Jump to content

Top-Gun

წევრი
  • Posts

    38
  • Joined

  • Last visited

Everything posted by Top-Gun

  1. კაი, დიდი მადლობა ისე, თემას გადავუხვევ ცოტათი და ერთს ვიკითხვა კიდევ, ჩემს პროცესორს ფრექვენსიზე ეწერა მაქსიმალური 650, ხოდა რა გამოდის რო თეორიულად შეუძლია დარაზგონდეს 650*15=9750-მდე? თუ კი, მაშინ პრაქტიკულად თუა შესაძლებელი ან რა დაჭირდება ამისთვის. ანუ დავუშვათ ძაან კაი კვება რომ გქონდეს და ძაან მაგარი გაგრილება, ვთქვათ თხევადი აზოტით, შეძლებ მაგხელზე ასვლას, ანუ მე მაინტერესებს რა არის საჭირო დიდი რაზგონებისთვის...
  2. მადლობა გამოხმაურებისთვის! ძაან დიდი რაზგონიც არ მინდა, მართალია უახლოეს მომავალაში ვცვლი მაზერსაც, პროცესორსაც და ოპერებსაც, მარა ვიდეო კარტა მაქ ძვირფასი და არ მინდა რამე მოუვიდეს. და ისე რა შანსია რო დაიწვას თუნდაც აი ამ 300მჰც-იანი ზრდის დროს. კვებას რაც შეეხება მაქვს 450 ვატიანი ATX-ფირმის, +12 ვოლტზე 16 ამპერი უწერია. შედეგს რაც შეეხება, აი ამ 300 მჰც-იანმა ზრდამ, არ ვიცი მომელანდა თუ არა, მარა შედეგი გამოიღო და თანაც დამაკმაყოფილებელი. ერთი თამაში მაქვს, BF BC2, ეგ არი პროცესორს რო პურს და ყველს ატნევს და ისე ჭამს ხოდა შედეგი მართლაც მომცა ერთი შეხედვით, ასეთი დაბალი ლაგი აქამდე არ მქონია არასდროს. როცა ვთამაშობდი ევერესტი ჩავრთე და ცპუ-ს ტემპერატურა 55 ცელსიუსს არ აცდენილა, კარგი შედეგია ეგა? კიდევ მაინტერესებს, ამით ხომ ორივე ბირთვი ჩქარდება(ნუბური შეკითხვაა მაგრამ მაინც ვკითხულობ)? ისე ვარაუდი თუ შეგიძლიათ გამოთქვათ საქამდე შევძლებ გაზრდას რო კვებაც მეყოს და სთოქ გაგრილებაც, თან უსაფრთხოდაც( 99,9%), არაფერი რო არ დამეწვას. და აი ამასთან დაკავშირებით: თუმცა FSB 333 პროცესორისთვის იქნება ძნელი აი მანდ გინდა CPU vcore voltage გაზრდა და შემდეგში NB voltage და VTT ძაბვა იმის მიხედვით რა დონეზე არაზგონებ რაც მეტ სიხშIრეს აყენებ მით მეტი ძაბვა გჭირდება მეტ ინფოს სად ვნახავ? მადლობა კიდევ ერთხელ :)
  3. სალამი მეგობრებო! ოვერქლოქინგს ვსწავლობ, რაღაცები მაინტერესებს და იმედია სწორ ადგილზე ვპოსტავ. მოკლედ ოვერქლოქინგის სწავლა დავიწყე ფაქტიურად გუშინ, მანამდე ვიცოდი მხოლოდ ზოგადად რა იყო. მაქვს პენტიუმ დ 925 @ 3 გჰც და მაზერი ასუს პ5ბ; ვიცი რომ ფარჩაკი პროცესორი და მაზერია, დიდ შედეგსაც არ მომცემს მაგრამ მე თვითონ ოვერქლოქინგის სწავლა მინდა. დღეს ვცადე დარაზგონება, შევედი ბიოსში,შემდეგ ედვენსდში, შემდეგ ჯამფ-ფრი ქონფიგურეიშენში, და შემდეგ იქ აი თიუნინგ ეწერა და ის დავაყენე მანუალზე და ჩამოიშალა მონაცემები. ფსბ ვერ ვნახე, მაგრამ ეწერა ცფუ ფრექვენსი და ეყენა 200 (გვერდზე ეწერა რომ შეიძლებოდა 100-650 ცვლა), მემგონი ეს უნდა ყოფილიყო, და მე ავდექი და დავაყენე 222-ზე. მემგონი სწორად გავაკეთე ყველაფერი, არა? რო ჩავრთე ვინდი (7-მაქვს) ევერესტმა მიჩვენა დარაზგონება 3333მჰც-მდე. მოკლედ, მაინტერესებს სწორედ გავაკეთე თუ არა? კიდევ, ჩემს ცპუ-ს მამრამვლი აქვს 12X/15X ანუ ეს იმას ნიშნავს რომ საჭიროების შემთხვევაში იწევს 15-მდე და ისე "იდლე"ზე 12-ია, ანუ ავტომატურადაა? კიდევ, ოპერატიულები მაქვს 2 ცალი 1 გბ დდრ2 667 და 1 ცალი 2გბ დდრ2 800, შესაბამისად ხო ყველა 667 უნდა იმუშავოს და მეც 667-ზე მეყენა, და რო დავიწყე მომატება ცპუ ფრექვენსის, ამანაც დაიწყო გაზრდა და რამე პრობლემა შეიქმნებოდა(მე ყოველი შემთხვევისთვის ავტო-ზე დავაყენე). და კიდე რა მაინტერესებს ვოლტების შეცვლა(პროცესორის და ოპერატიულების) და ტაიმინგების შეცვლა რა დროს ხდება?
  4. აბა რაშია საქმე? ათლონ II-სა და ფენომ II-ს შორის მარტო L3-ის ქონა/არქონაშია განსხვავება, სხვა ყველაფერი ერთიდაიგვეა :programisti:
  5. ვიცი რომ ათლონს და ფენომს შორის ზუსტად ეგ L3 ქეში დგას და ეს თემაც იმიტომ გავხსენი რომ გამეგო რამდენად მნიშვნელოვანია ეგ L3, იმიტომ რომ ათლონი ერთადერთი 4 ბირთვიანია რომელიც 100 დოლარზე ნაკლები ღირს. აგერ კიდევ ტესტი: http://www.tomshardware.com/reviews/athlon-l3-cache,2416.html , ამ ტესტში 965-ი 3,4 გჰც-დან ჩამოწიეს 2,6-მდე რადგანაც გაეტოლებიათ ათლონ 620-ისთვის და შესაბამისად ხელოვნურად შექმნეს განსხვავება მხოლოდ L3-ში, ანუ ამით ნახეს თუ რა განსხვავებას იძლევა L3-ის ქონა და როგორც მანდ ტესტებშია ბევრს არაფერს იძლევა ეგ L3
  6. ეგენი ზუსტად არ მაქვს შერჩეული, მთლიანი ყურადღება პროცესორზეა კონცენტრირებული და კვებას რაც შეეხება ATX 450W-ა, +12V-ზე 16A უწერია, ნუ მე იმით ვიმშვიდებ თავს რომ ახლა 95ვატიანი პენტიუმ დ მიყენია და მუშაობს უპრობლემოდ 100% დატვირთვაზე, თან ხშირად უწევს 100% დატვირთვაზე მუშაობა ამ საცოდავს :D
  7. უფრო დაწვრილებით ვერ მომიყვები და თალონის ყიდვა რატომაა სისულელე? L3 ქეში უფრო გამოაჩენს თავის უპირატესობას თანამედროვე თამაშებში თუ?
  8. აჰა, მეთვითონაც გავაოფე რა ათლონზე იცის ვინმემ რამე??
  9. ეგ რო ვიყიდო მერე ასეთი ბილდი რავარი იქნება: HD 5770 რაიმე 60-70 დოლარიანი მაზერი რაიმე 50-60 დოლარიანი დდრ3 4გბ და კიდე 450 ვატიანი კვება მაქ და ხო უნდა ეყოს წესით, ახლა მიყენია 95 ვატიანი ძველი პროცესორი და მუშაობს უპრობლემოდ
  10. მადლობა Tabo , ფორუმ.ჯი-ზე ვერ მირჩიეს, აქაც გამიოფეს თემა , მოკლედ შევეწირე ამ პროცესორის ყიდვას ერთი 3-4 ვარიანტი მაქვს ახლა: Athlon II x4 640 (ან მსგავსი) Phenom II x4 925 Phenom II x4 955 (ან მსგავსი) Phenom II x2 550 (ან მსგავსი ოღონდ თუ გაიხსნება ბირთვები) პ.ს ტაბო, შენი პოსტების რაოდენობას რო შევხედე შემეშინდა რაღაცნაირად :D
  11. ისე ახლა ამ 2 ბირთვიანის გაოთხბირთვიანებაზე დავფიქრდი, ბევრი წერს გამოვიდაო და ეგება მეც გამომივიდეს ა? არადა მაგარი იქნება 90 დოლარად X4 955-ს თუ დავითრევ :mameda:
  12. ჯამბო ეგეც ვიცი მარა პრობლემურიაო და არ მინდა რა bekuna ყიდი მაგენს?? ისე რაც მაინტერესებს ის არ იცით არავინ? მაგისთვის გავხსენი თემა... <_<
  13. მოგესალმებით! ამ რამოდენიმე ხნის წინ გადავწყვიტე მეყიდა ახალი პროცესორი, შესაბამისად ახალი დედაპლატა და ახალი მეხსიერება. არჩევანი შეავრჩიე AMD-ზე, პროცესორებში მანამდე დიდად ვერ ვერკვეოდი და რაც ყიდვა გადავწყვიტე მის მერე დავიწყე მათი შესწავლა. თავიდან, კაი ხანი ვსწავლობდი მე-2 ფენომ პროცესორებს, ათლონის შესახებაც ვიცოდი მაგრამ უფრო ბანძად მიმაჩნდა, რადგან L3 ქეში არ ქონდათ, მაგრამ დღეს უფრო დაწვრილებით ჩავუჯექი, რადგან ფასში საკმაო სხვაობა იყო. ვნახე CPU მარკები და აღმოჩნდა რომ ათლონ II X4 640 ჯობია ფენომ II X4 925 და თან 20 დოლარითაც იაფია. ამიტომაც ახლა უფრო დიდი ყურადღებას ვაქცევ ათლონს, და რა მაინტერესებს ეს L3 ქეში რამდენად მნიშვნელოვანია და ეს ათლონ II 640 რამდენად კარგი პროცესორია და დავუშვათ ყიდვის შემთხვევაში HD 5770-ს თუ გაქაჩავს ბოლომდე?? თან დღეს ვნახე Athlon II X4 620 @ 2,6 ghz-სა და Phenom II X4 965 @ 2,6 ghz-ს შორის შედარება და ტესტებში არც ისეთი დიდი განსხვავება იყო, ფენომმა აჯობა საშუალოდ 5%-ით, ერთი-ორჯერ ათლონმაც კი გადაუსწრო. ველი თქვენს რჩევებს! წინასწარ დიდი მადლობა! პ.ს კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ფორუმზე(ჩემი პირველი პოსტი და თემაა) :)
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.