Jump to content

system 32

წევრი
  • Posts

    1430
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Everything posted by system 32

  1. ისე ეგ ხომ SATA I (1.5Gbit/s)-მაც უნდა ამუშაოს ნორმალურად?
  2. მოკლედ ეხლა გადავხედე შენი მაზერის მანუალს და წავიკითხე რომ მანდ მეხსიერების მოდულებს როცა ამუშავებ ერთს მაშინ ეს ერთი მოდული ან უნდა ჩადგა ერთ ყვითელში და ან მეორე ყვითელში, და როცა დუალ რეჟიმში ამუშავებ მაშინ შეგიძლია შავებიც გამოიყენო :)
  3. სხვა ოპერატიულები ჩასვი აბა, კვება წესით უნდა ეყოს :)
  4. WD-ს უტილიტამ თუ აღიქვა მაშინ მაზერიც ხედავს შენს ვინჩესტერს, ვინდოუსს რაც შეეხება ალბათ იმიტომ არ ყენდება რომ სატა კონტროლერის დრაივერები უნდა და იმიტომ ვერ ხედავს რაა, ამიტომ შედი შენი მაზერის მწარმოებლის საიტზე და გადმოწერე სატა დრაივერები და მერე ან ვინდოუსის დისკში ჩააინტეგრირე ეგ დრაივერები Nlite-თი ან რაიმე ძველ ფლოპიზე შეაგდე და XP-ის ინსტალაციისას დააჭირე F6-ს(როცა წარწერას დაინახავ F6-ს დააჭირეო რაა) და მერე მიხვდები რაა, წესით უნდა დაინახოს ვინჩესტერი, თუ ვერ გააკეთე მაშინ 7 დაყენე და წესით უნდა დაინახოს, და რაც შეეხება ბიოსს ბიოსში ალბათ იმიტომ არ ჩანს რომ შეკვეცილი ბიოსია და სატა კონექტორებს ბოლომდე ვერ აღიქვამს შედეგი დაწერე.
  5. ACTIVE KILLDISK <------მარა მთელ ინფოს დაკარგავ
  6. ანუ ეგ ნიშნავს S.M.A.R.T-მა დააფიქსირა შეცდომა ვინჩესტერზე და გიწერს რომ კვდება შენი ლეპის ვინჩესტერი და გაფრთხილებს რომ გადაიტანო საჭირო ინფო უსაფრთხო ადგილას, რომ ვინჩესტერი რომ მოკვდება ის ინფო არ დაგეკარგოს რაც ზედ გაქვს რაა, რომ დაზღვეული იყო ინფოს დაკარგვისგან. ისე კარგი იქნება თუ გადაიტან მაგ ინფოს სადმე უსაფრთხო ადგილას და ბედ სექტორებზე დატესტე ეგ ვინტი, თუ არა და გამოცვალე და ეგ იქნება.
  7. გაუმარჯოს! მოკლედ ორი კითხვა გამიჩნდა რაა და ვერ მივიღე ვერსად ამომწურავი პასუხი რაა დავიწყეთ: 1. ძველი მაზერის(რომლებსაც არ აქვს ინტეგრირებული ვიდეო) ბიოსებში, შევამჩნიე ასეთი პუნქტი AGP Aperture Size და აქ თითქმის ყველგან დეფაულტად წერია 64MB, და რას ნიშნავს საერთოდ ეს AGP Aperture Size, ან რის მიხედვით ყენდება ეს? ერთმა მითხრა ეგ არის შინის გამტარობა წამშიო და ხელი არ ახლო თორე შეიძლება მაზერიც და ვიდეოც დაწვაო და რამდენად მართალია? 2. ჩემს კომპიუტერზე AIDA64-ით PCI Devices-ში შევიხედე და დამხვდა ასეთი სურათი http://a.pix.ge/h/edxzt.jpg , აქ ხომ არის ძირითადად ჩიპსეტის კომპონენტები და სალტის ტიპში რატომ უწერიათ PCI? მე ისე ვიცი რომ მხოლოდ დამატებითი(ქსელის კონტროლერი, სატა კონტროლერი და ა.შ.) კონტროლერები არიან მიბმულები PCI/PCIe არხებზე, და ამ ჩიპსეტის კომპონენტებს რაღა უნდათ ამ სალტეებზე? ესენი ხომ ინფოს ჩერეზ ჩრდილოეთ ხიდით გადასცემენ პროცესორს(SB>>NB>>CPU??). ან თუ მართლა ამ სალტეზე მუშაობენ ეს მოწყობილობები მაშინ საიდან სად გადასცემენ ინფოს ამ სალტით?? ან რას და რას აკავშირებს ეს სალტეები? ნუ ეს EN8500GT და ეს Realtek RTL8168B/8111B PCI-E Gigabit Ethernet Adapter კიდევ მესმის რომ დამატებითი კონტროლერია და იმიტომ უწერიათ სალტის ტიპში PCI/PCIe, მაგრამ ამ ჩიპსეტის კომპონენტებში უკვე დავიბენი რაა. იქნებ დეტალურად ამიხსნათ რაა
  8. როგორ და ამოიღე სლოტიდან რამდენიც არის მერე სლოტებს(ანუ სადაც ჩარჭობილი იყო) სული შეუბერე ან მტვერსასრუტი გადაატარე ფრთხილად მერე თვითონ ოპერებს ფეხები გაუწმინდე თაბახის ფურცლით, მერე ისევ ჩაარჭე კარგად(თუ კარგად არ არის არ ჩაირთვება) და ჩართე და ნახე რაა :)
  9. უი უი უი მემტესტი გაატარე რამენაირად მოახერხე, იმ დღეს მქონდა ზუსტად მასეთი შემთხვევა და მემტესტი რომ გავატარე 2000-მდე შეცდომა ამოყარა, მერე ოპერები ამოვიღე გავწმინდე და ისევ ჩავრთე და გასწორდა რაა ნახე აბა :)
  10. ვიდეოს დრაივერს რომ დააყენებ თავისიტ გასწორდება რეზოლუცია დეფაულტზე რამდენიც საჭიროა და რაც შეეხება ჰერცებს, რაც შეიძლება მეტი დააყენე, ეგ არის ანუ წამში რამდენჯერ უნდა გააკეთოს ეკრანმა განახლება, და რაც უფრო მეტს მიუთითებ(და რამდენიც ვიდეოკარტას და მონიტორს აქვს) მით უფრო კარგი ჩვენება და სწრაფი განახლება ექნება, და თვალებსაც ნაკლებად გატკენს, 60 ჰერცზე ცუდი ციმციმი იცის ხოლმე აი 85-ზე უკვე კარგია ეს ჰერცების პრინციპი ელსიდი მონიტორებზე არ ვრცელდება იქ თუ გინდა 50 დააყენე თვალებს არ გატკენს და რაც შეეხება ეკრანის ერთი მხრიდან მკრთალ და მეორე მხრიდან მუქ გამოსახულებას, ეგ მგონი უფრო ეკრანის ტექნიკური დაზიანება უნდა იყოს, ან შეიძლება ბოლო ვერსიის ვიდეოკარტის დრაივერმა უშველოს, მაგრამ ეგ ნაკლებად მგონია.
  11. ეკრანი და კაბელი შეამოწმე :)
  12. ბიოსის ბოლო ვერსია გადაწერე შენი მაზერის მწარმოებლის საიტიდან და განაახლე ჩვეულებრივ, ისე თუ დაწერ რა მაზერი გაქვს კარგი იქნება.
  13. ხმის კოდეკი უბერავს ალბათ(DAC ჩიპი) ანუ ეგ Soundmax-ის ჩიპი :)
  14. როგორ მოაგვარე ეგ პრობლემა იქნებ დაწერო უი ეხლა წავიკითხე ის პოსტი ბოლომე :D
  15. კი წავა მაგრამ 8GB/S-ის მაგივრად 4GB/S-ზე იმუშავებს დიდად არამგონია იგრძნო ეგ :)
  16. ისე ოპერატიულებისთვის MEMTEST 86+ -იც რომ გაატარო კარგი იქნება რომ სრულად დატესტო ოპერატიულები, ეს პროგრამა არის Hiren's BootCD-ში და ვინდოუსის გარეშეც შეგიძლია დატესტო, ანუ ჩამტვირთავი დისკია რაა, თუ რამე ვერ გაიგე დაწერე და აგიხსნი :)
  17. სევენის დისკი შეამოწმე მუშაა თუ არა შეიძლება გაფუჭებულია, და XP-ს რაც შეეხება სატა ვინჩესტერია და იმიტომ ვერ ხედავს ინსტალერი სატა კონტროლერს, ამიტომ შედი ბიოსში და სატა რეჟიმი გადაიყვანე PATA/IDE-ზე ან გათიშე AHCI/RAID. თუ ვერ იპოვე ბიოსში შესაბამისი პუნქტი მაშინ შედი მაგ მაზერის მწარმოებლის საიტზე და გადმოწერე სატა კონტროლერის დრაივერები და ან ჩააინტეგრირე ვინდის დისკში ან რაიმე ძველი ფლოპით გაუშვი ინსტალაციისას F6-ით. :)
  18. ყველაზე ეფექტურია kaspersky virus removal tool, kaspersky-ს საიტიდან რომ გადმოწერო განახლებული ბაზებით და Safe Mode-ში რომ გაუშვა :)
  19. მერე რა იქნებ რაღაც შეეშალა და მეორე პარტიციიდან გადაყვა ვირუსები ან ფლეშკაზე ქონდა და ისევ გადაყვა :)
  20. გადაამოწმე ნორმალურად არის თუ არა გააქტიურებული ვინდოუსი, ბიოსი დეფაულტზე ჩამოყარე, გადმოწერე ბოლო განახლებები, შეამოწმე სისტემური საათი და დაასკანე ვირუსებზე Kaspersky virus removal tool-ით Safe Mode-დან და მემტესიტც გაატარე
  21. ეგ იმას ნიშნავს რომ შენი მაზერის ბიოსს არ აქვს შენი პროცესორის ბოლომდე აღსაქმელი მიკრო კოდი, ამიტომ შედი შენი მაზერის მწარმოებლის საიტზე, აირჩიე პროცესორების სია რომელსაც მაზერი მხარს უჭერს და იქვე იპოვე შენი პროცესორის მოდელი და გვერდზე გამოგიტანს ამ შესაბამისი ბიოსის ვერსიას გადმოსაწერად წარმატებები :)
  22. ATA 133-ს 80 პინიანი ჩვეულებრივი კაბელი რომ დაუყენო ვინტს ვერ დაინახავს? ან რამე პრობლემა შეიქმნება?
  23. ხო მაგრამ Ultra DMA 133-ზე ჩვეულებრივი 80 პინიანი ასუსის კაბელებიც უპრობლემოდ მიდის, რამდენიც დამიყენებია სრულად აღიქვა :)
  24. სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული :D (ალბათ ) :D
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.