერატიული: 1 gb. პროცესორი: ორ ბირთვიანი 1.5 GHz Krait ფოტო კამერა: 8 Mega Pixel. (ვიდეო ზარებისთვის მეორე კამერა 1.3 Mega Pixel) ვიდეო: 1080p@30fps. ოპერაციული სისტემა: ქარხნული Android 4.4 KitKat ელემენტი: ჩაშენებული Li-Po 2530 mAh წონა: 146 g. სხვა: WiFi, GPS სრული მონაცემები ნახეთ: http://www.gsmarena.com/motorola_droid_razr_hd-4971.php
  17. ოკ, თუ რამე დაპოსტე რა აქ და იქნებ მეც მეშველოს
  18. დავით ისევ ეგ იყიდე თუ შენი არაა? ჩემსას აქვს პრობლემა და ვერ გავარკვიე რა ხდება: დარეკვის მერე ეკრანი აღარ ინთება, ხანდახან Power ბუთონით ირთვება რამდენიმე წამის მერე ეკრანი, ხანდახან ეგეც არ შველის და მიწევს რესტარტის გაკეთება ბრმად, ან Power+Volume ით. 4.4.2 აყენია სტოკი. რა შეიძლება იყოს მიზეზი? რესტარტის მერეც სანამ მოტოროლას ლოგოა ეკრანი მუშაობს, როგორც კი სისტემის ჩატვირთვას იწყებს მერე ქრება ბნელ ეკრანზე ხდება სისტემის ჩართვა და მუშაობა. ამიტომაც მგონი რომ სისტემის ბრალია. მე ვერ გადავფლეშავ და ვერ დავაყენებ, არ გამიკეთებია და არ მინდა გავაფუჭო. ვინმემ გადამიფლეშეთ რა ((
  19. დავაყენე ოსმანდი მარკეტიდან, ჩავწერე საქართვეოს რუკა, (10 რუკის უფლება გაქვსო მიწერს), როგორც მივხდი დემო ვერსიაა. გატეხილი რომ დავაყენო სრული მხოლოდ რუკების რაოდენობაშია სხვაობა თუ სხვა +ებიც აქვს?? ასევე ვნახე ოსმანდ+ და რა განსხვავებაა ამ ორს შორის?
  20. გამორთულზე როცა იტენება სულ უნდა ენთოს მწვანე შუქი თუ თავიდან ინთება და მერე უნდა ჩაქრეს? მოტოროლას დამტენს სად ვიშოვი, ნაცნობებში არაის აქვს საერთოდ.
  21. Motorola Droid Razr HD მობილური გამიფუჭდა. ორი დღის წინ ზღვაზე ოდნავ დასველდა გვერდიდან, სიმ ბარათი გაფუჭდა. გავაშრე და ჩავრთე. სიმის გარეშე მუშაობდა უპრობლემოდ, აპლიკაციები, იღებდა ფოტოებს, ვიდეოს და ა.შ. თბილისში ჩამოვედი და გზაში ბავშვი თამაშობდა, დაჯდა როგორც ჩანს და გაითიშა. იმის მერე აღარ ირთვება. დასატენად რომ ვაერთებ, მწვანე შუქი ინთება მობილურზე 10-15 წამი და შემდეგ ითიშება შუქი. რეზეტზე რეაქცია არ აქვს, არც ისე ჩართვის ღილაკზე. ორი აზრი მომდის თავში: 1. შეიძლება ბოლომდე არ გამოშრა და დაემთხვა ელემენტის დაცლას და დაიწვა რამე. 2. ელემენტი ისე დაჯდა, რომ მუხტს ვერ იღებს (არაორიგინალი დამტენი მაქვს). მჭირდება კარგი ხელოსანი, ვინც იცის საქმე, არ მომატყუებს და თუ მხოლოდ ელემენტის მუხტია არ გადამახდეინებს პლატის ფულს. ხო ხვდებით რა, ვინმე ნაცნობი ან ისეთი ხელოსანი ვინც ნამდვილად გაიგებს რაშია საქმე და მოაგვარებს პრობლემას. ვინც იცით გთხოვთ დაწერეთ ტელეფონი რომ დავუკავშირდე. ან მისამართი ვაგზალზე თუ სხვაგან რომ მივიდე და დაველაპარაკო. წინასწარ მადლობა.
  22. სურათებს გადავხედე ორიგინალის (რაც სამსუნგის საიტზე დევს) და განსხვავდება შენისგან, თეთრი კანტი არ აქვს იმას, და სამსუნგი მოკლე მხარეზე უწერია, შენსას გრძელ გვერდზე უწერია. ორიგინალია თუ ჩინურია? როგორც წესი ჩინურებს ბრენდები არ აწერიათ, მაგრამ შენი მოდელი განსხვავებულია ორიგინალისგან და ვერ მივხვდი მიზეზი რა არის.
  23. აუ რამე მიშველეთ. მაივიდეოზე ისე ჭედავს ვერ ვუყურებ (25მბ/წმ), ლაივფუტბოლზე რაც სოპკასტის ლნკებია ერთი მუშაობს და ისიც სულ ითიშება. მითხარით რა ინტერნეტში სად ვუყურო ურპობლემოდ მეორე ტაიმს. :(
  24. აჰა, ესეიგი 4G ვეძებო. მადლობა დავით. ისე ვისაც გაქვთ ან იცით, დაწერეთ რომელი მოდელები მუშაობს ჩვენთან სიმ ბარათით, ასუსი, სამსუნგ, ეისერი და ა.შ.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.