Jump to content

iliko1990

წევრი
  • Posts

    1585
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    11

Posts posted by iliko1990

  1. ინტერაქტიული სისტემა Microsoft Surface თავის კლასში ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტია, თუმცა ამ მომენტისათვის სოფტვერის გიგანტი ერთადერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელიც ამ დონის სისტემას უშვებს ბაზარზე. ძირითადი კონკურენტები მსგავსი პროდუქტებით ვერ იამაყებენ. ამიტომ, დიზაინერმა ადამ ბენტონმა (Adam Benton) სცადა წარმოედგინა, როგორი იქნებოდა მსგავსი სისტემა Apple-ის ვერსიით.

    idesk_brown_final_hi.jpg

    სისტემა iDesk — სრული ზომის სამუშაო მაგიდაა, რომლის ზედაპირი უზარმაზარი სენსორული დისპლეია. მოწყობილობა ინტერფეისების მთლიან არსენალს უჭერს მხარს, რომელთა წყალობითაც Apple-ის ნებისმიერ საფირმო კომპიუტერთან, მობილურ მოწყობილობასთან და პერიფერიასთან მყისიერი სინქრონიზაცია ხდება. თუმცა, უკანასკნელთა აუცილებლობა შეიძლება არც წარმოიშვას, რადგანაც ნებისმიერ მომენტში პირდაპირ მაგიდაზე შეიძლება დაიხატოს კლავიატურა და თაგვი, სისტემის დანარჩენი ზედაპირიც, არსებითად დიდ ტაჩპადს წარმოადგენს.

    idesk_blue__final_hi.jpg

    სისტემის მმართველი პროგრამული პლატფორმა მხარს უჭერს Apple-ის ყველა საფირმო სერვისს, მომხმარებელი პირდაპირ მაგიდაზე ქმნის და ფურცლავს შეტყობინებებს, ნიშნულებს, ათვალიერებს კალენდარზე მონიშნულ მოვლენებს, მუშაობს სოციალური ქსელების კლიენტებთან, აქვეყნებს სტატუსებს და კითხულობს ახალ ამბებს მეგობრებთან დაკავშირებით. შეიძლება ნებისმიერ დროს გაიხსნას რაიმე რგოლი YouTube-ზე, ფოტოების ალბომი ფოტოჰოსტინგიდან ან გაიგზავნოს წერილი ელექტრონული ფოსტით. და ბოლოს, თუ კი ილუსტრაციებიდან ვიმსჯელებთ, აქ დამცავი დაფარვაცაა გათვალისწინებული, რისი წყალობითაც მაგიდაზე ცხელი ყავის ჭიქის უშიშრად დადგმაც შეიძლება.

    სულ ეს იყო ინფორმაცია iDesk-ის შესახებ.მისი გაყიდვაში გამოსვლის თარიღი და ფასი ჯერჯერობით არაა ცნობილი.

    http://www.youtube.com/watch?v=Db-1Mw2X5I4

    www.maclife.com

    • Upvote 6
  2. კომპანიამ Archos საფრანგეთის ბაზარზე პლანშეტური კომპიუტერის Archos 101 G9 Turbo განახლებული ვერსია გამოუშვა. შეგახსენებთ, რომ პლანშტის ჩვეულებრივ ვერსიას ორბირთვიანი ჩიპი Texas Instruments OMAP4 აქვს, რომელიც ტაქტურ სიხშირეზე 1 გჰც ფუნქციონირებს. მოდელი ინდექსით «Turbo», რომელიც აშშ-ში იყიდება, აღჭურვილია პროცესორით ტაქტური სიხშირით 1,2 Ghz. ახლა კი მომთხოვნ მომხმარებელს სთავაზობენ ვარიანტს 1,5-Ghz CPU TI OMAP 4460.

    archos-101-g9-turbo-tablet.jpg

    u_11274133.jpg

    archos-101-g9-2_w600.jpg

    Tablet-Archos-G9.jpg

    c26-B005MED88K-4-l.jpg

    Archos101G9Turbo250Gb_side_vs_nonturbo.jpg

    Archos+101+G9+Turbo+Tablet.jpg

    ჩვენმა კოლეგებმა სიახლის ტესტირება და წინამორბედებთან შედარებაც კი მოასწრეს. როგორც მოსალოდნელი იყო, განახლებულ პლანშეტს პრაქტიკულად ყველა ტესტში უკეთესი მწარმოებლობა აქვს, Quadrant, CF-Bench, Vellamo, Antutu და სხვების ჩათვლით. თუმცა მატება უმნიშვნელოა, ამიტომ ფასებში დიდი სხვაობისას მომხმარებლების არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლო არ იქნება.

    პლანშეტს Archos აქვს 10,1-დუიმიანი დისპლეი გარჩევადობით 1280 х 800 პიქსელი, 8/16 გბაიტი ფლეშ-მეხსიერება ან 250-გბაიტი ხისტი დისკი, მოდულები Wi-Fi, Bluetooth, 3G (ოფციონალურად). ამ დროისათვის სიახლე წინასწარ დაყენებული ოპერაციული სისტემით Android 3.2 Honeycomb იყიდება, მაგრამ უახლოეს მომავალში მყიდველებს Android 4.0 Ice Cream Sandwich-ით ტკბობა შეეძლებათ.მისი ფასი სავარაუდოდ $369 "მწვანე" იქნება.

    funct101g9_office.jpg

    Archos-101-G9-Turbo-Android-Tablet-7.jpg

    13600.jpg

    tablet-Archos-G9_57964_1.jpg

    www.ecoustics.com

    • Upvote 4
  3. კაცო თუ მარტო ამინდის პროგნოზის გულისთვის გინდა ფაირფოქსი არ გიჩევ.დააყენე weather gadget და ეგაა.ისე ფაირფოქსი ძაან საზიზღრობაა(ოფისთვის ბოდიში:))

  4. მე ეისერს გირჩევდი ვაკომ რომ მოგცა ლინკი იმას.

    მე ამას გირჩევდი http://www.amazon.com/Dell-Inspiron-iM1012-687OBK-10-1-Inch-Obsidian/dp/B00361G10S/ref=sr_1_4?s=pc&ie=UTF8&qid=1326656990&sr=1-4

    მემგონი გოგოსთვის კარგი ვარიანტია

  5. კომპანიის LG საიტზე სმარტფონზე LG Optimus 2 (LG AS680) ინფორმაცია გამოჩნდა, რომელიც ოპერაციული სისტემის Android 2.3 Gingerbread მართვით მუშაობს. მისი წინამორბედი ორი წლის წინათ იყო წარმოდგენილი.

    LG-Optimus2-645x366.png

    lg-optimus-2.jpg

    Optimus 2-ის ტექნიკური მახასიათებლებში, რომელიც როგორც ჩანს ბიუჯეტურ სეგმენტს განეკუთვნება, შედის 3,2” სენსორული მოცულობითი დისპლეი გარჩევადობით HVGA (320х480 წერტილი), 3,2-მპ კამერა ავტოფოკუსით და ვიდეოჩაწერის ფუნქციით, პროცესორი ტაქტური სიხშირით 800 მჰც, 179 მბაიტი ჩაშენებული მეხსიერება, სლოტი მეხსიერების კარტებისთვის microSD (2 გბაიტიანი კარტა კომპლექტში შედის). ჩამონათვა;ში აგრეთვე აღნიშნულია მიმღები GPS, მოდულები Bluetooth 3.0 + EDR, Wi-Fi და ბატარეა ტევადობით 1500 მილიამპერი საათში. სმარტფონის ზომებია 112,8х58,9х11,9 მმ, წონა — 125 გრ. მოწყობილობის ავნოტომიური მუშაობის ხანგრძლიობა საუბრის რეჟიმში 5 საათია, მოლოდინის რეჟმში — 7 დღე. LG Optimus 2-ის ფასი და რეალიზაციის დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

    Screen-Shot-2012-01-03-at-12.37.42-PM.png

    Screen-Shot-2012-01-03-at-12.37.54-PM.png

    www.zimbio.com

    • Upvote 1
  6. რავი ჩემთან იდეალურათ უბერავს, მაგრამ არც მაგ ოპტიკაზე ვიტყოდი უარს ჩვენამდე თუ მოაღწია, მე მაინც ღამის საათებში ვუზივარ ხოლმე კომპს ჩემთვის ეგეთი ვარიანტი იდეალურია და თუ 79 ლარიანი დავაყენე 4 კაცზე ხომ საერთოდ

    George რა მაინტერესებს იცი?კავკასუსის 20 ლარიანი პაკეტი როა,მაგაზე გლობალი ლოკალი ერთია თუ როგორც CGC-ზეა ლოკალი მაღალი აქ და გლობალი დაბალი ასეა?

    newbitmapimageymytz.png

    და კიდევ ერთი ამინტერესებს,CGC-ზე PING მქონდა 4 MS და ახლა 120 მაქ :S რისი ბრალი იქნება ხომ არ იცი?დავრეკე რამდენჯერმე და გამოვასწორეთო,ფაქტია,რომ არ სწორდება.არადა აქამდე კარგად მუშაობდა.ხომ არაფერი იცი ამის შესახებ?

  7. ინტეგრირებულ ვიდეოს თუ არ ჩავთვლით დანარჩენი კაი კონფიგია.I3 :thumbsup:

    თამაშებზე ცოტა გაუჭირდება და თუ მაინცდამაინც თამაშებისთვის უნდა ცალკე ვიდეოს ყიდვაც მოუწევს.დანარჩენი კარგია.

  8. შანსი არაა 300Wat-იანით ვერ ამუშავებ 8800-ს.როგორც ლომსამ აღნიშნა ცხელი კარტებია ესენი ძაან.სტოკზე 70გრადუსზე მუშაობს და მითუმეტეს კვება თუ არ ეყო ძაან გაახურებს.ასე რომ არ გირჩებ მაგ კვებაზე მაგ კარტის ჩართვას.ცოდოა ვიდეო და თან შეიძლება გააპუჭო(შეიძლება კიარა დიდი შანსია 95%).სხვა კვება მონახე:)

    • Upvote 1
    • Downvote 1
  9. ხო ჯამბო გეტანხმები ფერების პონტსჰი მაგრამ ზედმეტი ნერვების წამლაა ეს პირიანი აპარატი.

    ლეონ კარგი შენაძენია მაგრამ ცოტა არაკომფორტულია ფირიანი როა :)

  10. რავი არაფერს ,უბრალოდ მონიტორებზე სულ იქ არის თემები და :D

    კაროჩე რა მაშინ რომელიმე მოდერმა გადაიტანოს ყველაფერი PC-სა და ლეპტოპის რაზდელში ( თუ არ შეწუხდება :) )

  11. 3D-მონიტორის D2000 ბაზაზე კომპანიამ LG ორი ახალი მოდელის გამოშვება დააანონსა სერიიდან DX2500. სიახლეები ეკრანის დიაგონალებით 20 და 25 დიუმი კარგი ფერთგადმოცემით და მაღალი კონტრასტულობით გამოირჩევიან მოცულობითი რეპროდუცირებისასაც კი, აგრეთვე სერტიფიკაციის TUV Rheinland წარმატებული გავლით.

    LG-DX2500.jpg

    lgDisplay.jpg

    lg_d2000-thumb-450x294.jpg

    ისევე როგორც წინამორბედ მონიტორში, DX2500-ში ე.წ. «პარალაქსალური ბარიერის» ტექნოლოგიაა გამოყენებული, რომელიც ვებ-კამერასთან ტანდემში მუშაობს. თავისთავად ეს ტექნოლოგია სათვალეების გარეშე 3D-ვიდეოს ყურების შესაძლებლობას იძლევა. ვებ-კამერა მაყურებლის ადგილმდებარეობის განსაზღვრისთვის გამოიყენება, რაც მოცულობითი ვიდეოს ყურებისგან სრულ ეფექტს უზრუნველყოფს ერთ მკაცრად განსაზღვრულ წერტილში ყოფნის აუცილებლობის გარეშე. ავღნიშნავთ, რომ მოცემული გადაწყვეტა მხოლოდ ერთი მომხმარებლისთვისაა გამოსადეგი.

    სიახლეთა საწყისი ღირებულებაა $1137 კორეაში. სხვა რეგიონებში რელიზის გეგმები უცნობია.

    3droundabout.com

    • Upvote 2
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.