Jump to content

system 32

წევრი
  • Posts

    1430
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Everything posted by system 32

  1. ჩვეულებრივი განლაგებაც რომ იყოს(ორივე მხარეს ერთნაირი) ეგეც არ იქნება პრობლემა თანამედროვე ქსელის კარტაზე, ქსელის კარტა თავისით მოარგებს კაბელს როგორც კროსოვერი
  2. ერთი კაბელით დაკავშირებული კომპებს კროსოვერ ქსელი ეწოდება, როგორც წესი კროსოვერ კაბელის დაჯეკვა სხვანაირად ხდებოდა, მაგრამ თანამედროვე ქსელის კარტები ჩვეულებრივ სტანდარტულ განლაგებასაც უპრობლემოდ ამუშავებენ კროსოვერად, რაც შეეხება შენს პრობლემას , დააკვირდი 2-ივე კომპი ერთ სამუშაო ჯგუფშია თუ არა, და Firewall-ი დაუკონფიგე(Control Panel>System and security>windows firewall>allow apps>change settings და თოლია დაუსვი file and printer sharing-ზე,
  3. მოკლედ, მანდ 2 ვარიანტია, მაგ ტენდამ რომ მოდემიდან ინტერნეტი მიიღოს ლოგიკურად დაკავშირებული უნდ იყოს მოდემთან, ასე რომ შეიძლება ეს ტენდა დაკონფიგებული იყოს როგორც აქსეს პოინტი(ლან კაბელის ერთი ბოლო მიერთებული იქნება მოდემის ლან პორტში და მეორე ბოლო მაგ ტენდას ლან პორტში, გათიშული იქნება DHCP), ან როგორც ჩვეულებრივი როუტერი(ლან კაბელის ერთი ბოლო მიერთებული იქნება მოდემის ლან პორტში და მეორე ბოლო ტენდას wan პორტში), მე პირველი ვარიანტი მგონია რატომღაც. ეხლა შენ უნდა გააკეთო ასეთი რამ, მოდემსა და როუტერს შორის მყოფი ლან კაბელი გამოაძრე მოდემიდან და მიაერთე კომპს, ანუ ეს ტენდა მიუერთე მხოლოდ კომპს ლან კაბელით(ტენდაში ლან პორტში შეაერთე და კომპზე ჩვეულებრივად), ჩართე ტენდას კვება რომ ჩაირთოს როუტერი ჩვეულებრივ, მერე კომპს გაუწერე სტატიკურად IP-ი(იმიტომ რომ შეიძლება აქსეს პოინტად იყოს დაკონფიგებული და DHCP გათიშული იყოს, შესაბამისად კომპი აიპს ვერ აიღებს ავტომატურად და კავშირი ტენდას და კომპს შორის არ შედგება) გაუწერე კომპს 192.168.1.3 , მასკას ავტომატურად გაწერს, Gateway-ში გაუწერე 192.168.1.1(dns-ები დაიკიდე) და დაამახსოვრე, მერე გახსენი ბრაუზერი და ჩაწერე 192.168.1.1 წესით უნდა შეხვიდე როუტერში და მერე მიხვდები უკვე პაროლის შეცვლას, თუ ასე არ შევიდა მაშინ კომპს გაუწერე 0-ის დიაპაზონში აიპები, ანუ 192.168.0.3 , და Gateway-ში 192.168.0.1 მერე გახსენი ბრაუზერი და ჩაწერე 192.168.0.1 და უნდა შევიდეს წესით. პანელში შესასვლელი Username-ში და პაროლში ქარხნულად უნდა იყოს Admin-ები (თუ ვინმეს ხელით არ აქვს შეცვლილი), მერე ისევ დააბრუნე კაბელები როგორც იყო და მორჩა P.S. სხვა პარამეტრებს ხელი არ ახლო!!!
  4. მაგით ვერ შეხვალ რა სისულელეა, ეგაა ის აიპი რასაც dhcp ანიჭებს მაგ კომპს, კომპიუტერის აიპია და არა მოდემის შედი 1.1-ზე აა ეხლა წავიკითხე რომ თურმე WIFI-სთვის გაქვს ტენდას როუტერი, მოხსენი ეგ ტენდა მოდემიდან და ცალკე ლან კაბელით დაუკავშირე კომპს მერე ბრაუზერში აკრიფე ის აიპი რაც მაგ ტენდას აწერია უკან ნაკლეიკაზე, იქ ეწერება მომხმარებლის სახელი და პაროლიც შედი და მერე მიხვდები
  5. როგორც შეხვედი 1.1-ზე შედი ისევ მაგ პარამეტრებში და WPA2 - PSK-ჩაწერე პაროლი მერე დაამახსოვრე ცვლილებები და დაარესტარტე მოდემი
  6. სხვა უსბ პორტში შეაერთე ფლეშკა და იქიდან სცადე
  7. ვინაიდან და რადგანაც შენი ლეპტოპი ახალია, XP კი საკმაოდ მოძველებული და დავიწყებული ოპერაციული სისტემა, ნორმალურად არ ეთავსება, თუ sata(ahci/raid) კონტროლერს არ გადავრთავთ ძველი Compatible/IDE/EIDE/ATAPI სიმულაციის რეჟიმზე, ამის შემდეგ ჩვენი ბებერი ძმა და მეგობარი(xp) დაინახავს და ეცნობა თავის ძველი მეგობარი (IDE/EIDE/ATAPI კონტროლერი) და ნებას დაგრთავს ინსტალაციაზე, ბიოსში გადართვების გარეშეც შესაძლებელია ინსტალაცია, ოღონდ მთავარია ნახო ამ ლეპტოპის სატა დრაივერი (.INF ფაილიTXT რეჟიმისთვის) შემდეგ ჩააინტეგრირო xp-ის დისკში პროგრამის საშუალებით, სახელად Nlite შემდეგ თავიდან ჩაწერო ეს სატა დრაივერიანი XP დისკზე/ფლეშკაზე და დააყენო თავიდან, და ამდენ წვალებას დააყენე 7 ან 8 ან 8.1 ან რამე თანამედროვე
  8. ქსელის კარტაზე სიჩქარე შეზღუდული ხომ არ გაქვს Device Manager-დან ნეტვორკ ადაპტერის პროპერტიდან? ბრაუზერის ქეშები დაასუფთავე, და კიდევ CMD-ში ჩაწერე ბრძანება ipconfig /flushdns ქსელის დრაივერიც განაახლე და ანტივირუსი გათიშე დროებით და ისე დააკვირდი
  9. მგონია რომ ან არასწორად არაზგონებ, ან უბრალოდ ბიოსის იმ ვერსიას რაც შენ გიყენია აქვს ბაგი და გადაფლეშვამ უნდა უშველოს წესით
  10. მოგვარდა პრობლემა?
  11. მაგას არ ქვია დუალ ბუთი. ასუსის მაზერებს მართლა ახასიათებს, ბიოსი დაადეფაულტე და პროცესორი შეამოწმე ნამდვილად თავსებადია თუ არა მაზერთან და დარწმუნდი რომ ოპერატიულები როგორც წესი ისე გაქვს ჩაყენებული(სლოტები/სიხშირეები და ა.შ.), თუ კიდევ ასე გააკეთა ესეიგი ნორმალურია და არ გაქვს სანერვიულო
  12. შეიძლება როგორც AccessPoint-ი ისე აქვს დაკონფიგებული როუტერი და DHCP გათიშული აქვს, ან მაკ ფილტრი უყენია ან შენ გაქვს სტატიკური აიპი გაწერილი WIFI ადაპტერზე და დიაპაზონში ვერ ეთავსება(ძირითადად 0,1)
  13. ბევრ ლეპტოპს აქვს WIFI-ს ჩასართავი FN+რამე ღილაკი რასაც wifi-ს ლოგო აქვს( ხშირად f5/f6) დააჭირე და ნახე, შეიძლება გვერდიდან ან ქვემოდან ქონდეს გადასართავი ღილაკი
  14. თუ დაშალე ჩემი აზრით არაფერი აღარ ეშველება.
  15. და სევენი? ჰმმ.... პროვაიდერს დაუკავშირდი და სტატიკური აიპები მიანიჭე კომპს, გაპინგე საიტები და ნახე რამდენ ხანში გიბრუნებს პასუხს, თუ პროვაიდერმაც ვერ გაიგო როუტერი/მოდემი დაარესეტე და თავიდან დააკონფიგე
  16. default gateway-ს კი უწერ მაგრამ, კომპებს არ ურიგებს ამ 192.168.1.1-ს ან 192.168.0.1-ს, როგორც კომპის შიდა IP-ს მეთქი მაგის თქმა მინდოდა
  17. ლეგენდარული amvo virus-ია, google-თი მოძებნე AMvo Killer-ი გადაწერე და რომ გახსნი ფანჯრებს გამოიტანს, ყველას დაეთანხმე(ok-ზე დააჭირე), მერე დაარესტარტე და ნახე შედეგი
  18. გარედან შემომავალი კაბელი უნდა უერთებოდეს როუტერს(ვაიფაის) და როუტერის გაბრიჯული ლან პორტიდან უნდა მიდიოდეს კაბელი ტელევიზიის დეკოდერში
  19. ეგაა როუტერის/დსლ მოდემის რეინჯი/დიაპაზონი 0 ან 1, კომპებსაც ამის მიხედვით უნდა გაუწერო აიპი მისამართები, მაგალითად როუტერს აქვს 192.168.0.1 მისამართი კომპებს გაუწერ 192.168.0.2-დან დაიწყებ გაწერას ამ ქსელში ჩართულ კომპებზე, კომპსაც რომ 0.1 გაუწერო ქსელში აიპი მისამართების კონფლიქტი მოხდება, თუ როუტერის მისამართი ბოლოვდება 1.1-ზე მაშინ კომპებს გაუწერ 192.168.1.x(1 არა იმიტომ რომ ეგ აიპი როუტერს ექნება და მოხდება კონფლიქტი), მასკას ავტომატურად დააყენებს როგორც წესი 255.255.255.0, gateway-ში ჩაწერ იმ ქსელის აპარატურის მისამართს რომელიც ინტერნეტში გადის, მაგალითად როუტერის მისამართს ( როუტერს გაყავხარ ინტერნეტზე), დნს-ებში ჩაწერ რაიმე დნს სერვერის მისამართებსს, მაგალითად სილქნეტის არის 87.253.32.130 და 87.253.32.131, გუგლის არის 8.8.8.8 და 8.8.4.4 რომელსაც გინდა ჩაწერ კავკასუსის კიდევ სხვაა მაგრამ გუგლის დნს-ზე არ შეგექმნება არანაირი პრობლემა რომელი პროვაიდერიც არ უნდა გყავდეს. ისე ამის ხელით წერა რათ გინდა წესით ამ მისამართებს როუტერის/დსლ მოდემის DHCP სერვერი არიგებს ყოველ ჩართულ კომპზე მაგალითად 192.168.0.2-დან 192.168.0.199-ის დიაპაზონში, ასევე დნს სერვერებსაც(თუ მითითებულია როუტერის/დსლ მოდემის პარამეტრებში) ნუ გეითვეის და მასკას თავისთავად, როდესაც ქსელში არაა კომპი ჩართული მაშინ Windows-ის APIPA(Automatic Private IP Addressing) განიჭებს ამ მისამართებს ავტომატურად. ქსელსაც გააჩნია თუ შიდა ქსელი გაქვს ორგანიზაციაში ეგ იმას არ ნიშნავს რომ DHCP გათიშულია(თუ შეგნებულად არაა გათიშული) და აუცილებელი ხელით გაწერა, თუ რა თქმა უნდა რაიმე პრობლემა არ არის...
  20. ეგ როუტერის/დსლ მოდემის მისამართია კომპს როგორ მიანიჭებს
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.