Jump to content

iliko1990

წევრი
  • Posts

    1585
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    11

Everything posted by iliko1990

  1. პასუხი: 1.აქ არ წავა კონდენსაორების დასაცავად? არამგონია ეგ ვარიანტი გამართლებული იყოს,თუმცა მე არასფროს მიცდია მსგავსი რამ ნიკა 2.და რამდენია კონდენსატორის გახეთქვის ალბათობა? კონდენსატორების გახეთქვის ალბათობა თუ ის ალუმინის ფურცელშია შეფუთული(ფოლგაში) ძალიან მინიმალურია,უმნიშვნელოა.თითქმის არც არსებობს ხოლო რაც შეეხება ფენით გაცხელებას აქაც დიდი ალბათობა არაა რომ გასკდეს,მაგრამ ხომ გაგიგონია სიფრთხილეს თავი არ სტკივა. თუმცა კონდენსატორის გამოცვლაც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს იმისთვის ვინც რათქმაუნდა იცის საპაიკებელის ხმარება და მსგავს რამესთან შეხება ქონია. (ნიკა მე მჯერა რომ შენ ეგ არ გაგიჭირდება )
  2. გაიხარე მიხო რა ემართება და მემორი როცა იწვება ვიდეო ანუ ზოლები რომ უჩნდება მემორი ჩიპებში არსებული "კალის" წვრილი ძაფები წყდება რაც კვლავ გაცხელების შედეგად დნება და მთელდება.სულ ესაა.ოღონდ დიდი ტემპერატურა ჭირდება
  3. მოგესალმებით ფორუმელნო! გადავწყვიტე ამ თემაში ვისაუბრო,თუ როგორ კეთდება დამწვარი ვიდეო ბარათები. ალბად ყელა დამეთანხმება,რომ ძნელია შეგუება ვიდეო ბარათთან როცა ის ფუჭდება.აიტომ ბევრს გასჩენია სურვილი მისი შეკეთების. ეს კი არც თუ დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ახლა $#^#(|დები დეტალურად ავხსნა თუ როგორ შევაკეთოთ ჩვენი გაფუჭებული ვიდეო ბარათები და ვისაუბრო ამის გამომწვევ მიზეზებზე. ვიდეო ბარათების გაფუჭებას(დაწვას) იწვევევს გადახურება და ძაბვის უკმარისობა(ანუ როდესაც კვება არ ყოფნის ბარათს ეს იწვევს ვიდეო ბარათის გადახურებას და შესაბამისად იწვება(ზოლები უჩნდება)) ახლა კი გადავალ საქმეზე. თავდაპიველად ჩამოვწერ იმ დეტალებს,რაც საჭიროა საქმის შესასრულებლად საჭირო დეტალები: 1.დამწვარი ვიდეო ბარათი 2.ალუმინის ფურცლები(ე.წ ფოლგა)იხ.სურათი: 3.გაზქურა ან ელექტრო ღუმელი(ე.წ პეჩკა) 4.თერმოპასტა ახლა კი დავიწყებ ახსნას თუ როგორ კეთდება ეს ყოველივე ზემოთხსებებული ვიდეობარათის შეკეთების I ვარიანტი 1.იღებთ დამწვარ ვიდეო ბარათს 2.ხსნით ქულერს. იხ.სურათი: 3.იღებთ ზემოთხსენებულ ალუმინის ფურცელს(ე.წ ფოლგა) და ვიდეო ბარათს ვახვევთ შიგ 4.შემდეგ იღებთ გაზქურის ან ელექტრო ღუმელის ჟარონს(მაპატიეთ ამის სხვა მნიშვნელობა არ ვიცი ) 5.იღებთ ვიდეო ბარათს ალუმინის ფურცელში გახვეულს და ვდებთ ჟარონზე 6.ან იღებთ ალუმინის ფურცლებს(ე.წ ფოლგა) და ვაკეთებთ მისგან ბურთულებს 7.შემდეგ იღებთ ჟარონს და ვაფენთ მასზე ვიდეო ბარათის ზომაზე ცოტა დიდ ალუმინის ფურცელს(ფოლგას) 8.იღებთ ზემოთ ნახსენებ(ან უკვე მზა) ფოლგის ბურთულებს და ვაწყობთ ჟარონზე დაფენილ სალუმინის ფურცელზე ისე,რომ ვიდეო ბარათი დაიდოს ზედ. იხ.სურათი: 9. იღებთ ჟარონს და ვათავსებთ გაზქურაში ან ელექტრო ღუმელში(ეს სურვილისამებრ,ვისაც რომელი სურს და რისი შესაძლებლობაც აქვს ) 10.გაზქურას ან ელ.ღუმელს აყენებთ დაახლოვებით 180-დან 230გრადუს ცელსიუსამდე.(შენიშვნა:ფრთხილად იყავით რომ კონდენსატორები არ დასკდეს) 11.დაველოდებით 5-10 წუთი და გამოიღებთ ბარათს ისე, რომ ხელი არ დაიწვათ 12.დაელოდებით გაციებას.კარგად რომ გაცივდება GPU-ზე(იხ..სურათი: ) წაუსვამთ თერმო პასტას თხლად.(შენიშვნა:თერმოპასტის სქელმა ფენამ შეიძლება გაგრილების მაგივრად გადხურება გამოიწვიოს.როცა დიდი რაოდენობით უსვია იგი კარგავს თავის თვისებას) 13.ამის შემდეგ ვაყენებთ ქულერს 12.ვიდეო ბარათი მზადაა! ახლა გადავიდეთ ვიდეო ბარათის შეკეთების II ვარიანტზე II ვარიანტი 1.იღებთ დამწვარ ვიდეო ბარათს 2.ხსნით ქულერს (იხ.სურათი: ) 3.იღებთ თმის ფენს(იხ.სურათი: ) 4.რთავთ ფენს და აცხელებთ მემორი ჩიპებს და GPU-ს დაახლოვებით 5-10(რაც დიდხანს გეჭირებათ მით უკეთესია,კარგად გაცხელდება (შენიშვნა:კონდენსატორებთან ფრთხილად იყავით არ გასკდეს.იხ. კონდენსატორი: ) წუთის განმავლობაში . იხ.სურათი: 5.შემდეგ გამორთეთ ფენი და დაელოდეთ ბარათის გაცივებას 6.ამის შემდეგ წაუსვით თერმოპასტა GPU-ზე(იხ. სურათი: ) 7.მიუყენეთ ქულერი და ვიდეო ბარათი მზადაა! იხილეთ ვიდეო ტუტორიალიც რათა უკეთესად მიხვდეთ ყველაფერს: http://www.youtube.com/watch?v=wDoBi-y4LTM სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. ყველას მადლობას ვუხდი ყურადღებისთვის. თემა მოამზადა თქვენმა მონამორჩილმა ILIKO 1990-მა, ანუ მე :D
  4. ძალიან კარგი ნამუშევარია მართლა. :thumbsup:
  5. ძვლები არა მიშა თმები :chojinfc: კარგი რა ლომსიკ ახლა თავს ნუ გვაცოდებ.მაგის ლოგოს ფასად მანქანა და სახლი მოგივა რა უნდა ქნა და უკან უნდა მიაბრუნო :lolik:
  6. ხო ეღირება მეტიც კი გიო ისე მგონი ვისაც ფული არ ენანება იყიდის
  7. ხო ლევან მაგრად გაუბერეს.რა აზრიაქ ამის გამოშვებას.ხალხის 95-98 % ვერ იყიდის :chojinfc: :D
  8. როგორ უნდა მოექცე სერიულ პორტატულ კომპიუტერს, რათა წამიერად გაზარდო მისი ფასი რამდენჯერმე და ამასთან უცვლელი დატოვო მისი ელექტრონული შიგთავსი? პასუხი, როგორც ჩანს, ნათელია – უბრალოდ იგი 24-კარატიანი ოქროს ბრწყინვალე კორპუსში უნდა მოათავსო, მის ზედაპირზე ეფექტური "უზორი" ამოტვიფრო და ზედა სახურავი კაშკაშა ბრილიანტებით მორთო! (ალბად დამეთანხმებით,რომ ცოტა არ იყოს "ნეტწყვის მომგვრელია ამის გაგონებაც კი ) სწორედ ეს გააკეთეს კომპანიის Computer Choppers სპეციალისტებმა, რომლებმაც საიუველირო ხელოვნების მორიგი შედევრი შექმნეს ოქროს ნოუთბუქის MacBook Pro სახით, რომელსაც ძვირფასი კრისტალებისგან შესრულებული Apple-ის საფირმო ემბლემა ამშვენებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ პერსონალურ კომპიუტერზე არსებული ორნამენტის შერჩევა საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია თავად კლიენტს. უეჭველია, რომ ასეთი ექსკლუზივი პირველ რიგში “ვაშლოვანი” პროდუქციის ფანატებზეა ორიენტირებული, რომლებიც სრულიად არ განიცდიან უფულობას. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტის ფასი ჯერჯერობით უცნობია, დარწმუნებულნი ვარ , რომ უბრალო მოკვდავისთვის ასეთი ფეშენებელური სათამაშო ხელმისაწვდომი ვერ იქნება. ალბად დამეთაბხმება ყველა,ეს თითოეული ადამიანისთვის საოცნებო MacBook-ი იქნება. წყარო: www.mactrast.com
  9. ძალიან კარგი განმარტებაა.თუ ოდესმე დავაპირებ გაკეთებას,აუცილებლად გავითვალისწინებ ;)
  10. ვაა მაგარი თემაა ნიკა.გაიხარე.ძაან კარგია.მეც ვაპირებდი ოდესღაც კეისის გაკეთებას საკუთარი ხელებით მაგრამ მერე გადავიფიქრე და ახლა თუ მოვიცალე გავაკეთებ აუცილებლად.მაგარი მუღამი მაქ ამის გაკეთების. +1 ნიკა საუკეთესო თემ(ებ)ის გახსნისთვის. :thumbsup:
  11. :lollol: რა ჯანდაბად გინდა შეჩემა? :D
  12. ეფლის აქციების ფასმა საგრძნობლად დაიკლო ბაზარზე სტივის სიკვდილის შემდეგ და ახლა ნახე კონკურენცია. ისე HTC მგონი მართლა გადაერთო აიფონის მარკეტინგზე.მართალს ამბობ ჯამბო. ეს დიდი ვერაფერი სმარტფონია მაგრამ ვნახოთ აწი რას შემოგვთავაზებს უკეთესს
  13. მანდ არ მომიყვანო ახლა :D ნუ მებლატავები ხო ჰაი-ენდს რაც შეეხება კიდე კაი ხანი ვერ გამოუშვებს მე ასე მგონია :chojinfc:
  14. ვერ მივხვდი დაჰაკვის აზრს.რა გამოვიდა ამით?აზრი არ აქ ამას :eh:
  15. ბიჯო ნუ აოფებ თემას :D მასეც არაა საქმე დიდი კია მაგრამ კარგია რა არეიზერ არაა ჯერ ცნობილი.სავარაუდოდო ნოემბერში გახდება ცნობილი
  16. გიო არც ჩემთან მუშაობს.ყველაა ბრაუზერით ვცადე მეც მაგრამ არ მუშაობს. მე imageshack.us-ს ვიყენებ
  17. ლონდონში გამართულ მობილური ტექნიკის ტაივანელი მწარმოებლის HTC ღონისძიებაზე შედგა სმარტფონის Sensation XL ანონსი, რომელიც ქსელში უკვე ფიგურირებდა კოდური სახელით Runnymede. Sensation XL კომპანიის მეორე სმარტფონია (Sensation XE-ის შემდეგ), რომელსაც კომპანიის Beats Electronics ტექნოლოგიის Beats მხარდაჭერა აქვს, რომელიც ტაივანურმა მწარმოებელმა რეპერისგან Dr. Dre შეიძინა. ეს ტექნოლოგია ჟღერადობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს, რასაც სხვათა შორის საფირმო ყურთსასმენებიც Beats by Dr. Dre უწყობს ხელს, რომლებიც სმარტფონთან ერთად კომპლექტში იყიდება. ახალი «სენსაციის» სპეციფიკაციებში შედის 4,7” სენსორული მოცულობითი Super LCD დისპლეი გარჩევადობით 800х480 წერტილი, დაზიანებებისგან დაცული მყარი მინით Gorilla Glass, 1,5-გჰც ერთბირთვიანი პროცესორის Qualcomm MSM 8255 გრაფიკით Adreno 205, აგრეთვე ფრონტალური 1,3-მპ კამერა ვიდეოტელეფონიისთვის და 8-მპ კამერა ორმატი შუქდიოდიანი ვსპიშკით და ვიდეოჩაწერის ფუნქციით გარჩევადობით 720p, რომელიც კორპუსის უკანა მხარესაა განთავსებული. მოწყობილოის ბორტზეა 768 მ.ბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 16 გბაიტი ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერება, სლოტი მეხსიერების კარტებისთვის microSD. ამას გარდა, აღნიშნულია GPS-ნავიგაციის მხარდაჭერის შესახებ, უსადენო კავშირების ადაპტერებზე Bluetooth 3.0, Wi-Fi 802.11 b/g/n, FM-რადიო, აქსელერომეტრი, პორტი MicroUSB და მოცულობითი ბატარეა 1600 მილიამპერი საათში. სმარტფონი ოპერაციული სისტემის Android 2.3.5 (Gingerbread) მართვით მუშაობს ინტერფეისით Sense 3.5 UI. მისი კორპუსის სისქეა 9,9 მმ. http://www.youtube.com/watch?v=TCMsJMPr8Jk&feature=related სმარტფონი ხელმისაწვდომი გახდება ნოემბრის დასაწყისში. წყარო: http://www.engadget.com/2011/10/06/htc-announces-the-sensation-xl-with-beats-audio-we-go-hands-on/
  18. დიზაინი არ ვარგა არაფრად მონაცემებს რაც შეეხება კარგია +1 თემას ყოველი შემთხვევისთვის :D
  19. ლომსას რჩევას დაუჯერე.ლან კარტაზე შეამოწმე და თუ გაიმართა ესეიგი მაზერზე LAN-ის პორტია დაზიანებული და ან მაზერი უნდა გამოცვალო ან ლან კარტა იხმარო.ჩემსასაც ჭირდა მსგავსი რამ და გამოსწორდა.ლან კარტა აღარ დამჭირდა.ისე OS-იც შეამოწმე არეული ხომ არაა.ჩემი ვინდი ურევდა.
  20. +1 თემას მაგრამ მე არ მომწონს ეს პლანშეტი.თანაც ძალიან დიდი და არარეალური ფასია :chojinfc:
  21. კინო უფრო კარგია,მაგრამ თეატრსაც არაუშავს
  22. პ.ს ამ საიტს როგორ არ ეხება.კითხვაზე არაა პრობლემა,ეს ფორუმი იმისთვისაა და აქ იმისთვის ვართ რომ დავეხმაროთ ერთმანეთს,მაგრამ სხვა დროს გაითვალისწინე რომ თემა სწორ ადგილას გახსნა,თორე ვორნს მიიღებ.ეს უბრალოდ რჩევაა
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.