Jump to content

system 32

წევრი
  • Posts

    1430
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Everything posted by system 32

  1. AHCI-დან ან Native SATA უნდა გაუთიშო ჯერ ისე რაიმე მყარ დისკთან სამუშაო პროგრამით NTFS ფაილურ სისტემაში რომ დააფორმატო პარტიციები სცადე ეგეც, ან უბრალოდ გადააკონვერტირო.
  2. პმში მომწერე Teamviewer-ის კოდები და შემოვალ დაგიკონფიგებ შიდა ქსელს ორივე კომპზე.
  3. ქსელური პრინტერია? თუ უბრალოდ გინდა რომ ერთ კომპს მიუერთდეს ჩვეულებრივად უსბ კაბელით და გააზიარო, რომ მეორემაც ბეჭდოს?
  4. Windows-ს აქვს უტილიტა სახელად Windows Easy File Transfer, ანუ ხდება ფაილების გადაგზავნა ერთი კომპიუტერიდან მეორეში, ამ უტილიტით ინფოს გადაცემის 3 ხერხი არსებობს, შეგიძლია გადააგზავნო სპეციალური Windows Easy Transfer კაბელით(სპეციალური უსბ კაბელი), შიდა ქსელით, ან ფლეშკით/გარე ვინჩესტერით. მაგრამ ამდენ წვალებას გირჩევნია ქსელი გააკეთო 1 ქსელის კაბელით გადააბა 2 კომპი(კროსოვერით ან ჩვეულებრივი კაბელით), დააკონფიგო ორივე და გაიზიარო.
  5. IDE-ს რასაც ჩვენ ვეძახით იმას რეალურად PATA/EIDE ჰქვია, IDE-ს გაუმჯობესებული ვარიანტია, სუფთა სისხლის IDE(ATA1) კაი ხნის წინ ჩაბარდა წარსულს, 500მბ-იანი ლიმიტი ჰქონდა Storage დივაისებზე, 16 ბიტიან ISA სალტეზე მუშაობდა და ძალიან დაბალი სიჩქარე ჰქონდა UltraDMA-ზე ლაპარაკი ზედმეტი იყო შესაბამისად, ჰქონდა მხოლოდ PIO რეჟიმები, თუ არ ვცდები 16მბ/წმ. ATA 2-დან უკვე მოდის EIDE, ATA/ATAPI4-დან კი უკვე შემოდის UltraDMA რეჟიმები(33/66/100/133), რასაც დღეს ვხვდებით, ასევე შეიცვალა ნელნელა PATA კაბელებიც, 40 პინიანი კაბელი(რომელსაც შეეძლო მაქსიმუმ 33მბ/წმ-ის გატარება ანუ uLTRADMA2) იცვლება 80 პინიანით, რომელსაც შეეძლო მაქსიმუმ 133მბ/წმ ინფოს გატარება, მაგრამ ყველა 80 პინიანი კაბელი ვერ ატარებს 133-ს მხოლოდ ეკრანირებული კაბელი ატარებს 133-ს, უბრალო 80 პინიანი კაბელი მხოლოდ 100მბ/წმ-ზე მუშაობს მაქსიმუმ. რა ზუსტად დაახასიათე
  6. კონკრეტულად რა მომენტში გეთიშება? MAC/IP კონფლიქტი გამორიცხე? იქნებ სხვა ისეთი მოწყობილობა უერთდება რომელიც mac ან IP კონფლიქტს იწვევს და გეთიშება შესაბამისად
  7. მაგთის ოფისში დარეკე და პრობლემა აუღწერე
  8. Windows-ის პრობლემას გავს, მარტივად გეტყვი როგორ უნდა გამორიცხო ვინდოუსის პრობლემა ჩაიტვირთე რაიმე LiveCD-ით, მაგალითად Hiren-ის MiniXP-ით და იქიდან დააშათდაუნე, თუ ნორმალურად გაითიშა ესეიგი ვინდოუსის ბრალია უი მოგიგვარებია
  9. UEFI რეჟიმი გათიშე? ))) Legacy-ზე დააყენე თუ აქვს ეგ ფუნქცია.
  10. აი სწორედ ეგ რომ არ დაჭირდეს და ავტომატურად აიღოს მაგისთვისაა
  11. 0-ის, 1-ის ან 2-ის რეინჯში მოაქციე სამივე და მხოლოდ ბოლო ციფრი შეუცვალე რომ განსხვავებული ჰქონდეთ, მერე ერთს ჩაურთე dhcp 2-ს გაუთიშე, მერე გათიშულ dhcp-იანი როუტერები მიაერთე იმ ჩართულ DHCP-იანის ლან პორტებში
  12. უხეშად რომ ვთქვათ IP მისამართებს არიგებს ავტომატურად ქსელში ჩართულ კომპიუტერებზე, რასაც შენ მიუთითებ იმ დიაპაზონის ფარგლებში
  13. დაარესეტე როუტერი, თავიდან დააკონფიგე და ვაიფაის დრაივერი განაახლე ოფიციალური საიტიდან გადმოწერე
  14. პროცესორის სოკეტზე რომელიმე პინი ხომ არაა დაზიანებული? მემორი რემაპის გადართვა რომ არ შველის ხშირად ეგ პრობლემაა ხოლმე, ვირტუალ მემორის რაც შეეხება, ეგაა ვირტუალური მეხსიერება რომელიც დეფაულტად 1.5 x შენი ოპერატიულის მოცულობაზე, დააკვირდი ასუსის საიტზე ასუსის მიერ რეკომენდირებულ მეხსიერების მოდულების ჩამონათვალში შენი ოპერატიულები წერია? შეიძლება ეგ მოდულები მაგ ჩიპსეტზე პრობლემურია... მემტესტიც გაატარე...
  15. 8.1-ზე რამდენჯერმე შემხდა ანალოგიური პრობლემა , მემგონი ბაგი აქვს wifi-ს დრაივერი მწარმოებლის საიტიდან გადაწერე(თუ მაიკროსოფტის დრაივერი გიყენია), როცა ეგრე გააკეთებს კომპი არ დაარესტარტო, Device Manager-ში შედი და wifi ადაპტერი გათიშე და ჩართე ხოლმე
  16. სტატიკური აიპების გაწერა რომ გირჩიეს სცადე?
  17. აუცილებლად წამოვალ უბრალოდ საღამოობით შემოვდივარ ფორუმზე და რომ გადაწყვიტავთ რამეს პმ-ში მომწერეთ სად შევხვდეთ და რა და როგორ იქნება დეტალურად.
  18. 100მეგაბიტის მეტს ვერ ქაჩავს ვერც გლობალურ ქსელზე(ინტერნეტზე) და ვერ ლანზე(ლოკალურ ქსელზე)
  19. შეიძლება, არაა გამორიცხული PCI სალტეზე მიბმული Fast Ethernet სტანდარტის ლან კონტროლერებისთვის იყო გათვლილი.
  20. კი აუცილებლად, სიმართლე გითხრა თვალით არ მინახავს ისეთი რელიქვიური ლანი რომელსაც არ შეუძლია ჩვეულებრივი კაბელით ორ კომპს შორის ქსელის გაკეთება.
  21. მაკ მისამართის შეზღუდვის პრობლემა არ იქნება, იმიტომ რომ wifi–ზეო და ანუ როუტერი უყენია, როცა როუტერი უყენია მაკის პრობლემა არ იქნება. როუტერზე რამე ფილტრაცია ხომ არ გიყენია?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.