Jump to content

anzori88

VIP
  • Posts

    962
  • Joined

  • Last visited

Everything posted by anzori88

  1. რამდენად გაიყიდება ეს კონფიგი? E2200, 1GB DDR2, P5N73-AM, Seagate Barracuda 160GB, 7600GT Accelero S2, Asus DVD RW, 450W KMEX, Samsung 793DF 17' CRT, Genius keyboard PS2, Mouse USB.
  2. საიტი არა, Youtube არხი მაქვს, ნახვები უნიკალურია ანუ თუ მიწერია 4,000 ნახვა ესეიგი 4,000 სხვადასხვა იუზერის ნახვაა. იხდის ნახვებშიც და რეკლამაზე დაჭერაშიც. 1000 ნახვა არის $3, რეკლამები ინდივიდუალურად ითვლება ქვეყნის და სხვს ფაქტორების გათვალისწინებით. დაველოდები თვის ბოლოს და ვნახავ რა იქნება. იმედია დაჯდება. გატანა არც მინდა ჯერ, უბრალოდ აისახოს რომ დავინახო შედეგი. დანარჩენი მერე.
  3. ზუსტად ქარხნული საღებავის ფერზე დაჯდა. კომპიუტერით დავსვით ფერი, გაგვიზავეს და ეგაა. კლიენტიცი კმაყოფილი დარჩა და ჩვენც.
  4. მოკლედ არხი მაქვს, მონეტიზაცია აქტიური, ადსენსი მიბმული თავისთავად. ჯამშ მაქვს 8,500 ნახვა, მაგრამ ჯამი არაფერს ნიშნავს. ამიტომ გადავხედე ვიდეოებს და მაქვს სამი ვიდეო რომლებიც აცდნენ 1000 ნახვას, ერთს აქვს 2,300, მეორეს 1,600 და მესამეს 1,100. ერნინგში მიწერს 0-ს. ანუ არაფერი თანხა არ არის გამომუშავებული. წესით $12-$15 უნდა იყოს, სადღაც 4,000 ნახვაა და 4x$3=$12. რა ხდება ხომ ვერ მეტყვით? ვიდეოებზე არის ფულის იკონკა, არაფერი მოუწერიათ პრობლემები, საკონტაქტოც ვერსად ვნახე, რომ მივწერო და მიპასუხონ. დიდი ფული არაა ეს $12, მაგრამ ესე თუ ავიდა ნახვები და ამათმა საერთოდ არ ჩათვალეს რა აზრი აქვს. ყველა ვიდეო უნიკლაურია, ჩემი დამზადებულია და არანაირი პრობლემა კოპირაითინგზე. გამარკვიეთ რა შეიძლება იყოს პრობლემა
  5. http://youtu.be/pohOmldQpHo ავტომობილის პარკინგ სენსორების შეღებვა. შავი ფერი გადავღებეთ, ავტომობილის ქარხნულ ფერზე. ბოლოს დავფარეთ ლაქის ორი ფენით. FB: აეროგრაფია
  6. კი რუსეთში ძალიან მაგრები არიან და უმაღლეს დონეზეა ხელოვნების ეს დარგი. აქ სამწუხაროდ, იარაღებიც ჭირს, მასალებიც და მოთხოვნაც არ არის დიდი, ჯერ-ჯერობით ასეა. იმედია შეიცვლება სიტუაცია, იქნება კონკურენციაც, მასალებიც და კლიენტიც. ნამუშევრებს აუცილებლად დავდებ. მადლობა გაიხარე ოკ, მადლობა. კარგია როგორც არის.
  7. ჯერ მხოლოდ ისინია რაც დავდე ზემოთ, ჩვენი გაკეთებულია. ამ დღეებში კიდევ დავამატებ რამდენიმეს, ლეპტოპებს და პლანშეტს სავარაუდოდ. ძალიან ადრე, წლების წინ ვმუშაობდით რუსული წარმოების აეროგრაფით, ძირითადად ქაღალდზე და ძალიან მაგარი გამოდიოდა, მაგრამ შეიცვალა ტექნოლოგიაც და მასალებიც, შესაბამისად ჩვენც განვაახლეთ ინვენტარი. ვნახოთ რამდენად გაამართლებს და დაინტერესდება ხალხი.
  8. ხო, კონკრეტულად ეგ ლოგო, სასწაული არაფერია და რაც მანდ ღირს მაისური, მაგდენიც არ დაჯდება თავისთავად. მაგრამ როგორც გითხარი რამდენ გარეცხვას უძლებს, მაგას გავარკვევ და მოგწერ რამდენიმე დღეში. რაც შეეხება მობილურს, აქ ცოტა რთულადაა საქმე, რადგან: 1. ზომაში პატარაა და ასეთი ტიპის ნახატები, ძალიან საჩალიჩოა, რომ მიიღო მაღალი ხარისხი და კარგი ვიზუალი, ანუ ჩვენთვის უფრო ადვილია ეგ დავხატოთ პლანშეტზე ან ლეპტოპზე, ვიდრე მობილურზე, ვნახე ზომები და 14x7 სმ-ია ტელეფონი, ეგ ნახატი უნდა დაიხატოს კამერის დაბლა, როგორც ამაზონზეა, ანუ სამუშაო ზედაპირი კიდევ უფრო დაპატარავდა სიმაღლეში რამდენიმე სანტიმეტრით. შესაბამისად შენც ხვდები, რომ რაც უფრო პატარაა ზედაპირი და დეტალურია ნახატი, მით უფრო ბევრი დრო უნდა შესაბამისად უფრო მეტიც დაჯდება, რადგან დახარჯული დრო და მასალა განსაზღვრავს ღირებულებას. კეისის გამოწერა რა თქმა უნდა იფრო იაფი დაჯდება. სად კომპანია, რომელიც სერიულად აწარმოებს ასეთ დეტალებს და იყენებს კომპიუტერესებს, და სად მხატვარი, რომელიც ამ ყველაფერს ხელით აკეთებს. მანქანა რამდნეიმე წუთში დაბეჭდავს და დაამზადებს, ჩვენ კი მინიმუმ 2-3 დღე გვინდა დაწყებიდან დასრულებამდე. ფასს პმ მოგწერ.
  9. მაისურებზე ვხატავთ აკრილის საღებავით, სიმართლე ჯერ არ ვიცი რამდენ ხანში გადავა, რომ გავრეცხა და გადავა ზუსტად მოგწერ. არ მინდა ვთქა ზეპირად ვთქვა და ტყუილი გამომივიდეს. ტელეფონზე მოხატვა რა თქმა უნდა პრობლემა არაა. უბრალოდ უნდა დავაზუსტო ტელეფონის ზომები (ვნახავ Phonearena-ზე) და როგორ გინდა მოხატვა: ანუ 1. უბრალოდ დახატვა, 2. დახატვა და ლაქით დაფარვა + პოლირება, თუ 3. ძველი საღებავის ბოლომდე აცლა, ზედაპირის დამუშავება, დახატვა და ლაქით დაფარვა + პოლირება. ლაქი შესაძლებელია იყოს "მატოვი" და პრიალა. რა თქმა უნდა საუკეთესო ვარიანტი, გამძლეობის მხრივ არის ბოლო ვარიანტი, ანუ ძველი საღებავის მოშორება, მეტალზე, პლასტმასზე ჩასვლა და იმის შეღებვა, მოხატვა. ზოგს უნდა რომ ძველი საღებავი შენარჩუნდეს ვერ ვხვდები რა აზრი აქვს, მაინც არ ჩანს ის ძველი და ვერც ეს მოცილდება ისე, რომ ძველი დარჩეს ხელუხლებელი, მაგრამ მაინც უნდა გკითხო და ვიცოდე პასუხი ხვალ მოგწერ ფასს. მაკ ქუინი სასწაული ნამუშეარი არაა, აეროგრაფი არ არის ძალიან ხარისხიანი და ბევრი რამის დასრულება ხელით მოგვიხდა, ფუნჯით, მაგრამ ეხლა უნდა გამოვწერო ძალიან მაგარი აეროგრაფი და ჩამოვა სადღაც, 3 კვირაში, მაქს 1 თვეში. აი მერე უკვე ნებისმიერი დეტალი იქნება უმაღლესი ხარისხის.
  10. ტელეფნების, კეისების, მაისურების, ტაბლეტების, ლეპტოპების და სხვა ნივთების: 1. მოხატვა - 5 ლარიდან. 2. მოხატვა + პოლირება - 10 ლარიდან. Facebook:აეროგრაფია - Airbrush E-mail: [email protected] Tel: 555 02 08 13;
  11. 150 ლარად დავთმობ თუ ვინმეს უნდა.
  12. გაიყიდა. მხოლოდ კეისი 650 ლარად! ვხურავ.
  13. არა, არ მაწყობს. 25ში ბანკში მაქვს შესატანი თანხა და იმიტომ ვყიდი. ნაწილ ნაწილ როდის მე ამას გავყიდი. ისე დღეს რამდენიმემ დამირეკა, ცოტა დაიძრა
  14. მეჩქარება გაყიდვა და ძვირია? რა არის ამ სისტემის ფასი?
  15. იყიდება სისტემა: > პროცესორი: i5-3470 3.2 GHz (3.6 GHz Turbo Boost). 6 თვის ნახმარი. > ვიდეო კარტა: Intel HD Graphics 2500 2GB. 6 თვის ნახმარი. > ქულერი: Deepcool 120mm. სამი სპილენძის მილით. 6 თვის ნახმარი. > მონიტორი: 19 inch Philips 196VL. სულ ახალი, ნამუშევარი აქვს ორი დღე. 2 წლიანი გარანტიით. > დედაპლატა: Asus P8Z77-V LX. 6 თვის ნახმარი. > ოპერატიული მეხსიერება: 4 GB, DDR3 1600 MHz, Kingston. 6 თვის ნახმარი. > კვების ბლოკი: ITD 500 Watt. 34 Amp. > მყარი დისკი: 500 GB. Seagate Barracuda. 6 თვის ნახმარი. > კლავიატურა და მაუსი. სულ ახლები. ნამუშევარი აქვს 2 დღე. > WiFi მიმღები TP Link. სულ ახალი, ნამუშევარი აქვს ორი დღე. 2 წლიანი გარანტიით. > კეისი: დაახლოებით ისეთი რაც სურათზეა, ლურჯი 120მმ გაგრილებით. 6 თვის ნახმარი. > დვდ ჩამწერი: DVDRW. 6 თვის ნახმარი. ფასი: 800 ლარი. ტელ: 555 02 08 13.
  16. სატესტო რენდერია ლეპტოპზე. 20% გაკეთებული მაქვს, დამრჩა 80% გადავბარგდი i5-3470-ზე.
  17. მთლიანი კეისი გინდა თუ მხოლოდ პროცესორი?
  18. კომპში მაქვს ორი ექაუნთი, პირადი და Guest. როგორ გავაკეთო რომ კონკრეტული პაპკები ან ფაილები დავმალო, მაგალითად მთელი Autodesk 3Ds Max ფოლდერი, რომ შემთხვევით არ წამიშალოს სამუშო თუ სისტემური ფაილები? თუ არის შესაძლებელი ასევე, რომ დაიბლოკოს წვდომა სხვადასხვა პროგრამებზე, მაგალითად გამოიყენოს ქრომი, მაგრამ ვერ გამოიყენოს ფოტოშოპი. ვინც იცით დამეხმარეთ რა, ძალიან მჭირდება.
  19. გაიხარეთ, მადლობა აპისთვის. დღეს ვაგზალზე მოვხვდი და 30 ლარი გაკეთება თქვეს. ვეღარ დავრჩი რომ გამეკეთებინა. მაგასაც დავაკლებ და ვისაც უნდა 170 ლარად გავატან! ფასი 170 ლარი!!!
  20. Motorola Droid Razr HD შავი ფერის, იყიდება. მეჩქარება. ხვალ მცალია და გავყიდი 200 ლარად ამ ფორუმელებისთვის. რა ტელეფონია და რა მონაცემები აქვს ალბათ ისედაც იცით, ვინც არ იცით ნახეთ აქ: ტელეფონის მონაცემები ვიზუალურად არის ახალივით, არანაირი ნაკაწრები ეკრანზე ან კორპუსზე. მოყვება დამტენი და ჩიპი 16გბ. ტექნიკურად არის იდეალურ მდგომარეობაში. აყენია ოფიციალური 4.4 ანდროიდი (KitKat). მოსაგვარებელი აქვს მხოლოდ ერთი რამ. ჯდება 20-25 ლარი მაქსიმუმ. ჩართვის ღილაკზე დაჭერის დროს ეკრანი ხან ინთება ხან არა, რაღაც კონტაქტის პრობლემაა შიგნით, რადგან უკანა პანელზე თუ დავაწვები და შემდეგ დავაჭერ ჩართვის ღილაკს ყოველთვის ინთება ეკრანი და მუშაობს უპრობლემოდ. ალბათ კაბელია კარგად ჩასასმელი შიგნით. მოკლედ ვისაც გინდათ დამირეკეთ. გავყიდი მხოლოდ ხვალ. ტელ: 555 02 08 13.
  21. ოპერატიულის, კვების და ჰდდ-ს გარეშე რა იქნება კეისის ბოლო ფასი? და რამდენი ხნის ნახმარია დეტალები?
  22. ჩემ ლეპტოპზე შანსი არაა ხო? ჯანდაბას არ ვითამაშებ, მაინც წერენ არ ვარგაო....
  23. ვიყიდი Dual Band WiFi როუტერს, 5 GHz მჭირდება. სტანდარტულად უმეტესობა არის 2.4, მაგრამ მე მინდა Dual Band ანუ ორი სიხშირე აქვს 2.4 და 5 GHz. ვისაც გაქვთ გასაყიდად მომწერეთ პირადში მოდელი, მდგომარეობა და ფასი.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.